ქართველი მსახიობი ქალბატონი, რომელსაც სხეულზე 22 ტატუ აქვს
font-large font-small
ქართველი მსახიობი ქალბატონი, რომელსაც სხეულზე 22 ტატუ აქვს
22 წლის ნინი ლისენკო "კომედი არხის" ტელესერიალში - "განყოფილება #9" პაატა გულიაშვილისა და მაკა შალიკაშვილის პერსონაჟების შვილის როლს ასრულებს:
გამომწვევი და პრანჭია გოგონა პოლიციელ მამას მუდმივ საფიქრალს უჩენს. როგორც ნინი ამბობს, მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს ძალიან ჰგავს და განსხვავებული როლის შესრულება სურს...
ნინი ლისენკო ახლახან მეორედ გათხოვდა.

GzaPress- განყოფილება #9"-ში მონაწილეობა ჩემმა ძალიან ახლო და საყვარელმა მეგობარმა - ნიკა რამიშვილმა (დრუპი) შემომთავაზა. მანამდე სერიალ "წიწაკებში" ვთამაშობდი. იქ კასტინგის მეშვეობით მოვხვდი - ჩემნაირ, ქერა გოგოს ეძებდნენ... სხვათა შორის, თავდაპირველად რეპერმა მასტერმა (რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარი გახლავთ) დამირეკა და მითხრა, - გეხვეწები, კასტინგზე მიდიო. მისი ხათრით მივედი, მაგრამ არ მეგონა, თუ ამირჩევდნენ.

- პროფესიით ვინ ხარ?
- 11 წლიდან მსახიობობას ვსწავლობ: თავდაპირველად, სასწავლებლად "სიყვარულის თეატრში" შევედი. რეჟისორი ოთარ მიქელაძე მასწავლიდა. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება იყო, მაგრამ 17 წლისა გავთხოვდი. უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები რომ დაიწყო, უკვე 9 თვის ორსული ვიყავი და ვეღარ ჩავაბარე. ახლა მინდა, სწავლა გავაგრძელო, მაგრამ საამისოდ ვერ ვიცლი... ძალიან ზარმაცი ვარ. დედა რომ არ მაძალებდეს, გადაღებებზეც ვერ წავიდოდი. დილით ლოგინიდან მაგდებს. მიყვირის ხოლმე, - ადექიო! მის გარეშე ის საქმეც არ გამომივიდოდა, რასაც ვაკეთებ.

- სხვა პროფესიაზე გიფიქრია?
- ადრე მოდელობა მინდოდა, მაგრამ ახლა არ მომწონს. მიხაროდა, რომ მეუბნებოდნენ, - ძალიან ლამაზი ხარო. ახლა მსურს მითხრან: ნიჭიერი ხარო. ექიმობაც მინდოდა, რადგან დედა პროფესიით ექიმია. მოკლედ, პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით აზრი ხშირად მეცვლებოდა, ახლა კი როგორც იქნა, ჩამოვყალიბდი.

- მოდელობაზე მხოლოდ გიფიქრია, თუ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებაც გაქვს?
- გამოცდილება მაქვს: რიგინა ღოღრაძის ოფიციალური მოდელი ვიყავი. ჩვენებები "ბერიკონში" მქონდა. სხვათა შორის, მე და მარგო ლუჩკო ერთსა და იმავე სააგენტოში ვმუშაობდით.

- "განყოფილება #9"-ში მამაკაცთან ურთიერთობის ინიციატორი, აქტიური ქალის როლს ასრულებ. ამ მხრივ შენი პერსონაჟი გგავს?
- კი. ის ადამიანი არ ვარ, რომ ვინმე შემიყვარდეს და დავმალო, მაგრამ ყველაფერს ისე ვაკეთებ, რომ პირველად კაცმა მითხრას, - მომწონხარო (იცინის).

- შენს პერსონაჟთან კიდევ, რა საერთო გაქვს?
GzaPress- სხვათა შორის, "წიწაკებში" ჩემს პერსონაჟს ძალიან ვგავარ - ის ქერა, "დებილუკა" და "სწერვა" გოგო იყო. "განყოფილებაშიც" ასეთი როლი მაქვს. სამწუხაროდ, როგორიც რეალურ ცხოვრებაში ვარ, სერიალებშიც ისეთ როლებს მაძლევენ. არადა, მინდა, განსხვავებული პერსონაჟი განვასახიერო.

- მაგალითად, როგორ როლს ითამაშებდი?
- "კრიმინალურ" ფილმში ვითამაშებდი.

- დადებითი პერსონაჟის როლს თუ?
- უარყოფითის.

- კრიმინალურ სამყაროსთან შეხება გქონია?
- (იცინის) ამაზე ლაპარაკი არ მინდა... ჩვენ ისეთ პერიოდში გავიზარდეთ, როცა ყველა "ძველბიჭობდა". "ძველები" კიდევ არიან შემორჩენილები... მეტს ვერაფერს გეტყვი - ქმარმა ამ თემაზე ლაპარაკი ამიკრძალა.

- მეუღლე კიდევ, რას გიკრძალავს?
- გვიან გარეთ მარტოს არ მიშვებს; სურს იცნობდეს ჩემს იმ მეგობრებს, ვისთანაც სტუმრად მივდივარ; კიდევ, "ფეისბუკზე" სამეგობრო სიაში უცხო ადამიანებს ვერ ვამატებ, რადგან ძალიან ეჭვიანია. თან, ამას არ იმჩნევს - ალბათ, რცხვენია. ისე, მე მასზე მეტად ეჭვიანი ვარ: დედამისთან როცა მიდის, ვიდრე გზაშია, ათასჯერ მაინც ვურეკავ. მერე ვეუბნები, - აბა, თუ სახლში ხარ, ბინის ნომრიდან დამირეკე-მეთქი. "ფეისბუკზე" დარეგისტრირების უფლებასაც არ ვაძლევ... ეჭვიანი კი არა, ძალიან ეგოისტი ვარ - დედისერთა გახლავართ და მთელი ცხოვრება მგონია, რომ ყველაფერი ჩემი უნდა იყოს. მეგობრებზეც კი ვეჭვიანობ, თუკი სხვა მეგობრებს უფრო ხშირად ნახულობენ (იღიმის).

- სხეულზე რამდენი ტატუ გაქვს?
- პირველი ტატუ - მზე 15 წლისამ თეძოზე გავიკეთე, მერე ფერია დავიხატე. თურმე, პატარაობაში ტატუ არ უნდა გაიკეთო, რადგან ახლა რამდენიმე მათგანის წაშლა მინდა. მარჯვენა მუხლთან ჩრიმინალ მაწერია, იქვე კი "კალაშნიკოვი" მახატია - ორივე შარშან გავიკეთე. საერთო ჯამში, ალბათ სხეულზე 22 ტატუ მაქვს. ძალიან მომწონს. ნერვები მეშლება, როცა მეუბნებიან, - რომ დაბერდები და ტატუირებული კანი ჩამოგეწელება, არ "გაგიტყდებაო"? მერე რა იქნება, არ ვიცი. ვაკეთებ იმას, რაც ახლა მსიამოვნებს. ალბათ, როცა დავბერდები, ჩემი შვილიშვილები იამაყებენ - მაგარი "ბლატნოი" ბებო გვყავსო (იცინის).

- სხეულზე მეუღლის სახელიც ამოგისვირინგებია...
GzaPress- დიახ, ასეა. მას ჩემი სახე ხელზე ახატია. ჯერ ცოლ-ქმარი არ ვიყავით, როცა ამბობდა: რომც დავშორდეთ, მაინც მინდა, შენი სახე დავიხატოო.

- ტატუს გაკეთებას კიდევ აპირებ?
- არა. ახლა ბავშვობის დროინდელ ტატუებთან ერთად, შარშან გაკეთებული "კალაშნიკოვისა" და ჩრიმინალ-ის ტატუც უნდა მოვიშორო, რადგან ჩემს ქმარს არ მოსწონს.

- მეორედ როდის დაოჯახდი?
- 1 თვის წინ. ლაშა 9 თვის წინ გავიცანი. ის ჩემი პირველი სიყვარულია, რადგან 17 წლისას სიყვარულის ნამდვილად არაფერი გამეგებოდა. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ: დაბადების დღე მე 28 დეკემბერს მაქვს, მას - 27-ში, მე დილის 4 საათზე დავიბადე, ის - 3-ზე. ფრაზების თქმას ერთმანეთს ვასწრებთ - ერთმანეთის კარგად გვესმის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი მეორე ნახევარია.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ლაშას მეგობარს კარგა ხანს მოვწონდი. ერთხელ კაფეში ვიყავით. სამეგობრო დათვრა, ჩხუბი ატყდა. მერე იმ მეგობარმა ლაშას დაურეკა, რომელიც მოვიდა და ყველა გააჩუმა (იცინის). ეს ბიჭი მაშინვე გულში ჩამრჩა. ვამბობდი, - მისი ნომერი მომეცით-მეთქი, მაგრამ არავინ მომცა. მეგობარმა, რომელსაც მოვწონდი, ადრე ჟაკეტი მათხოვა, რომელიც ლაშასი ყოფილა. ჰოდა, ერთ დღესაც მომავალმა მეუღლემ დამირეკა - ჩემი ჟაკეტი დამიბრუნეო. ვუპასუხე, - არ დაგიბრუნებ-მეთქი (იცინის). მერე ერთმანეთს შევხვდით და მაშინვე მივხვდით, რომ მთელი ცხოვრება ერთად უნდა ვიყოთ.

- პირველ ქორწინებაზეც გვიამბე: ერთმანეთს რატომ დაშორდით?
- ოჯახი ნაადრევ ასაკში შევქმენით. მერე ნელ-ნელა მივხვდით, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვიყავით. ის ძალიან კარგი პიროვნებაა და როგორც ჩემი შვილის მამას, დიდ პატივს ვცემ. სხვათა შორის, დაშორების შემდეგ მომიტაცა (იცინის). კიდევ კარგი, პატრულმა გაგვაჩერა. ყოფილ ქმარს ჩემთან შერიგება დიდხანს უნდოდა.

- თქვენი ბიჭუნა შენთან იზრდება?
- კი, მაგრამ მამამისსაც მიჰყავს ხოლმე.

- ალექსანდრე როგორი ბიჭია?
- ჯერ ნორმალურად ვერ ლაპარაკობს, სიტყვებს იმეორებს... მართლა ჩინელი მგონია. ჩინელები რომ გაივლიან, ალექსანდრეს თვალს აყოლებენ - ვერ ხვდებიან, ბავშვი ჩინელია თუ ქართველი. სხვათა შორის, შვილის სურათი მაკა შალიკაშვილს ვუჩვენე და მკითხა: ბავშვი მულატისგან გყავსო? - არა, მამამისი იმერელია-მეთქი, - ვუპასუხე (იცინის). ალექსანდრეს ძალიან უცხო გარეგნობა აქვს. მე მგავს (იცინის). ის რომ არ მყავდეს, ჩემს სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა.

- ნინი, ლისენკო შენი ნამდვილი გვარია?
- არა. ადრე "იაჰუში" "ლისენკოდ" ვიყავი დარეგისტრირებული და მეგობრებიც სულ ასე მომმართავდნენ. ყველამ იცის, რომ გვარად შათირიშვილი ვარ. ლისენკო ბებიაჩემის გვარია (უკრაინური, თავადური გვარი გახლავთ). ჩემი გვარიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხალხს ლისენკო უფრო მეტად მოსწონს, ასე მგონია.

- "ქალთა სახეებშიც" მონაწილეობ. ქერათმიან ქალებზე არსებულ სტერეოტიპს ამართლებ?
GzaPress- ქმარი, მეგობრები და დედა მეუბნებიან, - ისეთი არ ხარ, როგორ შთაბეჭდილებასაც თავდაპირველად ტოვებ, ყველა სიტყვა გულთან ახლოს მიგაქვს, დადებით თვისებებს არ ამჟღავნებო... სულელის როლი რომ ითამაშო, ძალიან ჭკვიანი უნდა იყო... ჩემს საიდუმლოს არ გეტყვით, მაგრამ ძალიან სულელი, "იმენნა", "ბლანდინკა" ვარ (იცინის).

- ანუ სულელი ხარ თუ სულელის როლს თამაშობ?
- ლაშა მეუბნება, - თამაშობ: როცა გაწყობს, სულელი ხარ, როცა - არა, ჭკვიანიო.

- მეუღლე რას საქმიანობს?
- სხვადასხვა ბიზნესი აქვს.

- შენი საქმიანობა მოსწონს?
- სულ მეუბნება, - მთელი ცხოვრება ვამბობდი, რომ მსახიობს ცოლად არ მოვიყვანდიო. ვპასუხობ, - ღმერთმა დაგსაჯა-მეთქი (იცინის). ლაშა ხელს არ მიშლის, ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვა