ზღვარზე (XVI ნაწილი)
font-large font-small
ზღვარზე (XVI ნაწილი)
ოფიციანტმა სადილი მოგვიტანა და დარბაზის სიღრმისკენ გაგვახედა, სადაც სამი მამაკაცი ეჯდა მაგიდას:
- აი, იმ ბატონებმა გადაიხადეს თქვენი სუფრის და საჩუქრად ძვირფასი ლიქიორიც გამომატანეს...
ვერც ერთი ვერ ვიცანი და ის იყო, უნდა მეთქვა, რაღაც გეშლებათ-მეთქი, რომ მელისამ ასწია ბოკალი და ასე გამოხატა მათ მიმართ მადლობა.
- იცნობ? - ვკითხე მეგობარს.
- ერთს ვიცნობ შორიდან, რომ იცოდე, შიდსი სჭირს და ზოგი მის ადგილზე ცოცხლად დაიმარხავდა თავს, მაგრამ პირველმა ელდამ გაუარა თუ არა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა...
კაცი 40 წლისაც არ იქნებოდა, ალბათ. ინტერესით შევათვალიერე და მისი შემშურდა კიდეც, რადგან იმ წუთში ვერავინ დამაჯერებდა, რომ სიმხნევესა და სიცოცხლის სურვილს ოდესმე მის მსგავსად დავიბრუნებდი...
- საოცარია, იცის, რომ მოკვდება და მაინც ასე მხნედ გამოიყურება! - ისე ვუთხარი მელისას, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე. ვღელავდი და არ მინდოდა, ჩემს ჭკვიან მეგობარს ეგრძნო, რომ იმ უცხო კაცს კი არა, საკუთარ თავს და განწირულ სიცოცხლეს ვდარდობდი.
- ძლიერი კაცია და მართალიც არის: თავიდან მკურნალობაზეც უარი თქვა, - თუ მაინც უნდა მოვკვდე, რაზე უნდა ვიწვალო, მირჩევნია, დროზე მორჩეს ეს მიწიერი ჯოჯოხეთიო, მაგრამ მერე მოგვაკითხა და წამლები მოითხოვა, - წინასწარ თავის მოკვლა ღმერთის ღალატია... მოკლედ, მკურნალობს და არც სასიკვდილო ეტყობა რამე.
- წამლებს შეუძლიათ, შიდსს გაუმკლავდნენ?
- არა, შიდსის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი გაკონტროლება და მართვა შეიძლება, თუ დაიფინცირებული სწორედ მოიქცევა და შეიძლება მართლა ბევრ ჯანმრთელ ადამიანს აჯობოს სიცოცხლისუნარიანობით, მაგრამ ამ სისაძაგლეზე ამდენს რას მალაპარაკებ? რა დროს სიკვდილია, სიცოცხლეზე ვიფიქროთ და გავიხაროთ...
- მართალი ხარ! - დავეთანხმე მეგობარს და სადილი მშვიდად ჩავათავეთ.
ახლა ის მაინც ვიცოდი, რომ ჩემი სასიკვდილო დაავადების რაღაც ჩარჩოებში მოქცევა და გაკონტროლება შეიძლებოდა. ეს უკვე ბევრს ნიშნავდა, თუ სიკვდილს სულ მცირე დროს მაინც მოვუგებდი უთანასწორო ბრძოლაში...
რესტორნიდან რომ გამოვდიოდით, მამაკაცები მოგვიახლოვდნენ და ჩვენი გაცნობა ისურვეს. მელისას სახეზე დაეწერა, რომ შიდსიანი კაცის ახლობლობა არ "ეპიტნავებოდა", ამიტომ უცებ ჩახტა მანქანაში, ხელიც კი არ ჩამოართვა არც ერთს, იქიდან დაუქნია მხოლოდ მისალმების ნიშნად. მე კი სწორედ იმ შიდსიანს ჩამოვართვი ხელი პირველს:
- ნია ვარ...
- ბექა კანკავა, ბიზნესმენი. თქვენს სამსახურში მიგულეთ...
სხვებმაც მითხრეს თავიანთი სახელები, მაგრამ არც ერთი არ დამამხსოვრდა. მანქანაში რომ ვჯდებოდი, ვიგრძენი, ბექამ რაღაც ჩამიდო ხელში. ფრთხილად ჩავაცურე ჯიბეში, არ მინდოდა, მელისას შეემჩნია, რომ კაცი ჩემთან დაახლოებას ცდილობდა და რაც მთავარია, თავად მქონდა ამისი სურვილი. სხვა შემთხვევაში, ასეთ რამეს არ დავუშვებდი და აქტიურ კაცს უხეშად მოვსვამდი ადგილზე, მაგრამ ახლა ჰაერივით მჭირდებოდა ჩემს ბედში მყოფთან ურთიერთობა, - ბექას შეეძლო ჩემთვის ცხოვრებისეულ, ახალ რეალობასთან შეგუება ესწავლებინა...
მოგვიანებით ვნახე, როცა მელისა სამსახურში დავაბრუნე და მარტო დავრჩი, ბექას თავისი სავიზიტო ბარათი დაეტოვებინა და მაშინვე ავკრიფე მისი ტელეფონის ნომერი. კარგა ხანს არ მპასუხობდა და მივხვდი, უცხო ნომერს არ პასუხობდა. ამიტომ, თავი დავანებე და ძილის წინ ისევ გამახსენდა, კიდევ ერთხელ ვცადე ბედი და ჩემდა გასაოცრად, მაშინვე მიპასუხა, მაგრამ საკმაოდ უკმაყოფილო ტონით:
- ნია ვარ, მელისას მეგობარი, დღეს რომ გაგეცანით...
- არ გელოდით, თან, ასე მალე! - მითხრა გულწრფელად ცოტა დაბნეულმა.
- რატომ გინდათ ჩემთან დაახლოება? - ვკითხე პირდაპირ, რადგან შორიდან მოვლის დრო არ მქონდა, როგორც მეგონა.
- ლამაზი ქალი ხართ, მე კი თავისუფალი კაცი...
- თქვენს ასაკში თავისუფალი? - არ დავუჯერე, ბუნებრივია, რადგან ბექა მომხიბვლელი მამაკაცი იყო.
- ცოლს ცოტა ხნის წინ გავშორდი გარკვეული მიზეზების გამო...
- მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ შიდსი გაქვთ? - პირდაპირ დავუსვი შეკითხვა.
უცებ ვერ მიპასუხა და მივხვდი, დავაბნიე ჩემი პირდაპირობითა და ამიტომ, მოვუბოდიშე:
- მაპატიეთ.
- მელისას არ ჰქონდა უფლება, ჩემი საიდუმლო გაეთქვა! - გულდაწყვეტილი ჩანდა კაცი, - ეს პროფესიული ეთიკის დარღვევაა და რომ ვუჩივლო?..
- მაგრამ არ უჩივლებთ, რადგან სულმდაბალი არ ჩანხართ.
- საიდან იცით?
- ასე რომ არ იყოს, სასიკვდილო დიაგნოზის შემდეგ ცხოვრების ლაღად გაგრძელებას ვერ შეძლებდით. მთელ ქვეყანაზე დაბოღმილი, ნაჭუჭში ჩაიკეტებოდით და მსოფლიო წარღვნას ინატრებდით...
- თქვენ რა იცით, რას განიცდიან განწირული ადამიანები?
- ცოტა ხნის წინ მეც შიდსის დიაგნოზი დამისვეს, რაც მელისამაც კი არ იცის, თორემ ასე ღიად ვერ მეტყოდა თქვენზე სიმართლეს... თქვენგან განსხვავებით, მე შოკში ვარ და ახლა იმიტომ გირეკავთ, რომ მასწავლოთ, როგორ გავაგრძელო სიცოცხლე, როგორ გავაგრძელო სიარული ამ უცნაურ დედამიწაზე სიკვდილთან ერთად ხელჩაკიდებულმა ისე, ვითომ არაფერი არ მომხდარა?
- ახლა სად ხართ?
- სახლში ვარ, ვიძინებდი, მაგრამ თუ მოსვლა შეგიძლიათ, დაგელოდებით. მარტო ვცხოვრობ, არავინ განგვსჯის...
- არა, ხვალ დაგიკავშირდებით. მეც უნდა გადავხარშო რაღაც-რაღაცები და უნდა ვიფიქრო თუნდაც იმაზე, რატომ შეგვახვედრა განგებამ ერთმანეთს.
- ღამე მშვიდობისა, დაგელოდები, ბექა! - უცებ გადავედი მიმართვის შენობით ფორმაზე, რადგან მივხვდი მასზე ახლობელი ადამიანი იმ წუთში მთელი დედამიწის მასშტაბით არ მყავდა.

ბექამ სამსახურში გამომიარა საღამოს და ქალაქგარეთ გადავწყვიტეთ ვახშმობა. მცხეთისკენ ავიღეთ გეზი:
- ჯვარზე ხომ რომ ავსულიყავით, ჩვენ ხომ როგორც არავის, ისე გვჭირდება უფლისგან მოწყალება და შენდობა?
- გწამს ღმერთის და მისი სასწაულების? - გაკვირვებულმა გავხედე კაცს.
- ჩემდა სამწუხაროდ, მას შემდეგ უფრო გამახსენდა უფლის არსებობა, რაც სასიკვდილო დიაგნოზის შესახებ შევიტყვე. მივხვდი, რომ ღმერთის გარდა არავის შეუძლია, ჩემნაირი ცოდვილის დახმარება.
- მე კი არც მანამდე ვყოფილვარ დიდად მორწმუნე და მით უფრო, ახლა არ მჯერა ღმერთის არსებობის, თორემ რამდენი ჩემზე ცოდვილი კაცი ვიცი, არხეინად რომ დააბიჯებს დედამიწაზე და არავის დამუქრებია სიკვდილით.
- ეგ ცუდია.
- რატომ?
- ღმერთი არასოდეს ტოვებს თავის გაჩენილს. ეს ჩვენ, ადამიანები გავურბივართ და ვკარგავთ მას, ისე შორს აღმოვჩნდებით ხოლმე, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ გვწვდება და ვერაფრით გვეხმარება...
- გამოდის, ღმერთი ყოველთვის მართალია? - შევეპასუხე.
- რა თქმა უნდა! - მითხრა მშვიდად და ისევ შემომთავაზა: - ავიდეთ ჯვარზე?
- არ მინდა, არა ვარ ჯერ მზად იმისთვის, რომ ქედმოხრილი დავდგე ხატების წინაშე და ყალბი ვიქნები, ახლა რომ ეკლესიაში შევიდე...
- კარგი, როგორც გინდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მაინც მიხვალ უფლამდე, რადგან სხვაგან ვერსად პოვებ აუცილებელ სიმშვიდეს. ღმერთი ერთადერთია, რომელიც ისეთებს გვიღებს, როგორებიც გაგვაჩინა და თუ ჩვენი შეცდომების მონანიებასაც შევძლებთ, მერე შეიძლება, სიკვდილიც არ მოგვეჩვენოს საშინელებად...
რესტორანში კუპეში ვინდომე დაჯდომა, გარეშე თვალთაგან შორს.
- იცი, საიდან აიკიდე ვირუსი? - მკითხა ბექამ.
- ვეჭვობ... ესპანეთში შავკანიანი ბიჭი მომეწონა და არც მიფიქრია სექსის დროს თავის დაცვაზე. სხვაგან შეუძლებელი იყო დავსნეულებულიყავი...
- ქმარი?
- ქმარი არ მყავს, თავისუფალი ქალი ვარ. ცოტა ხნის წინ, რაც გავიგე, რომ შიდსი მჭირდა, საყვარელსაც დავშორდი. არ მინდა, ისიც გავაუბედურო.
- თუ გიყვარდა, გაგემხილა, რაც დაგემართა და შეიძლებოდა, ისე გეცხოვრათ, რომ მისთვის საფრთხე არ შეგექმნა.
- ამ ეტაპზე არ შემეძლო მისთვის სიმართლის თქმა და ისედაც, როგორც ჩანს, არც ისე ღრმა იყო ჩემი მისდამი სიყვარული და შეიძლება, მიზეზის გარეშეც დავშორებოდი...
- მე კი ცოლს დავშორდი. ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ რაც შიდსის შესახებ გავიგე, შორს ყოფნა მერჩივნა მისგან და ჩვენი შვილისგანაც.
- უთხარი, რომ შიდსი გაქვს?
- ვერ დავმალავდი. ოპერაციაზე სისხლის გადასხმა დასჭირდა და რადგან ერთი ჯგუფი გვაქვს, მინდოდა, ჩემი სისხლი მიმეცა. ანალიზი რომ ამიღეს, მაშინ გავიგე, რომ ვირუსი მქონდა და ისეთი შოკი მივიღე, ვერ დავმალე. თვითმკვლელობაც მინდოდა...
- ჩემი პირველი რეაქციაც ეგ იყო! - ვთქვი მძიმედ, ისე რომ თვალებში ჩახედვა ვერ გავუბედე კაცს.
- კარგია, რომ მაშინვე არ მოიყვანე სისრულეში ჩანაფიქრი. მერე ნელ-ნელა დაძლევ ამ სურვილს და მიხვდები, როგორ უნდა გააგრძელო სიცოცხლე.
- ცოლმა არ სცადა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა?
- ყველას ვერ მოსთხოვ "გმირობას"... ახალგაზრდა ქალია, სიცოცხლით სავსე და არ ინდომა სიკვდილის აჩრდილის გვერდით დარჩენა. ღალატიც ვერ მაპატია...
- რა ღალატი?
- როცა ძიება დავიწყეთ, საიდან შეიძლებოდა ვირუსი შემყროდა, აღმოჩნდა, რომ საყვარლისგან გადამედო, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა რამდენიმე წელი, შენსავით თავისუფალ ქალს უწოდებს თავის თავს და... იდიოტი გამომიჭირა. სცოდნია ვირუსის მატარებელი რომ იყო და არ გამაფრთხილა. ერთი კარგად ვჟეჟე. მიჩივლა და ციხეშიც ვიყურყუტე მის გამო ექვსი თვე, მაგრამ რა, - ის ახლა სხვა კაცთან ცხოვრობს და მე ყველაფერს ვკარგავ სიცოცხლის ჩათვლით...

გაგრძელება




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცოტა ხანში ბექა ცუდად გახდა. გამოკვლევები რომ ჩაუტარეს, ნინო ნებიერიძემ გულდაწყვეტილმა მითხრა:
- ღვიძლი თითქმის დაშლილია...
- არ შეიძლება შველა? - ისე შევეხვეწე ნინოს, თითქოს რიგითი ექიმი კი არა, სასწაულმოქმედი ყოფილიყო.
ავზი ბენზინით ავავსე და როცა ისევ ავამუშავე ძრავა, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მანქანით წყალში ხიდიდან გადავშვებულიყავი და ასე დამესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ვანიკოზე ფიქრმა შემაკავა.
ახლა, რა თქმა უნდა, არც მეგობრობის დღიურის შემოღებას ვაპირებ (ან კი სად მყავს მეგობრები?), არც სხვათა ბრძნული აზრების ჩანიშვნა-შეკრებას, მაგრამ პირადი დღიურისა და ჩანაწერების კეთების სურვილი კი გამიჩნდა - ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელ ამბებზე, წარსულზე...
რეანიმაციაში მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა შეიძლებოდა და ლევანმა დამითმო პირველობა, მაგრამ ვერ გავბედე შვილთან მარტო შესვლა. ექიმს ლამის მუხლებში ჩავუვარდი, რომ ლევანიც შემოეშვა ჩემთან ერთად...
დაბინტული ბავშვის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა და ლევანს რომ არ შეეშველებინა ხელი, ალბათ იატაკზე გავიშხლართებოდი...
ტელეფონი კედელს შევანარცხე და გიჟივით გავვარდი ქუჩაში, ეზოს კარიც კი არ ჩამიკეტავს. ის იყო მანქანის საჭეს მივუჯექი, რომ წინ მდგომი მანქანიდან ლევანი გადმოვიდა. ისე ვიყავი გაგიჟებული, არც შემიმჩნევია, რომ ისევ ჩემი სახლის წინ იდგა მისი მანქანა:
- რას აპირებ, ნია? - მკითხა ისე შეშფოთებულმა, როცა ძალით გამაღებინა მანქანის კარი, მივხვდი იფიქრა, რომ თავის მოკვლას ვაპირებდი.
გამაღიმა ნინოს გულახდილობამ და უცებ ისიც კი მომეჩვენა, რომ ცხოვრება არც ისე საშინელია, როგორიც აქამდე მეგონა:
- თავად რას იტყვი პირად ცხოვრებაზე?
- დამიჯერებ, რომ ამის შესახებ დღემდე არავისთან მილაპარაკია? - ტკივილი გაუკრთა თვალებში.
- თუ გაჩუმდებოდი, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა! - ვცადე საყვედური მეთქვა, მაგრამ შემაწყვეტინა:
- ის ძმა იყო ჩემი... დაც რომ ყოფილიყო, მაინც შევიძულებდი, თუ საწოლში ჩამიწვებოდა, როგორც გათახსირებული კახპა. თქვენ გეყვარებოდათ ძმასთან ინტიმის მოსურვე ადამიანი?
- მორწმუნე როდის შემდეგ გახდი? - ესეც სიახლე იყო ლევანისთვის.
- მას შემდეგ ალბათ, რაც ავად გავხდი... მეშინია იმ ჯოჯოხეთის, გარდაცვალების შემდეგ რომ მელოდება, თუმცა საკუთარი ცხოვრება სიცოცხლეშივე ვაქციე ჯოჯოხეთად... მინდა, ყველას წინაშე მართალი ვიყო.
შემეძლო ბექასთვის მეთხოვა თავის მოძღვართან მივეყვანე, მაგრამ ის მღვდელი გამახსენდა, იმ დღეს შემთხვევით ეკლესიაში შესული რომ შემამჩნია, შიდსის დიაგნოზით გაოგნებული და თავგზააბნეული რომ "მივეახლე" ტაძარს. არც სახელი ვიცოდი მისი და არც სხვა რამ, მაგრამ გარეგნობა მახსოვდა მკაფიოდ...
- შიდსის დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. უამრავი საშუალება არსებობს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეგეც რომ არ იყოს, მეცნიერები განუწყვეტლივ მუშაობენ, რომ საჭირო წამალს მიაგნონ და წინსვლაც აქვთ...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.