"ჯადოსნური" მაგიდის ქვეშ შემძვრალი და გათხოვილი გოგონების ამბავი - გზაპრესი

"ჯადოსნური" მაგიდის ქვეშ შემძვრალი და გათხოვილი გოგონების ამბავი

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ წელს ორჯერAაღნიშნავს: ახალი სტილით პირველ იანვარს და ძველი სტილით - 14-ში. ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია ძირითადად, სოფლებშია შემორჩენილი. როგორ ემზადებოდით დამდეგის შესახვედრად და რა საშობაო ტრადიციები გაქვთ? - ამ კითხვით მივმართე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

"ჩემმა შვილებმა წელს გაიგეს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს"

ზურა მანჯავიძე:

GzaPress- მოგეხსენებათ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალური შოუ 31 დეკემბერს გაიმართა, რის გამოც 2015-ს სცენაზე შევეგებე, არაჩვეულებრივი განწყობითა და უკეთესი მომავლის იმედით.

- პროექტში გამარჯვებას გილოცავთ!

- გმადლობთ! როცა გამარჯვებულად დამასახელეს, საოცარი ემოცია დამეუფლა. ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა მე ამირჩია.

- ოჯახში განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ, რომელსაც ყოველ ახალ წელს გულმოდგინედ იცავთ ხოლმე?

- არა, განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს. ჩვენთვის გამორჩეული ის ახალი წელია, როცა დამდეგს შინ ვეგებები და 12 საათის შემდეგ მივდივარ კონცერტზე გამოსასვლელად. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, ასე არ მომხდარა - ახალ წელს ყოველთვის ვმუშაობ.

- ამ დღესასწაულის დადგომამდე, საახალწლო სუფრის სამზადისში თუ მონაწილეობთ? ბაზარში თავად მიდიხართ პროდუქტების შესაძენად?

- რა თქმა უნდა, საახალწლო სუფრის სამზადისში ყოველთვის ჩართული ვარ და ბაზარშიც მივდივარ, მარკეტშიც, მაგრამ წელს, ცეკვების გამო, ყველაფრის მოგვარება მეუღლეს დაეკისრა.

- შობის დღესასწაულს თქვენს ოჯახში როგორ აღნიშნავენ?

- შობას ძირითადად, ტაძარში ვხვდებით, შემდეგ კი, შინ დაბრუნებულები სუფრას მივუსხდებით და მარხვას ვიხსნილებთ. ამ დღეს მეგობრების წრეში ვატარებ - ერთმანეთთან სტუმრად მივდივართ, ვმხიარულობთ.

- დიდი ხანია, რაც შობის დღესასწაულის ტაძარში შეხვედრის ტრადიცია გაქვთ?

- დაახლოებით 9-10 წელია, ასე ვიქცევი. თუმცა, ამას წელს რამდენად მოვახერხებ, ვერ გეტყვით. მარხვაც ვერ დავიცავი, რასაც აუცილებლად გამოვასწორებ.

- ძველით ახალ წელს თუ აღნიშნავთ?

GzaPress- თუ ისე დაემთხვა, რომ ძველით ახალ წელსაც პროფესიული საქმიანობით ვარ დაკავებული, მაშინ - ვერა, მაგრამ როცა თავისუფალი ვარ, ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად ძველი სტილით ახალ წელსაც ვზეიმობ.

- თოვლის ბაბუა თუ იყო თქვენს შვილებთან?

- ჩემმა შვილებმა წელს გაიგეს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და იმ საჩუქრებს, რომელსაც ყოველ ახალ წელს იღებდნენ, მათთვის მამა ამზადებდა (იცინის).

- და როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- ცოტა გაუჭირდათ სიმართლესთან შეგუება, მაგრამ იმის გაგებაც გაუხარდათ, რომ მშობლებისგან საჩუქრებს მაინც მიიღებდნენ.

- ბავშვობაში თავად თუ გჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის?

- კი, მჯეროდა. სხვათა შორის, მას ჩემთვის საჩუქრებიც მოჰქონდა.

- რომელი ახალი წელი იყო თქვენთვის განსაკუთრებულად გამორჩეული?

- განსაკუთრებულად გამორჩეული 2015 წლის დასაწყისია, რადგან პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული გავხდი და შესაბამისად, ბევრი საჩუქარი მივიღე: ბინა, მოგზაურობა საზღვარგარეთ, მობილური ტელეფონი და კიდევ უამრავი პატარ-პატარა სიურპრიზი. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ამ შოუში ჩემს მეწყვილეს, მზია ორველაშვილს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის. ჩემი გამარჯვება მზიას დამსახურებაა. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა პარტნიორში. ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ კარგად მეცეკვა.

"ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი"

სოფო ხალვაში:

GzaPress- 2015 წელს ევროპის მოედანზე შევხვდი და ბიგ-ბენდთან ერთად ვიმღერე. შემდეგ რესტორან "ქართულ სახლში" გადავინაცვლე, სადაც ნოდიკო ტატიშვილი და მერაბ სეფაშვილიც მღეროდნენ. მოკლედ, არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა მქონდა.

- რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ, რომელსაც ყოველ წელს იცავთ?

- განსაკუთრებული ტრადიციებით შობის დღესასწაულს ვხვდებით: ვამზადებ საშობაო ღვეზელებს, ტკბილეულს... ამ დღეს ყველა ახლობელი ადამიანი მოდის ჩვენს ოჯახში და ვმხიარულობთ.

- შობის დღესასწაულს ტაძარში არ ხვდებით?

- რა თქმა უნდა, ტაძარში ვხვდები, შემდეგ კი, შინ დაბრუნებული თავს უფლებას ვაძლევ, სუფრას მივუჯდე.

- საშობაო მარხვა დაიცავით?

- ყოველთვის ვცდილობ, ქრისტეშობის მარხვა დავიცვა... ისე, ვერ გეტყვით, წელს რამდენად შევძლებ შობის დღესასწაულის ტაძარში შეხვედრას, რადგან 7 იანვარს ბათუმში კონცერტი მაქვს, სადაც ბენდთან ერთად წარვდგები საზოგადოების წინაშე.

- ახალ წელს მეკვლე თუ გყავდათ?

- დიახ, მეკვლე ყოველ ახალ წელს გვყავს - ხან ვინ, ხან - ვინ. წელს მე და ჩემი მეუღლე ვიყავით მეკვლეები, უფრო სწორედ, პირველმა თავად შევდგი ფეხი ჩვენს სახლში.

GzaPress- "კარგი ფეხი" გაქვთ?

- ჯერ არ ვიცი. წლის ბოლოს დამირეკე და გეტყვი, როგორი მეკვლე ვარ (იცინის).

- სხვა დროს მეკვლე არასდროს ყოფილხართ?

- არ მახსოვს, შეიძლება ვყოფილვარ კიდეც, ბავშვობაში.

- ძველით ახალ წელს თუ აღნიშნავთ ხოლმე?

- დიახ, აღნიშნავთ. 14 იანვარს, ისევე, როგორც პირველში, ჩვენს ოჯახში იშლება სუფრა, მოდიან მეგობრები, ახალობელი ადამიანები და ერთმანეთს ვულოცავთ ამ დღეს.

- საახალწლო სუფრისთვის კერძებს თავად ამზადებთ თუ ვინმე გეხმარებათ?

- საერთოდ, ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და შესაბამისად, ჩვენი საახალწლო სუფრა სავსეა მრავალფეროვანი კერძით, ტკბილეულით.

- საცივის მომზადება იცით?

- ერთადერთი, რაც არასდროს მომიმზადებია, საცივია. ჩემი მეუღლის დედა ამ კერძს ძალიან კარგად ამზადებს, გემრიელი გამოსდის და ამას ჩვენს ოჯახში მოსული ყველა სტუმარი აღნიშნავს. ამიტომ, დიდი სურვილი მაქვს, დედამთილის რეცეპტით ვისწავლო საცივის მომზადება. იმედია, მომავალ ახალ წლამდე ამასაც ავუღებ ალღოს.

- გოზინაყსაც დედამთილი ამზადებს?

- არა, გოზინაყს თავად ვამზადებ და სხვათა შორის, ძალიან გემრიელი გამომდის.

- თოვლის ბაბუა თუ იყო თქვენს შვილებთან?

- ხომ იცით, თოვლის ბაბუ ყველა ბავშვთან მიდის, ამიტომ ცოტა შეაგვიანდა, მაგრამ ბოლოს მაინც გვესტუმრა და დილით, როცა ჩემმა შვილებმა გაიღვიძეს, საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დახვდათ.

