"ბაბუა - მინდია უგრეხელიძე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მუშაობდა..."
font-large font-small
"ბაბუა - მინდია უგრეხელიძე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მუშაობდა..."
საზღვარგარეთ წარმატებული ქართველი მოდელი შეყვარებულია
სააგენტო "Look Models"-ის 19 წლის მოდელს - ელენე მახარაშვილს საქართველოს საზღვრებს გარეთ უკვე იცნობენ. უცხოეთში ის საკმაოდ წარმატებულ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მოდელად მიიჩნევა. ჯერ კიდევ 17 წლის იყო, მისი ფოტოები უცხოური ჟურნალების ყდებზე რომ დაიბეჭდა. როგორც ელენე ამბობს, მის ცხოვრებაში წარმატებები იოლად და უშრომლად არ მისულა... ვინ არის წარმატებული მოდელის რჩეული და როდის აპირებს დაოჯახებას? - ამ კითხვებზე პასუხი გულახდილად გაგვცა.

GzaPress- ჩემი სამოდელო კარიერა 5 წლის წინ დაიწყო. 14 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი სოციალური ქსელით დამიკავშირდა. მოდელობაზე არასდროს მიოცნებია და ვერასდროს ვიფიქრებდი, ოდესმე ამ საქმით თუ დავკავდებოდი. იმ ერთმა წერილმა კი გამიჩინა სურვილი, პოდიუმზე გავსულიყავი. ჩემი დებიუტი თბილისის "ფეშენ ვიკზე" შედგა, რის შემდეგაც სხვადახვა ჟურნალის გარეკანზე მოვხვდი. ცხადია, ეს საქმე მეც ძალიან მომეწონა და ნინო ცქიტიშვილის სააგენტოსთან კონტრაქტი გავაფორმე.

- 15 წლის უკვე საზღვარგარეთ მიგიწვიეს, არა?
- სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ცქიტიშვილმა საფრანგეთიდან ერთ-ერთ ცნობილი სააგენტოს წარმომადგენელი ჩამოიყვანა, რომელსაც ძალიან მოვეწონე და პარიზში მიმიწვია. აქედან დაიწყო ჩემი წარმატებული სამოდელო კარიერა: მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოსთანაც გავაფორმე კონტრაქტი. უცხოეთში წარმატების მიღწევა არც ისეთი მარტივია, როგორც შორიდან ჩანს. მიუხედავად დატვირთული სამუშაო დღის რეჟიმისა და თავისუფალი დროის ნაკლებობისა, ყოველთვის ფორმაში და მოღიმარი უნდა იყო. აუცილებელია კომუნიკაბელურობა და რაც მთავარია, ყველას უნდა დაანახვო, რომ შენი საქმის პროფესიონალი ხარ. მოდელს პირველ რიგში, მოთმინების უნარი უნდა ჰქონდეს.

- შენს სამოდელო კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებად რას მიიჩნევ?
GzaPress- ჩემი პირველი და ყველაზე დიდი წარმატება იყო სააგენტო AMJ-თან კონტრაქტის გაფორმება. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სააგენტო, სადაც კონტრაქტები აქვთ გაფორმებული წარმატებულ ტოპმოდელებს: Kატე Mოსს, Gისელე Bუნდცჰენ, Bარბარა Pალვინ, ჩარა Dელევინგნე და ა.შ. ამ დიდი წარმატების შემდეგ უამრავი პატარ-პატარა წარმატებები მქონდა. ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. რა თქმა უნდა, წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები მაქვს და დასახულის მისაღწევად ბევრს ვშრომობ.

- მშობლები როგორ შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მათგან შორს ხარ?
- 15 წლის ვიყავი, პარიზში რომ გავემგზავრე. თუმცა, ეს გარემო ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან მანამდე რამდენიმე წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი და სკოლაშიც იქ ვსწავლობდი. მოკლედ, ენის ბარიერი არ მქონდა, ამ ქვეყნის შესახებ რაღაცები ვიცოდი. თბილისშიც ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი... ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ საფრანგეთში. ბაბუა - მინდია უგრეხელიძე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მუშაობდა და 3 წელიწად-ნახევარი მათთან მომიხდა ყოფნა.

- მშობლები პროფესიით ვინ არიან?
- დედა ექიმია, მამა - ეკონომისტი. მყავს უფროსი ძმა, რომელიც სტრასბურგში, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

- ამ ეტაპზე რომელ სამოდელო სააგენტოსთან გაქვს კონტრაქტი გაფორმებული?
- ახლა, ევროპის ქალაქებში AMJ-თან, ხოლო აზიაში - "ელიტთან" მაქვს კონტრაქტი. ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ, სწავლასაც დავუთმო დრო. 2 თვე საზღვარგარეთ ვარ, შემდეგ საქართველოში ვბრუნდები, ვაბარებ გამოცდებს და ისევ მივემგზავრები ხოლმე.

- რა პროფესიას ეუფლები?
GzaPress- ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, მაგრამ არა მგონია, ოდესმე ამ პროფესიით ვიმუშაო. სავარაუდოდ, საბუთებს სხვა ფაკულტეტზე გადავიტან.

- რატომ აგიცრუვდა გული ჟურნალისტიკაზე?
- სწავლისას მივხვდი, რომ ჟურნალისტობა ჩემი საქმე არ არის, ეს სფერო არ მაინტერესებს.

- რომელ კურსზე ხარ?
- მეორეზე... ალბათ საერთაშორისო ურთიერთობებს ავირჩევ.

- როგორც ვიცი, არაერთი უცხოური, პოპულარული ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა შენი ფოტო...
- დიახ, პირველად "მადამ ფიგაროს" ჟურნალში დაიბეჭდა ჩემი სურათი. შემდეგ იყო: "ვოგი", "ელლე", "ფულ" და ა.შ. "მადამ ფიგაროსთვის" ფოტოს გადასაღებად ახალგაზრდა მოდელებს რომ არჩევდნენ, ვერც ვიფიქრებდი, ეს პატივი მე თუ მხვდებოდა წილად. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი ლამაზი გოგო მონაწილეობდა კასტინგში, მაგრამ გამიმართლა (იღიმის).

- როგორ ფიქრობ, რით ხარ გამორჩეული?
- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ საზღვარგარეთ "მოთხოვნადი" მოდელი ნამდვილად ვარ. ყოველთვის მაქვს მიწვევა ამა თუ იმ ქვეყნიდან, სადაც მოდელების შრომას, საქართველოსგან განსხვავებით, სათანადოდ აფასებენ. ბევრს ვშრომობ, ვიღლები, მაგრამ ეს დაღლა სასიამოვნოა, რადგან: პირველ რიგში, თავად მომწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და მეორეც - შრომის შესაბამისი ანაზღაურება მაქვს.

- რას აკეთებ იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყო?
- ხშირად სპორტულ დარბაზში სიარულს ვერ ვახერხებ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინვე სავარჯიშოდ მივდივარ. დიეტაზე არასდროს ვარ, ეს არ მჭირდება..

- სახის კანის მოვლის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი გაქვს?
GzaPress- როცა გადაღებები არ მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, სახის კანი დავასვენო. ამ დროს უბრალოდ, სხვადასხვა ფირმის ხარისხიან მკვებავ კრემს ვიყენებ. როცა შინ ვარ და დილით ადრე არ მიწევს სახლიდან გასვლა, ნიღბებსაც ვიკეთებ. რაც მთავარია, ჯანსაღად ვიკვებები.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? შეყვარებული გყავს?
- დიახ, შეყვარებული მყავს. ჩემი რჩეული სპორტსმენი, მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეა.

- ერთმანეთი სად გაიცანით?
- ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანით. უკვე 3 წელია, ერთად ვართ.

- შენი შეყვარებულიც საზღვარგარეთ ცხოვრობს?
- ირაკლი ავსტრალიაში ცხოვრობს და ახლა ოლიმპიადისთვის ემზადება.

- პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ერთმანეთს ალბათ, ხშირად ვერ ნახულობთ. ასეა?
- მართალი ხართ, ერთმანეთს ისე ხშირად ვერ ვნახულობთ, როგორ გვინდა, რადგან ის სულ შეჯიბრებაზეა, მე - გადაღებებზე. ერთმანეთს ძირითადად, მაშინ ვხვდებით, როცა საქართველოში ვართ. ხანდახან უცხოეთში ყოფნის დროსაც ვახერხებთ შეხვედრას.

- ირაკლი შენზე უფროსია?
- 1 წლით უფროსია. მე 19 წლის ვარ, ირაკლი - 20-ის.

- საზღვარგარეთ ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ ეგუება ამას, არ ეჭვიანობს?
- შეგუებულია ამას და არ ეჭვიანობს. ვფიქრობ, ამის საბაბი არც აქვს.

- ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ?
GzaPress- ჯერჯერობით დაოჯახებაზე არ ვფიქრობთ, ჯერ კარიერა უნდა ავიწყოთ. მთავარი ის არის, რომ ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. მომავალი გვიჩვენებს, რა დროს უნდა მივიღოთ ერთ ოჯახად ცხოვრების გადაწყვეტილება.

- ელენე, ახალ წელს საზღვარგარეთ შეხვდი?
- არა, 2015-ს საქართველოში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად შევხვდი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ ახალი წელი. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
04.03.2015
შურიანი ბოღმა ერი :)
სოფო
19.01.2015
ერთი მოჯღანული ქალია
თემო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი