"პოეტ მამაკაცს ვერასდროს შევიყვარებ"
font-large font-small
"პოეტ მამაკაცს ვერასდროს შევიყვარებ"
მსახიობ ხატია ბრაჭულს პოპულარობა არც მანამდე აკლდა, მაგრამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მსუბუქი ყოფაქცევის გმირის განსახიერების შემდეგ, მასზე ყველა ალაპარაკდა.
კურიოზულია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხომ მსახიობს ხშირად მის მიერ შესრულებულ გმირთან აიგივებენ. ხატიამ ჩვენი გამოწვევა, ყოფილიყო "ერუდიტის" სტუმარი, სიამოვნებით მიიღო და სანამ კითხვარზე გადავიდოდით, თავს გადახდენილი საახალწლო სახალისო თავგადასავალიც გვიამბო.

პრეამბულის მაგიერ
- ახალ წელს თითქმის ყოველთვის შინ, ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები. მერე მეგობრებთან ერთად გავდივარ და ვერთობით. შარშან ამ დღესასწაულს ბათუმში შევხვდი, ეს გამონაკლისი იყო. თბილისიდან რამდენიმე გოგო ბათუმში გამოპრანჭულები, დავარცხნილები წავედით. სასტუმროში, სადაც უნდა გავჩერებულიყავით, 2 დარბაზი იყო. ჩვენ ერთ-ერთში გამართულ წვეულებას უნდა დავსწრებოდით. შევედით დარბაზში და რას ვხედავთ? ყველა მაგიდა ერთმანეთზეა გადაბმული, დაახლოებით ისე, როგორც ქელეხებში იციან და ამ თვალუწვდენი მაგიდის გარშემო, სულ ულვაშებიანი, დიდი ასაკის კაცები დადიან. გავოგნდით, ერთმანეთს გაკვირვებულები ვუყურებდით და ვეკითხებოდით, ბათუმში ამათთვის ჩამოვედით? საბედნიეროდ, მალევე გავარკვიეთ, რომ დარბაზი შეგვშლია და შემთხვევით იმ წვეულებაზე აღმოვჩნდით, რომელიც იქ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს გაუმართავთ. ჩვენი დარბაზი მალე ვიპოვეთ და მერე მართლა დაუვიწყარი დრო გავატარეთ.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?
- ძალიან მიყვარს. სატელევიზიო გადაცემებს ხშირად ვუყურებ და სწორი პასუხიც ბევრჯერ მცოდნია. ცუდი მკითხველი არასოდეს ვყოფილვარ. სკოლაში ასაკისთვის შესაფერის ლიტერატურას ვკითხულობდი. მერე თეატრალურში ჩავაბარე და იქ მინდოდა თუ არ მინდოდა, ვალდებული ვიყავი, ახალ ნაწარმოებებს, ცნობილთა ბიოგრაფიებს გავცნობოდი. პროფესიიდან გამომდინარე, დრამატურგებს უფრო კარგად ვიცნობ.

- შენთვის ლექსები თაყვანისმცემელ ბიჭებს თუ წაუკითხავთ?
- კი ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა. რომანტიზმი მომწონს, მაგრამ ზედმეტი რომანტიზმი ცოტათი მაღიზიანებს. პოეტ მამაკაცს ვერასდროს შევიყვარებ. დილით იმის მოსასმენად რომ გამაღვიძოს, როგორი მაგარი ლექსი დაწერა, გავგიჟდები.

- შენი მსუბუქი ყოფაქცევის გმირი მაყურებელმა როგორ მიიღო?
- ველოდი, რომ ბევრი ცუდი კომენტარი დაიწერებოდა. ბევრი ლანძღვა მოვისმინე. მქონდა გულისტკივილიც, წყენაც, მაგრამ ახლა ვამჩნევ, რომ დამოკიდებულება იცვლება. ამის მიზეზი თავად ჩემი გმირის ცხოვრების წესის შეცვლაც მგონია. რამდენიმე დრის წინ, ტაქსის მძღოლმა მითხრა, ერთი როლით მაგარი ცნობილი გახდიო. ავუხსენი, ფილმებში მანამდეც მიღებდნენ-მეთქი. თავს თავისი პრობლემები მომახვია, მე დღეში 3 ლარს ვშოულობ და ვინ იცის, შენ რამდენს გიხდიანო და ა.შ.

- ოჯახის წევრები რას გეუბნებიან? უმეტეს შემთხვევაში, მათთვის უფრო რთულია ხოლმე, ამ ყველაფრის გადატანა, ვიდრე - მსახიობისთვის.
- ჩემს მშობლებს ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ ჩემი პროფესიისადმი. მიხარია, რომ ასეთი მშობლები მყავს. საქართველოში მსახიობები ბევრი როლით განებივრებულები ისედაც არ ვართ. მშობლებისგან ხელშეწყობა მაქვს. გაუხარდათ, ამ როლზე რომ დამამტკიცეს.

- შუა აზიის ქვეყნებში, რას ნიშნავს სიტყვა "ბოზი"?
- "ლამაზს" (იცინის), სწორად მახსოვს, არა?

- დიახ. ერთ-ერთი გამონათქვამის თანახმად: "როდესაც ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა ... აღმოჩნდება ხოლმე". დაასახელე გამოტოვებული სიტყვა.
- სულელი, გაუნათლებელი...

- "უწიგნური". ასეთი მამაკაცი შეგხვედრია?
- რა თქმა უნდა.

- ასეთ ადამიანთან ურთიერთობა უინტერესო არ არის?
- უინტერესოა და მალე მთავრდება. ინტელექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში დიპლომს არ ვგულისხმობ. მამაკაცი, რომელსაც ჩემზე ნაკლები ინტელქტი აქვს, არ მაინტერესებს. ის ჩემზე მეტად განვითარებული თუ არა, ჩემი დონის მაინც უნდა იყოს.

- შენი თაობის ბიჭების უმტესობა როგორია?
- მე ვიტყოდი, რომ 50%/50%-ზეა. მაგრამ მგონია, რომ უკეთესი თაობა მოდის.

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოების გმირია ალონსო კეხადა?
- დონ კიხოტის.

- ბერძნული მითოლოგიით, რომელი მცენარე ითვლება ქორწინების სიმბოლოდ?
- არ ვიცი.

- დაფნა, ბროწეული თუ ვაშლი?
- ვაშლი მგონია.

- რატომ?
- არასწორად ვთქვი? რატომღაც ადამთან და ევასთან დავაკავშირე.

- სწორი პასუხია - ბროწეული.
- მართალია, ქორწინება ხომ შვილებთან და გამრავლებასთანაა გაიგივებული.

- რა არის ტანკა?
- არ ვიცი.

- იაპონური პოეზიის ჟანრია.
- ეს რუბრიკა ძალიან მომეწონა.

- რის გამო მოგწონს?
- განსხვავებულია. არ მისვამ კითხვებს, რომლებიც უკვე დაზეპირებული მაქვს. ძალიან აზარტული რუბრიკაა და სასარგებლოც. ისწავლი იმას, რაც არ იცი.

- 100 კმ-ის გასავლელად ავტომანქანას სჭირდება 8 ლიტრი ბენზინი. იმავე ავტომანქანას 125 კილომეტრის გასავლელად რამდენი დაჭირდება?
- მადროვე, გამოვიანგარიშებ (პაუზის შემდეგ), 10 ლიტრი იქნება საჭირო.

- როგორ იწყება "ვეფხისტყაოსანი"?
- "იყო არაბეთს როსტევან..." ასე არ იწყება. წინ პროლოგია (პაუზის შემდეგ) "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა/ ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,/ ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,/ მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა".

- რომელ წიგნზე სრულდება საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია?
- საქართველოს კონსტიტუციაზე.

- 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა მისწერა ჯონ ლენონს, რომ იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა, მისთვის საჭირო თანხა გამოეგზავნა. ლენონმა მიწერა: "დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოსახვაში". 1995 წელს იმ ახალგაზრდამ ოცნება მაინც აისრულა. როგორ იშოვა მან ფული?
- (ფიქრობს)

- ვერ მიპასუხებ?
- მგონი ვხვდები, მაგრამ პასუხის სისწორეში რომ დავრწმუნდე, მინიშნება მითხარი, გთხოვ.

- ფული ლენონის წყალობით იშოვა...
- წერილი გაყიდა, არა?

- რა თქმა უნდა. იოჰან სებასტიან ბახს, როგორც კომპოზიტორს ყველა იცნობს, ის არა მხოლოდ ქმნიდა მუსიკას, კარგი შემსრულებელიც იყო, მაგრამ არანაკლებ განთქმული იყო სხვა სფეროში. მან თავისი გატაცების შესახებ წიგნიც კი შექმნა, რომელმაც დახმარება გაუწია ბევრ რომანისტს და დრამატურგს თავისი გმირების ასეთივე გატაცების აღწერაში. რით იყო ბახი გატაცებული?
- ვერ გიპასუხებ.

- ბანქოს თამაშით. ამ ადამიანს კი ბანქოს სიყვარულმა გამოაგონებინა ისეთი რამ, რომლის ჭამის დროსაც შეიძლება ბანქოც ითამაშო და ხელიც არ დაგესვაროს. დაასახელე მისი გვარი.
- ვერც ამ კითხვაზე გიპასუხებ.

- სენდვიჩი. "ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს: ერთს სანთელზე რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება; არც სინათლე, არც სიცოცხლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი, იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?
- ილია ჭავჭავაძე.

- სად დაიწერეს ჯვარი მან და ოლღა გურამიშვილმა?
- არ ვიცი.

- ძველ სამებაში. რა დროს სჭირდება დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად?
- 365 დღე.

- "საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს". რომელი გერმანელი ფილოსოფოსია ამ სიტყვების ავტორი?
- ნიცშე ხომ არა?

- გამოიცანი. გზაზე ერთ მწკრივში რამდენიმე ბავშვი მიდის. პირველმა თქვა, რომ მას უკან 2 ბავშვი მიჰყვება. ბოლომ თქვა, ჩემ წინ 2 ბავშვი მიდისო. სულ რამდენი ბავშვი მიდის გზაზე?
- აბა, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), 3 ბავშვი მიდის სწორად ვამბობ?

- დიახ. დაბოლოს, დაასრულე რემარკის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანის ვერასდროს გამოწრთობა, უბრალოდ შეუძლია ბევრ რამეს..."
- "მიეჩვიოს".
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2187 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი