ბავშვი, რა თქმა უნდა, ლევანისი იყო და რომ გაეგო, ფეხმძიმედ ვიყავი, არც აბორტს გამაკეთებინებდა და არც გაშვილებაზე დამთანხმდებოდა. მარტოც რომ დარჩენილიყო, მაინც გაზრდიდა, რადგან სიგიჟემდე უყვარდა თავისი შვილები. მე კი ვერც ამას ავიტანდი, - თუ ჩემ გვერდით არ იქნებოდა ჩემი შვილი, არც ჩემს სიახლოვეს უნდა ყოფილიყო...