კონკურსით მიღებული იმედგაცრუება
font-large font-small
კონკურსით მიღებული იმედგაცრუება
"ადამიანზე მისი სიტყვები და საქციელი მეტყველებს"
მსახიობი ნათია ფარჯანაძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" ექსცენტრიკული ლიკოს როლით გაიცნო.

ნათია ახლახან მუსიკალურ პროექტში - "ორი ვარსკვლავი" მონაწილეობდა. მას პარტნიორობას ლუკა ზაქარიაძე უწევდა, რომელიც მისთვის დამახასიათებელი სიტყვაძვირობით გამოირჩეოდა, ბოლოს კი არცთუ ტაქტიანი კომენტარით დაგვამახსოვრა თავი... მაყურებლების გადაწყვეტილებით, წყვილმა პროექტი მალევე დატოვა.

- ამის გამო გული საერთოდ არ მწყდება, პირიქით - კმაყოფილი ვარ. ველოდი კიდეც, რომ პროექტიდან წამოსვლა მომიხდებოდა. მიზეზი, რის გამოც "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობას დავთანხმდი, გამარჯვებისთვის ბრძოლა არ იყო: ჩემთვის მონაწილეობის პროცესი და გამოცდილების მიღება გახლდათ საინტერესო. მანამდე სცენაზე "ცოცხალ" ბენდთან ერთად, პირდაპირ ეთერში სიმღერა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ახლა კიAეს გავბედე... პროექტში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო კი არა, ძალიან დამთრგუნველი აღმოჩნდა. ამიტომ "ორი ვარსკვლავიდან" წამოსვლა თავადვე მინდოდა. საბედნიეროდ, სურვილი მალევე ამიხდა (იცინის).

- თქვენი ასეთი განწყობილება პარტნიორის ბრალი ხომ არ იყო?

GzaPress- პარტნიორზე ვერაფერს ვიტყვი, არ დავკონკრეტდები... დაძაბულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და რაიმეს შეცვლის პერსპექტივასაც ვერ ვხედავდი. ერთადერთი, რასაც ვდარდობ, ის არის, რომ იმედი გამიცრუვდა. პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან განვითარებული მაქვს: ყოველთვის მაქვს იმის სურვილი, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვუჩვენო მაყურებელს, "ორ ვარსკვლავში" კი ფაქტობრივად, მინიმუმიც ვერ გავაკეთე. ნაყოფიერი მუშაობისა და ჩემთვის სასურველი ხარისხის მიღწევის საშუალება არ მქონდა...

- სასიმღერო გამოცდილება თუ გქონდათ?

- ბავშვობაში გიული დარახველიძესთან, გიტარაზე დავდიოდი. მთელი ჩემი სასიმღერო რეპერტუარი ქალბატონი გიულის დამსახურება გახლავთ (იღიმის).

- პროექტში მონაწილეობისას ლუკას დაუმეგობრდით?

- მეგობრები ნამდვილად ვერ გავხდით. ურთიერთობა იმ დოზით გვქონდა, რაც სცენაზე დგომისა და დუეტში სიმღერისთვის იყო საჭირო.

- მის კომენტარს, როცა თქვა, - ჟიურის შეფასება ფეხებზე მკიდიაო, როგორ აფასებთ?

- მე არ შევაფასებ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანზე მისი სიტყვები და საქციელი მეტყველებს. თანაც, ვინმე რატომ უნდა შევაფასო, არ მესმის. მე ჩემი ნამუშევრის შეფასება შემიძლია.

- კარგი, მაშინ თქვენ მიერ შესრულებული სიმღერები შეაფასეთ...

- პირველ სიმღერაზე სამუშაოდ მეტი დრო გვქონდა, ამიტომ დანარჩენ ორთან შედარებით, უკეთესი იყო, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ესეც არ ყოფილა... მეორე სიმღერის შესრულებისას, პირადად მე, როგორც მსახიობმა, ვისიამოვნე, ჩემი მესამე გამოსვლა კი ძალიან არ მომეწონა - ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ სიმღერის შესასწავლად მხოლოდ 2 დღე მქონდა.

- რატომ?

- ჯერ სიმღერაზე ვერ შევთანხმდით, შემდეგ ლუკას იდეა იყო, ელექტროვერსია გაგვეკეთებინა. პროცესი დიდხანს გაიწელა - ვიღაც უნდა მოსულიყო, ვინც ელექტროვერსიას შექმნიდა. მერე დახმარება მეგობრებს ვთხოვე... ამასობაში დრო გავიდა. მოსამზადებლად მხოლოდ შაბათ-კვირა მქონდა. მერე ლუკაც ბათუმში წავიდა, მე გადაღებაზე ვიყავი. ბათუმიდან სამშაბათს, დღის 5 საათზე ჩამოვიდა. ამას ისიც დაერთო, რომ "პროფაილმაც" ცუდად იმოქმედა, დაძაბულობა იყო... მოკლედ, მესამე გამოსვლითAაბსოლუტურად უკმაყოფილო ვარ.

- სცენაზე რომელიმე სიმღერის შესრულება განსაკუთრებულად გინდოდათ?

- კი, ასეთი ბევრი სიმღერაა, მაგრამ პროექტში სიმღერის შერჩევა მხოლოდ ჩემს სურვილზე არ იყო დამოკიდებული - ლუკასაც უნდა ნდომებოდა. თუმცა, რაც შევარჩიეთ, სამივე სიმღერა ჩემთვისაც საყვარელი და საინტერესო იყო.

- მონაწილეები პროექტის წარმომადგენლებმა დაგაწყვილეს?

GzaPress- როცა დამირეკეს, მკითხეს, - თქვენს მეწყვილედ ვის ისურვებდითო? რადგან ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მუსიკალური კონკურსის მონაწილეებს არ ვიცნობ. ერთადერთი, ვინც გამახსენდა, ლუკა ზაქარიაძე იყო, ოღონდ - მისი სახელი და გვარიც არ ვიცოდი. პროდიუსერები მივახვედრე, ვისაც ვგულისხმობდი: ბათუმელია, ცოტათი - მოწყენილი, პროექტში გაიმარჯვა-მეთქი და თვითონ მოძებნეს (იცინის). "ფეისბუკზე" ჩემი მეგობრები ლუკას სიმღერებს ხშირად აზიარებდნენ, რამდენიმეს მოვუსმინე და ძალიან მომეწონა.

- "ჩემი ცოლის დაქალებიდან" თქვენი პერსონაჟი - ლიკო გგავთ?

- ალბათ, გარეგნობით მგავს (იცინის). პერსონაჟის შექმნაში მსახიობს დიდი წვლილი მიუძღვის. არსებული გარემოებებია განსხვავებული, თორემ პერსონაჟის განცდები, ემოციები ჩემშია... ვერ ვიტყვი, რომ ლიკოსგან ძალიან "შორს" ვარ, მაგრამ სერიალის გმირი ჩემი რეალური სახისგან ძალიან განსხვავებულია.

- თქვენს საქმიანობაში პროფესიულ შურს თუ უჩენია თავი?

- არ მიგრძნია, რომ ვინმე მებრძვის ან ჩემი შურს. გამიმართლა: სტუდენტობიდან დღემდე თეატრებში შურიანი, დაბოღმილი ხალხის გარემოცვაში არ მოვხვედრილვარ და არც ინტრიგებში გავხვეულვარ.

- პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ გოგონას დედა ხართ...

- ჰოდა, ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი შვილია, სხვა რა გაინტერესებთ (იცინის)? ქმარი არ მყავს, ჯერჯერობით - არც შეყვარებული.

- თქვენი გოგონას მამა ვინ არის?

- მხატვარი და ჩემი მეგობარია: ჩვენ ადრეც ვმეგობრობდით და დღემდე ასეა.

- თქვენი გოგონას შესახებ მოგვიყევით...

- ელისაბედი ძალიან საყვარელია. მალე 5 წლის გახდება. ჩემი გულშემატკივარი გახლავთ. სერიალშიც მიყურებს. ყველა მსახიობის, პერსონაჟის გვარ-სახელი იცის. "ორ ვარსკვლავსაც" უყურებდა. ჩემ მიერ შესრულებული ყველა სიმღერა ისწავლა. იმ "ობრაზში", რაც ამა თუ იმ სიმღერისთვის იყო საჭირო, ჩემზე კარგად "შედიოდა". ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მომხდარა, ეს შვილის დაბადებაა. არანაირი პროფესიული წარმატება არ შეედრება იმ სიხარულს, რაც შეიძლება, შვილმა მოგიტანოს...

- შვილზე როგორ ზრუნავთ?

- ოჯახის წევრები მეხმარებიან. ბავშვის აღზრდაშიMმამაც მონაწილეობს.

- როგორც ვიცი, ელისაბედს მსახიობობის გამოცდილება უკვე აქვს...

|- ზაფხულში ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე ერთად ვიყავით. სპექტაკლი ისე კარგად შეისწავლა, რომ ბოლოს რეჟისორმა ათამაშა კიდეც. ელისაბედთან ერთად, სპექტაკლში ჩემი მეგობრების - ზურა გეწაძისა და ნანუკა ლითანიშვილის შვილიც მონაწილეობდა, ასევე - თორნიკე ბზიავას ბიჭუნაც. ბავშვებიBბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ. ელისაბედის სამსახიობო დებიუტი ასე, პირდაპირ ედინბურგში შედგა (იცინის). დაახლოებით 500-კაციანი დარბაზი იყო. 4 წლის ბავშვი ამდენი მაყურებლის წინაშე წარდგა და სიმორცხვის კომპლექსი არ ჰქონია. რეპეტიციაზე რეჟისორს მონდომებით უსმენდა, მის ყველა დავალებას სრული სერიოზულობით ასრულებდა, არ ეცინებოდა...

- გინდათ, რომ თქვენმა შვილმაც მსახიობობა აირჩიოს?

- მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მხარში ამოვუდგები, მაგრამ თუ დამიჯერებს, მსახიობობას არ ვურჩევ.

- აბა, რა პროფესიას შეურჩევდით?

- ისეთი პროფესიის დაუფლებას ვურჩევდი, რომელ სფეროშიც სხვა ადამიანებზე ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული... მაგალითად - მხატვარი, მწერალი, არქიტექტორი...

- როლზე უარი გითქვამთ?

- კი, ასეთი შემთხვევა თეატრშიც ბევრჯერ ყოფილა: მუშაობა დაგვიწყია, მაგრამ მივმხვდარვარ, რომ საჩემო როლი არ იყო და წამოვსულვარ. ფილმებში თამაშს იშვიათად მთავაზობენ. 16-17 წლის ვიყავი, როცა ოთარ შამათავას ფილმის გარკვეულ სცენაში თამაში ჩემი ასაკისთვის მიუღებლად მივიჩნიე და მონაწილეობაზე უარი ვთქვი...

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ლიკოს განსახიერების მერე, ალბათ, ქუჩაში უცხო ადამიანებიც გცნობენ...

- კი და ეს ძალიან სასიამოვნოა. არ მჯერა, როცა ამბობენ, ყურადღება შემაწუხებელიაო. ჯერჯერობით, არ შევწუხებულვარ, პირიქით - ეს ყველაფერი სასიამოვნოა, განსაკუთრებულად კი ის მომწონს, როცა ბავშვები მცნობენ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი