ამერიკული ჟღერადობა რუსული ბაზრისთვის და...
font-large font-small
ამერიკული ჟღერადობა რუსული ბაზრისთვის და...
...Ak-Cent-ად ქცეული მასტერი
ქართველი რეპერი - მასტერი (გიორგი პავლიაშვილი) ახლახან საქართველოში, რამდენიმე დღით ჩამოვიდა. მისი სამშობლოში ვიზიტით ვისარგებლე და მოსკოვური ამბები გამოვკითხე...


- 5 თვე მოსკოვში ვიყავი. საქართველოშიAსაქმეების გამო დავბრუნდი და მალევე მივემგზავრები. რუსული პროექტის განხორციელება დავიწყე - სიმღერებს რუსულად ვწერ. ალბათ, მარტის ბოლოს ალბომი მზად იქნება და მასში დაახლოებით 14 სიმღერა შევა. ფსევდონიმიც შევიცვალე: სავარაუდოდ, Ak-Cent მერქმევა. თუმცა, ჩემებსაც არ დავივიწყებ: ოფიციალურ გვერდზე მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 71 ათასია და ამ ადამიანების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მას შემდეგ, რაც მოსკოვში წავედი, საქართველოში ჩემი 5 ქართული კლიპი გამოვიდა. გასაკვირი რა არის? - საქართველოდან წასული მომღერლები, გასაგები მიზეზების გამო, ქართული პროდუქციის შექმნაზე არ ზრუნავენ, მე კი მადლობა ღმერთს, რუსული ალბომის შექმნასაც ვახერხებ და ქართველებსაც ყოველთვე თითო კლიპს ვჩუქნიდი. ვეცდები, მუშაობა იგივე ტემპით განვაგრძო... ირაკლი ფირცხალავასთან დუეტი ჩავწერე - ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის რემიქსი შევასრულეთ. მუსიკაზე თიელმა იმუშავა. მოსკოვში ირაკლი ძალიან წარმატებული მომღერალია და რა თქმა უნდა, მის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი: მე ვრეპავ, ირაკლი მისამღერს ასრულებს... დუეტი კიდევ ერთ რუსეთში ცნობილ ქართველ მომღერალთან ჩავწერე, მაგრამ სიმღერა რომ "დამასტერინგდება", ამაზე მერე ვისაუბრებ...

- რუსული ბაზრისთვის როგორი ფორმატის სიმღერებს ქმნი?

- უფრო ამერიკული ჟღერადობის მუსიკას, ტექსტი კი რუსულია. Ak-Cent 2 სტილს შემოგთავაზებთ: ერთში კარგ ცხოვრებასა და გართობაზე ვიმღერებ, მეორეში - რომანტიკული ვიქნები... "არენბის" სტილს არ გადავუხვევ, რადგან ეს რუსეთში ძალიან მოსწონთ. სხვათა შორის, მოსკოვში რომ ჩავედი, სიმღერის შესრულებაზე არც ვოცნებობდი, რადგან რუსული კარგად არ ვიცი. ქართველმა ძმაკაცმა დამაძალა, - სიმღერა სცადეო. ვცადე. მერე გრამატიკული შეცდომები შემისწორეს და რეპი გამოვიდა... რუსებს რომ მოვასმენინე, მირეკავდნენ და მთხოვდნენ, - თუ შეგიძლიათ, სიმღერის დემო ვერსია გადმოგვიგზავნეო.

- თუ შემსრულებლობას არ აპირებდი, რუსეთში რა მიზნით გაემგზავრე?

- კომპოზიტორად მუშაობას ვაპირებდი - ცნობილი ადამიანებისთვის სიმღერები უნდა დამეწერა... სიმღერებს ვწერ და მომღერლებს ვთავაზობ... საკუთარი სტუდია მაქვს. აპარატურა თბილისიდან წავიღე, იქ კიდევ რაღაცები დავამატე...

- თავდაპირველდ, მოსკოვში დათო ხუჯაძის სტუდიაში მუშაობდი, არა?

- კი, ასე იყო. დათო შეძლებისდაგვარად, მხარში ამომიდგა. მერე გადავწყვიტე, ჩემს კარიერაზე თავად მეზრუნა. ახლა აქტიურად არ ვთანამშრომლობთ, მაგრამ ვმეგობრობთ და საერთო დუეტებიც გვაქვს ჩაწერილი...

- საქართველოში დაბრუნებულს გულშემატკივრები როგორ შეგხვდნენ?

GzaPress- ჩემი რეიტინგი საგრძნობლად გაზრდილია. 5 კლიპი კარგად "მუშაობს"; თითოეულს ახალი მსმენელი "მოჰყავს". შეიძლება, ვინმეს ჩემი სიტყვები არათავმდაბლურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტს ვამბობ: მსმენელების რაოდენობა 20 ათასით გაიზარდა. ჩემი სიმღერების თითოეული თაყვანისმცემელი ძალიან მიყვარს. მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. ვცდილობ, ყველასთვის მოვიცალო, ნებისმიერ თემაზე ვესაუბრო... ახლახან კლიპი გადავიღე. ხომ იცი, რეჟისორობასაც ვითავსებ ხოლმე.

- კლიპი სად გადაიღე?

- კიკეთში. აბის სიმღერა დავუწერე, არანჟირება გავუკეთე და მეგობრის - გიორგი დათიაშვილის სტუდიაში ჩავწერეთ ("არენბის" სტილში). სასიყვარულო სიმღერაა. აბის ისეთი ხმა აქვს, რომ ეს ჟანრი უხდება... ძალიან ნიჭიერი და განსხვავებული შემსრულებელია.

- ალბათ, რუსეთში შენი გამგზავრება ზოგს არ მოსწონს...

- უფრო - გული სწყდებათ, რომ საქართველოდან წავედი, მაგრამ ჩემს სიშორეს არავინ იგრძნობს: შეძლებისდაგვარად, ხალხს "ფეისბუკზე" ვეკონტაქტები, აქტიურად "ვპოსტავ"... რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანებიც არიან, ვისაც რუსეთში ჩემი მუშაობა არ მოსწონს.

- ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიე?

- მოსკოვში ამისთვის ჩავედი და ამაში დასამალი არაფერია. იქ იმაზე მეტი ფული "ტრიალებს", ვიდრე წარმომედგინა. ყველა პროექტს მატერიალური დამოუკიდებლობის მისაღწევად ვახორციელებ. ცხადია, ჩემი საქმე მსიამოვნებს კიდეც. როგორც გითხარით, თავდაპირველად, მოსკოვში კომპოზიტორის ამპლუაში გავემგზავრე. იქ 1-2 კონცერტს დავესწარი. ცოტა ეგოისტური ნათქვამი გამომდის, მაგრამ ვერ ავიტანე, სცენაზე რომ არ ვიდექი, დისკომფორტი ვიგრძენი. საქართველოში, კლუბებში ყველა მცნობს. ის კი არა, ჩემს მსმენელებს თავადაც ვცნობ ხოლმე. რთულია, როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ და იქ არაფერს წარმოადგენ. ჰოდა, ვინაიდან ძმაკაცებმაც შემაგულიანეს, სიმღერა მეც ვცადე...

- ფსევდონიმი თავად შეარჩიე?

- კი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აქცენტით ვმღერი, თან - "ცენტ" კარგად ჟღერს, მუსიკასაც ამერიკული ჟღერადობა აქვს... სიტყვა "აქცენტიც" მომწონს...

- შენი ქართული აქცენტი ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ მოსწონთ?

- მგონი, რუსულად უფრო კარგად ვმღერი, ვიდრე - ვსაუბრობ (იცინის). ვფიქრობ, ქართული აქცენტი არ აღიზიანებთ. მეც მომწონს, როცა რუსეთში გაზრდილი ქართველი გოგონა მხვდება, როელიც ქართულად საუბრობს, მაგრამ - რუსული აქცენტით. საყვარლები არიან...

- რუს გოგონებს შორის პოპულარობით სარგებლობ?

- მათ ქართულ კლიპებს რომ ვუჩვენებ, აღფრთოვანებას ვერ ფარავენ. საქართველოში კი გოგონები შედარებით თავშეკავებულები არიან.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ?

- ჩემნაირი ადამიანისთვის პირადი ცხოვრების აწყობა ძალიან რთულია. ჰოდა, იმ გოგონების მესმის, რომლებმაც ჩემთან ვერ გაძლეს. სიმღერა "ელაიზა" ძალიან პოპულარულია. ერთადერთი კლიპია, როელშიც ის გოგო მონაწილეობს, ვისაც ეს სიმღერა მივუძღვენი.

- კლიპი რეალურ ამბავზეა გადაღებული?

- კი. კლიპს თუ ნახავთ, ყველაფერს მიხვდებით... მეუბნებიან, - უყურადღებო ხარო. რა ვქნა, ღამეებს ვათენებ, რომ ახალი სიმღერა "გავაკეთო", ამასობაში კი დრო გადის... მოსკოვში ძალიან უკვირთ, პარასკევ საღამოს შინ თუ გაატარებ. ტაქსის მძღოლმაც მკითხა, - 8 საათზე სახლში რა გინდა, რატომ მიდიხარო? ასეა, ჩემი საქმე უფრო მიყვარს, ვიდრე - კლუბებში წასვლა და გართობა. არადა, მოსკოვი მაცდური ქალაქია. შეიძლება, ძალიან აგრიოს, სხვა რელსებზე გადაგიყვანოს, შეგცვალოს.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი