როდის ხდება უკონტროლო ზურა გორგაძე
font-large font-small
როდის ხდება უკონტროლო ზურა გორგაძე
"ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, უანგაროდ შეგიყვარონ"
მსახიობი ზურა გორგაძე პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" სალომე ჭაჭუას მეწყვილე გახლდათ.

თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ არჩევანი ჯერ ვერ გააკეთა. ამბობს, რომ ჩიტივით თავისუფალია. როცა ის ერთადერთი გამოჩნდება, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარების სურვილი მექნება, მაშინ მივიღებ დაოჯახების გადაწყვეტილებასო.

- ჩემი მშობლები არიან ბატონი გოჩა და ქალბატონი ავრორა. დედა სვანია. თურმე, სვანები შვილებს ოდითგანვე, ორიგინალურ სახელებს არქმევდნენ. დედაჩემი სახელს ნამდვილად ამართლებს, ის მართლა ქალღმერთია (რომაული მითოლოგიის მიხედვით, ავრორა განთიადის ქალღმერთია. - ავტ.). ვფიქრობ, ჩემს მშობლებს არც ერთი ცუდი თვისება არ აქვთ. ისინი ყოველთვის ზედმეტად ლმობიერები იყვნენ და არიან ჩემ მიმართ. არასდროს არ იჩენდნენ სიმკაცრეს, არ მსჯიდნენ და ა.შ.

- რა პროფესიის არიან?

- დედა ეკონომისტია, მამა - ტექნოლოგი. თუმცა, დღესდღეობით საკუთარი პროფესიით არ მუშაობენ. მშობლები ზესტაფონში ცხოვრობენ. მეც ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, შემდეგ თბილისში წამოვედი. ძალიან მინდოდა, მშობლებიც ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან იქ მცირე ბიზნესი აქვთ აწყობილი და ეს არის მათი შემოსავლის წყარო.

- რამდენი დედმამიშვილი გყავს?

- ერთი ძმა მყავს, რომელიც ჩემზე 2 წლით უფროსია. დაოჯახებული გახლავთ და ერთი შვილი ჰყავს. ამჟამად თბილისში, მათთან ერთად ვცხოვრობ.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

GzaPress- ყველაზე მაგარი ზოდიაქოს ნიშანი მაქვს - მორიელი ვარ. სხვათა შორის, ასტოლოგია ძალიან მაინტერესებს. ხშირად ვესაუბრები ბატონ მიხეილ ცაგარელსაც. მორიელი ყველაზე ძლიერი ჰოროსკოპის ნიშანია. აქვს ბევრი დადებითი და ასევე, უარყოფითი თვისება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათთან ურთიერთობა ცოტა არ იყოს, რთულია.

- შენთან ურთიერთობაც რთულია?

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. როგორც ამბობენ, ერთი შეხედვით რთული პიროვნება ვარ, მაგრამ როცა გამიცნობენ და დამიახლოვდებიან, ჩემზე შექმნილი შთაბეჭდილება ეცვლებათ.

- რას ვერ პატიობ ადამიანებს?

- ვერ ვეგუები ტყუილს, ღალატს და ვერ ვიტან ქედმაღალ ადამიანებს. მაქვს ლიდერის თვისებები.

- თავად თუ მოგიტყუებია ვინმე?

- სამწუხაროდ, ტყუილს თქმა ხშირად მიწევს, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს, შენმა ტყულმა სხვას ზიანი არ უნდა მიაყენოს. ხანდახან იქმნება ისეთი სტუაცია, როცა ტყუილის თქმა აუცილებელიც კი არის... ზოგადად კი, სიცრუე აბინძურებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს.

- პროფესიით მსახიობი ხარ, არა?

- დიახ, მსახიობი ვარ. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, შემდეგ კი რეჟისორმა დავით კობახიძემ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში წამიყვანა. ერთადერთი სტუდენტი ვიყავი ჯგუფიდან, ვისაც ხელი მომკიდა და თავისთან წამიყვანა. გარკვეული პერიოდი თელავის თეატრშიც ვიყავი, მაგრამ იქ რაღაცები ისე ვერ აეწყო, როგორც მინდოდა. ჰოდა, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრს დავუბრუნდი. ამჟამად შემოქმედებითი პაუზა მაქვს, არც ერთ თეატრში არ ვარ. ვმუშაობ რადიო აფხაზეთი ხმაზე, ვარ "ბრავო რექორდის" გახმოვანების მსახიობი, რაღაცებს ვახმოვანებ ტელევიზიაშიც...

- სიზარმაცის გამო საქმე გაგიფუჭებია?

- არასოდეს. ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ვერ ვიტან უსაქმურობას და ასეთ დროს შესაძლოა, ნევროზიც ავიკიდო.

- ფიცხი ხარ?

- უფფ... ზუსტად ეგ სიტყვა შეესაბამება ჩემს ხასიათს (იცინის). აბსოლუტურად უკონფლიქტო, მშვიდი ადამიანი ვარ და შემიძლია, ბევრი რამ "გადავყლაპო", მაგრამ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. თუ "გადამეკეტა", მერე უკონტროლო ვხდები და შეიძლება, ისეთი რაღაცები ჩავიდინო, რაც მოგვიანებით აღარ მომეწონება და ვიდარდებ. ზოგადად, მიყვარს თბილი და კარგი ურთიერთობა, თავს ვარიდებ კონფლიქტებს. ასევე, ვცდილობ, ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობა გავანეიტრალო.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- არა, წყენას გულში არ ვიტოვებ. მიუხედავად იმისა, თავს დამნაშავედ ვგრძნობ თუ არა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შემიძლია, ადამიანთან მივიდე და ბოდიში მოვუხადო; ვუთხრა, - მაპატიე, თუ რამე გაწყენინე-მეთქი. საერთოდ, ახლობელი ადამიანების დაკარგვას ვერიდები. ვცდილობ, ვინც მიყვარს და ვისაც პატივს ვცემ, მასთან ურთიერთობა შევინარჩუნო. ბოღმიანი არ ვარ.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან კარგი (იცინის). როცა რაღაც კარგი ხდება და ახლობლები ვიკრიბებით, ალკოჰოლს ნორმის ფარგლებში მივირთმევ... თუმცა, სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს სმას ვერიდები, რადგან ტაქსით სიარულს საკუთარი ავტომობილის მართვა მირჩევნია.

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- მთვრალი შარიანი ნამდვილად არ ვარ, პირიქით - ასე დროს კარგ ხასიათზე ვდგები, ვხუმრობ და ვერთობი. მგონი, თავის ქება გამომდის, არა?

- ვინ არის ის ადამიანი, ვის რჩევებსაც ითვალისწინებ და პატივს სცემ?

- გვერდით ბევრი ასეთი ადამიანი მყავს. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც დამოუკიდებლად ვიღებ. ყველას ვუსმენ, მაგრამ მათ რჩევებს იშვიათად ვითვალისწინებ.

- დამოუკიდებელი ხარ?

- შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირად დამოუკიდებელი ვარ. რისკიც მიყვას: არასდროს მეშინია იმის, რომ რაღაც არ გამომივა.

- შეგიძლია, პირველი სიყვარული გაიხსენო?

- პირველად საბავშვო ბაღში შემიყვარდა. დღესაც მახსოვს იმ პატარა გოგონას სახე... უფრო სერიოზული სიყვარული 15 წლის ასაკში მეწვია.

- როგორი გოგონები მოგწონს?

GzaPress- მთავარია, ჩამოყალიბებული ადამიანი იყოს, რომელსაც ექნება იუმორის გრძნობა და ცოტა ინტელექტი მაინც. რა თქმა უნდა, გარეგნობაც მნიშვნელოვანია: თუ გოგო არ მოგეწონება, მასზე უბრალოდ, სერიოზულად ვერ ვიფიქრებ.

- მანდილოსანს თუ აუხსნია შენთვის სიყვარული?

- დიახ, აუხსნია და თანაც - არაერთხელ (იცინის). ასეთ დროს უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, უანგაროდ შეგიყვარონ, მაგრამ ცუდია, თუ გრძნობას გრძნობითვე ვერ პასუხობ. როცა ვხვდები, გოგონას ვუყვარვარ, ვცდილობ, არ ვაგრძნობინო, რომ მივუხვდი. არ მინდა, ვინმეს უხეშად მოვექცე და გული ვატკინო.

- თავად თუ გყვარებია ცალმხრივად?

- არასდროს!

- 26 წლის ხარ. ალბათ, მშობლები გეუბნებიან, - დროა, დაოჯახდეო. ასეა?

- როცა შემიყვარდება, ოჯახს მაშინ შევქმნი. მშობლები მსგავსი რაღაცებით არ მაწუხებენ. ზოგადად კი, ძალიან უტაქტო საქციელად მიმაჩნია, რომ გეკითხებიან: "რატომ არ მოგყავს ცოლი?"

- რამდენად მოწესრიგებული ხარ? სახლში მარტო მყოფს შეგიძლია, საკუთარი ნივთები მოაწესრიგო?

- მიყვარს, როცა ყველაფერი წესრიგშია. არ მიყვარს არეულობა. როგორც უკვე გითხარით, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჰოდა, რძალი ზედმეტად მანებივრებს, არაფრის ალაგებ-დალაგება არ მიწევს.

- სადილის მომზადება თუ შეგიძლია?

- ბევრნაირი გემრიელი კერძის მომზადება ვიცი. ადრე, როცა ტელეკომპანია "რეალ ტივი" არსებობდა, იქ გადიოდა გადაცემა - "სამზარეულო", რომელიც ნინო მუმლაძესთან ერთად მიმყავდა. მოვიწვევდით ცნობილ ადამიანებს და მათთან ერთად ვამზადებდით კერძებს, თან პირად ცხოვრებაზე ვესაუბრებოდით. ამ გადაცემის წყალობით, უამრავი გემრიელობის მომზადება ვისწავლე.

- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- ვერ ვიტყვი, რომ ტრადიციებს პატივს არ ვცემ. თუმცა, ვფიქრობ, ქართველებმა ყველაფერი გადამეტებული ვიცით.

- როგორ ფიქრობ, მომავალში ქართულ ტრადიციულ ქორწილს გადაიხდი?

- მომწონს ჩვენებური ქორწილი. სუფრის თამადა განათლებული ადამიანი უნდა იყოს, რათა მისი მოსმენა სასიამოვნო იყოს და არა - დამღლელი... თუმცა, პირადად მე, ალბათ, თანამედროვე საქორწინო ცერემონიას მივანიჭებ უპირატესობას - გაშლილ მდელოზე, ტყის პირას, ლამაზი მუსიკის ფონზე დავქორწინდებით. ისე, არც ტრადიციულ ქორწილზე ვიტყოდი უარს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი მოთხოვნები მექნებოდა. მაგალითად, თამადას დავუწესებდი საუბრის რეგლამენტს; იმ ადამიანს, ვინც სუფრის არევას მოინდომებდა, გავაძევებდი (იცინის).
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი