რით მიიქცია ნინი ონიანმა საზოგადოების ყურადღება
font-large font-small
რით მიიქცია ნინი ონიანმა საზოგადოების ყურადღება
"თამამ სცენებში მონაწილეობა პროფესიონალ მსახიობებსაც უჭირთ..."
"ლამაზი", "მომხიბვლელი", "ეშხიანი" - კიდევ უამრავი ლამაზი სიტყვით შეიძლება, 25 წლის ნინი ონიანი შეამკო.

ეს გოგონა ცოტა ხნის წინ გამოჩნდა "კომედი არხზე" და ტელემაყურებლების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ კომედიური პერსონაჟების განსახიერება კარგად გამოსდის. ამბობს, რომ მხატვრულ ფილმში მონაწილეობასა და დრამატული როლის თამაშზე ოცნებობს.

- შენი ოჯახი გაგვაცანი...

- დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობ. შინ გვყავს ძაღლი - ოზი, რომელიც ძალიან მიყვარს. ის ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. 5 წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ და მას შემდეგ მამა ჩემი ბედ-იღბალით არ დაინტერესებულა. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ დედისერთა ვარ.

- პროფესიით ვინ ხარ?

GzaPress- ფარმაცევტი. ბოლო კურსზე ყოფნისას პოლიკლინიკაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო.

- აბა, რატომ აირჩიე ეს ფაკულტეტი?

- აქტიური და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ბევრ წრეზე დავდიოდი. მიყვარდა ცეკვა და სიმღერა. სკოლა რომ დავამთავრე, ჩამოყალიბებული არ ვიყავი, რა უნდა მესწავლა, მომავალში რისი გაკეთება მინდოდა. დედამ მირჩია, ფარცევტულ ფაკულტეტზე მეცადა ბედი. მისი რჩევა გავითვალისწინე. სწავლის პერიოდშიც ვხვდებოდი, რომ ეს ის არ იყო, რაც დამაინტერესებდა, მაგრამ საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანე და დიპლომი ავიღე.

- შესაძლოა, ოდესმე გაგიჩნდეს ფარმაცევტად მუშაობის სურვილიც...

- (იცინის) დარწმუნებული ვარ, ეს არასდროს მოხდება. თუმცა, ძალიან ღირსეული და საპასუხისმგებლო პროფესიაა... მომწონს ის საქმე, რასაც ამჟამად ვაკეთებ. თუ როგორც მსახიობი, წარმატებას ვერ მივაღწევ (ღმერთმა ნუ ქნას), სხვა რაღაცების კეთებაც შემიძლია. სხვათა შორის, ახლა, როცა ბავშვობას ვიხსენებ, ვხდები - ყოველთვის მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებდი.

- როგორც მსახიობი, პირველად სერიალში - "დეტექტივები" გიხილა საზოგადოებამ. ამ სერიალში როგორ მოხვდი?
GzaPress- "დეტექტივებამდეც" მქონდა მსახიობობის გამოცდილება: 8-9 წლის ასაკში სარეკლამო ვიდეორგოლში გადამიღეს, სადაც მსახიობ ნინო კასრაძის ბავშვობა განვასახიერე. სამწუხაროდ, ეს რეკლამა რატომღაც, არ უჩვენეს. ამის შემდეგაც იყო "მცირე" გადაღებები. რაც შეეხება სერიალს - მასში კასტინგის საშუალებით მოვხვდი. კასტინგზე მისულს სერიალის რეჟისორი, ლაშა ცერიაშვილი და მსახიობები, მათ შორის - ზაზა იაქაშვილი დამხვდნენ. თითქმის მთელი 5 სერია იქვე მათამაშეს (იცინის).

- საკმაოდ თამამ სცენებში მონაწილეობდი. როლის მორგება არ გაგიჭირდა?

- მოგეხსენებათ, სერიალი "დეტექტივები" რეალურ ფაქტებზეა აგებული. ჰოდა, რომ გითხრათ, თამაში არ გამჭირვებია-მეთქი, - მოგატყუებთ. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მოყვარული მსახიობი ვიყავი, კამერის წინ გახდა და თამამ სცენებში მონაწილეობა კი პროფესიონალ მსახიობებსაც უჭირთ. საბედნიეროდ, როლის მორგებაში რეჟისორი, მსახიობები მეხმარებოდნენ და საქმე გამიადვილეს...

- ამ სერიალში მონაწილეობის შემდეგ სხვა შემოთავაზება არ გქონია?

- იყო შემოთავაზებები, მაგრამ მხოლოდ ე.წ. თამამ როლებს მთავაზობდნენ, მე კი ყველას უარს ვეუბნებოდი. არ მინდა, ერთი სტილის მსახიობად ჩამოვყალიბდე. ვფიქრობ, უფრო დიდი პოტენციალი მაქვს. იმედია, ოდესმე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალებაც მომეცემა.

- თამამ სცენებში მონაწილეობას რა შემთხვევაში დათანხმდები?

- თუკი ხარისხიან სცენარში, ყველაფერი ლამაზად იქნება შეფუთული, რეჟისორის შემოთავაზებას მივიღებ. ვფიქრობ, მსახიობმა ნებისმიერი სირთულის როლი უნდა ითამაშოს. უბრალოდ, მხოლოდ გახდა არ უნდა შემოგთავაზონ.

- დედა და ბებია როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას, სერიალში გეთამაშა, თამამ ფოტოსესიებში მიგეღო მონაწილეობა?
- დედა ჩემთვის ყველაფერია! ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და გულშემატკივარი გახლავთ. მან იცის, როგორ მიხარია, მსახიობად მუშაობის საშუალება რომ მომეცა, ამიტომ ყველაფერში მეხმარება, ხელს მიწყობს. თუმცა, ჩემ გამო ნერვიულობს კიდეც... რაც შეეხება ბებიას - ის მოხუცია, მაგრამ ყოველთვის "თანამედროვე ქალი" იყო. 10 წლის ასაკში, როცა ჭიპზე პირსინგი გავიკეთე, სწორედ ბებია გამყვა აქსესუარის შესარჩევად.

- "კომედი არხზე" როგორ მოხვდი?
- კასტინგის საშუალებით. ძალიან გამიმართლა, მათთან რომ მოვხვდი. კარგი გარემოა, არაჩვეულებრივი გუნდის წევრი ვარ.

- პოპულარული გახდი. თაყვანისმცემლებს როგორ უმკლავდები?

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას არც მანამდე ვუჩიოდი, მაგრამ რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოვჩნდი, მათი რიცხვი გაიზარდა. მათ "შემოტევებს" კი "იგნორით" ვუმკლავდები. შეუძლებელია, ყველას ზარს უპასუხო (იცინის).

- შეყვარებული გყავს?

- ამჟამად თავისუფალი ვარ. თუმცა, შეყვარებული ვყოფილვარ.

- როგორი ბიჭები მოგწონს?

GzaPress- რომ ამბობენ: ადამიანის გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვსო, - ეს არ მესმის. პირველ რიგში, მამაკაცი სწორედ გარეგნულად უნდა მომეწონოს. ასევე, უნდა იყოს ყურადღებიანი. ჩემ გვერდით ვერ ავიტან უსაქმურ ადამიანს. ასეთები ძალიან მაღიზიანებენ. კიდევ, კაცი ჩემზე ძლიერი უნდა იყოს... საერთოდ, რთულ ადამიანი ვარ, მაგრამ შეყვარებულობის პერიოდში ისეთ რაღაცებზე მითქვია უარი, რომ საკუთარი საქციელი გამკვირვებია. ასეთ დროს სრულიად არაადეკვატური ვხდები. შეყვარებული ზედმეტად დამთმობი, კეთილი და მხიარული ვარ, ზოგჯერ კი სევდიანიც.

- რა არის შენი სილამაზის საიდუმლო? თავის მოვლას ბევრ დროს უთმობ?

- რომ გითხრათ, დიდ დროს ვუთმობ-მეთქი, ასე არ არის. ვფიქრობ, ყველაფერი გენეტიკის ბრალია. არასდროს მქონია წონის პრობლება. თუმცა, გამუდმებით ვვარჯიშობ - ეს ჩემი ცხოვრების წესია.

- როგორ ფიქრობ, წარმატების მისაღწევად რა უფრო აუცილებელია: ჭკუა თუ სილამაზე?

- ჩემთან წარმატება და პოპულარობა დიდი წვალების შემდეგ მოვიდა. წელიწადში იმდენ კასტინგზე მივდიოდი, ბოლოს სათვალავიც ამერია (იცინის). მერწმუნეთ, არავინ არაფერში დამხმარებია. ვფიქრობ, თუ ქალს ჭკუასთან ერთად, კარგი გარეგნობაც გაქვს, ეს რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევაში დაგეხმარება.

- დაბოლოს, თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- ყველაზე კარგად დედისა და რამდენიმე მეგობრის გარემოცვაში ყოფნისას ვისვენებ. მათთან ერთად ხან კინოში მივდივარ, ხან კი უბრალოდ, შინ ვართ და ვსაუბრობთ. რაც შეეხება კლუბურ ცხოვრებასა და გართობას - ეს ყველაფერი დიდად არ მხიბლავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგჯერ კლუბში წასვლაც საჭიროა.
მარეხ ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (16)
21.05.2015
ვინ გატკინა გული იმ უგულო ახვარმა ააააა
სოფელო
12.04.2015
რაზე ლაპარაკობ საერთოდ.თაყვანისმცემლები კი არა რიგი გიდგას ...მთელი ცხოვრება.ერთი კეთილი გოგო ხარ უარს არავის ეუბნები.საცოდავი ხარ.ამ ხალხმა არ იცის რას ცარმოადგენ და რაში ხარ სინამდვილეში პოპულარული.))
გიორგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი