ნატალი მაჩიტიძის ცხოვრების სტიმული და ბედნიერება - გზაპრესი

ნატალი მაჩიტიძის ცხოვრების სტიმული და ბედნიერება

ამ რეალითი შოუს დამთავრების შემდეგ, მან შემოთავზება ჟურნალ "პლეიბოიდან" მიიღო, მაგრამ მსახიობმა გაშიშვლებაზე უარი თქვა... რისი კომპლექსი აქვს, რას სთავაზობენ ცნობილი და წარმატებული რეჟისორები და ფიქრობს თუ არა ოჯახის მეორედ შექმნას? - ამ და სხვა კითხვებს მსახიობმა გულახდილად უპასუხა.

- ოჯახში ვცხოვრობთ: მე, ჩემი შვილი, ბებია და ჩემი ძმა. მამა სამწუხაროდ, დაიღუპა, დედა კი ესპანეთშია.

- შენი შვილი რამდენი წლის არის?

GzaPress- მარიტა 5 წლისაა. ის ჩემი ბედნიერებაა. ახლობლები მეუბნებიან, რომ ძალიან მგავს. მის გასახარებლად თავს არ ვზოგავ. ჭკვიანი ბავშვია. უყვარს წიგნები და კითხვა. მინდა, მომავალში განათლებულ, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ის ჩემი ცხოვრების სტიმულია. ვცდილობ, კარგ ადამიანად აღვზარდო.

- პროფესიით მსახიობი ხარ. თავის დროზე მშობლებმა შენი პროფესიული არჩევანი როგორ მიიღეს?

- სამწუხაროდ, ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, მსახიობი გავხდარიყავი, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ სხვა არაფერი მაინტერესებდა, ჩემს გადაწყვეტილებას შეეგუნენ. მსახიობობა ბავშვობის დროინდელი ოცნებაა. სკოლაში სწავლის პერიოდში მოვირგე პირველი როლი - ფუფალა ვიყავი.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- ქალწული ვარ. ამბობენ, რომ ქალწულები ზედმეტად დისციპლინის მოყვარულები არიან და თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის რჩევას გაითვალისწინებთ, ჩათვალეთ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ. ქალწულებს უყვართ კრიტიკა, ჯანსაჯი კრიტიკა კი ყველასთვის მისაღები უნდა გახდეს.

- შეგიძლია, საკუთარი თავი დაგვიხასიათო?

- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ შევეცდები, ცოტა რამ მაინც გითხრათ: ვარ უზომოდ თბილი, უსაზღვროდ კეთილი, ძალიან მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა.

- ბევრი უარყოფითი თვისება გაქვს?

- ზედმეტად წუწუნა ვარ. კიდევ, იოლად ვენდობი ადამიანებს. უამრავი იმედგაცრუების მაგალითები მქონია, მაგრამ ჯერჯერობით, ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. თავად ზედმეტად გულწრფელი ვარ და არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია. მინდა, ყველა ბედნიერი იყოს.

- დამოუკიდებელი ხარ?

GzaPress- ბავშვობიდან მოყოლებული, მშობლებსა და ახლობლებს ვუმტკიცებდი, რომ მაქვს ჩემი ცხოვრება. ალბათ იცით, რომ მეუღლეს დაშორებული ვარ... ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჩემი დამოუკიდებლობა ძალიან გამომადგა - საკუთარი თავის რწმენამ მომიყვანა დღემდე. ამიტომ ვცდილობ, ჩემი შვილიც დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვაყალიბო, რათა შემდეგ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს იოლად გაუმკლავდეს.

- თუ არსებობს ადამიანი, ვის აზრსაც ითვალისწინებ ხოლმე?

- ხანდახან არის მომენტები, როცა მეგობრების, ახლობელი ადამიანების რჩევა გჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღო.

- შენი გაბრაზება ადვილია?

- მყარი ფსიქიკა მაქვს და საკმაოდ მომთმენიც ვარ. წონასწორობას იოლად არ ვკარგავ. ადამიანმა ძალიან უნდა მოინდომოს, რომ გამაბრაზოს, ამას კი არავის ვურჩევ, რადგან მწარე ენა მაქვს (იცინის). გაბრაზებულმა შეიძლება, ისეთი რაღაცები ვთქვა (ოღონდ - მხოლოდ სიმართლე), რომ გულს აუცილებლად ვატკენ.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- არა, ეს არ შემიძლია და ალბათ, ესეც ჩემი უარყოფითი თვისებაა. როცა ადამიანი გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, არ შემიძლია, მას რაღაცები არ ვაპატიო... ისე, თუ რაიმე გეწყინა, ეს უნდა თქვა კიდეც, ბოღმის გულში ჩადება გამოსავალი არ არის.

- პრეტენზიული ხარ?

- უფ! ზედმეტად პრეტენზიული ვარ, იშვიათად რომ ვინმე მომეწონოს.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

GzaPress- სიგარტს ვეწევი. ძალიან მინდა, თავი დავანებო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. ჩემი შვილის დიდი სურვილია, რომ მისი დედიკო სიგარეტს არ ეწეოდეს. მან იცის, რომ ეს ჩვევა ჯანმრთელობისთვის ცუდია. ჰოდა, მგონი, მარიტას წყალობით, ამ მავნე ჩვევისგან თავს როგორმე დავიძვრენ.

- რისი კომპლექსი გაქვს?

- ბოლო დროს მივხვდი, რომ სიყვარულის კომპლექსი მაქვს, ჩემი პირველი უიღბლო ქორწინებიდან გამომდინარე. ცხოვრებაში ერთადერთხელ მიყვარდა და მგონია, რომ სიყვარულში არასდროს გამიმართლებს. ზოგადად კი, უკომპლექსო ვარ.

- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება?

- რა თქმა უნდა, მეხერხება. დედა ვარ და შეუძლებელია, გემრიელი კერძების მომზადება, სახლის დალაგება არ მეხერხებოდეს. ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ყოველდღე ათასნაირი გემრიელი კერძის მომზადებას ვერ ვახერხებ, მაგრამ როცა თავისუფალი დროს მაქვს, ამ მხრივ ოჯახის წევრებს ვანებივრებ. მიყვარს ბოსტნეულის სალათების მომზადება. ამბობენ, რომ "გემრიელი ხელი" მაქვს და რასაც ვამზადებ, ყველაფერი კარგად გამომდის.

- ხშირად გქონია იმედგაცრუება?

- ცხოვრება გენიალური რამ არის. ბევრი იმედგაცრუება მქონია, მაგრამ ეს ყველაფერი მაძლიერებს. რაც უფრო მეტ ბოროტ ადამიანს ვხედავ, მით უფრო კეთილი ვხდები; შურიანს თუ ვხედავ, მიმძაფრდება სურვილი, რომ გარშემო ყველა კარგად იყოს. ცხოვრებისეული მარცხი და იმედგაცრუება მაძლევს იმის სტიმულს, რომ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლო.

- იმედგაცრუების გამო დეპრესიაში ჩავარდნილხარ?

- პოზიტიური ადამიანი ვარ. ვერ ვიტან, როცა ვიღაც ცუდ ხასიათზეა. ასეთ დროს ვცდილობ, ადამიანს მხარში ამოვუდგე, გავამხიარულო, გავაღიმო. მეგობრები "ანტიდეპრესანტს" მეძახიან.

- რამდენი ხანია, რაც მეუღლეს დაშორდი?

- ჩემი შვილი გაზაფხულზე 6 წლის გახდება... წლისა და 3 თვის იყო, როცა მეუღლეს დავშორდი.

- ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. ოჯახის შექმნას მეორედ არ აპირებ?

- ეს არის თემა, რომელზეც ნაკლებად ვფიქრობ. ამ ეტაპაზე თავს მარტოც ძალიან კარგად ვგრძნობ. მაქვს ჩემი საქმე, მყავს შვილი და ეს ყველაფერი მავსებს. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას, რომლებსაც მამაკაცების გამოყენება შეუძლიათ: კონკრეტული პიროვნება არ უყვართ, არც მოსწონთ, მაგრამ მათგან საჩუქრებს მაინც იღებენ... მე ასეთი რაღაცები არ შემიძლია! ყველას პირდაპირ ვეუბნები, - ჩემთან არაფერი გამოგივათ-მეთქი.

- რა იყო შენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?

- ამ თემაზე არასდროს ვლაპარაკობ. მარიტას მამასთან ახლაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ვმეგობრობთ... მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. სიყვარული ბუნებრივად მოდის. წინასწარ ვერ გათვლი, ვინმე შეგიყვარდება თუ არა. სიყვარული არაპროგნოზირებადი გრძნობაა. თუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ჩემს გულთან ახლოს მოვა, ალბათ რაღაცას გადავწყვეტ, ამჟამად კი თავისუფალი ვარ, შეყვარებული არ გახლავართ.

- როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილას მუშაობ...

GzaPress- ამჟამად ვმუშაობ კარაოკე ბარში. მაქვს პატარ-პატარა პროფესიული შემოთავაზებებიც. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში თვითრეალიზაცია ძნელია. უნდა გყავდეს გავლენიანი მეგობრები ან ნათესავები, რომ რაღაცას მიაღწიო. მე ყოველთვის მარტო ვიბრძვი, არავის ნაცნობობა არ გამომიყენებია, ჰოდა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის იოლად არაფერი მოდის.

- რამდენი წლის იყავი, როცა "პლეიბოიდან" შემოთავზება მიიღე?

- 19-ის ვიყავი. ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რადგან იოლი გზით პოპულარობის მიღწევა ჩემთვის მისაღები არ არის. ვიღაცამ შეიძლება იფიქრა, რომ რაღაცის კომპლექსი მაქვს, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. როცა ვიცი, რომ არ დავიხარჯები, როგორც მსახიობი და მხოლოდ უნდა გავიხადო, ასეთ ფილმში მონაწილეობასაც კი არ დავთანხმდები. არადა, მსგავსი შემოთავზება ბევრი მქონია. მირჩევნია, კარგ როლს ველოდო, ვიდრე არაფრისმთქმელი პერსონაჟი განვასახიერო. ბევრ კარგ და ცნობილ რეჟისორს უთქვამს ჩემთვის: თუ არ გაიხდი, თუ თამამ სცენებში მონაწილეობაზე უარს იტყვი, წარმატებას ვერ მიაღწევ. გინდა, გახდე ცნობილი? - ერთხელ გაიხადე და მეორედ ეს აღარ გაგიჭირდებაო... მე ასეთი პოპულარობა არაფერში მჭირდება.

- როგორმა მამაკაცმა შეიძლება მოიგოს შენი გული?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია მამაკაცის გარეგნობა, მაგრამ ვერასდროს მომხიბლავს უინტელექტო ადამიანი. თავად ძალიან მხიარული ვარ და ვერ შევეგუები ისეთ კაცთან ურთიერთობას, რომელსაც იუმორის გრძნობა არ ექნება. ის უნდა იყოს ძალიან კეთილი და გულწრფელი... ბოლო დროს მომრავლდა დანგრეული ოჯახების რაოდენობა, ამიტომ ვფიქრობ: ვიდრე სერიოზულ ნაბიჯს გადადგამ, კარგად უნდა დაფიქრდე, რაღაცები გათვალო და ისე უნდა დაუკავშირო ბედი ადამიანს. თუმცა, ისიც ვიცი, რომ წინასწარ რაიმეს განსაზღვრა ძნელია და 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დანგრეული ოჯახებიც მინახავს. სიყვარულს გამოცდა სჭირდება.

სოფიო ჭონიშვილი