ზღვარზე (XIX ნაწილი)
font-large font-small
ზღვარზე (XIX ნაწილი)
- ვერ მიცანი, დედა? - ვუთხარი ცივად. ის ამ სიტყვების გაგონებაზე ისე გაფითრდა, თითქოს დანა გამომესვას მისთვის ყელში. წამოიკივლა და ხელი რომ არ შემეშველებინა, ჩემს ფეხებთან გაიშოტებოდა.
იქვე მდგომი კაცი მომეშველა და მის მანქანაში ჩავსვით, წყალიც მოარბენინა, კრიჭა რომ გაგვეხსნა მისთვის...
რომ დამინახა, ცრემლები წასკდა და ლოყაზე შემეხო ხელით:
- არ მესიზმრება და ნამდვილად შენ ხარ, შვილო, გუგა?
- გუგა ვარ, მაგრამ ჩემთვის შვილის დაძახების უფლება მაშინ დაკარგეთ, ქალბატონო, როცა სხვა კაცის გამო მიგვატოვეთ! - კვლავ გავუმეორე ცივად და ჩემი სახიდან ხელი ავაღებინე.
- უნდა მომისმინო და მიხვდები, რომ დამნაშავე არ ვიყავი...
- ყველა ასე იმართლებს თავს! - ზიზღით მივმართე ქალს, რომლის მიმართ სხვა გრძნობაც გამიჩნდა, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება - ვგრძნობდი, მომნატრებოდა დედის სითბო და ალერსი. სიამოვნებით ჩავეკვრებოდი გულში, მაგრამ შემეშინდა.
- მე და ჩემს ძმას როცა გვჭირდებოდა დედა, მაშინ მიგვატოვე. ახლა კაცები ვართ და უშენოდაც არაფერი გაგვიჭირდება. არ გაბედო ჩვენთან მოახლოება! - გადმოვედი მანქანიდან.
- მამაშენმა იცის, რომ თქვენი მიტოვება არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა! - მომაძახა აქვითინებულმა დედამ, მაგრამ არ შევჩერდი...
ვერ მოვითმინე და იმავე საღამოს ვუთხარი მამას, რომ დედა ვნახე და ველაპარაკე, მითხრა, რომ არ უნდოდა ჩვენი მიტოვება და სხვაზე უკეთ იცი შენ ესო.
- ჰო, ვიცი და ალბათ, ვინმე გმირობად ჩაუთვლის დედათქვენს ამ საქციელს, მაგრამ შეეძლო ჩემთვის დაეჯერებინა, თავად თქვენთან დარჩენილიყო და მე ციხეში გავეშვი, მაგრამ იმ კაცთან ერთად წასვლა არჩია...
- ასეთი რა მოხდა? - აღარ მეყო მოთმინება და შევაწყვეტინე,  ვაგრძნობინე, რომ უფრო მოკლედ შეეძლო საქმის არსის გადმოცემა.
- ის ახვარი და მამაჩემი ძმაკაცები ყოფილან და ორივეს ერთი ქალი ჰყვარებია - დედაჩემი. დედამ მამა არჩია და ისიც ვითომ შეეგუა ბედს. ოჯახის ახლობლადაც კი მოაჩვენა ყველას თავი. ფირმა რომ გახსნა, ფინანსები მამაჩემს ანდო და დედაც დაასაქმა თავისთან. თან, იმ წლებში, როცა ყველაფერი ინგრეოდა და ხალხს სამსახური სანთლით საძებარი ჰქონდა. ერთ დღეს კი აღმოჩნდა, რომ ფირმას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამაში მამაჩემს ედებოდა ბრალი, რის გამოც კარგა ხნით მოუწევდა ციხის კედლების ხეხვა. ვერ შეძლო მან უდანაშაულობის დამტკიცება და იმ დამპალმა სწორედ მაშინ წამოუყენა ულტიმატუმი: დედას მოსთხოვა, გაჰყოლოდა და ამით ქმარიც გადაერჩინა და ოჯახიც, რადგან თუ მამას დაიჭერდნენ, ვალების გადახდაც მას დაეკისრებოდა და სახლიც გასაყიდი გაგვიხდებოდა. მამასთან ერთად, ბავშვებიც და მისი მოხუცი მშობლებიც ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდებოდით, რაც დედამ არ დაუშვა, დაეთანხმა იმ კაცს და გაჰყვა: მამა ციხეს, ჩვენი სახლი კი გაყიდვას გადაარჩინა.
