ნინის სიმღერა სიყვარულზე და ნანკას ოჯახური სითბო - გზაპრესი

ნინის სიმღერა სიყვარულზე და ნანკას ოჯახური სითბო

ამ მხრივ არჩევანის საშუალება ნაკლებად აქვთ მსახიობებსა და მომღერლებს. ისინი ცდილობენ, მაყურებელს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან. ძველი და ახალი წლის გასაყარი მათთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღეა.

"დიდი ხანია, ასეთი განწყობა აღარ მქონია"

"წინასაახალწლო დღეებში ჩვენს ოჯახშიც ისეთივე სამზადისი იყო, როგორიც - სხვებთან. განსხვავება ალბათ, ის არის, რომ ამ დღესასწაულს ელენესთან ერთად ვერც შარშან და ვერც წელს ვერ შევხვდი", - ამბობს მომღერალი ნინი ბადურაშვილი.

GzaPress- მე და ეკა დამდეგს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვერ ვეგებებით, სულ გარეთ გვიწევს ყოფნა. წელსაც, სხვადასხვა კონცერტზე გამოვდიოდით. ამას ოჯახის წევრები და ჩვენც მიჩვეულები ვართ.

- ამას ელენე ხომ არ აპროტესტებს?

- არა, ჯერ ამას ვერც ხვდება.

- ელენეს საახალწლო სურვილები ჰქონდა?

- იმდენად პატარაა, კარგად ლაპარაკიც კი არ იცის. სავარაუდოდ, მისი სურვილები მომავალი წლისთვის უფრო მეტად დაიხვეწება.

- ნაძვის ხემ გაახალისა?

- ნაძვის ხე ღამით მოვრთე. გვიანი იყო და ელენეს ეძინა ანუ მორთვის პროცესში ვერ ჩაერთო. დილით რომ გაიღვიძა, მოეწონა.

- 2015 წლისგან რას ელი?

- რაღაც განსაკუთრებული, პოზიტიური განწყობა და მოლოდინი მაქვს. ასეთი განწყობილება დიდი ხანია, აღარ მქონია. ვფიქრობ, შემოქმედებითი კუთხით საინტერესო სიახლეები მელოდება.

- ბოლოს რომ გელაპარაკე, მითხარი, ახალ კლიპზე ვმუშაობო. ამ კლიპს როდის ვიხილავთ?

GzaPress- ძალიან მალე პრეზენტაცია ერთ-ერთ თოქ-შოუში შედგება. გარდა ამისა, მეორე სიმღერის ჩაწერასაც ვაპირებ. აქტიური შემოქმედებითი პერიოდი მაქვს. კლიპის ავტორი გიორგი კიკალიშვილია, ტექსტის ავტორი - მანანა გურგენიძე, მუსიკის - ეკა კახიანი და მე. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა ვუთხრა დიზაინერ რამაზო რომას, რომელმაც ლამაზი კაბები ჩამაცვა. კლიპი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გადავიღეთ. რადგან ერთი ლოკაცია გვქონდა, გადაღება 3 საათში დავასრულეთ.

- სიმღერის თემატიკაზე რას გვეტყვი?

- პორტრეტული კლიპია, ძირითადი აქცენტი ჩემზეა.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს კლიპი შენი პორტრეტია?

- სიმღერა სიყვარულზეა და აქცენტი ჩემს გარეგნობაზეა გადატანილი. შინაარსით მე "არ მგავს". სიუჟეტში ისეთი არაფერია, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ამბავთან ექნება კავშირი.

- წარმატებულ 2015 წელს გისურვებ!

- მადლობა, ახალ წელს მეც ყველას ერთად გილოცავთ!

"როგორ შეიძლება ვთქვა, უიღბლო ვარ-მეთქი?"

"ყოველ ახალ წელს დიდი სიახარულით, იმედით და უკეთესი ამბების მოლოდინით ვხვდები. ეს დღესასწაული გამორჩეულად მიყვარს. იმედია, მშვიდობიანი წელი იქნება", - ამბობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

GzaPress- 31 დეკემბრის ღამეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" საფინალო ტური მიმყავდა. საქმეს მოვრჩი თუ არა, სახლისკენ გავეშურე. 2015 წლის დადგომამდე 1 წუთით ადრე მივედი შინ და დამდეგს ახალობელი ადამიანების გარემოცვაში შევხვდი.

- დანის ეძინა?

- კი, ეძინა. ასაკიდან გამომდინარე, ამ დღესასწაულს ვერ აღიქვამს. თოვლის ბაბუა და მსგავსი ამბები არ იცის. საჩუქრები მოსწონს, მაგრამ ჯერ ნორმალურად ლაპარაკიც არ იცის. ემოციებს დიდად ვერ გამოხატავს.

- ნაძვის ხე რომ დაინახა, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- შარშან ასეთი რეაქცია არ ჰქონდა, წელს კი ნაძვის ხე იატაკზე ვერ დავდგით, რადგან დიდი ალბათობა იყო, გადმოეყირავებინა. ჰოდა, კედელზე მივამაგრეთ. მეც ასე უფრო მომწონს... მოკლედ, ახალი წლის დღესასწაულს სახლში შევხვდი, მერე კედოს მშობლებს ვესტუმრეთ.

- ბავშვობაში შენი საახალწლო სურვილები, მაშინდელი განცდები გახსოვს?

- ყველაზე მეტად, დილით ადრე გაღვიძება მიყვარდა. საწოლში ფეხებთან ყოველთვის საჩუქრები მხვდებოდა და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ვიცოდი, საჩუქრები თოვლის ბაბუას მოჰქონდა და ეს სიხარულს მიორმაგებდა.

- ახალ წელს საზღვარგარეთ შეხვედრიხარ?

- არა. ყოველთვის მინდა, ამ დღეს სახლში ვიყო. ერთხელ ქუჩაში შევხვდი, საახალწლო კონცერტი მიმყავდა და ძალიან არ მომეწონა. ოჯახური სითბო მაკლდა. უცხო ხალხთან ერთად ყოფნა არ მხიბლავს.

- თხის წელში ხარ დაბადებული. ასტროლოგები ამბობენ, ამ წელში დაბადებული ადამიანები იღბლიანები არიანო.

- ჰო, ჩემი წელი დაიწყო (იცინის). მე მყავს საყვარელი ადამიანი, ვისგანაც დანი გავაჩინე და როგორ შეიძლება ვთქვა, - უიღბლო ვარ-მეთქი?

- შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლეებს ელოდები?

GzaPress- სიახლეებს ველოდები, ზოგიერთი რამ უკვე დაგეგმილია, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მინდა.

- რატომ, ცუდად გაქვს დაცდილი?

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მირჩევნია, რაღაც კონკრეტული დაიწყოს და ამაზე მერე ვილაპარაკო. ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა ვთქვი: ამა და ამ სპექტაკლში უნდა ვითამაშო, რა ბედნიერებაა-მეთქი და მერე იმ სპეტაკლზე მუშაობა საერთოდ გაჩერდა. ახლა საშობაო შესვენების პერიოდი მაქვს. ამას "დანის პერიოდს" ვეძახი და ძალიან მომწონს. ზამთრის კურორტებზე დასასვენებლად არ დავდივარ, რადგან თოვლი და სიცივე არ მიყვარს.

თამუნა კვინიკაძე