რეჟისორის, მსახიობისა და მაყურებლის ჯაჭვური კავშირი
font-large font-small
რეჟისორის, მსახიობისა და მაყურებლის ჯაჭვური კავშირი
"იდიოტის" მიშკინთან სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ"
"წლების წინ გაცილებით მეტს ვკითხულობდი, ვიდრე - დღეს, მაგრამ ამას უდროობას ვერ დავაბრალებ.

მგონი, ინტერნეტმა გამაზარმაცა", - ამბობს რეჟისორი გაგა გოშაძე. მას ჰყავს საყვარელი ავტორები, წიგნები და პერსონაჟები, აქვს მათთან დაკავშირებული მოგონებები, განცდები და ემოციები.

- ინტერნეტში ყველაზე ხშირად დრამატურგიას, პიესებს ვეცნობი. რომანი არასდროს წამიკითხავს. თანამედროვე ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის წიგნი მეტად კომფორტულია.

- წიგნის სამყაროში პირველი მეგზურები ვინ იყვნენ?
- წასაკითხ ლიტერატურას დედა და ბებია მირჩევდნენ. ოჯახში ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა.

- წიგნი მოგიპარავს?
- მაღაზიიდან არ მომიპარავს, მაგრამ მეგობრისგან წამომიღია და აღარ დამიბრუნებია. იმასაც დავიწყებია და მეც აღარ შემიხსენებია. ალბათ ჩემგანაც წაუღიათ და აღარ დაუბრუნებიათ.

- ნაწარმოები, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?
- ასეთი ბევრია. გუშინ ინტერვიუზე რომ შეგითანხმდი, მას შემდეგ ვფიქრობ და ერთი კონკრეტული ნაწარმოების დასახელება არ შემიძლია. ზოგიერთი იმდენად მომწონებია, ხელმეორედაც მივბრუნებივარ. გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, მიხაილ ბულგაკოვის შემოქმედება, ჯეკ ლონდონის მოთხრობები ძალიან მიყვარს. "პატარა პრინცი", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან", "სამოსელი პირველი" - განა შეიძლება, ეს ნაწარმოებები წაიკითხო და ემოციები არ დაგამახსოვრდეს?

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- ბევრი კარგი და საინტერესო პერსონაჟია. გეტყვი, რომელ პერსონაჟთან ვგრძნობ სულიერ სიახლოვეს. ეს მიშკინია, დოსტოევსკის "იდიოტიდან". ძალიან ახლობელი გმირია, "ჩემიანია" თავისი შეხედულებებით, დამოკიდებულებით. მასთან ბევრ საერთოს ვპოულობ, სიამოვნებით დავჯდებოდი და დაველაპარაკებოდი. დოჩანაშვილის დომენიკოც ძალიან მომწონს.

- გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში...
- (მაწყვეტინებს) აი, საყვარელ ავტორებზე რომ მეკითხებოდი, გოდერძი ჩოხელის დასახელება დამავიწყდა. მართლა ძალიან მიყვარს.

- მოთხრობაში, როდესაც ის მიტოვებულ სოფელს აღწერს, აღნიშნავს, - მხოლოდ რამდენიმე იმედის თეთრი ძაფი მოჩანდაო. რას გულისხმობდა "იმედის ძაფებში"?

- ბილიკს? არა, ბილიკი არ იქნებოდა.

- ნახევრად მიტოვებული სოფელი წარმოიდგინე.
- (პაუზის შემდეგ) სახლიდან ამოსულ კვამლს გულისხმობდა?

- რა თქმა უნდა.
- სიტყვა "კომლიც" ხომ კვამლიდან მოდის.

- რომელი არასამეფო წარმომავლობის ადამიანის პორტრეტი დაბეჭდეს პირველად ბრიტანეთის საფოსტო მარკაზე?
- შექსპირს ვფიქრობ, ასეა?

- დიახ. 1905 წელს, პარიზში უჩვეულო შეჯიბრება მოეწყო, რომელშიც 300 ადამიანი მონაწილეობდა. მათ 300 მეტრი მანძილი უნდა დაეფარათ. გამარჯვებულმა დისტანცია 3 წუთსა და 12 წამში დაფარა. დაასახელე ადგილი, სადაც ეს შეჯიბრება მოეწყო.

- სავარაუდო პასუხებს ვერ მეტყვი?

- პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში, ეიფელის კოშკზე თუ ელისეს მინდვრებზე?
- ეიფელის კოშკზე. მადლობა, რომ დამეხმარე.

- ალბათ გახსოვს ფრთიანი გამონათქვამი: "რელიგია ხალხისთვის ოპიუმია". რომელი სიტყვით შეცვალა სიტყვა რელიგია ნიქსონმა?
- რა თქმა უნდა, ეს გამონათქვამი მახსოვს, მაგრამ ნიქსონის ვარიანტს მართლა ვერ ვიხსენებ.

- ეს "რაღაც" დღესაც დიდი დოზითაა ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი...
- ვერ გეტყვი.

- ტელევიზია. შენი "ოპიუმი" რა არის?
- ის, რაც მათრობს და მაბრუებს? - ადამიანი.

- ვინ არის "გიორგი სააკაძის" რეჟისორი?
- მიხეილ ჭიაურელი.

- დაასრულე მადამ დე სტალის ცნობილი გამონათქვამი: "როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმრავლესობა..." როგორი აღმოჩნდებაო?

- გაუნათლებელი, არა?

- "...უწიგნური არმოჩნდება ხოლმე".
- გაუნათლებლობა და უწიგნურობა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. შეიძლება ითქვას, რომ გამოვიცანი.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ახლო მეგობრული, რომელიც ძალიან არ მომწონს და მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი ურთიერთობა არაყოველდღიური გახდეს.

- რა ჰქვია ვაშლის არაყს?
- სიდრი.

- სიდრი ვაშლის ღვინოა.
- აბა, რა ჰქვია?

- კალვადოსი.
- არც სიდრი და არც კალვადოსი არასდროს გამისინჯავს.

- სად დაიბადა ვერიკო ანჯაფარიძე?
- (ფიქრობს)

- დასავლეთ საქართველოშია ეს ქალაქი.
- ქუთაისში.

- რა ჰქვია ლომების გუნდს?
- ვერ ვიხსენებ. ჩემგან რა გინდა (იცინის)?

- პრაიდი. როგორ ადამიანს უწოდებენ ოდიოზურს?
- არასასურველს, მიუღებელს... ამ სიტყვას იშვიათად ვამბობ.

- სამეფო არწივი მთელ ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს. კიდევ რას არ იცვლის იგი სიცოცხლის განმავლობაში?
- ბუდეს.

- თავდაპირველად ავტომობილ "პობედას" "როდინა" ერქვა. სახელწოდება სტალინის მითითებით შეუცვალეს. რა იყო ბელადის არგუმენტი?
- გამარჯვება?

- მან იკითხა: რამდენი ეღირება სამშობლო?..
- მართალი ხარ, ახლა გამახსენდა.

- მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია. რაზეა ლაპარაკი?
- არ ვიცი.

- კოცნაზე.
- მართლა? ამ სიტყვას ჩავიწერ.

GzaPress- "...ის სიმდიდრის ქალიშვილი და სიღარიბის დედაა" - რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს დეკურსელი?
- სიზარმაცის.

- ვინ იყო კონიაკის პირველი მწარმოებელი საქართველოში?
- სარაჯიშვილი.

- რომელი ფილმის პერსონაჟია ბოლოკა?
- "ღიმილის ბიჭების".

- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და სწრაფად მოძრაობა შეუძლია.
- გული.

- ცდები. ენაზეა ლაპარაკი.
- ა!!! ეს როგორ ვერ გამოვიცანი?!

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ ინდოეთში ჩატარდა დემონსტრაცია ხურდა ფულის გაუქმების მოთხოვნით. ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები?
- გთხოვ, კითხვა გამიმეორე. (გამეორების შემდეგ) ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ.

- რომალები განსაკუთრებულად საიდუმლო წერილებს სტანდარტულ ფრაზას აწერდნენ: "შენ და..."
- სიკვდილი?

- "შენ და ცეცხლს". ის უდაოდ წარმოადგენს თავისი ქვეყნის სიმბოლოს. დროდადრო, უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს ანიჭებდნენ. პირველი ორდენი წერა-კითხვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. მისმა ასობით ათასმა თანამემამულემ კითხვა მხოლოდ იმ მიზნით ისწავლა, რომ მისი ბიოგრაფია წაეკითხა. რა სახელით ვიცნობთ მას?

- რა სფეროში საქმიანობდა?

- ფეხბურთელი იყო.
- პელეზე ვფიქრობ. მართალია?

- დიახ. ის 1899 წელს ნეაპოლში დაიბადა. წამოიზარდა თუ არა, ოჯახის წევრებთან ერთად ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა. მალე კრიმინალურმა სამყარომ ჩაითრია. თავიდან "დამხმარე ბიჭად" იყო, მაგრამ მისი "ნიჭი" მალე შეამჩნიეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს. 1929 წელს სამართალდამცველებმა დაიჭირეს და იარაღის ტარებისთვის 10 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. მეორედ, გადასახადების გადაუხდელობისთვის წაუყენეს ბრალი. მან ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვა შეძლო, მაგრამ მსაჯულები პროცესის წინადღეს შეუცვალეს და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვისზეა ლაპარაკი?

- ალ კაპონეზე.

- დაბოლოს, დაასრულე ცნობილი იტალიური ანდაზა: "არასდროს გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის, აუცილებლად..."
- მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა ვთქვა?

- ორი სიტყვა.
- მომეწონა, ეს აუცილებლად უნდა გამოვიცნო. "...აუცილებლად მოვა შემდეგი".
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მისი ლექციები ნამდვილი ფეიერვერკი იყო"
თვითიზოლაციაში დაკლებული კილოგრამები
მოცეკვავე, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო
ყოველთვის ვცდილობ, სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიდე
"თურმე ეს ის გოგო ყოფილა, ვისაც წლები ველოდი..."
"როცა შეგნება მოიკოჭლებს, იქ ძალა უნდა ჩაანაცვლო"
რას ფიქრობენ ცნობილები თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი