ლიზა ყენიას ბავშვური გართობა - გზაპრესი

ლიზა ყენიას ბავშვური გართობა

- ლიზა, როგორ ხარ?

- ძალიან კარგად. ვერ მოვითმინე და გართობა ადრე დავიწყე - ჯერ სეზონი გახსნილი არ იყო, რომ ზღვაზე, მეგობრებთან ერთად წავედი. კარგად დავისვენე. ამჟამად საგურამოში, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ხანდახან თბილისში ჩამოვდივარ.

- საგურამოში როგორ ერთობი?

- აქ ჩემს მეგობრებს სახლები აქვთ. საღამოობით ვიკრიბებით. ზოგჯერ ტყეში პიკნიკს ვაწყობთ, ცეცხლს ვანთებთ... ისე ვერთობით, როგორც სხვა ბავშვები ერთობიან სოფელში.

- როგორც ვიცი, მუსიკალურ ალბომზეც მუშაობ...

- კი, მე და თიელი ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, რომ ძალიან საინტერესო და მაგარი ალბომი გამოვა, რადგან რთულ მუსიკას (ქართული ტექსტით) "ვაკეთებთ". ასეთი ჟანრის ქართული სიმღერები ჯერ არ შექმნილა.

- როგორ ფიქრობ, ალბომის გაყიდვას მოახერხებ?

- არ ვიცი და არც მაქვს პრეტენზია, რომ გაიყიდოს, თან - ბევრი. ის კი ვიცი, რომ თუ "იუთუბზე" დავდებთ, ძალიან პოპულარული და მომგებიანი იქნება.

- გარკვეული პერიოდის წინ ამბობდი, რომ ძალების მოსინჯვა საოპერო ჟანრში გსურდა... GzaPress- ეს აზრი არ შემიცვლია. ოპერაში ვარჯიშს 19-20 წლის ასაკში იწყებენ, მე კი რატომღაც, 14 წლისამ გადავწყვიტე, მემეცადინა. დღესაც სტაბილურად ვვარჯიშობ. ძალიან მონდომებული ვარ. ამ გზას აუცილებლად გავყვები. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს იმაში, რომ ქართველი ხალხისთვის მუსიკა შევქმნა. შემიძლია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ესტრადაზე ვიყო.

- ამჟამად სკოლის მოსწავლე ხარ?

- კი, მეთერთმეტე კლასში გადავედი.

- ქართველი მომღერლების უმეტესობის მსგავსად, სხვა პროფესიის არჩევასაც ხომ არ აპირებ?

- არა. მინდა, კონსერვატორიაში ჩავაბარო.

- შენმა სექსუალურმა იმიჯმა, სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორ ფიქრობ, რატომ?

- ეს ხალხის დეგრადირებული აზროვნების ბრალია. არ ვიცი, "სექსუალურ ფოტოში" ხალხი რას გულისხმობს. ზაფხულია და შორტსა თუ "კუპალნიკს" ყველა გოგო იცვამს. სალაპარაკოც არ ღირს. სასაცილოა, როცა ვდებ ფოტოს, რომელზეც შორტში ჩაცმული ვარ გამოსახული, გვერდით კი ასევე, შორტში გამოწყობილი მეგობარია აღბეჭდილი და რეაქცია ჩემზე აქვთ.

- მეგობარი ბიჭი გყავს?

- არა, არ მყავს. თავისუფალი ბავშვი ვარ, რომელიც თავის ბავშვობას მაქსიმალურად იყენებს.

- მაკიაჟი, გაპრანჭვა გიყვარს?

- დედის აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. როცა ბავშვი ვიყავი, ამბობდა, - სილამაზე ბუნებრიობაშიაო. ეს ყოველთვის ძალიან კარგად მახსოვდა. თავადაც ყოველთვის ნაკლებ მაკიაჟს იკეთებდა, მაქსიმუმ - მუქ წითელ პომადას ისვამდა. დედის ნათქვამი გონებაში ისე ჩამრჩა, რომ მეც ბუნებრიობა მომწონს. თუნდაც, "ივენთზე" წასვლისას, იშვიათად ვისვამ მუქ წითელ პომადას. მირჩევნია, უმაკიაჟოდ ვიყო.

- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოგწონს?

- არა, ძალიან არაკომფორტულია. ვერ ვხვდები, თავი რატომ უნდა დავიტანჯო (იცინის)? სქელძირიანი, ოდნავ მაღალი რამდენიმე ფეხსაცმელი მაქვს. მარტივად სასიარულოა და კაბასაც უხდება.

- სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებ?

- სხვისი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ხშირად ვიყენებ, რადგან თითქმის ყოველდღიურად ვაქვეყნებ ფოტოს ან მეგობარი რამეს "დამიპოსტავს". "ფეისბუკი" მობილურ ტელეფონში სულ ჩართული მაქვს. არადა, დიდად არ მიყვარს. რამდენჯერაც გავაუქმე, იმდენჯერ ჩემი სახელით ვიღაცამ "პროფილი" შექმნა. შესაბამისად, მირჩევნია, ჩემი გვერდი მქონდეს - მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მსიამოვნებს.

- მახსოვს, პედოფილების წერილების გამო წუხდი. მამისტოლა კაცები ახლაც გწერენ?

- ეს სტატუსი სიცილით დავწერე. სასაცილოა, როცა 17 წლის ბავშვს კაცი გწერს, რომელსაც პირად გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული. თან - გთხოვს, რომ წერილზე უპასუხო, შეხვდე... ძალიან სასაცილოა, ბავშვები ვერთობით ხოლმე.

- ამასთან დაკავშირებით, დედას როგორი რეაქცია აქვს? GzaPress- დედამ იცის, რომ ასეთ უსაქმურ ადამიანს არასოდეს ვუპასუხებ. საერთოდ, არ სიამოვნებს, "ფეისბუკზე" დარეგისტრირებული რომ ვარ. როცა გაუქმებული მქონდა, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, სხვა ადამიანი სოციალურ ქსელში ჩემი სახელით რაღაც უაზრობებს წერდა. ახლობლების გარდა, ყველას ეგონა, რომ "ფეისბუკის" გვერდი აღვადგინე. ზოგი ნაცნობი ქუჩაში რომ მხვდებოდა, აღარ მესალმებოდა, ზოგი მეუბნებოდა, - რა დაგემართაო? მაგალითად, ერთხელ ჩემი ნაცნობი გოგო შემხვდა. ძალიან თბილად მომესალმა, ჩამეხუტა, მომეფერა, დედაჩემი მოიკითხა. ისე მელაპარაკებოდა, თითქოს თავს ტრაგედია დამტყდომოდეს. მიზეზით რომ დავინტერესდი, მითხრა: "ფეისბუკზე" გელაპარაკე. დედაშენს სერიოზული დაავადება სჭირდა და ფული გჭირდებოდათ. მე კი იმ პერიოდში თანხა არ მქონდა და ამისთვის ბოდიშს გიხდიო. ეს რომ გავიგე, პირადი გვერდი აღვადგინე და დავწერე, რომ ვიღაც ჩემს სახელს ბოროტად იყენებდა.

- თვითმარქვიამ ვინმეს ფულიც ხომ არ გამოსძალა?

- ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელება არ ჩაუდენია.

- მშობლებთან რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს?

- ძალიან ახლო, კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- გარდატეხის ასაკი როგორ გაიარე?

- რთული ბავშვი საერთოდ არ ვარ. რაღაცის გაზვიადება არ მიყვარს.Gგარდატეხის ასაკიც მარტივად გავიარე. გარდატეხა უფრო მეგობრებთან ურთიერთობაში დამეტყო, რადგან ძალზე რეალისტი ვარ და ვცდილობდი, მათთვის რაიმე გამეგებინებინა. ამის გამო კამათიც მიწევდა.

- მშობლები რაიმეს თუ გიკრძალავენ?

- თავად იმდენად რეალისტი ვარ, რომ კონკრეტულ ჩარჩოებზე ლაპარაკი არ უწევთ. რა თქმა უნდა, უთქვამთ და უსწავლებიათ, - ეს ასე არ ხდებაო. მშობლებმა იციან, რომ ვიცი, რა არის კარგი და რა - ცუდი.

- ანუ მშობლებს შენთან ურთიერთობისას კატეგორიული ტონი არ აქვთ?

- არა... ძალიან სასაცილოა, მაგრამ დედაჩემი პირსინგს ვერ იტანს, მე კი წარბის გახვრეტა ძალიან მინდა. დედას ამ თემაზე საუბარი ისე ეზარება, რომ საკმარისია, გამომხედოს, ვხვდები, - არ უნდა ვილაპარაკო.

- "ახალ ხმაში" მონაწილეობისას, ეკა კახიანთან შენს ნათესაობაზე (თითქოს მისი ნათლული იყავი), პროექტში "ჩაწყობაზე" ბევრს საუბრობდნენ. ამან ფსიქოლოგიურად ხომ არ დაგთრგუნა?

- სინამდვილეში, ეკას ნათლული არ ვარ. ნინი ბადურაშვილი დედაჩემის ნათლულია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკა ჩემი ნათესავი და ახლობელია. ეკას გუნდში ჩემს მოხვედრას რაც შეეხება, მე ეს არ მსურდა. ამის შესახებ ეკამაც იცოდა. არც იმას უთქვამს, - გინდა თუ არა, ჩემთან წამოდიო.

- ეკასთან მოხვედრა მასთან ახლობლობის გამო არ გინდოდა?

- თუნდაც. მერჩია, დაბრკოლებები დამოუკიდებლად გადამელახა, რადგან სათქმელი არ ჰქონოდათ, - ეკა დაეხმარა, "ჩაუწყოო". გარდა ამისა, იმ პერიოდში სტეფანესთან მუშაობაც მაინტერესებდა. ისე მოხდა, რომ კასტინგზე ჩემამდე ვიღაც გოგომ კარგად იმღერა. სტეფანემ "აიყვანა" და მის გუნდში ადგილები შეივსო. როცა სცენაზე გავედი და ვიმღერე, დათო ფორჩხიძე არ შემოტრიალდა. ასე რომ, რომ ეკას შევრჩი (იცინის). პროექტში მე და ეკას ისეთი ურთიერთობა გვქონდა, როგორიც მოსწავლეს და მწვრთნელს შეეფერებათ. ერთმანეთთან დისტანციას მაქსიმალურად ვიცავდით. მთავარია, რომ სიმართლე ჩვენ ვიცით და ხალხი რას ილაპარაკებს, მნიშვნელობა არ აქვს. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"