როგორი ქალებისგან არ მიდიან მამაკაცები - გზაპრესი

როგორი ქალებისგან არ მიდიან მამაკაცები

ამბობს, რომ შეყვარებული რამდენჯერმე იყო. როცა უყვარს, შეუძლია, სიგიჟეები აკეთოს, მაგრამ თუ გააბრაზებენ, არც დაშორება უჭირს.

- როდის გაგიჩნდა დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი?

- 16 წლის ასაკში, როდესაც წიგნებს ვკითხულობდი ან ფილმებს ვუყურებდი ქალებზე, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვოდნენ, ნულიდან იწყებდნენ ცხოვრებას და წარმატებას აღწევდნენ, ამ ადამიანებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფერს მეც შევძლებდი. ამიტომ, როდესაც ოჯახში პრობლემები შემექმნა, გადავწყვიტე, ყველასთვის დამემტკიცებინა: მე ვარ პიროვნება, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას და გახდება ძლიერი ქალი.

- და დღეს შეგიძლია თქვა, რომ შენი ეს მიზანი მიღწეულია?

GzaPress- დიახ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი ქალი ვარ.

- რა გასწავლა დამოუკიდებელმა ცხოვრებამ?

- 23 წლის ვარ და თავი 27-ის მგონია... ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ და აღვიქვამ, ვისწავლე ხალხის ამოცნობა. აღარ ვარ გულუბრყვილო გოგო, რომელიც "დაფრინავს" და ოცნებობს. თუ გინდა, რაიმეს მიაღწიო, ყველაფერი თავად უნდა გააკეთო. მინდა, ბევრი საქმით ვიყო დაკავებული, რისკიანიც ვარ...

- ყველაზე რთული პერიოდი როდის გქონდა?

- როცა პატარა ვიყავი და ოჯახში ვცხოვრობდი... მერე გამბედაობა მოვიკრიბე და სახლიდან წამოვედი. თუმცა, იოლი ცხოვრება არც ამის შემდეგ მქონდა: მიმტანად ვმუშაობდი, როდესაც ფეხები ამტკივდა და ვეღარ დავდიოდი. მუხლის ჩოქებით ბევრჯერ გამივლია, რომ ოთახში შუქი ჩამექრო. ფეხის ტკივილის გამო სამსახურიდან გამომიშვეს. წარმოიდგინეთ, ჩემთვის ეს როგორი დარტყმა იქნებოდა. ამ დროს ქირით, მარტო ვცხოვრობდი, არავინ არაფერში მეხმარებოდა. სხვაგან მუშაობა რომ დამეწყო და ცოტაოდენი ფული მეშოვა, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი აბების დალევა დავიწყე. სამსახური კი ვიშოვე, მაგრამ ამ წამლების მიღებით ორგანიზმი ისე დამისუსტდა, ერთხელაც გული წამივიდა. გამიმართლა, რომ მენეჯერი ნამდვილი ადამიანი აღმოჩნდა. მან სამსახურიდან დათხოვნის ნაცვლად, სამკურნალოდ ფული მასესხა, რისთვისაც მას მადლობას კიდევ ერთხელ გადავუხდი.

- რა სჭირდება ქალს იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს?

- პირველ რიგში, საკუთარი საქმე უნდა ჰქონდეს. ასევე, გვერდით უნდა ეგულებოდეს ადამიანი, რომელსაც ის ეყვარება, დააფასებს და მიიღებს ისეთს, როგორიც არის. ცხადია, ქალისთვის შვილების ყოლაც აუცილებელია - ოღონდ, ბავშვები თავის დროზე უნდა გააჩინო და არა ნაადრევად (იცინის).

- შეყვარებული ყოფილხარ?

- რა თქმა უნდა, ვყოფილვარ და ის პერიოდი კარგად მახსოვს. მაშინ 17 წლის ვიყავი. ამ სიყვარულის შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე ურთიერთობა, ამ ეტაპზე კი თავისუფალი ვარ.

- როგორია შეყვარებული თამუნა?

- ასეთ დროს გიჟი ვარ (იცინის). ბიჭი ჩემგან ყველაფერს უნდა ელოდოს. ერთ მაგალითს გეტყვით: საქმრო მყავდა, რომელიც უკრაინაში მივლინებით წავიდა. ერთხელაც, მისი ნახვა ძალიან მომინდა და დილით კიევში დავადექი. ლამის გაგიჟდა (იცინის). აი, ასეთი სიურპრიზების კეთება შემიძლია.

- რა შემთხვევაში შორდები საყვარელ ადამიანს?

GzaPress- არ ვარ დამთმობი. როცა ერთხელ შეცდომას დაუშვებს, ჩემთან ყოფნის კიდევ ერთ შანსს მივცემ, მაგრამ თუ კიდევ გამაბრაზებს, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდება. არ მივეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას, სიგიჟემდე შეყვარებულები ყველაფერზე თავს რომ ხრიან, ჩუმად ყოფნით იტანჯებიან.

- როგორი მამაკაცები გესიმპათიურება?

- პირველ რიგში, ყურადღებიანი და ცოტა დინჯი მამაკაცები მომწონს, რომლებმაც იციან ქალთან ურთიერთობა. უნდა იყოს პირდაპირი ადამიანი და ცხადია, სიმპათიურიც. მან უნდა მიმიზიდოს და დამაინტერესოს.

- სითბოს გამოხატვა შეგიძლია?

- უბრალოდ სითბოსი - არა, მე ძალიან მხურვალე ვარ (იცინის). რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის მიმართ სითბოს ყოველთვის გამოვხატავ.

- შენი გულის მოგება იოლია?

- პირიქით - საკამოდ რთულია. მე არ ვარ ის გოგო, რომელსაც ვიღაც რაღაცით გააოცებს. თუ ადამიანი პირველი დანახვისთანავე, შინაგანად არ მომეწონა, რაც უნდა გააკეთოს, ჩემს გულს ვერ მოიგებს. რა ვქნა, ძალიან "სტრანნი" ვარ.

- საქმროსთან დაშორების მიზეზი ღალატი იყო?

- არ მინდა იფიქროთ, რომ რაღაც თავში მაქვს ავარდნილი, მაგრამ მერწმუნეთ, ის ვერ მიღალატებდა. დაშორების მიზეზზე რა გითხრათ: უთანხმოებები დაგროვდა, თან - გრძნობაც გაქრა...

- შენი აზრით, როგორი ქალისგან არ მიდის მამაკაცი?

- ძნელია ამის თქმა... თუ ქალი სექსუალურია და სექსში - ლიდერი, ასეთებს იშვიათად ტოვებენ. და კიდევ ისეთი მანდილოსნისგან არ მიდიან, რომელიც კაცს ტვინს არ "უბურღავს" (იცინის).

- შეცდომა თუ დაგიშვია?

GzaPress- რა თქმა უნდა, დამიშვია. სხვათა შორის, როცა რაღაცას ვაშავებ, ბოდიშის მოხდის არ მრცხვენია. არასდროს არაფერი მინანია. შეიძლება, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე შეცდომა დავუშვი, მაგრამ ალბათ, ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ გავძლიერებულიყავი, ჭკუა მესწავლა...

- როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

- წარმატებისთვის აუცილებელია: მიზანი, სურვილი, მონდომება. ამ ყველაფერთან ერთად, ჭკუაც უნდა გქონდეს და შრომაც არ გეზარებოდეს.

- თავისუფალ დროს რას საქმიანობ?

- თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, მაგრამ როცა არ ვმუშაობ, მეგობრებთან ყოფნით ვტკბები. მიყვარს მოგზაურობა, კინოთეატრში სიარული, ვარჯიში და შოპინგი.

მარეხ ჭონიშვილი