სვირინგომანია - გზაპრესი

სვირინგომანია

თუ დროებითს გაიკეთებ, მაშინ თავი ქუდში გაქვს, მაგრამ ზოგჯერ, აზარტში შესულ ადამიანს სიფრთხილის გამოჩენა და ზომიერების დაცვაც კი უჭირს და უზარმაზარ სვირინგს ისე იკეთებს, ამაზე დიდხანს ფიქრით თავს არ იწუხებს. ჰოდა, სწორედ ამ დროს უშვებს შეცდომას!...

ბოლო დროს ცნობილი ქართველებიც სულ უფრო ხშირად მიდიან სვირინგის ოსტატებთან და ზოგმა უკვე ლამის, მთელი სხულიც კი მოიხატა. თუმცა, ბევრი მათგანი სურვილს მხოლოდ მცირე ზომის ტატუის გაკეთებით იკმაყოფილებს და მერე ამასაც მალავს, რადგან საზოგადოების მოსაზრება აფრთხობს.

ამჯერად, რამდენიმე ცნობილი ადამიანის სვირინგზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ნიკო ბერიძე, მომღერალი: GzaPress- ყოველთვის მინდოდა, სვირინგი გამეკეთებინა, მაგრამ თავს ვიკავებდი იმის გამო, რომ არ მსურდა, რაიმე ბანალური ყოფილიყო და სხვების მსგავსად, მერე ეს საქციელი სანანებელი გამხდომოდა.

ერთხელად, მივხვდი, რა მსურდა: ერთ-ერთი ვიდეოთამაშის - Assassin,s Creed დროს (ეს ჩემი უსაყვარლესი გასართობია) გამიჩნდა იდეა, თუ რა უნდა ამომესვირინგებინა. ამ თამაშში, "ასსასსინების" კრედო არის ასეთი:"არაფერია ჭეშმარიტება, ყველაფერი ნებადართულია" ანუ Nothing is True. Everything is Permitted. ამას აქვს სხვა ქვეტექსტიც: ფუძე, რაზეც შენდება კაცობრიობა, არ არის მყარი და ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი... და სიტყვებში - "ყველაფერი ნებადართულია", იგულისხმება ის, რომ მე ჩემით ვწყვეტ, რას გავაკეთებ და პასუხს ვაგებ თითოეულ ჩემს ნაბიჯზე! ამას დავამატე სიმბოლო ამავე თამაშის და გამოვიდა მაგარი ტატუ, რომელიც ვფიქრობ, არასდროს მომბეზრდება...

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ქალი იყო, რომელმაც სვირინგი გაიკეთა. "მაესტროზე" მუშაობის დროს წელზე მზე ამოისვირინგა. ახლახანს მან კიდევ ერთი ახალი ტატუ გაიკეთა, კერძოდ, ხელი მთლიანად მოიხატა. ამოისვირინგა ინდური მზე, თავისუფლების სიმბოლო.

როგორც თიკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს სვირინგი ინით არის დახატული. ნამდვილი ტატუს გაკეთება მინდოდა, მაგრამ თურმე, ხელზე მალე მწვანდება და ასე ვთქვათ, ციხის ეფექტს იღებს, ამიტომაც გადამაფიქრებინესო. დროებითი სვირინგი მაქსიმუმ, 10-დღიანია. ინით სხეულის მოხატვა საშიში არ არის, მაგრამ მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, კანი დაგეწვათ.

მოგვიანებით, ტელეწამყვანს მომღერალმა თიკა ჯამბურიამაც მიბაძა და დროებითი ტატუ თავადაც გაიკეთა.

მზე აქვს ამოსვირინგებული მომღერალ ლელა წურწუმიასაც. მაშინ, როდესაც ლელამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ქალისგან სვირინგის გაკეთება ზედემტად თამამ ნაბიჯად მიიჩნეოდა და ლელა ამის გამო გაკიცხეს კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, მომღერალი ამისთვისაც მზად იყო.

მომღერალი ნუკა გვალია სხულის მოხატვის ხელოვნებაზე შეყვარებულია. მოსწონს ტატუები და მრავლადაც აქვს. მოგეხსენებათ, მას მარცხენა ხელზე აწერია: "ჩემი ცხოვრების ყოველი დღე ჩემი ისტორიის ფურცელია", მარჯვენა ხელზე კი ქმრის მეტსახელი - "ლიჩი" აქვს ამოსვირინგებული. ნუკას ზურგზე უზარმაზარი ტატუ აქვს. როცა ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი შოკში ჩავარდა.

"ძალიან დიდი ხნის მანძილზე მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ აქამდე ვერ მოვიცალე. ჩემს ამ ტატუს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ფოტო ვნახე, სადაც უცხოელ გოგოს სწორედ ეს ჰქონდა გამოსახული, რაც მე დავიხატე ზურგზე, მომეწონა და გადმოვიტანე, უბრალოდ, ჩრდილები და "ტრიდე" დავამეტე. რამდენადაც ვიცი ამ გამოსახულებას Dreamcatcher ჰქვია და სიზმრების მცველს ნიშნავს, ამავდროულად - პოზიტივს იზიდავსო, - ამბობს ნუკა.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს იშვიათად ატარებს, მაგრამ ტატუს გაკეთება თაკომაც გადაწყვიტა და მარცხენა ხელზე, მაჯაზე დაიწერა I წას ბორნ ტო ბე ჰაპპყ (დავიბადე, რომ ვიყო ბედნიერი). "არ მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც სხვასაც აქვს და ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე თვითონ მომაფიქრდა, რომ დამეწერა ეს ტექსტი. ყოველთვის, როდესაც ტატუს ვუყურებ და ამ სიტყვებს ვკითხულობ, დადებითად ვიმუხტები", - უთხრა მომღერალმა ჟურნალისტებს.

ლუკა მეტრეველი, მომღერალი:

- მე ამოსვირინგებული მაქვს მერილინ მონრო, უფრო სწორად - მისი ნახევარი სახე.

- მეორე ნახევარი ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურება... GzaPress- ჰო, მეორე მხარეს დახატულია ხორცგამოცლილი სახე ანუ ფაქტობრივად, ჩონჩხი ანუ ჩემს მონროს სახის ერთი მხარე ლამაზი აქვს, მეორე მხრიდან - ტერმინატორს ჰგავს და სხვათა შორის, ცალი თვალიც წითელი აქვს. ასე რატომ დავამახინჯე? ამით მინდოდა მეთქვა, რომ ყველაზე ლამაზ ადამიანშიც შეიძლება იმალებოდეს ცუდი პიროვნება, დემონი. ხშირად სწორედ გარეგნულად ლამაზი ადამიანები გვიცრუებენ იმედს თავიანთი სიმახინჯით. ასე მაშინ ხდება, როდესაც საკუთარ შინაგან სამყაროს გვიჩვენებენ, რომელიც ხშირად, იმდენად ცუდია, რომ ყველანაირ სილამაზეს აქრობს, აუფასურებს. მოკლედ, ჩემთვის ადამიანის ხასიათი, მისი შინაგანი სამყარო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული მომხიბვლელობა... კიდევ ერთი ტატუ მაქვს: კისერზე კელტური სამკუთხედი მახატია.

- და რას ნიშნავს შენთვის კელტური სამკუთხედი?

- ეს ნიშანი ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია როგორც რელიგიაში, ისე მაგიაში, ფიზიკაში, ოკულტიზმში. ეს არის ბევრი რამის ერთიანობა. სულ რაღაც, სამი განშტოებაა, რომელიც ქრისტიანობაში აღნიშნავს: მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმიდას, მათ ერთიანობას. კელტებისთვის ის არის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს სიყვარულს, ერთგულებასა და ღირსებას. ჩემთვის მას მარადიულობის დატვირთვა აქვს; ყველაფერი ერთი წრის გარშემო ტრიალებს, გარდაიქმნება, მაგრამ ბოლოს, ერთ სივრცეში კონცენტრირდება. კელტური სამკუთხედი ჩემთვის არის სულის, სხეულისა და გონების ერთიანობა.

მსახიობ შორენა ბეგაშვილს არაერთი ტატუ ამშვენებს. მაგალითად, ხელზე რამდენიმექიმიანი ვარსკვლავები აქვს ამოსვირინგებული. რამდენიმე ხნის წინ კი სხეულის ინტიმურ ადგილზეც გაიკეთა ტატუ, კერძოდ - ბიკინის ზონაში, რომლის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სვირინგებზე სალაპარაკოდ მსახიობთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

მარიკო ლეჟავა, მომღერალი: GzaPress- მამასთან საოცარი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ერთხელ, როცა ის ჩემზე გაბრაზებული იყო, გულზე "მამა" დავიწერე (იღიმის)... ასევე, ამოსვირინგებული მაქვს ერთ-ერთი სიმღერის მისამღერი, რომელიც ძალიან მაგარ დროს მახსენებს; მოგეხსენებათ, ტატუს სახით, ანჯელინა ჯოლის 4 ნაკაწრი აქვს სხეულზე. ვინაიდან ეს ქალი ძალიან მომწონს, პალაგიატობაშიც რომ არ ჩამეთვალოს, ამ ოთხიდან ერთ-ერთი ნაკაწრი "გავიკეთე"... კიდევ, ზურგზე მაქვს ტატუ - "ჩონჩხი ვარდებში", რომელიც ძალიან ფერადი სვირინგია. ამქვეყანდ რაც კი ფერი არსებობს, ყველაფერია გამოყენებული. თანაც, ჩონჩხი იღიმის და ჩემს ხასიათზე მეტყველებს, ვარდები კიდევ, სიგიჟეა.

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს ბოლო დროს გატაცებასავით ექცა სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ამოსვირინგება და უკვე რამდენიმე ტატუც აქვს. ფეხზე ფერადი ყვავილი აქვს ამოსვირინგებული, რომელიც პირდაპირ ეთერში გაიკეთა, არათითზე კი წითლად შვილის სახელი - სანდრო აწერია. თამუნას მკლავზეც აქვს უფერული ტატუ - I ბრინგ დრამა (მე მომაქვს დრამა), რომელიც მხოლოდ სიბნელეში ჩანს ან მაშინ, როცა კანი გარუჯული აქვს. ასევე, მარჯვენა ფერდქვეშ ტელეწამყვანმა საჰაერო ბუშტი დაიხატა, რომელსაც ქვემოთ აწერია "თავისუფლება"...

როგორც თამუნა ამბობს, მეგობრების გაფრთხილებას, - ამ საქმემ ჩათრევა იცისო, ყური არ დაუგდო. ახლა კი ხვდება, რომ სიმართლეს ეუბნებოდნენ. მარეხ ჭონიშვილი, ჟურნალი "გზა"