ultrix - ბეწვზე დაკიდებული მსხვერპლის ბედი
font-large font-small
ultrix - ბეწვზე დაკიდებული მსხვერპლის ბედი

დასაწყისი იხილე აქ

XL ნაწილი

საკუთარ სიკვდილთან შეხვედრას ჩქარობ, არა? ხვალ და იყოს - ხვალ!



ultrix

XL ნაწილი


რამაზი და ნინო აივანზე ისხდნენ. ტირილისგან თვალებდაწითლებულ ანას რომ შეხედეს, ერთდროულად ჰკითხეს:
- რა მოხდა?
- ანამ ყველაფერი იცის, - ქალი სავარძელში ჩაეშვა და ცივი წყალი მოსვა.
- ეგ როგორ?
- თქვენი საუბრისთვის დაუგდია ყური და ახლა იცის, რომ ჩემი შვილია.
- მერე? - ისევ ერთდროულად იკითხეს.
- მერე? მერე, მიყვარხარო, მითხრა და კიდევ იმის ეშინია, რომ თქვენ არ გაუბრაზდეთ.
- წავალ, დაველაპარაკები, - რამაზი წამოდგა.
- არ გინდა, იძინებს ახლა. შევპირდი, რომ ყველა კითხვაზე ხვალ გავცემ პასუხს.
რამაზმა შუბლი მოისრისა და ადგილს დაუბრუნდა.
- მდაა, ამას კი არ ველოდი. კიდევ კარგი, ასე კარგად მიიღო ეს ამბავი...
- იქნებ თავს ვიტყუებთ და სულაც არ მიიღო კარგად? ბავშვი შოკში ჩავარდებოდა, როცა გაიგონებდა, რომ ჩემი შვილია. როგორ შეიკავა თავი, რომ არაფერი გკითხათ?

- შენ გგავს, ხასიათით, - ნინოს ჩაეცინა.
- არაფერი გკითხა? - რამაზი დაფიქრებული სახით იჯდა.
- მკითხა, დედაჩემი როგორ ხარ, დედა ხომ მოკვდაო?!
- რა უთხარი?
- ამ თემაზე საუბარი ხვალისთვის გადავდე. ხვალ სასეირნოდ წავალთ და ვეტყვი. თუმცა, თქვენი დახმარება მჭირდება. ერთად მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ.
- შენ რას ფიქრობ? - რამაზმა ამოიოხრა.
- მგონია, რომ სიმართლე უნდა ვუთხრა. ანა არც ისე პატარაა, 11 წლისაა უკვე და მგონია, რომ გაიგებს.
- მაგრამ მაშინ იმის თქმაც მოგვიწევს, რომ მე არ ვარ მისი ნამდვილი მამა.
- ვფიქრობ, რომ ასე აჯობებს. ანა ჭკვიანი ბავშვია, არა მგონია, თქვენს ურთიერთობაში რამე შეიცვალოს და Dძველებურად აღარ უყვარდე. შენ ხომ ამას შიშობ?
- ჰო, ყველაზე მეტად ეგ მაღელვებს, ანა, - რამაზმა უხერხულობისგან თუ ნერვიულობისგან ჩაახველა.
- ალბათ ხვდები, რომ ბავშვისთვის ეს ძნელი "მოსახარში" იქნება და სტრესის გადატანაც მოუწევს. ვფიქრობდით, რომ ფსიქოლოგისთვის მგვენდო მისი მომზადება, მაგრამ არ დაგვცალდა...

- ანა, მე შენ გენდობი, ერთადერთი, რაც მინდა, გითხრა, ისაა, რომ მე ჩემი ანას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და არც მინდა. მისი დაკარგვა დიდ ტკივილს მომაყენებს. შესაძლოა, მე უფრო გამიჭირდეს, ვიდრე - მას... გთხოვ, ნუ დამაკარგვინებ შვილს... ჩვენ ხომ ერთნი ვართ... მე და ანა ერთი სხეული ვართ, ერთმანეთს შესისხლხორცებულები და მისი დაკარგვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია.
- ვიცი რამაზ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთელი ეს ორომტრიალი კეთილად დასრულდეს. თქვენი ქორწილი როდისაა დანიშნული?
- 1 კვირს შემდეგ, - შაბათს, მაგრამ ალბათ ნინოს არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ქორწილზე მეტად ანასა და ჩემი ურთიერთობა და მომავალი მაღელვებს.
ლევანს თან გაუკვირდა, თავის ტელეფონზე ანას ნომერი რომ აღმოაჩინა, თან - გაუხარდა.
- ლევან, საქმე მაქვს, 12 საათზე შევხვდეთ.
- ხომ მშვიდობაა? - შეშფოთდა მამაკაცი.
- მგონი - კი... ზუსტად 12 საათზე შენს სახლთან ვიქნები და არ მალოდინო.
ლევანი ანას მარტოს ელოდა და ძალიან გაუკვირდა, როცა მის მანქანაში პატარა ანაც შენიშნა. ორივეს მიესალმა და უკანა სავარძელზე მოთავსდა.
- გოგონებო, სად მივდივართ? - იკითხა სიცილით.
- სასეირნოდ მივდივართ და იმედია, შემოგვიერთდები, ხომ გცალია? მთაწმინდის პარკში ავიდეთ, შემდეგ სადმე ნამცხვარი ვჭამოთ... ანა საღამომდე ჩვენთან იქნება, - მამაკაცს სარკეში გახედა.
ლევანმა ხელი გაიქნია, რითაც ანიშნა, გამაგებინე, რა ხდებაო... მისი ჟესტი უპასუხოდ დარჩა. მანქანა სადგომზე დატოვეს. პატარა ანა დაელოდა, ვიდრე ანა მანქანიდან გადმოვიდოდა და ქალს ხელი ჩასჭიდა. ანამ იგრძნო, როგორ უჭერდა პატარა თითებს. ლევანი ბავშვს მეორე მხრიდან ამოუდგა და ხელი მხარზე დაადო.

ფეხით გაისეირნეს. შემდეგ მერხზე ჩამოსხდნენ, რადგან ბავშვმა კარუსელებზე დაჯდომაზე უარი თქვა.
- ანა, ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, - ქალმა ძლივს მოაბა თავი, რომ ლაპარაკი დაეწყო.
ბავშვა თავი დაუქნია.
- ადრე, წლების წინ, მე და ბიძია ლევანს ერთმანეთი გვიყვარდა, - პირდაპირ ამბის მოყოლაზე გადავიდა. ლევანს კი თვალები გაოცებისგან ლამის შუბლზე აუვიდა. თუმცა, უხმოდ იჯდა და ანას თვალებით ანიშნებდა, რას ლაპარაკობ, ხომ არ გაგიჟდიო.
- ხომ იცი, სიყვარული რა არის?
- კი, ვიცი, მე და მამას გვიყვარს ერთმანეთი, - გაიღიმა ბავშვმა.
- ეგეც სიყვარულია, ნაყინი რომ გიყვარს, ეგეც სიყვარულია, ძიძა რომ გიყვარს - ეგეც, მაგრამ კიდევ არსებობს სხვანაირი სიყვარული: დედაშვილური, დაძმური, ნათესაური, მეგობრული და კიდევ, ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი რომ შეუყვარდებათ, ისეთი.
- ეს "დიდური" სიყვარულია, - დარწმუნებით თქვა გოგონამ.
- ჰო, სწორია და მე და ლევანსაც ასე, "დიდურად" შეგვიყვარდა ერთმანეთი.
- რატომ არ დაქორწინდით? - ლოგიკური კითხვა დასვა ანამ.
- ისე მოხდა, რომ მე და ლევანმა ერთმანეთს ვერ გავუგეთ ამა თუ იმ საკითხში. ცოტა ვიკამათეთ, ცოტა ერთმანეთს გავებუტეთ და დავშორდით.
- მერე აღარ გიყვარდათ ერთმანეთი?
- ასე უეცრად არ შეიძლება, საყვარელი ადამიანის გადაყვარება. გვიყვარდა, მაგრამ მაინც დავშორდით. ჰოდა, ამ დაშორების შემდეგ გავიგე, რომ მე ფეხმძიმედ ვიყავი.

ლევანი წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა. მიხვდა, რომ ქალი ანასთვის სიმართლის გამხელას აპირებდა... ეს უაზრო ნაბიჯად მოეჩვენა და ცდილობდა, ანა შეეჩერებინა. ხან სხვა თემაზე წამოიწყო ლაპარაკი, ხან ნაყინი შესთავაზა.
- ლევნი ბიძია, ნუ აწყვეტინებთ, რა, - სთხოვა გოგონამ და ისიც გაჩერდა, ბედს დამორჩილდა და ისევ გვერდით მიუჯდა პატარა ანას.
- როცა ის დრო დადგა, რომ ბავშვი უნდა გამეჩინა, საავადმყოფოში დამაწვინეს. მალე გოგონა დაიბადა. მითხრეს, რომ ბავშვი მოკვდა.
- ინერვიულე? - ანას თვალზე ცრემლი მოადგა.
- ძალიან ვინერვიულე, ბევრი ვიტირე, მაგრამ ჩემს პატარას ვერ გავაცოცხლებდი. ამის შემდეგ, საცხოვრებლად ამერიკაში წავედი და ცოტა ხნის წინ დავბრუნდი. შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი შვილი ცოცხალი ყოფილა. გადავწყვიტე, ჩემი გოგონა მომეძებნა და ის ადამიანებიც, ვინც მომატყუა.
- რატომ მოგატყუეს? - ბავშვი საოცარ ნებისყოფას იჩენდა და ზედმეტ შეკითხვებს არ სვამდა.
- არსებობენ კეთილი და ბოროტი ადამიანები. ბოროტები ფულის გამო ყველაფერს გააკეთებენ. ჰოდა, ასეთი ბოროტი აღმოჩნდა ის ექიმი, ვინც ბავშვის გაჩენაში დამეხმარა. გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილი, ჩემი ლამაზი გოგონა გაეყიდა და ამით ფული ეშოვა. ჰოდა, ჩემი გოგონა სხვას მიჰყიდა - ერთ უშვილო ცოლ-ქმარს, რომლებსაც თავისი საკუთარი შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ ძალიან უნდოდათ, რომ ჰყოლოდათ. ღმერთის წყალობით, ისინი კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ და ჩემი შვილი გაზარდეს. სამწუხაროდ, ქალი მალე გარდაიცვალა და გოგონა მამამ გაზარდა. ახლა კი, როცა დრო დადგა, იმ გოგონამ თავისი ნამდვილი მშობლების ვინაობა გაიგოს, მამა ძალიან ნერვიულობს, რომ ბავშვს ისე აღარ ეყვარება, როგორც აქამდე უყვარდა, - ანა გაჩუმდა. ბავშვს გადახედა და მის რეაქციას დააკვირდა.

- შენ ხომ თქვი, რომ საყვარელი ადამიანების იოლად გადაყვარება არ შეიძლება? - გოგონამ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ იკითხა.
- კი, ასე ვთქვი და ასეცაა.
- ჰოდა, არც მე გადამიყვარდება მამა. გამოდის, რომ შენ ხარ ჩემი დედა, ლევანი კი - მამა?
- ასეა პატარავ, ყველაფერს სწორად მიხვდი.
ბავშვმა ლევანს შეხედა. კარგა ხანს უყურა, შემდეგ შუბლი ნელ-ნელა გახსნა და ეშმაკურად გაუღიმა.
მამაკაცი დაიბნა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ანამ მისი ხელი აიღო და პატარა თითები თითებს შორის გახლართა.
ლევანმა გოგონა ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა. ბავშვმა მკლავები შემოხვია.
ანა ცრემლებს ვერ იკავებდა. არც უცდია ემოციების დაფარვა და თავის შეკავება. ლევანის მკლავებისგან გათავისუფლებული ბავშვი ანასთან მივიდა და ცრემლი მოწმინდა. ქალი უარესად ატირდა...
როგორც იქნა, პირველმა მღელვარებამ გაიარა და ყველა დამშვიდდა. ანა საღამომდე ასეირნეს, ყველა სურვილი და კაპრიზი შეუსრულეს. ლევანი ბედნიერი ჩანდა. ორივე ანასთან ყოფნით ტკბებოდა. რამაზს მთელი დღის განმავლობაში არ დაურეკავს... შინ წასვლა რომ გადაწყვიტეს, ქალმა თვითონ დარეკა, სად ხარ, ბავშვი უნდა მოგიყვანოო.
მანქანა რამაზის ეზოში გააჩერა. ლევანი გადავიდა და გოგონას წინ ჩაიმუხლა. ანა მხიარულად ელაპარაკებოდა და თან სადარბაზოსკენ იყურებოდა, საიდანაც რამაზი უნდა გამოჩენილიყო. როგორც კი მამა დაინახა, ლევანს აკოცა, მიახლოებულ ანას მოეხვია და რამაზისკენ გაიქცა. მამაკაცმა ხელები გაშალა, გოგონა კი კისერზე ჩამოეკიდა და ფეხები ფეხებზე შემოაჭდო. ასე კისერზე დაკონწიალებული წაიყვანა ბავშვი სადარბაზოსკენ და უკან არც მოუხედავს, თითქოს ეშინოდა, რომ თუ შეჩერდებოდა, შვილს წაართმევდნენ.
- აი, ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა და როგორც ჩანს, არც ისე ცუდად გამოვიდა, - უთხრა ანამ და ლევანს დაემშვიდობა.

GzaPress

უკვე მოსაღამოვებული იყო და გადაწყვიტა, ჯერ ირაკლისთან შეევლო, შემდეგ კი შინაც ადრიანად მისულყო, რომ დედის გული მოეგო... ირაკლის სახლს რომ მიუახლოვდა, ვახომ დარეკა.
- გისმენ, საყვარელო, - ანა თბილად მიესალმა მამაკაცს და მანქანა შეაჩერა.
- ანა, კარგია, ასე ტკბილად და თბილად რომ მპასუხობ, მაგრამ იცოდე, რომ შენი პასუხის ვადა დღეს საღამოს იწურება. ხვალ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ და ყველაფერი გავარკვიოთ. უბრალოდ, მინდოდა, შენთვის შემეხსენებინა ამის შეასხებ.
- მახსოვს, ისედაც მახსოვს, ხვალ შევხვდებით, - უპასუხა ანამ და თითები საჭეზე მოუთმენლად ააკაკუნა, რადგან მიხვდა, ვახო საუბრის დასრულებას არ აპირებდა.
- მაშინ ახლავე მოვილაპარაკოთ, - დაიწყო მამაკაცმა. ანა მისმა ტონმა გააღიზიანა და თავისი განწყობილება არც დაუმალავს.
- მომისმინე, შენს ულტიმატუმს არ მივიღებ. უკვე გითხარი, რომ მახსოვს, ხვალ რომ უნდა შევხვდეთ და მერე ვილაპარაკოთ.
- კარგი, ხვალამდე, კარგად, - მამაკაცმა ტელეფონი მოულოდნელად გათიშა.
როგორც ჩანს, ანას ნათქვამმა გააბრაზა, მაგრამ ამის მიუხედავად, კამათში აღარ ჩაერთო.
ანამ მისი გაბრაზება აინუნშიც არ ჩააგდო.
"საკუთარ სიკვდილთან შეხვედრას ჩქარობ, არა? ხვალ და იყოს - ხვალ!" - გაიფიქრა ქალმა და მანქანა ეზოში შეიყვანა.

- მშია, იკა, საჭმელი გაქვს? - მაშინვე სამზარეულოში გავიდა.
- არის რაღაცები. ძეხვი, კვერცხი, ყველი და პომიდორია, მაცივარში. თუ გინდა, კარტოფილი შეწვი.
ანამ მაცივრის კარი გააღო დ საჭმლის სუნი რომ ეცა, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. კარი სასწრაფოდ მიხურა და უკან დაიხია.
- რა იყო? - სამზარეულოში ირაკლი შემოვიდა და სწორედ ისეთ დროს შეასწრო თვალი, ანა მაგიდას რომ ჩამოეყრდნო.
- არაფერი, თავბრუ დამეხვა, თითქოს.
- თავბრუ დაგეხვა? სიხარულო, ეს შესაძლოა, კარგი ამბის მომასწავებელი იყოს.
- შენ ფიქრობ, რომ ფეხმძიმედ ვარ? - ანამ ახლაღა გაიფიქრა, რომ შესაძლებელი იყო, ირაკლი მართალს ამბობდა.
- რატომაც არა? ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ასეა, - მამაკაცი მოეხვია და თვალებში ჩახედა.
- არა, არა, - უცებ წამოსცდა ქალს.
- არა?! არ გინდა, რომ ფეხმძიმედ იყო? ანა, გამაგებინე რას ნიშნავს შენი ასეთი რეაქცია?
- რა თქმა უნდა, გამიხარდა, - ნაძალადევი ღიმილი გამოესახა სახეზე, - მაგრამ ეს მოულოდნელი იყო და...
- მოულოდნელი რატომ უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივი ამბავია მაშინ, როცა ქალსა და მამაკაცს სექსი აქვთ. მე გამუდმებით ვფიქრობდი ამაზე და ველოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოხვიდოდი და მეტყოდი, რომ შვილს ველოდებით... ხშირად, სახეზეც კი დაგკვირვებივარ, ნეტავ, ხომ არაფერს მიმალავს-მეთქი. თუ მართლაც ფეხმძიმედ ხარ, ეს ხომ ძალიან მაგარია, არა?
- ჰო, იკა, მაგარია, - ანამ ხელი გააშვებინა და ოთახში გავიდა.
- რაღაც, გახარებულს არ ჰგავხარ... - ირაკლიმ კბილები გააკრაჭუნა, - ყველაფერი უცნაური შენ როგორ უნდა იცოდე? სიხარულის გამოხატვაც კი უცნაური გაქვს.

- იკა, დღეს ჩემს ანას ნამდვილი მშობლების ვინაობა გავუმხილე.
- იმიტომ ხარ უხასიათოდ? ბავშვმა არ მიგიღო?
- პირიქით, ყველაფერი ძალიან კარგადაა. უბრალოდ, დავიღალე და კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე ამდენ პრობლემებში არ მიფიქრია...
- კარგი, დავუშვათ არ გიფიქრია, მაგრამ... არა, ვერაფერი გავიგე... - ირაკლიმ მხრები აიჩეჩა.
- წავალ, თუ არ გეწყინება, - ანამ ჩანთას წამოავლო ხელი, ირაკლის ლოყაზე აკოცა, უხმოდ გავიდა და გაოგნებული მამაკაცი დატოვა.

"ოღონდ ეს არა, ოღონდ ახლა ფეხმძიმედ არ ვიყო, ახლა არ მინდა! ღმერთო, შენ გადამარჩინე", - უფალს ლამის ხელებაპყრობილი შეჰღაღადებდა.
მანქანა აფთიაქთან გააჩერა.
- ტესტი გაქვთ? - ჰკითხა მომღიმარ გოგონას.
- რამდენი გნებავთ, ქალბატონო?
- ყველაზე უკეთესი რომელია?
- ოთხნაირი ტესტი გვაქვს, თქვენ რომელსაც მეტყვით, იმას მოგართმევთ.
- ყველანაირი მომეცით, ხუთ-ხუთი ცალი, - გაღიმება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ტესტები ჩანთაში ჩაყარა და გამყიდველს მადლობა გადაუხადა.
- წარმატებას გისურვებთ, ქალბატონო, - ხმადაბლა უთხრა ახალგაზრდა გოგონამ.
- გმადლობ... არავინ იცის, ახლა რა იქნება წარმატება... - ჩაილაპარაკა თავისთვის და აფთიაქიდან გავიდა.

შინ ასე ადრე რომ მივიდა, ოჯახის წევრებს ძალიან გაუკვირდათ.
- უხასითოდაა და იმიტომ მოვიდა შინ, - ჩაილაპარაკა ციცომ.
- დედა, თავი დაანებე, რა... ალბათ მიზეზი აქვს სამაგისოდ. ანა, როგორაა საქმე? - დას მიუბრუნდა.
- ის ამბავი, შენ რომ გაინტერესებს, კარგადაა, უკეთესად არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. ბავშვი შინ მივიყვანე და მამას დავუტოვე.
- აბა, კიდევ მოხდა რამე? - წარბი ასწია ნინომ, - არაა შენგან გასაკვირი.
- ისეთი არაფერი, - ნინომ პასუხს თავი აარიდა და თავის ოთახში განმარტოვდა. ჩანთიდან ტესტები ამოალაგა და ინსტრუქციას დახედა. გულდასმით რომ წაიკითხა, ყველა ერთად ჯიბეში ჩაიკუჭა და სააბაზანოსკენ წავიდა.

გამზადებული ტესტი სარკის წინ დადო. "როდის გავა ახლა 3 წუთი? - საათს დახედა, - ვახო საბლიანო, ახლა წყდება შენი ბედი... უფალს შესთხოვე, რომ ფეხმძიმედ ვიყო... თუ ასე აღმოჩნდება, გადარჩენილი ხარ, შე ნაგავო... ბავშვს, ჯერ არ დაბადებულს და რამდენიმე კვირის ჩასახულს, ცოდვაში ფეხს ვერ ჩავადგმევინებ. ფეხმძიმე ქალი ამხელა ცოდვას ვერ ავიკიდებ... ღმერთო, შენ მიშველე"...
როგორც იქნა, 3 წუთი გავიდა. ანამ ტესტს გულის ფანცქალით დახედა...

გაგრძელება

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (23)
23.01.2015
გაგრძელება????
ტატა
08.12.2014
damtavrda es romani tu sadme sxvagan unda vedzebooo cota pati ecit mkitxvels da pasuxi gagvecit tu iwkebt weras daasrulet nu chagvaxamet xalxi ra upasuxismgeblobaa
tako
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XLII ნაწილი

მანქანას მიუახლოვდა, კაპოტზე ხელი ისე დაუტყაპუნა, როგორც ბედაურს, გარშემო შემოუარა, ხელისგულით ეხებოდა და გუნებაში მასაც ემშვიდობებოდა



დასაწყისი იხილე აქ

XLI ნაწილი

სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ სასტუმროში გავყვები. შენ უკან უნდა აგვეკიდო


დასაწყისი იხილე აქ

XXXIX ნაწილი

ვიცი, რომ ბელა ჩემი დაა, - ჩურჩულით თქვა ბავშვმა


დასაწყისი იხილე აქ

XXXVIII ნაწილი

იმ კაცებს ხომ არ მადრი, რომლებიც შენს ჭკუაზე გიტარებია? მე სხვა ვარ იცოდე და ჩემს გრძნობებზე თამაშს არ გაპატიებ!

მოჩვებნებების არსებობის არ სჯეროდა, მაგრამ როცა ერთ-ერთ საფლავზე რაღაც მოძრავი არსება შენიშნა, უკან ლამის ყვირილით გაიქცა

დასაწყისი იხილე აქ

XXXVII ნაწილი

ბედზე აქვს ჯადო ”დადებული”. რამდენჯერაც გათხოვდები, იმდენჯერ ქმარი მოგიკვდება

მოდი და ნუ ინერვიულებ, დღეს პოლიციაში ისე მექცეოდნენ, როგორც კრიმინალს


დასაწყისი იხილე აქ

XXXVI ნაწილი

სასტუმროდან გამოვეპარე და ისე დავიკარგე, ჩემს კვალს ვეღარსად მიაგნო...

ამაზე უკეთეს "სცენარს" ვერც კი მოიფიქრებდა. ცხოვრებამ თვითონ მოაწყო ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო


დასაწყისი იხილე აქ

XXXV ნაწილი

- საშიში ქალი ხარ...

- ვგავართ ერთმანეთს, - ანამ მზერა გაუსწორა მამაკაცს.

დასაწყისი იხილე აქ

XXXIV ნაწილი

50 ათასი იოლი საშოვნელი არ არის და მე მაგდენი ფული არ მაქვს. 5 ათასს მოგცემ - იმ პირობით, რომ სამუდამოდ დაიკარგები ბელასა და ჩემი ცხოვრებიდან


დასაწყისი იხილე აქ

XXXIII ნაწილი

პატარას ერთი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, მკერდზე მიიხუტა და ლევანს თავით ანიშნა, შემოსასვლელი კარი გაეღო

უკვე მთელი კვირა იყო გასული, რაც ვახოს კვალში მიჰყვებოდა, მაგრამ მისი გაცნობა ვერა და ვერ მოახერხა



დასაწყისი იხლე აქ


XXXII ნაწილი

მამაკაცმა ცალი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, ხელში აიყვანა და სანამ მეორე სართულზე არ ავიდა, არც დაუსვამს ძირს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი