რა შემთხვევაში იკლებს ასაკს სოფია სებისკვერაძე - გზაპრესი

რა შემთხვევაში იკლებს ასაკს სოფია სებისკვერაძე

როკმუსიკას უსმენდა და სხვადასხვაგვარი მეტალით გაფორმებულ სამოსს იცვამდა. სკოლის ბანკეტზე ტყავის შარვალში, თეთრ პერანგსა და "ბათინკებში" გამოწყობილი მისულა, რაც მის თანაკლასელებს არ გაჰკვირვებიათ. ჩემი ხასიათის გამო, ის უფრო გაუკვირდებოდათ, ბანკეტზე გამოპრანჭული რომ მივსულიყავიო, - გვითხრა სოფიამ...

კომფორტული ქერა თმა

- როცა ბევრი თავისუფალი დრო ან შვებულება მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, სასურველი ფერის თმა მქონდეს. მაგალითად, ახლა ვარდისფრად შევიღებე. დაახლოებით 2000 წელი იყო, როცა მელირება გავიკეთე - მწვანე, ლურჯ და "მალინისფერ" ტონალობაში.

- ფართო საზოგადოებამ ქერა თმით გაგიცნო...

- კი, ძირითადად, ქერა თმას ვატარებ. ეს ერთადერთი ფერია, რომელიც არ მღლის. 2 კვირაა, რაც "ვარდისფერი" ვარ და ცოტათი მომბეზრდა.

- ბოლო პერიოდში, თმის ფერს ხშირად იცვლი. შენთვის ეს სტრესთან ბრძოლის საშუალება ხომ არ არის? GzaPress- თმის ფერს ერთჯერადად, თმის ცარცებით ვიცვლიდი. ხანდახან ისეც ხდება, რომ ადამიანი დეპრესიულ მდგომარეობაშია და საკუთარ გარეგნობაში რაღაცის შეცვლის სურვილი უჩნდება, მაგრამ პირადად მე, ასეთი სურვილი მაშინაც გამჩენია, როცა ცხოვრებაში კარგი პერიოდები მქონდა.

უცნობების გამაღიზიანებელი გაოცება

- ვცდილობ, მაკიაჟით არ დავიძინო. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამომდის: ხანდახან ისეთ დაღლილი ვარ, რომ მაკიაჟის მოშორებაც მეზარება (ასე იშვიათად ხდება). შხაპის მიღების შემდეგ, სახის ცივი წყლით დაბანა მიყვარს. სახის კანის მოსავლელად რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- თუ სახლიდან არ გავდივარ - არა. ისე, მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ ხოლმე. ფანქრით თვალის გამოკვეთა მიყვარს, რადგან ძალიან თეთრი სახის კანი მაქვს.

- ამბობ, რომ უცნობებს მოზარდი გოგონა ჰგონიხარ. ეს შენთვის ქათინაურია თუ გაღიზიანებს?

- ბოლო პერიოდში, მაღიზიანებს. ჰოდა, ამ ყველაფრის თავიდან არიდების მიზნით, ხანდახან თავად ვამბობ, რომ 23 ან 25 წლის ვარ.

ვარჯიში და დიეტა

- ვარჯიში მიყვარს. როცა მცალია, ხშირად ვვარჯიშობ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. ადრე ტრენაჟორების დარბაზში, მწვრთნელთან დავდიოდი, ახლა ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შემიძლია. ზოგჯერ რამდენიმე თვე ისე გადის, შეიძლება, საერთოდ არ ვივარჯიშო. დიეტასთან ვერ "ვმეგობრობ". ხანდახან წონაში ვიმატებ (მაქსიმუმ - 1-2 კილოს), მაგრამ ამას სხვები ვერც ამჩნევენ.

ინდივიდუალიზმი და სექსუალურობა

- შოპინგი დიდად არ მსიამოვნებს, რადგან ძალიან მალე ვიღლები. ძირითადად, სამოსის შესაძენად მარტო მივდივარ, ხანდახან კი შვილი მომყვება. მკვეთრად გამოხატული ჩაცმის სტილი არ მაქვს. შესაძლოა, ნებისმიერი სტილის ტანსაცმელი მომეწონოს.