- ბავშვობაში თუ გჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის?

- საკმაოდ დიდი ხანი მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა ყველა სურვილს ამისრულებდა... მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველებს მივულოცო 2015 წელი. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას.

"ბევრ ოჯახში მეკვლედ მეპატიჟებოდნენ"

მამუკა ლომაშვილი:

- 2015 წელს პოზიტიურად შევხვდი, ახალი იმედებითა და გეგმებით. ახალი წლის დღესასწაულს ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, მაგრამ ჩემი პატარას გამო ტრადიციებზე უარის თქმა მოგვიხდა - მისთვის ჩვენი წესები არასასიამოვნო იქნებოდა.

- ასეთი რა ტრადიციები გქონდათ?

- ჩემს სახლში ვიკრიბებოდით ნათესავები, მეგობრები და მიდიოდი ლხინი. კიდევ, ასეთი ტრადიცია მქონდა: გასათხოვარ გოგონებს ვათხოვებდი. ახალი წლის შემობრძანებას, ჩემს ოჯახში შემოსული გასათხოვარი ქალბატონები მაგიდის ქვეშ ხვდებოდნენ და სხვათა შორის, ბევრი დავაქორწინე. როცა ჩემი ჯადოსნური მაგიდის ამბავი გახმაურდა, 31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე გასათხოვარი ქალების ტევა აღარ იყო ჩემს სახლში (იცინის).

- ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც თქვენმა ჯადოსნურმა მაგიდამ ბედი გაუხსნა?

- უფფ... ვერც ერთს ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ მათ შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. ახლა მათ ბედნიერი ოჯახები აქვთ და არ მინდა, ამ გოგონების ქმრებმა გაიგონ მათი ოჯახის შექმნის საიდუმლო.

- კიდევ რა ტრადიცია გქონდათ?

- ბევრ ოჯახში მეკვლედ მეპატიჟებოდნენ და ყველა აღნიშნავდა, რომ "კარგი ფეხი" მაქვს. ჰოდა, სია მქონდა ჩამოწერილი, რომელიმესთან მისვლა რომ არ დამვიწყებოდა. ბოლო 2 წელი, როგორც გითხარით, ეს ტრადიციები დავივიწყე, მაგიდასაც ვასვენებ და ამიტომ მომრავლდა საქართველოში გასათხოვარი მანდილოსნები (იცინის).

- შენი შვილი რამდენი წლისაა?

GzaPress- წლისა და 2 თვის გახლავთ. ჯერ არ იცის, რომ ცოტა ხანში მასთანაც მოვა თოვლის ბაბუა, მაგრამ იმდენს კი ხვდება, რომ დედა და მამა ჰყავს, რითიც ძალიან ბედნიერია.

- ე.ი. თოვლის ბაბუისგან საჩუქრებს მომავალ წელს მიიღებს?

- წელსაც მიიღებდა, მაგრამ დააბნია მოხუცი - სათამაშოები ჯერ არ უყვარს და თოვლის ბაბუმ ვერ გაიგო, რა უნდა მოეტანა მისთვის.

- საახალწლო სუფრის სამზადისში თუ მონაწილეობთ?

- რა თქმა უნდა, ვმონაწილეობ ხოლმე. სხვათა შორის, საახალწლო სუფრისთვის გოჭს თავად ვწვავდი და სხვა ხორციან კერძებსაც ვამზადებდი, წელს კი ნახევრად გამზადებული პროდუქტები შევიძინეთ, რადგან ჩვენი შვილი პატარაა და ჩემი მეუღლეც ვერ ახერხებდა სამზარეულოში ფუსფუსს.

- შობის დღესასწაულს როგორ ხვდებით ხოლმე?

- შობის დღესასწაულს ტაძარში ვხვდებით. ამ დღესასწაულზე სანთელს ვანთებთ ფანჯრებთან და აუცილებლად ვმღერით საშობაო სიმღერას... ადრე ძველი სტილით ახალ წელს ტრადიციად მქონდა სოფელში ჩასვლა. 14-შიც საახალწლო განწყობა მაქვს და ამ დღესაც ახალი იმედებით, უკეთესი მომავლის სურვილით ვხვდები.

სოფო ჭონიშვილი