- ეს დედას ვერსიაა?
- არა, მამაჩემმა მითხრა და ამიტომ უფრო დავიჯერე. თან, მოგვიბოდიშა მე და ჩემს ძმას, რომ აქამდე არ გვეუბნებოდა სიმართლეს და დედის წინააღმდეგ განგვაწყობდა... ისე, ძალიან უყვარდა დედა, გაღებული მსხვერპლის გამოც ვერ აპატია სახლიდან წასვლა და შური იმით იძია, რომ მის საწინააღმდეგოდ განგვაწყო დედას დანატრებული ბავშვები...
- აპატიეთ მამას?
- სხვა რა გზა გვქონდა... თანაც, მისი გაგებაც შევძელით. ბოლოს და ბოლოს, კაცები ვართ, გვყვარებია და ვიცით, რასაც ნიშნავს, როცა გღალატობენ, ან შენს სიყვარულს უარყოფენ... დედას შევხვდით და მისგან მეტი სიმართლე გავიგეთ. ისიც, რომ იმ კაცს შეგნებულად არ გაუჩინა შვილი.  დაფეხმძიმდებოდა თუ არა, უჩუმრად იკეთებდა აბორტს, თუმც მერე გამჟღავნებულა და სასტიკად უცემია დედა. მერე კი მის ჯიბრზე ახალგაზრდა საყვარელთან გაუჩენია შვილი და ლალისთვის მოუყვანია: შენ გაზრდი და რამე რომ მოაკლო ან დაუშავო, პასუხს საკუთარი სიცოცხლით აგებო...
დედაც დამორჩილებია და შეშინებია, - ბავშვიც შესცოდებია, უნამუსო დედა და არანაკლებ უღირსი მამა რომ ჰყავდა. თავიდან სიბრალულის გამო უვლიდა, მერე კი შეჰყვარებია და ახლა შვი-ლად მიაჩნია. ჩვენც გაგვაცნო. სოფო ჯერ 8 წლის არის, მაგრამ ჭკვიანი გოგოა და დასავით შეგვიყვარდა...
როცა დედისგან სიმართლე შევიტყვე, გამაგიჟა იმ კაცის უსინდისობამ და ბოროტებამ. ერთხელაც სამსახურთან დავუდარაჯდი და ვუთხარი, ვინც ვიყავი და ისიც, რომ მასთან საქმის გარჩევას ვაპირებდი. სალაპარაკოდ კი გამომყვა, მაგრამ აგდებულად მელაპარაკებოდა, მამას მიგინებდა - ის ყოველთვის ლაჩარი იყო და უვარგისი, თორემ საქმეს ახლა შენ კი არ უნდა მირჩევდე, წლების წინ უნდა მოეგვარებინა იმასო... მოკლედ, გამაგიჟა და დანა გავუყარე, რომელიც განზრახ მქონდა წაღებული და ალბათ, ქვეცნობიერად მზადაც ვიყავი იმ ახვრის მოსაკლავად...
ნაწლავები გადმოვაყრევინე და მივატოვე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკალი. დღემდე მიკვირს, როგორ მოახერხა გადარჩენა, ვინ მიეშველა. რამდენიმე მძიმე ოპერაციის შემდეგ  სიცოცხლე შეუნარჩუნეს... გაქცევა და დამალვა არც მიფიქრია. თავად მივედი პოლიციაში და განვაცხადე, რომ კაცი მოვკალი. დამიჭირეს. წინასწარი პატიმრობის საკანში მთელი თვე გავატარე, მაგრამ მერე მოულოდნელად გამათავისუფლეს - იმ კაცმა რატომღაც არ გამწირა და განაცხადა, რომ თვითმკვლელობა სცადა და მუცელიც თავად გამოიფატრა... დედაჩემიც კი გაოგნებული იყო მისი საქციელით. თურმე შეხვეწნია კიდეც: ოღონდ არ მიმატოვო, ჩემთან დარჩი და შენს შვილს არ დავაჭერინებო.
არ მინდოდა, ისევ მსხვერპლად შეეწირა დედას თავი და მზად ვიყავი ციხეში ჩასაჯდომად, მაგრამ შეძლო ჩემი დარწმუნება - მითხრა, რომ ჩვენთან, უფრო სწორად კი, მამასთან დაბრუნებას მაინც ვერ შეძლებდა...
სიმართლე გითხრა, ეჭვი მეპარება, რომ ბოლომდე ამბობენ სიმართლეს დედა და მამა, - რაღაც ისეთს გვიმალავენ, რაც ერთად ყოფნის საშუალებას არ აძლევთ და შვილების წინაშე ერთნაირად არიან დამნაშავეები. მაგრამ აღარ ვცდილობ, რომელიმე მათგანს ამის გამო სულში ჩავუძვრე. წარსულს მაინც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. პირადი ცხოვრების და საიდუმლოს ქონის უფლება კი ყველას აქვს...
სხვას შეიძლებოდა ჩემს ადგილზე ცხოვრება არეოდა, მაგრამ თავს და ემოციებს მოვერიე. ჩემს ძმასაც მივხედე და არ მივეცი უფლება, გზას ასცდენოდა. ის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტია. მეც დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებენ...
- კარგია, რომ მოწოდება გაქვს...
- მართლა გინდათ, ჩემ შესახებ სიმართლე იცოდეთ? - ისეთი თვალებით შემომხედა გუგამ, მივხვდი, რაღაც უთქმელი აწვალებდა და ძალიან უნდოდა, დარდის მოზიარე ჰყოლოდა.
- შენ გინდა, რომ შენი საიდუმლოს მოზიარე ვიყო? - ვაგრძნობინე, რომ მივუხვდი სადარდებელს.
- ისე დავიღალე საკუთარ თავში ჩაკეტვითა და იმ როლის თამაშით, ვინც რეალურად არ ვარ, ზოგჯერ თავის მოკვლის სურვილიც მიჩნდება...
გაკვირვებულმა გავხედე და არ გამოჰპარვია ჩემი მზერა:
- ოღონდ, არ მითხრათ, რომ ჩემს ასაკში ყველაფერი წინ მაქვს და რომ თვითმკვლელობაზე ფიქრი ახალგაზრდული ქარაფშუტობის შედეგია...
- არა, სხვა რამემ გამაოცა და მერამდენედ მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანები შემთხვევით არ ხვდებიან ერთმანეთს, გუგა.
- რისი თქმა გინდა? - შემომხედა დაბნეულმა და რატომღაც უცებ გამიშინაურდა.
- ახლა ისეთი რამ მჭირს, თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობ, დამიჯერებ?
- მატყუებ! - რატომღაც არ დამიჯერა და გაღიზიანება დაეტყო. - გგონია, თუ ჩემს სადარდებელს სერიოზულად არ მოეკიდები და შეეცდები, სულელურ ახირებად მომაჩვენო ყველაფერი, უკეთესად ვიქნები?
- ცოტა ხნის წინ შიდსის დიაგნოზი დამისვეს! - ჯიქურ ჩავხედე თვალებში. ძალიან მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს გულახდილობაზე.
იმდენად დაიბნა, რომ უცებ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. ამიტომ, ისევ გავაგრძელე:
- ექიმი ხარ და კარგად მიხვდები, რასაც ნიშნავს ეს. ასე მგონია, სიკვდილთან ერთად დავაბი-ჯებ... იმ დღესაც ამიტომ ვიყავი ისე ცუდად, პირველად რომ შეგხვდი და ლამის მანქანა დავამსხვრიე. მაშინ გავიგე, რომ უკურნებელი სენი მჭირდა...
- სისხლის გადასხმის დროს დაინფიცირდით? - როგორც ჩანს, არ სურდა ჩემში ზნედაცემული ქალი დაენახა, რადგან მას აშკარად მფარველი ანგელოზი უფრო სჭირდებოდა, მაგრამ მისი მოტყუება არ შემეძლო და არც მინდოდა:
- არა, დაუცველი სექსის შედეგად. საზღვარგარეთ ვიყავი. იქ შავკანიანი ბიჭი მომეწონა და რამდენიმე დღე მასთან ერთად გავატარე სასტუმროში. საერთოდაც, არასოდეს ვყოფილვარ განსაკუთრებით მოკრძალებული და არც შემთხვევითი კავშირები ყოფილა ჩემს ცხოვრებაში იშვიათი. მოკლედ, იმიტომ ვისჯები, რომ დავიმსახურე, მაგრამ სიკვდილის აზრთან შეგუება მაინც არ არის იოლი და მიჭირს. მას შემდეგ, რაც ეს დიაგნოზი დამისვეს, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ. იმ ადამიანებს ვკარგავ, რომლებსაც ალბათ კიდევ შეეძლოთ ჩემი გადარჩენა, მაგრამ არა მგონია, ახლა ეს გაინტერესებდეს, საკუთარ ტკივილებზე გინდოდა ლაპარაკი და მზად ვარ, მოგისმინო. იმედია, შენც ჩემსავით სასიკვდილოდ განწირული არ ხარ...

გაგრძელება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცოტა ხანში ბექა ცუდად გახდა. გამოკვლევები რომ ჩაუტარეს, ნინო ნებიერიძემ გულდაწყვეტილმა მითხრა:
- ღვიძლი თითქმის დაშლილია...
- არ შეიძლება შველა? - ისე შევეხვეწე ნინოს, თითქოს რიგითი ექიმი კი არა, სასწაულმოქმედი ყოფილიყო.
ავზი ბენზინით ავავსე და როცა ისევ ავამუშავე ძრავა, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მანქანით წყალში ხიდიდან გადავშვებულიყავი და ასე დამესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ვანიკოზე ფიქრმა შემაკავა.
ახლა, რა თქმა უნდა, არც მეგობრობის დღიურის შემოღებას ვაპირებ (ან კი სად მყავს მეგობრები?), არც სხვათა ბრძნული აზრების ჩანიშვნა-შეკრებას, მაგრამ პირადი დღიურისა და ჩანაწერების კეთების სურვილი კი გამიჩნდა - ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელ ამბებზე, წარსულზე...
რეანიმაციაში მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა შეიძლებოდა და ლევანმა დამითმო პირველობა, მაგრამ ვერ გავბედე შვილთან მარტო შესვლა. ექიმს ლამის მუხლებში ჩავუვარდი, რომ ლევანიც შემოეშვა ჩემთან ერთად...
დაბინტული ბავშვის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა და ლევანს რომ არ შეეშველებინა ხელი, ალბათ იატაკზე გავიშხლართებოდი...
ტელეფონი კედელს შევანარცხე და გიჟივით გავვარდი ქუჩაში, ეზოს კარიც კი არ ჩამიკეტავს. ის იყო მანქანის საჭეს მივუჯექი, რომ წინ მდგომი მანქანიდან ლევანი გადმოვიდა. ისე ვიყავი გაგიჟებული, არც შემიმჩნევია, რომ ისევ ჩემი სახლის წინ იდგა მისი მანქანა:
- რას აპირებ, ნია? - მკითხა ისე შეშფოთებულმა, როცა ძალით გამაღებინა მანქანის კარი, მივხვდი იფიქრა, რომ თავის მოკვლას ვაპირებდი.
გამაღიმა ნინოს გულახდილობამ და უცებ ისიც კი მომეჩვენა, რომ ცხოვრება არც ისე საშინელია, როგორიც აქამდე მეგონა:
- თავად რას იტყვი პირად ცხოვრებაზე?
- დამიჯერებ, რომ ამის შესახებ დღემდე არავისთან მილაპარაკია? - ტკივილი გაუკრთა თვალებში.
- თუ გაჩუმდებოდი, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა! - ვცადე საყვედური მეთქვა, მაგრამ შემაწყვეტინა:
- ის ძმა იყო ჩემი... დაც რომ ყოფილიყო, მაინც შევიძულებდი, თუ საწოლში ჩამიწვებოდა, როგორც გათახსირებული კახპა. თქვენ გეყვარებოდათ ძმასთან ინტიმის მოსურვე ადამიანი?
- მორწმუნე როდის შემდეგ გახდი? - ესეც სიახლე იყო ლევანისთვის.
- მას შემდეგ ალბათ, რაც ავად გავხდი... მეშინია იმ ჯოჯოხეთის, გარდაცვალების შემდეგ რომ მელოდება, თუმცა საკუთარი ცხოვრება სიცოცხლეშივე ვაქციე ჯოჯოხეთად... მინდა, ყველას წინაშე მართალი ვიყო.
შემეძლო ბექასთვის მეთხოვა თავის მოძღვართან მივეყვანე, მაგრამ ის მღვდელი გამახსენდა, იმ დღეს შემთხვევით ეკლესიაში შესული რომ შემამჩნია, შიდსის დიაგნოზით გაოგნებული და თავგზააბნეული რომ "მივეახლე" ტაძარს. არც სახელი ვიცოდი მისი და არც სხვა რამ, მაგრამ გარეგნობა მახსოვდა მკაფიოდ...
- შიდსის დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. უამრავი საშუალება არსებობს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეგეც რომ არ იყოს, მეცნიერები განუწყვეტლივ მუშაობენ, რომ საჭირო წამალს მიაგნონ და წინსვლაც აქვთ...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.