რესტორნის მომღერლობიდან დიდ სცენამდე გავლილი გზა
font-large font-small
რესტორნის მომღერლობიდან დიდ სცენამდე გავლილი გზა
"უჭმელობისგან ძალიან დავსუსტდი, ფეხზე დგომა მიჭირდა"
მომღერალ ინდირა ჯგერნაიას ბევრი პრობლემის გადალახვა მოუხდა მიზნის მისაღწევად, მისი მიზანი კი დიდ სცენაზე დგომა და საზოგადოებისთვის საკუთარი შესაძლებლობების ჩვენების სურვილი იყო. საკუთარ ნიჭიერებაში ხალხის დასარწმუნებლად სამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და მართალია, ყოველი გამოსვლისას მხურვალე აპლოდისმენტებს იმსახურებდა, ჟიურის წევრებისგანაც მხოლოდ მისი ქება ისმოდა, მაგრამ ვერც ერთი პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა. სამაგიეროდ, ხალხის სიყვარული დაიმსახურა, რაც მომღერლის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი განძია... ინდირა 3 წელია, საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობს, რომელიც თურმე, მძიმე პერიოდში მხარში ედგა და დეპრესიის დაძლევაშიც დაეხმარა.

- დაახლოებით რამდენი წლის იყავი, რესტორანში პირველად რომ იმღერე?
GzaPress- 16 წლიდან ვმუშაობ და შესაბამისად, საკუთარი შემოსავალიც მაქვს. ალბათ გაინტერესებთ, სამუშაოდ მაინცდამაინც რესტორანში რატომ მივედი, არა? იმიტომ, რომ სიმღერა, სცენაზე დგომა ძალიან მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებს არ სურდათ, მუშაობა დამეწყო, ჩემი მაინც გავიტანე. ყოველთვის საოცრად ჯინიანი ვიყავი და იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა.

- რესტორანში მუშაობის გადაწყვეტილება მხოლოდ სიმღერის სიყვარულმა, მსმენელის ყოლის სურვილმა მიგაღებინა თუ მატერიალური საჭიროებაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი?

- იმ პერიოდში, როცა მუშაობა დავიწყე, მატერიალურად ლამის, ყველა ქართულ ოჯახს უჭირდა, მაგრამ მერწმუნეთ, პირადად მე, არაფერი მაკლდა. უბრალოდ, მაშინ მეხალისებოდა მიკროფონით ხელში დგომა, მსიამოვნებდა ხალხი რომ მისმენდა და მერე ჩემი ნამღერით კმაყოფილები ტაშს რომ მიკრავდნენ. თან, რეპერტუარი რომ შემევსო, დღეში 5-6 სიმღერას ვსწავლობდი. ყოველდღე რაღაც ახალს ვტავაზობდი რესორანში შემოსულ ადამიანებს... ეს ჩემი პირველი ნაბიჯები იყო, რომ თავი დამემკვიდრებინა. ახლა ჩემთვის სცენაზე დგომას სულ სხვა დატვირთვა აქვს.

- როგორ ვიცი, ქუთაისში დაიბადე და გაიზარდე, არა?
- კი, ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ.

- ამ ქალაქში ალბათ, იცოდნენ შენი შესაძლებლობები. როცა კონცერტი იმართებოდა, არ გეპატიჟებოდნენ?

- სამწუხაროდ, ასეთი არაფერი ხდებოდა და ქუთაისელები არც დღეს არიან კონცერტებით განებივრებულები. როცა რაიმე ღონისძიება იმართებოდა, იქაც მხოლოდ ცნობილ, უკვე პოპულარულ ადამიანებს ეპატიჟებოდნენ. არადა, პოპულარული რომ გახდე, ამისთვის ვინმემ ერთი შანსი მაინც ხომ უნდა მოგცეს? როდესაც ხედავ, რომ შენს ქალაქში ცხოვრობს ნიჭიერი ადამიანი, მას წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმარო (ამ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობ), მაგრამ როგორც ჩანს, სიმღერისთვის არავის სცალია.

- საზოგადოებამ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტის წყალობით გაგიცნო...
- რესტორანში სიმღერას რომ დავასრულებდი, უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და მეკითხებოდნენ: კონკურსებში რატომ არ მონაწილეობო? ერთხელაც, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. მაშინ "ჯეოსტარი" იყო აქტუალური. გავბედე და კასტინგზე მივედი. 3 ცდის შემდეგ, მარინა ბერიძემ ძლივს მომცა პროექტში მონაწილეობის უფლება. მახსოვს, მესამედ რომ მივედი კასტინგზე, მაშინ მითხრა: ამდენს რომ მღერი რესტორანში, ამის გამო ყელი გადაღლილი გაქვს. მოდი, დაისვენე და გაისადაც სცადე ბედიო. ცრემლები ვერ შევიკავე...

- მაგრამ მერე, ამ პროექტში მონაწილეობის შანსი მაინც მოგეცა... როგორ ფიქრობ, რა მოგიტანა "ჯეოსტარმა" გარდა იმისა, რომ ხალხმა გაგიცნო?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ამის წყალობით პროფესიული თვალსაზრისით ძალიან გავიზარდე, ვისწავლე სწორად სიმღერა და რაც მთავარია, გავიჩინე კარგი მეგობრები, დავიმსახურე ხალხის სიყვარული...

- მაგრამ მერე უნცაურად დაიკარგე ისევე, როგორც ბევრი კარგი "ჯეოსტარელი". თუმცა, შემდეგ ისევ გამოჩნდი სხვა პროექტში - "ახალ ხმას" ვგულისხმობ...

- ეს 2 წლის შემდეგ მოხდა, მაგრამ თქვენი ნებართვით, ამ პროექტზე არ ვილაპარაკებ.

- ახლახან მესამე პროექტშიც გიხილეთ. შეგიძლია გვითხრა, "ჯეოსტარიდან" "ნიჭიერამდე"რა გზა გაიარე?

- ძალიან რთული გზა გავიარე, მაგრამ იმედი იმისა, რომ ოდესმე შევძლებდი დიდ სცენაზე წარმატებულად დაბრუნებას, არ დამიკარგავს.

- "რთულ გზაში" რას გულისხმობ?
- იყო ბევრი იმედგაცრუება, მქონდა დეპრესია, ცუდი მომენტები... საბედნიეროდ, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, წარსულის გახსენება კი სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებს.

- და ამ დეპრესიის ფონზე მუშაობასაც შეეშვი თუ ძველებურად აგრძელებდი რესტორანში სიმღერას?
GzaPress- ხან ვმუშაობდი, ხან - ვერა, რადგან მართლა ცუდად ვიყავი. არაფერი მტკიოდა, მაგრამ უჭმელობისგან ძალიან დავსუსტდი, ფეხზე დგომა მიჭირდა, ეს კი ცხადია, დეპრესიისგან იყო გამოწვეული. მაშინ წონაში დაახლოებით 10 კილო დავიკელი... საბედნიეროდ, იმ პერიოდში გვერდით მყავდა საყვარელი ადამიანი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, ეს სირთულე დამაძლევინა.

- საყვარელ ადამიანში ვის გულისხმობ?
- ვგულისხმობ ამ ცხოვრებაში ჩემს მთავარ სიყვარულს, ვისთან ერთადაც უკვე 3 წელია, ვცხოვრობ.

- ანუ გათხოვდი და ქორწილი გამოგვეპარა?
- არა, ოფიციალურად გათხოვილი არ ვარ.

- დაქორწინებას არ აპირებთ?
- ვნახოთ, რა და როგორ იქნება...

- ქუთაისში ამ არაოფიციალურ ურთიერთობაზე არ ჭორაობენ?
- ბევრი იჭორავეს, მაგრამ მალევე დაიღალნენ და სხვა რაღაცებზე გადაერთნენ (იღიმის).

- გამბედავი ყოფილხარ. საინტერესოა, ამ ამბავს შენი ოჯახი როგორ ეგუება?
- თავიდან დედა გიჟს ჰგავდა, რას აკეთებო? მაგრამ მერე ისიც შეეგუა ყველაფერს.

- მამაზე რას გვეტყვი?
- 4 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. ასე რომ, ბუნდოვნად მახსოვს. დედას გარდა, მყავს უფროსი და და ძმა.

- შენს სიყვარულზე კიდევ, რას გვეტყვი?
- ვერაფერს. ინტერვიუში მასზე ვერ ვილაპარაკებ.

- ის მაინც გაგვიმხილე, სად გაიცანით ერთმანეთი?
- ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გავიცანით - მაშინ 15 წლის ვიყავი. მის გვერდით ძალიან ბედნიერი ვარ...

- როგორც მითხარი, 16 წლის ასაკიდან გაქვს საკუთარი შემოსავალი. როგორ ფიქრობ, ქალისთვის რას ნიშნავს მატერიალური დამოუკიდებლობა?

- საკუთარი ფული კაცსაც უნდა ჰქონდეს და ქალსაც - ეს თითქოს, გაძლიერებს. თუ არ მუშაობ და შესაბამისად, თანხა არ გაქვს, ბევრ რაღაცაზე მოგიწევს უარის თქმა, რაც ცხადია, ცუდია. ზრდასრული ადამიანი სხვაზე კი არა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იყო დამოკიდებული.

- ბევრი გოგო ვერ გაბედავდა რესტორანში სიმღერას იმ ასაკში, როცა შენ გაბედე, ბევრი ვერ მიიღებდა საყვარელ ადამიანთან ცხოვრების გადაწყვეტილებას მანამ, ვიდრე მათი ურთიერთობა ოფიციალური არ გახდებოდა და ა.შ. როგორ ფიქრობ, ასე რამ გაგაძლიერა?

- პირველ რიგში, უფლის წყალობაა, ძლიერი რომ ვარ და ღმერთმა თქვენც გაგაძლიეროთ. ალბათ, იმ გარემომაც იქონია გავლენა, სადაც გავიზარდე. არ ვიცი, სხვა რა გითხრათ.

- როგორ ფიქრობ, მამა გვერდით რომ გყოლოდა, შენი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა?
- ალბათ, ყველაფერი სხვანაირად, ბევრად უკეთესად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ახლა არის. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, მამას ბევრი რამით ვგავარ. დარწმუნებული ვარ, ის ჩემი წარმატებით გაიხარებდა.

- ბავშვობის წლებიდან რას გაიხსენებ?
- იცით, დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი. ხანდახან მენატრება ის დრო, როცა დედას, რომელიც ყველგან თან დამყვებოდა, სისხლი ვუშრობდი.

- ალბათ ბრაზდებოდი, ყველგან რომ მოგყვებოდა...
- ეს ნამდვილად არ მაღიზიანებდა. მთავარი ის იყო, რომ მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი და დედაჩემს არც "ვიმჩნევდი". ის არც მე მაკომპლექსებდა და არც ჩემს თანატოლებს. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მათთან მეგობრობდა და როცა მე შინ არ ვიყავი, მას სტუმრობდნენ ხოლმე (დღემდე ასეა).

- როგორ ფიქრობ, მეგობრებთან ერთად მარტოს რატომ არ გიშვებდა - არ გენდობოდა?
- მენდობოდა, მაგრამ როცა მე გასართობად ვიყავი წასული, როგორც ყველა დედა, ისიც ვერ ისვენებდა და ერჩივნა, ცემ გვერდით ყოფილიყო. ალბათ, მომავალში მეც ყველგან გავყვები ჩემს შვილებს. იცით, მაშინ სხვა დრო იყო და ქუჩაში ბავშვის გაშვების ეშინოდათ კიდეც.

- სხვა დროში რას გულისხმობ?
GzaPress- იცი, მაშინ სხვა თვალით უყურებდნენ თუნდაც, რესტონის მომღერალს, ახლა კი იციან, რომ ამაში ცუდი არაფერია. ვინაიდან ქუთაისში ასე თუ ისე მიცნობდნენ, რადგან ყოველთვის და ყველგან ვმღეროდი, ვინაიდან რესტორანში ვმუშაობდი, ჩემს პატარა ქალაქში კი ეს ძალიან უკვირდათ, ამიტომაც დამყვებოდა დედა ყველგან.

- როცა მუშაობდი, მაშინ როგორ ახერხებდა შენს გაკონტროლებას?
- ჩემთან, სამსახურშიც მოდიოდა ხოლმე და მერე ერთად მივდიოდით სახლში. თან, იქ, სადაც მე ვმუშაობდი, ბევრი ჩვენი ახლობელი იყო დასაქმებული და მათი მეშვეობითაც ახერხებდა ჩემს გაკონტროლებას.

- როგორ გამოეპარა შენი სიყვარულის ამბავი?
- არ გამოჰპარვია, ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა...

- ქუთაისელების გემოვნება როგორია? ყველაზე ხშირად, როგორი სიმღერების შესრულებას გთხოვენ მოქეიფეები?

- ქუთაისელებს საკმაოდ კარგი გემოვნება აქვთ და შესაბამისად, მათი გულის მოგება ძნელია. რთულია, ქუთაისელს ტაში დააკვრევინო. ჩემი აზრით, მსმენელს რასაც მიაჩვევ, იმას მოგთხოვს... ახლა რესტორანში აღარ ვმუშაობ.

- ინდირა, რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ ვერ მიაღწიეს წარმატებას და დღეს დეპრესიაში არიან ისევე, როგორც თავის დროზე შენ იყავი?

- მათ ვურჩევ, არ დანებდნენ და მიზნის მისაღწვეად ბოლომდე იბრძოლონ. როდესაც ბეწვის ხიდზე გასვლას ცდილობ, მხოლოდ წინ უნდა იყურო, გვერდზე თუ გაიხედავ, აუცილებლად ჩამოვარდები!

- ახლა რა გეგმები გაქვს?
- ჯერ კიდევ აჟიტირებული ვარ "ნიჭიერში" მომხდარი ამბებით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გამარჯვებული ვერ გახდი, ვფიქრობ, ეს მაინც წარმატებული გამოსვლა იყო ჩემთვის და უფრო დიდი წარმატების შანსს აღარ დავკარგავ, მსმენელს მალე შევთავაზებ ახალ სიმღერებს, გავანებივრებ პრემიერებით და ა.შ.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
08.02.2015
ინდირა საყვარელო გოგო,არ გიცნობ მაგრამ სჰენი ნამგერი რომ მოვისმინე,აგრფტოვანებული დავრცჰი.დასანანია რომ დაქცეულ და გაუბედურებულ საქარტველოსჰი დაიბადე,სჰენ მსოფლიო დონის მომგერალი იქნებოდი..გისურვებ ცარმატებებს და გფარავდეს უფალი...ქარტველი ემიგრანტი იტალიიდან
ემიგრანტი
05.02.2015
Ra bogma xar
bosis
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მსახიობის ყველაზე დიდი "კაიფი" და აზარტი
რამ გააბრაზა სალომე გოგიაშვილი
"მამა მაგიდასთან საბუთებს ჩაჰკირკიტებდა, როცა ოთახში ვეფხვი შევიდა"
"ბავშვებს რომ დავაძინებდი, ფიქრში ღამეებს ვათენებდი"
ეყოფა თუ არა "კარგი სიმღერის თქმა" "სოფლის შენებას"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი