ზღვარზე (XXIII ნაწილი)
font-large font-small
ზღვარზე (XXIII ნაწილი)
- თუ გაჩუმდებოდი, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა! - ვცადე საყვედური მეთქვა, მაგრამ შემაწყვეტინა:
- ის ძმა იყო ჩემი... დაც რომ ყოფილიყო, მაინც შევიძულებდი, თუ საწოლში ჩამიწვებოდა, როგორც გათახსირებული კახპა. თქვენ გეყვარებოდათ ძმასთან ინტიმის მოსურვე ადამიანი?
- ეგ სულ სხვა რამეა, ინცესტის ცოდვა...
- ისიც ცოდვაა, რაც გუგამ ინდომა ჩემთან და ეჭვიც არ მეპარება, ერთნაირად მოეკითხება. ამიტომ ღმერთმა შეუნდოს საკუთარიც და ის ცოდვაც, მე რომ ჩამადენინა, - სისხლში გამასვრევინა ხელი. ძალიან უბედური ვარ და თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობ, რომ წარმოვიდგენ, რაც ჩვენს შორის ხდებოდა... წადით და აღარ დაბრუნდეთ. ნეტავ, სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ, რომ აქ ვიყო გამოკეტილი სიცოცხლის ბოლომდე და აღარასოდეს ვნახო გუგა ბიწაძე, თორემ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ისევ არ გამიჩნდება მისი მოკვლის სურვილი! - ამის შემდეგ ბიჭი ადგა და სანამ პაემნის ოთახიდან გავიდოდა, კიდევ ერთხელ შემომხედა. - თუ ჩემზე რამეს გკითხავთ, უთხარით, რომ მოვკვდი... დამიჯერეთ, მართლა მკვდარი ვარ და ძველი დათო აღარ არსებობს. გუგამ მომკლა... უიარაღოდ მომკლა! - ისევ გაუბრწყინდა თვალში ცრემლი და... უცებ ვიგრძენი, რომ მას ყველაფერი ვაპატიე. მისი გაგება შევძელი და იმიტომ ვაპატიე. საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ვერც მე ვაპატიებდი ვინმეს ჩემზე ძალადობას და მით უფრო, გაუპატიურებას და მეც გავიწევდი მოსაკლავად ნებისმიერ მოძალადეზე...
რომ მოენდომებინა, შეიძლება დავმეგობრებულიყავით და მეგობრობაც გამეწია მისთვის, მაგრამ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა ისაკაძესთან დამეგობრების მცდელობას. მის მზერაში კარგად ვიგრძენი, რომ გუგაზე მეტად ვძულდი, როგორც მისი ხელშემწყობი და მისი ქცევის გამმართლებელი...
გუგა გონზე რომ მოვიდა, მაშინვე მოვუკითხივარ და გამომიძახეს.
- ყველაფერი იცი, ხომ? - მკითხა თვალცრემლიანმა.
- რა თქმა უნდა... უფრო მეტიც, ერთადერთი ვარ ალბათ, ვინც იცის რატომ გამოიწია შენზე მოსაკლავად შენმა უახლოესმა მეგობარმა...
- დათოს არ გაუმხელია მიზეზი?
- რა თქმა უნდა, არა. არც ისე სულმდაბალი ადამიანია, - ეს აშკარაა. თანაც, როგორაც უნდა ემართლებინა თავი, შეიძლება მაინც არ დაეჯერებინათ მისთვის, რომ ისიც შენნაირი არ იყო. თქვენ ხომ 24 საათი ერთად გხედავდნენ და ღამითაც ხშირად რჩებოდით მარტონი. საზოგადოება კი იმდენად ცოდვიანი და პრიმიტიულია, რა თქმა უნდა, გარყვნილიც, სიამოვნებით უშვებს ფანტაზიის აფრებს და ისედაც მძიმე რეალობას კიდევ უფრო ამუქებს... ვნახე ციხეში.
- რატომ? - გაუკვირდა გუგას. - ერთმანეთს ხომ არ იცნობდით?!
- საქმე იმაშია, რომ შენ გამო მინდოდა პასუხი მომეთხოვა, დამესაჯა, მაგრამ ვერ შევძელი. არ გეწყინოს და მესმის კიდევაც მისი. მის ადგილზე შეიძლება ვერც მე შემეკავებინა თავი. მოძალადე ყველა აუტანელია, თუნდაც სიყვარულით მოქმედებდეს! - არ დავუმალე სიმართლე გუგას, რომელმაც დაიკვნესა:
- ნეტავ, მოვმკვდარიყავი!
- მაგრამ არ მოკვდი და მადლობა ღმერთს, მაგრამ ვერც ძველებურად გააგრძელებ ცხოვრებას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზღვარგარეთ გაგიშვა, სადაც სწავლასაც შეძლებ, მუშაობასაც და არც შენი ორიენტაციის დამალვა იქნება საჭირო.
- რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ ის ადამიანი არ იქნება ჩემ გვერდით, ვინც ასე მიყვარს? - არ ეთმობოდა შეყვარებულ ბიჭს დათო ისაკაძე.
- მაგრამ, შენ მას სძულხარ და სასიკვდილოდ გაგიმეტა. შეუძლებელია ცალმხრივი სიყვარული დიდხანს გაგრძელდეს, მით უფრო, შენს მდგომარეობაში მყოფისთვის. რაღაც უნდა შეცვალო და ცხოვრება თავიდან დაიწყო...
- რაღაც უნდა გთხოვო!
- ხომ იცი, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ! - მხრები ავიჩეჩე.
- დამეხმარე, რომ დათო ციხიდან გამოვიყვანო, არ ვუჩივლებ... ის ხომ მართლა უდანაშაულოა მომხდარში?
- გაჭირდება ალბათ, რადგან დანაშაული აღიარა და ფაქტიც სახეზეა, ძლივს მოგაბრუნეს ამქვეყნად...
- და მაინც, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასჯელი მინიმუმამდე შეუმცირონ და მასწავლე, რა უნდა გავაკეთო ამისათვის.
- ვნახოთ. ადვოკატებს დაველაპარაკები, შენც შეგახვედრებ. ოღონდ, იცოდე, რომ სიმართლე არავინ იცის. ისაკაძემ თქვა, რომ ჩხუბი ფულის გამო მოგივიდათ, - ვითომ ვალი გქონდა მისი და არ უბრუნებდი, თუ რაღაც მსგავსი...
- ყველაფერს დავიბრალებ, ოღონდ, დათო არ დაისაჯოს იმის გამო, რაშიც თითქმის არ მიუძღვის ბრალი!
საუბარი პალატაში შემოსულმა ექიმმა შეგვაწყვეტინა. რომ შევხედე, მაშინვე ვიცანი - ის შიდსის პრევენციის ცენტრში გავიცანი: ნინო ნებიერიძე, 40 წელს მიღწეული მომხიბვლელი ქალბატონი გახლდათ.
- თქვე-ენ? - შევხედე გაკვირვებულმა.
მოვიდა და დიდი ხნის მეგობარივით გადამკოცნა:
- როგორ ხარ, ნია?
- გმადლობ... არ ვიცოდი, თუ ექიმი იყავით.
- ჰო, ვერ მოვასწარით ჯერ ისე დაახლოება, რომ ასეთ საკითხებზე გველაპარაკა. არადა, გაცნობისთანავე მომეწონე. ასაკითაც თითქმის ტოლები ვართ და ვიფიქრე, რომ შევძლებდით დამეგობრებას.
- სიამოვნებით ვიმეგობრებ თქვენთან.
- მგონი, ოფიციალურობა არ არის საჭირო, მით უფრო, თუ დამეგობრებას ვაპირებთ! - გამიღიმა თბილად და ხელი მომხვია. ჩემზე ბევრად მაღალი იყო. ჩამიხუტა, - სამუშაო დღის ბოლოს შევხვდეთ და ერთად ვივახშმოთ, თუ სხვა გეგმები არ გაქვს! - შემომთავაზა ნინომ.
- სიამოვნებით!
- ახლა კი მარტო დაგვტოვე. გუგას მკურნალი ექიმი ვარ, ოპერაციებიც მე გავუკეთე და ახლა ჭრილობები უნდა დავუმუშაო.
- არ დაგავიწყდეს, რაც გთხოვე! - დამშვიდობებისას შემეხვეწა გუგა.
- ხვალ დილიდანვე შევხვდები ადვოკატებს და გავარკვევ, რისი გაკეთება შეიძლება...

საღამოს ნინო ნებიერიძესთან ერთად რესტორანში ვივახშმე:
- შიდსის დიაგნოზი რომ დამისვეს, მეგონა, ერთადერთი ვიყავი მთელ ქვეყანაზე, ვისაც ეს უბედურება დაემართა! - ვუთხარი გულწრფელად.
- რას ამბობ, ერთადერთი კი არა, სამწუხაროდ, უამრავი ინფიცირებულია ირგვლივ. ბევრმა თავადაც არ იცის ამის შესახებ. ბევრმა იცის და გაკიცხვის შიშით, ექიმამდე არ მიდის. ამიტომ ზუსტი სტატისტიკაც არ არსებობს. აღრიცხულ შემთხვევებზე ორჯერ და სამჯერ მეტი ადამიანია რეალურად დაავადებული.
- როგორ დაინფიცირდით, თუ საიდუმლო არ არის? - ბუნებრივია, დავინტერსდი და მორიდებით ვკითხე.
- ნაავარიებ პაციენტს ოპერაცია გავუკეთე. ანალიზების გაკეთების და პასუხების დალოდების დრო არ იყო, კვდებოდა. შემთხვევით, სკალპელით ხელთათმანი გამეჭრა და ხელიც გავიჭერი. იმ წუთში ცუდი არაფერი მიფიქრია. მერე კი, როცა იმ ავადმყოფის ანალიზები ამოიტანეს და მითხრეს, რომ შიდსიანი იყო, კი დამეცა თავზარი, მაგრამ... მაინც არ დამიკარგავს იმედი, რომ გადავრჩებოდი, მაგრამ არ მოხდა ასე - მალე აჩვენა ანალიზმა ჩემს სისხლში ვირუსის არსებობა.
- იმ ავადმყოფმა თუ გაიგო, რომ ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაგწირათ?
- არც მიგრძნობინებია, მისი ბრალი არ იყო, - იმ უბედურმა თავადაც არ იცოდა, რომ შიდსი ჭირდა. 23 წლის იყო, ნარკომანი ყოფილა და ავარიაც იმიტომ მოუვიდა, რომ კაიფში უჯდა საჭეს.
- წარსულ დროში რატომ ახსენებთ, ვერ გადაარჩინეთ?
- მაშინ კი გადავარჩინეთ, მაგრამ მალე ღვიძლის უკმარისობა განუვითარდა. ნარკოტიკმა დააჩქარა და აგრესიული გახადა შიდსის ვირუსის მოქმედება. ოპერაციის შემდეგ ერთი წელიწადიც აღარ უცოცხლია. დამენანა. კარგი ჯიშიანი ქართველი იქნებოდა, ნარკოტიკით რომ არ დაეღუპა თავი...
- თქვენსავით სულგრძელი ვერ ვიქნებოდი და შეიძლება, გადარჩენილი მომეკლა, როცა გავიგებდი, რაც დამმართა...
- არც მე ვარ ძლიერი, მაგრამ ალბათ, რწმენამ მიშველა. ბავშვობიდან მშობლები უფლის სიყვარულში მზრდიდნენ და ვიცი, რომ უფალი ტყუილუბრალოდ არავის უვლენს განსაცდელს...
- ისეთი რა დავაშავეთ, რაც სხვებს არ უკეთებიათ? - ისევ "გავილაშქრე" ღმერთზე.
- თუ დაფიქრდები და სამართლიანობის გრძნობას არ დაკარგავ, მიხვდები, რომ უფალმა ვერ შეძლო შენი დახმარება, როცა სატანას შეეკარი! - დამიყვავა ნინომ - ღმერთთან "ჩხუბით" კი კიდევ უფრო დამძიმდები. ბოლოს და ბოლოს, 40 წელიწადი ხომ ვიცხოვრეთ და ცხოვრების საუკეთესო წლები გავიარეთ. წინ კი სიბერისა და უძლურების მეტი რა გველოდება? - ახლა ყველაზე კარგი ასაკი გვაქვს ალბათ, მარადისობაში გადასასვლელად! - ხუმრობა სცადა ნინომ.
- არ გეშინია სიკვდილის? - შევხედე გაკვირვებულმა.
- როგორ არა, სიკვდილის მხოლოდ გიჟებს არ ეშინიათ! - ჩაიქნია ხელი და ღვინით შეავსო ჭიქები. - სიცოცხლეს გაუმარჯოს და ყოველ დღეს, რომელსაც უფალი გვაჩუქებს. როგორი მწარეც უნდა იყოს, მაინც ძნელია დასათმობად...
- გაუმარჯოს! - მივუჭახუნე ჭიქა.
- შენ როგორ დაინფიცირდი? - მკითხა მერე და მეც დაუფარავად ვუამბე ყველაფერი:
- ვერავის დავადანაშაულებ იმაში, რაც მჭირს და თუ როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი ვაღიარებ, ეშმაკს შევეკარი და მას ჩავუგდე ხელში სულიც და სხეულიც... არც ის გამიკვირდება, თუ შენგან ზიზღს ვიგრძნობ და აღარ მოგინდება ჩემთან სიახლოვე და ურთიერთობა. მეწყინება, მაგრამ ვერ გაგამტყუნებ! - გავუსწორე მზერა.
- რა სისულელეა! - ხელი ამიქნია ნინომ. - სხვისი პირადი ცხოვრების განსჯის უფლება არავის აქვს, მათ შორის, არც მე...

გაგრძელება იქნება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცოტა ხანში ბექა ცუდად გახდა. გამოკვლევები რომ ჩაუტარეს, ნინო ნებიერიძემ გულდაწყვეტილმა მითხრა:
- ღვიძლი თითქმის დაშლილია...
- არ შეიძლება შველა? - ისე შევეხვეწე ნინოს, თითქოს რიგითი ექიმი კი არა, სასწაულმოქმედი ყოფილიყო.
ავზი ბენზინით ავავსე და როცა ისევ ავამუშავე ძრავა, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მანქანით წყალში ხიდიდან გადავშვებულიყავი და ასე დამესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ვანიკოზე ფიქრმა შემაკავა.
ახლა, რა თქმა უნდა, არც მეგობრობის დღიურის შემოღებას ვაპირებ (ან კი სად მყავს მეგობრები?), არც სხვათა ბრძნული აზრების ჩანიშვნა-შეკრებას, მაგრამ პირადი დღიურისა და ჩანაწერების კეთების სურვილი კი გამიჩნდა - ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელ ამბებზე, წარსულზე...
რეანიმაციაში მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა შეიძლებოდა და ლევანმა დამითმო პირველობა, მაგრამ ვერ გავბედე შვილთან მარტო შესვლა. ექიმს ლამის მუხლებში ჩავუვარდი, რომ ლევანიც შემოეშვა ჩემთან ერთად...
დაბინტული ბავშვის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა და ლევანს რომ არ შეეშველებინა ხელი, ალბათ იატაკზე გავიშხლართებოდი...
ტელეფონი კედელს შევანარცხე და გიჟივით გავვარდი ქუჩაში, ეზოს კარიც კი არ ჩამიკეტავს. ის იყო მანქანის საჭეს მივუჯექი, რომ წინ მდგომი მანქანიდან ლევანი გადმოვიდა. ისე ვიყავი გაგიჟებული, არც შემიმჩნევია, რომ ისევ ჩემი სახლის წინ იდგა მისი მანქანა:
- რას აპირებ, ნია? - მკითხა ისე შეშფოთებულმა, როცა ძალით გამაღებინა მანქანის კარი, მივხვდი იფიქრა, რომ თავის მოკვლას ვაპირებდი.
გამაღიმა ნინოს გულახდილობამ და უცებ ისიც კი მომეჩვენა, რომ ცხოვრება არც ისე საშინელია, როგორიც აქამდე მეგონა:
- თავად რას იტყვი პირად ცხოვრებაზე?
- დამიჯერებ, რომ ამის შესახებ დღემდე არავისთან მილაპარაკია? - ტკივილი გაუკრთა თვალებში.
- მორწმუნე როდის შემდეგ გახდი? - ესეც სიახლე იყო ლევანისთვის.
- მას შემდეგ ალბათ, რაც ავად გავხდი... მეშინია იმ ჯოჯოხეთის, გარდაცვალების შემდეგ რომ მელოდება, თუმცა საკუთარი ცხოვრება სიცოცხლეშივე ვაქციე ჯოჯოხეთად... მინდა, ყველას წინაშე მართალი ვიყო.
შემეძლო ბექასთვის მეთხოვა თავის მოძღვართან მივეყვანე, მაგრამ ის მღვდელი გამახსენდა, იმ დღეს შემთხვევით ეკლესიაში შესული რომ შემამჩნია, შიდსის დიაგნოზით გაოგნებული და თავგზააბნეული რომ "მივეახლე" ტაძარს. არც სახელი ვიცოდი მისი და არც სხვა რამ, მაგრამ გარეგნობა მახსოვდა მკაფიოდ...
- შიდსის დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. უამრავი საშუალება არსებობს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეგეც რომ არ იყოს, მეცნიერები განუწყვეტლივ მუშაობენ, რომ საჭირო წამალს მიაგნონ და წინსვლაც აქვთ...
- ვერ მიცანი, დედა? - ვუთხარი ცივად. ის ამ სიტყვების გაგონებაზე ისე გაფითრდა, თითქოს დანა გამომესვას მისთვის ყელში. წამოიკივლა და ხელი რომ არ შემეშველებინა, ჩემს ფეხებთან გაიშოტებოდა.
იქვე მდგომი კაცი მომეშველა და მის მანქანაში ჩავსვით, წყალიც მოარბენინა, კრიჭა რომ გაგვეხსნა მისთვის...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.