როგორი მსახიობია ნანა ნებიერიძე - გზაპრესი

როგორი მსახიობია ნანა ნებიერიძე

შეგახსენებთ, მას საახალწლო ზღაპარში - "თოვლის დედოფალი" მთავარი გმირის როლიც კი მიანდვეს და ამ საქმეს საკმაოდ კარგად გაართვა თავი...

- "ჩემი ცოლის დაქალები" ყოველთვის ძალიან მომწონდა, მისი ერთგული მაყურებელი ვიყავი და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდებოდი... ჰოდა, როცა დამირეკეს, - სერიალისთვის ახალ სახეებს ვეძებთ, კასტინგს ვატარებთ და იქნებ შენც მოხვიდეო, ძალიან გამიხარდა.

- ვინ დაგიკავშირდათ?

GzaPress- სერიალის კასტინგ-მენეჯერმა დამირეკა, ამ ზარით ძალიან გამახარა. ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო. მსგავს შემოთავაზებას ნამდვილად არ ველოდი. ცხადია, მის წინადადებას მაშინვე დავთანხმდი.

- ანუ კასტინგი გაიარეთ და როლი ამის შემდეგ მოგცეს?

- არა, კასტინგზე არ გავსულვარ, როლზე პირდაპირ დამამტკიცეს.

- ეტყობა, ნაცნობობამ გაჭრა. ასეა?

- არა, პირადად არ მიცნობდნენ და არც ჩემი მსახიობური მონაცემების შესახებ იცოდნენ. მათ უბრალოდ, ჩემი ფოტოები მოეწონათ და მხოლოდ ამის გამო მიმიწვიეს.

- ეს თქვენი პირველი კინოროლია, არა?

- დიახ, ასეა.

- მაგრამ სცენაზე თამაშის გამოცდილება კი გქონდათ - "ყინულის დედოფალში" მთავარი როლი განდეს. სცენაზე თამაში რამდენად კომფორტული აღმოჩნდა თქვენთვის?

- მიყვარს სცენაზე თამაში, მაგრამ ვგიჟდები კინოზე... ზოგადად, კამერის წინ მუშაობა ჩემი სუსტი წერტილია. მიყვარს სიახლეები და საკუთარი თავის ახალ-ახალი რაღაცებით დატვირთვა.

- სერიალში თქვენს გმირზე რას გვეტყვით?

GzaPress- მას ნინკა ჰქვია, ლალას დაქალია. სიმართლე გითხრათ, ამ როლში თავს კარგად ვგრძნობ. რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან მეგობრული ვარ, ადამიანების მხარში დგომა შემიძლია და ამ სერიალში მსგავსი როლი რომ მომცეს, ამან თამაში გამიიოლა. ნინკა ცდილობს, მეგობარს დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი შეუმსუბუქოს. ჰოდა, ამიტომაც მომწონს და მიყვარს ეს პერსონაჟი.

- ახლობლებმა და მეგობრებმა როგორ შეაფასეს თქვენი შესაძლებლობები?

- გაოცებულები იყვნენ, მათგან ბევრი კომპლიმენტი მივიღე. არ ველოდით შენგან, მსახიობობაც თუ შეგეძლოო... ეს ყველაფერი ჩემთვის სასიამოვნო მოსასმენი იყო. როცა საყვარელი ადამიანებისა და მეგობრებისგან დადებით შეფასებას იღებ, ძალიან მაგარი რამ არის.

- თქვენს შვილზე რას გვეტყვით?

- გახარებულია ამ სიახლით. მითხრა, რომ ძალიან ბუნებრივად ვითამაშე. იმედია, უცნობებსაც მოეწონათ ნინკა. ყოველ შემთხვევაში, თავი არ დამიზოგავს, რომ ეს როლი კარგად მომერგო. "ჩემი ცოლის დაქალებს" სერიოზული გუნდი "აკეთებს". ეს ადგილი პატარა ოჯახივით არის, ამიტომ ახალი ამპლუის მორგება საერთოდ არ გამჭირვებია. თუმცა, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. არ მინდოდა, რამე ცუდად გამოსულიყო და ჩემ გამო იმ ადამიანებს გასცრუებოდათ იმედი, რომლებიც მენდნენ.

- გადაღების დროს თამაშის კომპლექსი არ გქონდათ?

GzaPress- ჩემი სცენა 3 დუბლში გადავიღეთ. კომპლექსი არ მქონდა, მაგრამ დაძაბული ვიყავი. როცა ვიკითხე, - ცუდად ვთამაშობ, არა? აბა, 3 დუბლი რატომ დამჭირდა-მეთქი? მიპასუხეს: პირიქით, კარგად ითამაშეო...

- ანუ საკუთარი თავით კმაყოფილი ხართ?

- საერთოდ, საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი ვარ. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. თუმცა, ვფიქრობ, მსახიობობა ცუდად არ გამომდის (იღიმის).

- მხატვრულ ფილმში გადაღება რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?

- სიამოვნებით, ამაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. აქტიური ადამიანი ვარ და მინდა, სულ რაღაცას ვაკეთებდე. არ მიყვარს მოდუნება და პასიურობა.

სოფო ჭონიშვილი