რისი კოლექცია აქვს ვაკო ქაზაიშვილის მეუღლეს - გზაპრესი

რისი კოლექცია აქვს ვაკო ქაზაიშვილის მეუღლეს

წყვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს. გვანცას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდი და საკუთარ იმიჯსა და გემოვნებაზე ვესაუბრე. მისი აზრით, ქალის სილამაზე ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იკვებება და რამდენი საათი სძინავს. მას აქვს სასურველ ფორმაში ყოფნის რეცეპტი, რომელსაც ჟურნალ "გზის" მკითხველს უმხელს.

- თუ გახსოვს, როდის დაიწყე სარკის წინ ტრიალი?

- პრანჭიაობა ძალიან პატარამ დავიწყე. ბავშვობაში შემეძლო, მთელი დღე სარკის წინ ვმდგარიყავი. სხვათა შორის, ეს ჩვევა დღემდე მომყვება. მოკლედ, სარკესთან ვმეგობრობ (იცინის).

- ბავშვობაში დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა თუ გიყვარდა?

GzaPress- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მიყვარდა და როგორც კი დედა სახლიდან გავიდოდა, მაშინვე მის ფეხსაცმელებს ვიცვამდი და დავბაკუნებდი... როცა დედა შინ ბრუნდებოდა, ყოველთვის ხვდებოდა, რომ მთელი დღე მისი ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და მიბრაზდებოდა. თუმცა, ეს ჩვევა მაინც ვერ მომაშლევინა.

- იმას იცვამდი, რაც გინდოდა თუ დედას უჯერებდი?

- დედა სულ მეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, ბევრჯერ წავსულვარ სკოლაში ატირებული იმიტომ, რომ არ მინდოდა, თბილი რაღაცები ჩამეცვა, მაგრამ ჩემი ვერ გამიტანია.

- პირველად მაკიაჟი როდის გაიკეთე?

- 16 წლის ვიყავი, როცა "რუმიანა", ტუში წავისვი და მეგონა, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩემს ცხოვრებაში; ამით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი.

- დაახლოებით რა დრო გჭირდება თავის მოსაწესრიგებლად?

- თუ სახლში ვარ და გარეთ გასვლას არ ვაპირებ, დაახლოებით 45 წუთი მჭირდება თავი კომფორტულად რომ ვიგრძნო, მაგრამ თუ სადმე მივდივარ, მაშინ გაცილებით მეტი დრო მჭირდება თავის მოსაწესრიგებლად.

- ასეთ დროს მეუღლეს როგორი რეაქცია აქვს?

- როცა მეუღლესთან ერთად მივდივარ სტუმრად ან გასართობად, 1 საათით ადრე ვიწყებ მზადებას. ასე რომ, ლოდინი დიდხანს არ უწევს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ვასწრებ თავის მოწესრიგებას და ვაკო ცდილობს, ტანსაცმლის შერჩევაში მაინც დამეხმაროს (იცინის).

- სახის კანს როგორ უვლი? გაქვს რაიმე სილამაზის რეცეპტი?

- არანაირი სილამაზის რეცეპტი არ მაქვს. უბრალოდ, კანის დამატენიანებელ კრემს ვიყენებ.

- უპირატესობას რომელი ფირმის კოსმეტიკას ანიჭებ?

- დიორი, ბულგარი ლანკომე... იმას ვიყენებ, რაც კარგია. ამ მხრივ ექპერიმენტების ჩატარებას ვერიდები. იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, საჭიროა საღამოს ადრე დაძინება და დილით ადრე გაღვიძება. აუცილებელია ვარჯიში, ყოველდღე თუ არა, 2 დღეში ერთხელ, 45 წუთით მაინც და ყველაზე მთავარი: საღამოს 6 საათის შემდეგ საჭმელი აღარ უნდა მიირთვა. ისე, ამ რეჟიმით ცხოვრებას მხოლოდ ჰოლანდიაში ყოფნისას ვახერხებ. აი, თბილისში რომ ჩავდივარ, ღამის 12 საათზე ვიძინებ და კვირაში მხოლოდ ორჯერ თუ ვივარჯიშებ.

- საღამოს, როცა შენი მეუღლე ვახშმობს, შენ თავს როგორ იკავებ?

GzaPress- ვაკო ყოველთვის შუადღეს ბრუნდება შინ. როცა თამაში აქვს, მხოლოდ მაშინაა საღამომდე გარეთ, რაც არცთუ ისე ხშირად ხდება... სხვათა შორის, საღამოს 6 საათის შემდეგ ისიც ცდილობს, არაფერი ჭამოს. ერთმანეთს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში ვუწყობთ ხელს.

- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ვინ იქონია გავლენა?

- ვფიქრობ, დედამ. მას საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს. ბავშვობიდან ჩამჩიჩინებდა, რა მომიხდებოდა და რა - არა... დღესაც, როცა თბილისში ვარ, შინიდან ისე არ გავალ, დედას რომ არ ვკითხო: აბა, როგორ გამოვიყურები-მეთქი?

- ჰოლანდიაში საშოპინგოდ მარტო დადიხარ?

- როცა ბევრი რაღაცების შეძენას ვაპირებ, მეუღლესთან ერთად მივდივარ. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

- მის მიერ შერჩეული სამოსი ყოველთვის ემთხვევა შენს გემოვნებას?

- ვაკომ ჩემი გემოვნება ძალიან კარგად იცის. ხშირად ყიდულობს ჩემთვის სამოსსაც და სხვა საჭირო ნივთებსაც... მისი შერჩეული ყველაფერი მომწონს, არასდროს არაფერს ვუწუნებ.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- კლასიკური სტილი უფრო მეტად მომწონს. თუმცა, სპორტულადაც ვიცვამ ხოლმე.

- რას ნიშნავს შენთვის ბრენდული, ძვირად ღირებული სამოსი?

- ბრენდსა და ფასს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, მიხდებოდეს და მასში კომფორტულად ვგრძნობდე თავს.

- იმიჯის შეცვლას ხშირად ცდილობ?

GzaPress- ვერ ვიტყვი, რომ ეს ხშირად ხდება, მაგრამ მიყვარს ვარცხნილობის შეცვლა, ხანდახან მაკიაჟსაც განსხვავებულად ვიკეთებ. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.

- სამკაულები თუ გიყვარს?

- აქსესუარებს იშვიათად ვიკეთებ, უფრო მეტად - ზაფხულში. ამბობენ, სამკაული ქალს ამშვენებსო, მაგრამ მე დიდად არ მიყვარს.

- რომელია შენი საყვარელი სუნამო?

- ყველაზე მეტად FLOWERBOMB მომწონს.

- როგორი სურნელი აქვს - გრილი თუ ტკბილი?

- ტკბილი და ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს.

- ჩანთა და სათვალე შენთვის მნიშვნელოვანი აქსესუარია?

- ჩანთისა და სათვალის შერჩევას ყველაზე მეტ დროს ვანდომებ. სათვალეების კოლექციაც კი მაქვს.

- რამდენი სათვალეა შენს კოლექციაში?

- დაახლოებით - 17. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ვიყენებ. ზოგჯერ სათვალე მბეზრდება და ახლობლებსაც ვჩუქნი.

- როგორ უვლი თმას?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, თვეში ერთხელ თმაზე სპეციალურ მკვებავ ნიღაბს ვისვამ.

- სილამაზის სალონში ხშირად დადიხარ?

- არასდროს მომწონს სხვისი გაკეთებული ვარცხნილობა, მაკიაჟი. ვფიქრობ, თავად უფრო უკეთ ვიცი, რა მიხდება და რა - არა... თუმცა, ზოგჯერ მაინც მიწევს სილამაზის სალონში სიარული.

- ტატუ გაქვს?

- კი, მაქვს. მე და ჩემს მეუღლეს ერთნაირი ტატუ გვაქვს: ქორწინების თარიღი ამოვისვირინგეთ. ორივეს ძალიან მოგვწონს და ვფიქრობ, არასდროს მოგვწყინდება.

სოფო ჭონიშვილი