- შენი ყოველდღიური სამოსი სექსსიმბოლოს ჩაცმულობას შეესაბამება?

- სექსუალური ჩაცმულობით არ გამოვირჩევი, მაგრამ არ უარვყოფ, რომ სექსუალური ვარ. ჩემი სექსუალურობა სამოსით არ გამოიხატება... არ ვიცი, სექსუალურად ვის რა მიაჩნია - ესეც ხომ ინდივიდუალურია ისევე, როგორც ჩემი სექსუალურად აღქმა?

როდის ხდება პრობლემური დიდი მკერდი და ვიწრო წელი?

- ზაფხულში ძირითადად, ზღვაზე ვისვენებ, მაგრამ რატომღაც, მზესთან ვერ "ვმეგობრობ". ძალიან თეთრი კანი მაქვს და რთულად "ვიზაგრები". 1 თვე მაინც მჭირდება, რომ შესამჩნევად ოქროსფერი გავხდე. ბოლო პერიოდში, ამით ძალიან დავიღალე და "ზაგარისთვის" თავს დიდად არ ვიკლავ. თან, მოდის ბოლო ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ყავისფერი კანი არც ისე მოდურია - ბუნებრივი ფერი უნდა შეინარჩუნო. წინათ, ჩემი თეთრი კანი ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ რატომღაც, ახლა მომწონს.

- საცურაო კოსტიუმს იოლად არჩევ?

- არა, ძალიან რთულად. ცოტა სპეციფიკური აღნაგობა მაქვს: საცურაო კოსტიუმი მკერდზე თუ კარგად მაქვს, "გარშემოწერილობაში" - დიდია.

საქმე

- ბოლო 1 თვის განმავლობაში, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საქმე შეძენილი ბინის რემონტი იყო. საქმეს მარტო ვუძღვებოდი, რამაც ძალზე დამღალა. "ელიავაზე" ხშირად დავდიოდი, რაღაცებს დავათრევდი კიდეც. ბინის რემონტი შენი მონაწილეობით რომ კეთდება, უფრო საინტერესოც აGzaPressრის და - "გემრიელიც".

- ბინა საკუთარი შემოსავლით იყიდე?

- მარის ბებო (ჩემი ყოფილი დედამთილი) დაგვეხმარა. რემონტიUუკვე დავასრულეთ.

- პარკეტის დაგება, შპალერის გაკვრაც ხომ არ ისწავლე?

- არა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფერები და ფაქტურა შევარჩიე (იცინის).

ოჯახის ოთხფეხა და ფრთოსანი წევრები

- ჩემი ოჯახის წევრები არიან: ჩემი შვილი - მარი, ძაღლი - ჰეფი და თუთიყუში - კოკო. თუთიყუში უფრო ეჩხუბება ძაღლს, ვიდრე - პირიქით, მაგრამ ძირითადად, არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

- როცა დასასვენებლად მიდიხარ, ჰეფი და კოკოც თან მიგყავს?

- თუ ისეთი სიტუაციაა, რომ ჩიტის წაყვანაც შესაძლებელია, მიმყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოკოს მეგობარს ვუტოვებ. ძაღლი ყველგან თან დამყავს.

- შენს გოგონასთან - მარისთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მეგობრული, მაგრამ ჩვენ შორის დისტანციაც არსებობს. მომწონს, რომ ასეა. ვცდილობ, მარი არაფერში შევზღუდო და იმავდროულად, ზედმეტი თავისუფლების მიცემისაც მეშინია...

დასვენება და გართობა

- ახლა ყაზბეგში ვარ. ჩემი მეგობრის შვილი მოვნათლე. თან, მეგობარმა ჯვარი დაიწერა ანუ ქორწილშიც ვარ და ნათლობაშიც... საერთოდ, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ: ან პიკნიკზე მივდივართ ან სადმე, საინტერესო ადგილას... ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"