შტრიხები, რომელიც ქართველ მამაკაცში თამუნა მუსერიძემ ვერ ნახა - გზაპრესი

შტრიხები, რომელიც ქართველ მამაკაცში თამუნა მუსერიძემ ვერ ნახა

კლუბში ამას კარგად ვახერხებ", - ამბობს ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე და დასძენს, რომ ამ ბოლო დროს ფამუქმა გაიტაცა.

პრეამბულის მაგიერ

- ფამუქის გარდა, რომელი ავტორები გიზიდავენ?

- დოსტოევსკის "თეთრი ღამეები" გამორჩეულად მიყვარს. ჟან-ჟაკ რუსოს რომანტიზმი მომწონს, ქართველი ავტორებიდან კი ჩემთვის პირველი - შოთა რუსთაველია.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- სამწუხაროდ, ისეთი აქტიური ვერ ვარ, როგორიც სკოლის პერიოდში და სტუდენტობის წლებში ვიყავი, მაგრამ ვცდილობ, წიგნს არ დავშორდე. სამსახურში წიგნით ხელში რომ მხედავენ, მეუბნებიან, ამას ჩვენს დასანახავად აკეთებო.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- შარლოტა ბრონტეს გმირთან, მისტერ როჩესტერთან ("ჯეინ ეარი"). ის ჯეინს უყვარს.

- მასში რა გხიბლავს?

- უაღრესად მამაკაცურია, კეთილია. მის ხასიათში ისეთი შტრიხებია, რაც ჯერ ქართველ მამაკაცში ვერ ვნახე.

- მაგალითად?

- ძალიან ყურადღებიანია. მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულია, რჩეულთან დისტანციას მაინც იჭერს. ფარული სიცივე, დისტანცია მათ ურთიერთობას თავისებურ ხიბლს სძენს. მომწონს.

- საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?

- არა, მაგრამ ნებისმიერი ნაწარმოების კითხვისას შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, რომელიმე პერსონაჟს ჰგავდე.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- საყურებლად მომწონს, მაგრამ თავად არსადროს მითამაშია.

- სკანდალური გამოხდომა, საქციელი, რომელიც არღვევს საყოველთაოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს, - რომელი სიტყვა განიმარტება ასე?

- ეპატაჟი.

- ეპატაჟური გამოსვლები გჩვევია?

- სხვამ შეიძლება იფიქროს, რომ მჩვევია. თავად ასე არ ვთვლი.

- რა ემართება თვალის გუგას, როდესაც ადამიანი რაიმე საინტერესოს ისმენს?

- ფართოვდება, არა?

- 45%-ით ფართოვდება. დაასახელე როკვარსკვლავი, რომელიც სცენაზე დააპატიმრეს.

- ვერ ვიხსენებ.

- მიგანიშნებ, ინგლისელი იყო.

- რომელ წლებში ცხოვრობდა?

- ჯგუფ "დორსის" სოლისტი იყო.

- ჯიმ მორისონი, ხომ?

- დიახ. ადამიანის ეს ორგანო სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 3 მილიარდ დარტყმას აკეთებს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- გულზე.

- "მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი", - ამბობდა სოკრატე და ამატებდა, - "აი, სხვებმა კი..."

- ვერ გიპასუხებ.

- "სხვებმა კი ესეც არ იციან". რომელ ქართულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი - "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში". კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოთი დაიწყოს?

- არა.

- "ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სულელს შორის ის არის, რომ მე სულელი არ ვარ", - რომელი ცნობილი ესპანელი მხატვარია ამ გამონათქვამის ავტორი?

- მინიშნებას ვერ მეტყვი?

- მან ჯოკინდა ულვაშით გამოსახა.

- სალვადორ დალი.

GzaPress- სალვადორ დალის ერთ-ერთმა პარფიუმერიულმა ფირმამ ახალი სუნამოსთვის ფლაკონის დიზაინი შეუკვეთა. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა: სახლში იპოვა ნივთი, რომელსაც ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ის ფლაკონის თავსახური იქნებოდა. მწარმოებლებს კი ურჩია, სუნამოსთვის უცნაური სახელი - "გაელვება" დაერქმიათ. მიპასუხე, რისგან დაამზადა სალვადორ დალიმ ფლაკონი?

- არ ვიცი. (პაუზის შემდეგ) ეს ნივთი სინათლესთან კავშირშია?

- დიახ. ოჯახში ყველას გვაქვს.

- ნათურისგან ხომ არ დაამზადა?

- გამოიცანი. მდინარის თევზებიდან ყველაზე დიდ თევზად რომელი ითვლება?

- არ ვიცი.

- ლოქო. ეს ნაწარმი აბრეშუმის უწვრილესი ძაფებით ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა. მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა. დაასახელე მისი გვარი.

- გობელენი.

- ლიმონი უფრო მეტ შაქარს შეიცავს თუ მარწყვი?

- ლიმონი.

- რით არის გამორჩეული ჩიტი კოლიბრი?

- არ ვიცი.

- ყველაზე პატარაა და უკუსვლით ფრენა შეუძლია. დაასახელე სოფელი, რომელიც ევროპის მასშტაბით, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს.

- ვერ ვიხსენებ.

- საქართველოშია.

- ვფიქრობ, სვანეთის რომელიმე სოფელი იქნება.

- უშგული. ეს ინგლისელი მწერალი ქალი I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. მას დეტექტიური ჟანრის 60-მდე ნაწარმოები აქვს შექმნილი. რომელ მწერალზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, მისი მოთხრობების მთავარი გმირი ერკიულ პუაროა.

- აგატა კრისტი.

- "საუკეთესო ან არაფერი" - რომელი ცნობილი ავტომწარმოებელი ფირმის დევიზია?

- ალბათ "მერსედესის", არა?

- დიახ. დაასახელე ცნობილი კომპოზიტორი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია. ის 35 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვენაში.

- მისი ნაწარმოებები რომ მითხრა, შეიძლება?

- "ფიგაროს ქორწინება", "დონ ჟუანი"...

- მოცარტი.

- ამბობენ, ის მოცარტის შთაგონების წყარო იყო. ერთხელ მოცარტის მიერ ახალდაწერილი მელოდია წაიმღერა, თან მცირედი შესწორება შეიტანა. მოცარტმა აღიარა, რომ მოსმენილი ვარიანტი უკეთესად ჟღერდა და ასე შეიტანა ნაწარმოების საბოლოო ვარიანტში. დაასახელე მოცარტის შთაგონების წყარო.

- ქალი, რომელიც უყვარდა?

- ამ შემთხვევაში ადამიანზე არ არის ლაპარაკი.

- აბა?

- ფრინველის ერთ-ერთ სახეობაზეა.

- "წამღერება" ჩიტს შეუძლია.

- სწორი პასუხია - შოშია. რატომ ატარებდა იულიუს კეისარი დაფნის გვირგვინს?

- არ ვიცი.

- სიმელოტის დასაფარავად. მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინში ჰუანდიმ ჰუნებისგან (ცენტრალური აზიის მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ტომების გაერთიანება) თავის დასაცავად დაიწყო. რის მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინეთის დიდი კედლის.

- ინგლისის რომელი ქალაქიდან იყვნენ ლეგენდარული ჯგუფის - "ბითლზის" წევრები?

- ლივერპულიდან.

- პოეზია გიყვარს?

- ლექსებს ვკითხულობ, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ. ძალიან მიყვარს მურმან ლებანიძე, რომ აღარაფერი ვთქვა გალაკტიონზე.

- თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებას კარგად იცნობ?

- ლელა ნინუასა და ლიკა ჭელიძის შემოქმედებას კარგად ვიცნობ. როგორ შეიძლება, თანამედროვე ქართულ პოეზიაზე ლაპარაკობდე და გიორგი ზანგური არ ახსენო? მისი ლექსები ძალიან მიყვარს. ნიკო გომელაური ხომ ყველას უყვარს, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს ან მოუსმენია. გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. კოტე ყუბანეიშვილის ლექსებიც მომწონს.

- "ზღვამ გადაყლაპა მზე,/ შეიგრძნო მისი ეშხი,/ როგორც შენ ერთხელ მე/ შემომიტყუე შენში", - რომელი პოეტია ამ სიტყვების ავტორი?

- ნიკო გომელაური.

- 13 აპრილი მისი გარდაცვალების დღეა.

- კოტე ყუბანეიშვილმა დაწერა: "საქართველოში მიჭირს, გამოვლინება ნიჭის".

- რისი შიშია ნომოფობია?

- არ ვიცი.

- მობილურის არქონის შიში.

- მართლა? მე მაქვს ეგ შიში, ოღონდ გამძაფრებული ფორმით - არა. ოთახში მარტო ყოფნის შიში მაქვს. ვირთხის მეშინია. მირჩევნია, ჩემ გარშემო 10 გველი დასრიალებდეს, ვიდრე ერთი პატარა ვირთხა დავინახო. უცნაურია, მაგრამ სულების შიში მაქვს. ასტროლოგთან ვიყავი, პირადი რუკა შემიდგინა და მითხრა, საშინელებებზე ფილმებს არასდროს უყუროო. არადა, ხშირად ვუყურებდი.

- რას შეისწავლის სპელეოლოგია?

- ნაცნობი სიტყვაა და ვერ ვიხსენებ.

- მღვიმეებს, გამოქვაბულებს. რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- არ მახსოვს.

- დაიბენი.

- არა, უბრალოდ, ვერ ვიხსენებ.

- ისაკი ერქვა.

- (იცინის) ვაიმეეე, ეს რა დამემართა!

- ბერტრან რასელმა მასზე ასეთი განმარტება გააკეთა: "დარწმუნებული ვარ, რომ ის შედგება 4 ინგრედიენტისგან: ჯანმრთელობისგან, თბილი პირადი ურთიერთობისგან, არსებობის ღირსეული საშუალებებისა და წარმატებული სამსახურისგან". რა განმარტა ასე ინგლისელმა ფილოსოფოსმა?

- ქალური ბედნიერება.

- მხოლოდ ქალური?

- ვერ ვხვდები, მამაკაცების ბედნიერება რაშია. მგონი, თავადაც არ იციან.

- რასელმა ასე ბედნიერება განმარტა.

- მამაკაცებს სხვა რაღაცებიც იზიდავთ. მხოლოდ ეს "ოთხი ინგრედიენტი" საკმარისი არ არის. უყვართ ექსტრიმი, მანქანები, ბევრი ქალი...

- რა განაპირობებს კანის, თმისა და თვალის შეფერილობას?

- "მაგათ" რა ჰქვია? (ფიქრობს) პიგმენტები. სწორად ვამბობ?

- დიახ. დაბოლოს, დაასრულე ტოლსტოის ცნობილი გამონათქვამი: "სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით, რამდენჯერ..."

- ამოისუნთქავ.

- "...რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა".

თამუნა კვინიკაძე