რატომ ვერ ახერხებენ ბიჭები ნინი გოგიჩაიშვილის გულის მოგებას - გზაპრესი

რატომ ვერ ახერხებენ ბიჭები ნინი გოგიჩაიშვილის გულის მოგებას

ამბობს, რომ ნამდვილი სიყვარული არ სწვევია. მოსწონს განათლებული და ძლიერი მამაკაცები. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თურმე, ამ ლამაზ გოგნას ყველანაირი საოჯახო საქმის კეთება ეხერხება.

- ლამაზი, თბილი და დიდი ოჯახი მაქვს. მამაჩემი, გიორგი გოგიჩაიშვილი ტელეწამყვანია, დედა - ნათია ბანძელაძე კი ჟურნალისტი. მყავს ერთი და - ნანუკა, რომელიც ასევე, ჟურნალისტი და მოდელი გახლავთ. ბაბუ, სოსო გოგიჩაიშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, ბებო - ნანა კი რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობი. ბედნიერი ვარ, ასეთი კარგი ოჯახის წევრები, რომ მყავს.

- ჰოროსკოპით ვინ ხარ?

GzaPress- მშვილდოსანი ვარ. სიმართლე გითხრათ, ყოველდღიურ ჰოროსკოპს არ ვკითხულობ, მაგრამ ჩემი ნიშნის ზოგადი დახასიათებით ვინტერესდები ხოლმე. ამ საკითხში ჩემი და უფრო კარგად ერკვევა და თუ რაიმე მაინტერესებს, მას ვეკითხები (იცინის). როცა ჩემი ჰოროსკოპის დახასიათებას ვკითხულობ, ბევრი რამ ემთხვევა. მშვილდოსნებს იუპიტერის პლანეტა მფარველობს, რომელიც წარმატების მომტან პლანეტად მიიჩნევა და როგორც ამბობენ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული ოპტიმიზმითა და პოზიტიური თვისებებით არიან დაჯილდოებული. ოპტიმისტი ნამდვილად ვარ. ყველაფერ ცუდში შემიძლია, რაღაც დადებითი ვიპოვო. ვცდილობ, ხშირად გავიღიმო, ვიცინო და ამით ირგვლივმყოფებსაც გავუხალისო ცხოვრება. "მშვილდოსნებს საზოგადოებასთან ურთიერთობა ჰაერივით სჭირდებათ" - ეს კიდევ ერთი დამთხვევაა: ადვილად შევდივარ კონტაქტში ადამიანებთან. მშვილდოსნები კარგი მეგობრები არიან. თავად როგორი პრობლემაც უნდა მქონდეს, ამის გამო არ ვიწუწუნებ. შევეცდები, ყველაფერი დამოუკიდებლად მოვაგვარო. ხშირად მეცვლება ინტერესის სფერო. კიდევ, "მშვილდოსნებს ბავშვური ოპტიმიზმი და გულწრფელობა ახასიათებთ" - ზუსტად ასეთი ვარ. ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ვამბობ. არასდროს ვიტყუები, რადგან ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, სიმართლე მაინც გამჟღავნდება და ეს ყველაფერი ჩემს რეპუტაციაზე ცუდად აისახება. რეპუტაცია და ნდობა თუ არ გაქვს, პიროვნებად ვერასდროს ჩამოყალიბდები.

- კიდევ, რა დადებით თვისებები გაქვს?

- ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ახლა ვცდილობ, ობიექტურად შევაფასო საკუთარი თავი. ჩემი ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ დამოუკიდებელი, ერთგული და მზრუნველი ადამიანი ვარ. მომწონს, როცა საჭიროების შემთხვევაში, გარშემო მყოფებს (თუნდაც, უცხო ადამიანი იყოს) ვეხმარები.

- შენს უარყოფით თვისებებზეც გვესაუბრე...

- ცოტა "ცივი" ვარ. საყვარელი ადამიანების მიმართაც კი მიჭირს სათანადო სითბოს გამოხატვა. კიდევ, საქმის გადადება მჩვევია.

- შენი გაბრაზება იოლია?

GzaPress- წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. ვცდილობ, ნერვები არაფრის გამო არ მოვიშალო... თუმცა, გურული ვარ და ფიცხი ხასიათი ნამდვილად მაქვს. სამაგიეროდ, წყენას გულში არასდროს ვიტოვებ და ვცდილობ, ცუდი რაღაცები მალე დავივიწყო.

- ბავშვობაში დედას ხშირად აბრაზებდი?

- ვინაიდან დედა სულ სამსახურში იყო, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერ გავაბრაზებდი. იშვიათად ვხედავდი და ამიტომაც, სულ მენატრებოდა. როცა შინ იყო, გვერდიდან არ ვშორდებოდი, ხშირად ვეხუტებოდი, ვეფერებოდი. ისე, ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არა - შემაწუხებლად.

- რის ან ვის გამო შეიძლება, საკუთარ პრინციპებს უღალატო?

- საერთოდ, ძლიერი პიროვნება ვარ. მაქვს ჩემი მიზნები და პრინციპები. თუ რამის გაკეთება არ მინდა, ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს. რადაც უნდა დამიჯდეს, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ! ჯერჯერობით, საკუთარი პრინციპებისთვის არ მიღალატია და მომავალში რას ვიზამ, ვერ გეტყვით.

- ხშირად ტირი?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ძლიერი ხასიათი მაქვს და საოცრად ოპტიმისტი ვარ, ტირილი არ მჩვევია. თუმცა, საკმარისია დავინახო მოხუცებული, რომელიც მარტო ჭამს ან ძაღლი, რომელიც ძალიან გამხდარია, ცრემლებს ვერ შევიკავებ.Eახლახან გია ყანჩელის საიუბილეო საღამოზე ამეტირა, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა და მეგობრისთვის მიძღვნილ კომპოზიციაზე ისაუბრა.

- გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობას ეწევი, კიდევ, რით ხარ დაკავებული?

- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში - "ჯიპაში" საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ, მესამე კურსზე ვარ. ასევე, ვმუშაობ ტელეკომპანია "ჯიდიესში", საოცარ ადამიანებთან ერთად. ბედნიერი ვარ, ამ ტელევიზიაში რომ მოვხვდი.

- სერიოზულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად იღებ თუ ახლობელი ადამიანების აზრსაც ითვალისწინებ?

- როგორც უკვე აღვნიშნე, დამოუკიდებელი ვარ და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. სწორედ ამის გამოა, როცა რაღაც არ გამოდის, ამაში სხვებს არ ვადანაშაულებ. დამარცხება კი ერთგვარი გაკვეთილია.

- შენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- თაყვანისმცემლების რაოდენობით ბავშვობიდან განებივრებული ვარ. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო იმ ყურადღებისთვის, რასაც ჩემ მიმართ იჩენენ. უამრავი ადამიანი მწერს, რომ ვუყვარვარ და პატივს მცემს, ეს ყველაფერი კი ძალიან მახარებს, მაბედნიერებს.

- ძნელია შენი გულის მოგება?

- ოოო... ეს მართლაც, ძალიან ძნელია. რომანტიკული ადამიანი არ ვარ, ამიტომ მამაკაცებს ბევრი ფიქრი უწევთ ხოლმე ჩემი გულის მოსაგებად.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ისე, ქერა ბიჭებზე მეტად, ბავშვობიდანვე შავგვრემანებს ვანიჭებდი უპირატესობას. ჩემი რჩეული აუცილებლად, განათლებული და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი უნდა იყოს.

- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?

GzaPress- შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, გატაცებები კი მქონდა. რა ვქნა, იოლად ვერავის შევიყვარებ. მაქვს რაღაც მოთხოვნები, რომელსაც ჩემი რჩეული უნდა აკმაყოფილებდეს... პირველი მოწონება და გატაცება სკოლის პერიოდში მქონდა.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- ყველანაირი საოჯახო საქმის კეთება მეხერხება და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, სწავლისა და სამსახურის გამო, დრო აღარ მაქვს სამზარეულოში საფუსფუსოდ. ამიტომ გემრიელი კერძებით ჩემი საყვარელი ბებო მანებივრებს. ტკბილეული ძალიან მიყვარს და როცა თავისუფალი დროს მაქვს, ნამცხვარს ვაცხობ.

- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- ზოგადად, ქართული ტრადიციები მომწონს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც თავად არასდროს გავითვალისწინებ და გავაკეთებ. მაგალითად, არ მომწონს, გოგონებისთვის მზითევს რომ აგროვებენ, არც ნიშნობისა და დიდი ქორწილების გადახდის ტრადიცია მომწონს. გრანდიოზულ ქორწილს მირჩევნია, საყვარელ ადამიანთან ერთად, მარტო წავიდე ტაძარში, ჯვარი დავიწეროთ და მერე ერთად აღვნიშნოთ ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღე.

- თაფლობის თვეს რომელ ქვეყანაში გაატარებდი?

- რომელიმე ლამაზ კუნძულს ავირჩევდი, რადგან მზე და ზღვა ჩემი სუსტი წერტილია. ავსტრალიაშიც დიდი სიამოვნებით წავიდოდი.

სოფო ჭონიშვილი