ელენ ფოჩხუას დიდი ტკივილი
font-large font-small
ელენ ფოჩხუას დიდი ტკივილი
"მონატრების გამო არაერთხელ მიტირია"
დიდი ხანია, რაც მომღერალი ელენე ფოჩხუა ეკრანზე აღარ გამოჩენილა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერას თავი დაანება.

ახლა "ორი ვარსკვლავის" მონაწილეა და მეწყვილესთან - გოდერძი შარაშიასთან ერთად პირველობისთვის იბრძვის. როდის კარგავს წონასწორობას, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში, რა არ მოსწონს და რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მისი დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1980 წლის 23 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი; სხვა ოცნება და მიზანი არასდროს მქონია. ჯერ ბაღში ვმღეროდი, მერე - სკოლის ზეიმებზე გამოვდიოდი...

- ჩემზე ამბობენ...

GzaPress- ....ოჯახის წევრები მეუბნებიან, - ელენე, უფრო მეტი უნდა მოინდომო, მორიდებული ნუ ხარო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მეტად გაბედული და თამამი ვიქნებოდი. ვცდილობ, სიმორცხვე და მორიდებულობა დავძლიო, მაგრამ ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ამას გაცილებით ადრე შევებრძოლებოდი. ჩემი თაობის ბავშვების უმეტესობას ეს თვისება აქვს, ახლა კი სხვანაირი თაობა მოდის, რაც კარგია. მორიდებულობის გამო ხშირად უკან იხევ და საბოლოოდ, ეს შენს მომავალზე ცუდად აისახება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ძმას - გიორგის. ის ყოველთვის მხარში მედგა, რჩევებს მაძლევდა. ის არა მხოლოდ ჩემი ძმა, არამედ მასწავლებელიც იყო. მისი სახით ძალიან დიდი მეგობარი, იმედი, მფარველი დავკარგე. ივლისში გიორგის გარდაცვალებიდან 3 წელი შესრულდება, მაგრამ მისი მკვლელობის ამბავი დღემდე ბურუსით არის მოცული. მართალია, საქმე დახურულია, მაგრამ გამოძიების შედეგით კმაყოფილები არ ვართ, ძალიან ჩახლართული ამბავია.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მუდამ მაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარება შევძლო. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის პიროვნება - ოჯახის წევრი თუ უბრალოდ ნაცნობი. როცა სიკეთეს ვაკეთებ, ამ დროს თავად ვარ ძალიან ბედნიერი. ბოლო თეთრის გაცემაც შემიძლია. თავის ქება გამომდის, მაგრამ კეთილი გახლავართ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი ჯიუტი გახლავართ. ზოგჯერ თავადაც ვგრძნობ, მართალი არ ვარ, მაგრამ ვჯიუტდები. საბედნიეროდ, ეს ხშირად არ ხდება.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ასეთი კარგი მეუღლე და შვილი მყავს.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ..."თუ" აღარ უნდა, დამთმობი ვარ. პატიების უნარი რომ მაქვს, ძალზე მახარებს.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

GzaPress- ...ბევრ რამეზე მეტირება. შეიძლება, ტელევიზიით ან ქუჩაში გაჭირვებული ადამიანის დანახვისას ამეტიროს. მონატრების გამოც არაერთხელ მიტირია.

- ვიბნევი, როცა...

- ...ძალიან ვნერვიულობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...წარმატებული მომღერალი. მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ეს პროფესია დაფასებული იქნება. მომღერალს ხელშეწყობა სჭირდება. ამ პროექტში მონაწილეობა იმიტომაც მიხარია, რომ აქ გვყავს პედაგოგები, ბენდი უკრავს... ისე კი, სარეპეტიციო დარბაზიც არ გვაქვს, სადაც კვირაში ერთი დღით მაინც შევძლებთ მისვლას. ის, რომ უფალმა კარგი ხმით დაგაჯილდოვა, არაფერს ნიშნავს, თუ შემდეგ ხმის დამუშავებაზე არ იზრუნებ. როგორც შემოქმედი, რომ გაიზარდო, მუდმივად სწავლა და მეცადინეობაა საჭირო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ასეთი რამ იშვიათად ხდება. ყველაფერს ვითმენ ხოლმე, მაგრამ ვინმემ თავში რომ ჩამარტყას, შეიძლება, მეც ჩავარტყა.

- მეზარება...

- ...ვარჯიში, არადა, ყოველდღე ვიღვიძებ სურვილით, ვარჯიში დავიწყო.

- მეშინია...

- ...ომის, სტიქიის...

- სიყვარული ეს...

- ...უზომო სიყვარული ვიცი. არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცია, ნათესავი თუ მეგობარი. მაქსიმალისტი ვარ. შესაძლოა, ადამიანი გულით დიდ სიყვარულს დაატარებდეს, მაგრამ გრძნობის გამოხატვა არ შეეძლოს. მე ამის გამოხატვაც შემიძლია. თუ ვინმე გულს მტკენს, ორმაგად მტკივა. ჩემი გრძნობა ან ძალიან ღრმაა, ან საერთოდ არ არის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები, - ჩვენთან რატომ არ მოდიხარო? მართლა არ მცალია და არ სჯერათ. უნდათ, ყოველდღე მივიდე მათთან, მაგრამ ეს არ გამომდის.

- ვნანობ...

- ...თუ ვინმეს ვაწყენინებ, ამას ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მომწონს საქებარ სიტყვებს რომ მეუბნებიან, თან - ძალიან მერიდება.

- ცრუმორწმუნე...

- ...ბავშვობაში ვიყავი, ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ ცრურწმენები ნაკლებად მაქვს. კატამ გადამირბინა და გზას არ გავაგრძელებო, - მსგავს რაღაცებზე მეცინება.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ცეკვა. არადა, მინდა, ძალიან მაგარი მოცეკვავე ვიყო (კლუბში და დაბადების დღეზე ცეკვას არ ვგულისხმობ).

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...პირველ რიგში, ახლობლებს დავეხმარებოდი, პრობლემას ყველას მოვუხსნიდი. ჩემთვის რას გავაკეთებდი? - რამდენიმე ალბომს გამოვუშვებდი, კარგ სოლო კონცერტს ჩავატარებდი, გაჭირვებულებს დავეხმარებოდი, მათ მომავალს უკეთესობისკენ მცირედით მაინც შევცვლიდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერ გავშიშვლდები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დედისგან დარიგებებს ვისმენ და ვითვალისწინებ.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

GzaPress- ...რომ ჩემს ძმას ნაადრევად დავკარგავდი. გიორგი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი და შესაძლოა, ყველა დასმული კითხვის პასუხიც იყოს, უბრალოდ, არ მინდა, ინტერვიუში ეს ტკივილი რამდენჯერმე ვახსენო.

- არ მჩვევია...

- ...ორპირობა, ჭორაობა.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად, რომ ვინმეს რამე ვუამბო.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...პირველ რიგში, მადლობა შენ, მადლობა ჩემს მსმენელს. ყველას ერთად, ღვთის წყალობა გვქონოდეს. დაბოლოს, გვთხოვთ, "ორ ვარსკვლავში" მე და გოდერძის მხარი დაგვიჭირეთ, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედი გავამართლოთ.

- როცა ამ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზეს, წინასწარ გითხრეს, შენი მეწყვილე ვინ იქნებოდა?

- იცით, გიორგის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მძიმე და ცუდი პერიოდი მქონდა. მართალია, ეკრანზე ნაკლებად ვჩანდი, მაგრამ შეძლებისდაგვარად გამოვდიოდი კონცერტზე, რადგან ეს ჩემი სამუშაოა. გამიხარდა, "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობა შემომთავაზეს. უარი რატომ უნდა მეთქვა? რაც შეეხება ჩემს მეწყვილეს: წინასწარ არ ვიცოდი, პარტნიორობა ვისთვის უნდა გამეწია. გოდერძის პირადად არც ვიცნობდი. ეს ადამიანი ძალიან შრომისმოყვარეა, პასუხისმგებლობის მქონე და დაუზარელი. არ არსებობს, რეპეტიციაზე დაიგვიანოს, არადა, დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს: ხან მესტიაშია, ხან ლექციებს კითხულობს, ხან მღერის... პირველ საკონკურსო დღეს ჩემზე უკეთესად იმღერა. მეწყვილეში ძალიან გამიმართლა. მიხარია, მისი სახით კიდევ ერთი კარგი მეგობარი რომ შევიძინე.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი