ქართული შატალო ამერიკაში და გიგი გაჩეჩილაძის 1-კვირიანი "პატიმრობა"
font-large font-small
ქართული შატალო ამერიკაში და გიგი გაჩეჩილაძის 1-კვირიანი "პატიმრობა"
პროფესიით დიპლომატია, მაგრამ პოპულარობა სამეჯლისო ცეკვებმა მოუტანა. ახლა სატელევიზო შოუებში ქორეოგრაფად მუშაობს და ბავშვებსაც ასწავლის.
შეხვედრაზე სიამოვნებით დამთანხმდა, ინტერვიუს დასაწყისში ცოტათი დაიძაბა, მაგრამ ბოლოს რუბრიკა იმდენად მოეწონა, მთხოვა, მისთვის დამატებით რამდენიმე კითხვა ინტერვიუს გარეშეც დამესვა.

პრეამბულის მაგიერ

- გიგი, ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?
- მიყვარს, მაგრამ მე განათლება ამერიკაში მივიღე, ქართული თემატიკის კითხვებით ადვილია, ჩამჭრა. ამერიკაში 11 წლისა წავედი, 2 წელში დავბრუნდი, ისევ მალე წავედი და 18 წლისა ვიყავი, რომ ჩამოვედი. იმ პერიოდში თბილისში დაძაბული სიტუაცია იყო. თუ სწავლობდი, კარგი ტიპი ვერ იყავი. რატომღაც ეს სტერეოტიპი "ბატონობდა". უმეტესად ქუჩაში ვიყავი, ბირჟას ვამაგრებდი, ცუდ წრეს ავყევი. ამერიკაში რომ ჩავედი, ჯერ ვცადე, იქაურებისთვის აქაური ცხოვრების წესი მომერგო. კლასელები შატალოზე წავიყვანე. ეს რა იყო, არც კი იცოდნენ. ამის გამო დამაპატიმრეს (იცინის).

- დაგაპატიმრეს?!

- (იცინის) ამდენი ბავშვი, სწავლის საათებში, ქუჩაში რომ დაგვინახეს, პიოლიციამ დაგვაკავა. ჯერ განყოფილებაში წაგვიყვანეს, მერე ჩვენს მშობლებს, სკოლას დაუკავშირდნენ და ყველანი სკოლის "ციხეში" მოვხვდით.

- "სკოლის ციხე" როგორი იყო?

- დილის 9 საათზე მიდიხარ, საღამომდე ზიხარ და მეცადინეობ. გასეირნების უფლებაც არა გაქვს. მხოლოდ საპირფარეშოში გასვლა შეგიძლია, ისიც მხოლოდ 2-ჯერ. ზედამხედველს ერთი მოძრაობაც კი არ ეპარება, გვერდით გიზის ადამიანი და ვერ ელაპარაკები. ასე 1 კვირა გაგრძელდა.

- როგორი იყო შენი თანაკლასელების რეაქცია, როცა შატალოზე წასვლა შესთავაზე?

- გაკვირვებულები მეკითხებოდნენ - რა გინდა? სად უნდა წავიდეთ? დარწმუნებული ვარ, თბილისში რომ დავრჩენილიყავი, დიდი ალბათობით, ცუდ გზას გავყვებოდი. მათემატიკაში ძალიან ძლიერი ვიყავი. ერთადერთი მოსწავლე ვიყავი, რომელსაც სკოლაში მინი-ბუსით მაკითხავდნენ და უმაღლესი მათემატიკის სასწავლებლად სხვა სასწავლებელში მივყავდი.

- პროფესიით ვინ ხარ?

- დიპლომატი ვარ, უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე, მაგრამ უკვე დამავიწყდა, რაც ვისწავლე.

- როგორი მკითხველი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ აქტიური მკითხველი ვარ. სტივენ კინგი ჩემი საყვარელი ავტორია. ყველა მისი ნაწარმოები წაკითხული მაქვს. მომწონს ნაწარმოებები, რომლებიც აზროვნებას გაიძულებენ. მარტივი და ბანალური ამბები არ მიზიდავს. ადამიანებიც ასეთები მომწონს - ცოტათი მოგიჟო ტიპებთან, არაორდინარულ ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესოა.

- დღეს მას შეყვარებულთა არისტოკრატიულ ცეკვას უწოდებენ, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ამერიკაში ევროპიდან ემიგრირებული ღარიბებისა და მონების ცეკვა იყო. პაპმა ბენედიქტე XV-მ ის აღვირახსნილ ცეკვად გამოაცხადა და აკრძალა. რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი?
- პასუხის 2 ვარიანტი მაქვს.

- მიგანიშნებ: ბუენოს აირესში ყოველ წელს ამ ცეკვის ფეტივალი იმართება, იქ არის მისი სახელობის მუზეუმი, რომელიც 2003 წელს გაიხსნა.

- ტანგო.

- დიახ. თუ გახსოვს, როდის აღნიშნავენ ტანგოს საერთაშორისო დღეს?

- არა.

- 11 დეკემბერს. ამ დღეს დაიბადა ტანგოს უბადლო შემსრულებელი, კარლოს გორდელი.

- საინტერესოა, დავიმახსოვრებ.

- მას კი ევროპულ ცეკვებს შორის ყველაზე მხიარულ ცეკვად მიიჩნევენ. ზოგიერთი "სიხარულის" ცეკვასაც კი უწოდებს. შექმნის თარიღად 1923 წელი ითვლება.

- კვიკსტეპი.

- ცეკვებთან დაკავშირებით კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ: ეს ცეკვა ევროპაში ცნობილმა ინგლისელმა პედაგოგმა, პიერ ლაველიმ შეიტანა. 1913 წლამდე ნიუ-იორკში ამ ცეკვას საერთოდ არ აღიარებდნენ. მერე კი ღამის კლუბები დაიპყრო.
- ვერ ვხვდები, რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი?

- მიგანიშნებ, მას "სულის გზას" უწოდებენ...

- ...(მაწყვეტინებს) რუმბა.

- დაასრულე მადამ დე სტალის ცნობილი გამონათქვამი: "როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმრავლესობა..." როგორი აღმოჩნდებაო?
- ქალს თვალებში არ უყურებს?

- მე გეკითხები, როგორი აღმოჩნდება?

- ვხვდები, ცუდი გაგებითაა ნათქვამი. შტერი?

- "...უწიგნური აღმოჩნდება ხოლმე".

- შეიძლება ითქვას, რომ გამოვიცანი. ჩემთვის მსგავსი საყვედური არავის არასდროს უთქვამს. ქალის თვალებში ყველაფრის ამოკითხვა შემიძლია.

- რომელ ყვავილს უწოდა ეკატერინე მეორემ ასკილი - მაღალი საზოგადოებიდან?

- ვაიმე, რას მეკითხები? დავითრგუნე.

- ნუ დაიძაბები, მარტივი კითხვაა. თუ დაფიქრდები, არ მგონია, პასუხის გაცემა გაგიჭირდეს.

- (პაუზის შემდეგ) შესაძლოა, ვარდს უწოდა, ასეა?

- რა თქმა უნდა. რომელი მეტია: 20-ის 25 % თუ 25-ის 20%?

- 20-ის 25%, არა?

- დაფიქრდი.

- ტოლია. დავიბენი, შენ კი ცდილობ, პასუხების გაცემაში დამეხმარო, მაგრამ მაინც დაძაბული ვარ.

- ქალის ფსიქოლოგია კარგად იცი?

- კი.

- მარჩელო მასტროიანი ქალები ფსიქოლოგიის კარგი მცოდნე იყო. მან ქალების შესახებ ყველაფერი იცოდა. თუ შვებულების გატარებას ზღვაზე მოისურვებდა, წინასწარ იცოდა, სანაპიროზე როგორი ქალი უნდა გაეცნო, რომ მერე დასვენების დღეები მასთან ერთად გაეტარებინა. რა ნიშნით ირჩევდა იგი ქალებს?
- მე რა ნიშნით ვირჩევ ვიცი, მაგრამ ის რა ნიშნით ირჩევდა?

- ყურადღება მიაქციე, შვებულების დღეები მასთან უნდა გაეტარებინა.

- ა, ყველაზე გაურუჯავს არჩევდა, არა?

- გამოიცანი. ახლა მითხარი, გოგოს შენ რა ნიშნით ირჩევ?

- ძირითადად ისე ხდება, რომ დასასვენებლად მარტო არ მივდივარ. საერთოდ, ზღვა მალე მბეზრდება, მდინარეში ბანაობა მირჩევნია. ამიტომ დასასვენებლად ხშირად მთას ვირჩევ. საქართველოში ბევრგან ვარ ნამყოფი, ხეტიალი მიყვარს, ზურგჩანთა, კარავი, კოცონი, ეს ჩემი სტიქიაა. ბუნება ძალიან მიყვარს, დიდი ენერგიით ვივსები.

- დროა, შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.

- (იცინის) ვერ წარმოვიდგენდი, ამ დაკითხვაზე თუ მოვხვდებოდი.

- ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ 2 თვით იკეტება, რატომ?

- ცხოველებს რომ მოუარონ? ეს სწორი პასუხი არ იქნება. სიცივის გამო? არც ამის გამო მგონია, დაკეტონ. ადამიანებს ძალიან რომ არ გაუშინაურდნენ? არ ვიცი, კიდევ რა ვიფიქრო?

- ცხოველებს დამთვალიერებლებისგან ასვენებენ. რომელ მხატვარს ეკუთვნის ყველაზე მეტი ავტოპორტრეტი?
- არ ვიცი.

- მისი 90 ავტოპორტრეტია ცნობილი.

- ვერ ვიხსენებ, არადა ძალიან ნაცნობი მხატვარია, ხომ?

- რუბენსი. ზოოფობია ეს არის შიში, ცხოველების მიმართ. იხტიოფობია - შიში თევზების მიმართ. რა არის გინეფობია?
- ეს შიში ყველა ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს?

- ეს შიში კაცებს აქვთ.

- გინეკოლოგიასთან ვაკავშირებ... ანუ ქალების მიმართ შიშია?

- გამოიცანი. შენ თუ გაქვს ფობია?

- მხოლოდ გველის მეშინია. ეკრანზე რომ ვხედავ, მაშინაც კი უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. გაურკვევლობის შიში მაქვს. მაგალითად, ლომს რომ შეხვდე, გათვლი, რომ შენკენ წამოვა, თავს დაგესხმება, გველი რომელი მიმართულებით გასრიალდება, ვერ გაიგებ, გაურკვევლად მოძრაობს, თან სახეზე ვერაფერს შეატყობ, არანაირი მიმიკა არა აქვს.

- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე", - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად - ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წლის განმავლობაში სარეცელი 122 წარჩინებულ ქალთან გაიყო. ის არასდროს ყოფილა მოძალადე, ყველა ქალს უყვარდა. სახელისა და სიმდიდრის ძიებაში თითქმის მთელი ევროპა მოიარა, იყო ჯარისკაცი, ბიბლიოთეკარი, მუსიკოსი. არაერთხელ იჯდა ციხეში. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?
- ცნობილი მექალთანე ვინ იყო? კაზანოვა?

- დიახ.

- ბოლო 2 კითხვა ყველაზე მეტად მომეწონა. ასეთები კიდევ მკითხე. მარჩელო მასტროიანზეც კარგი შეკითხვა იყო.

- თუ ღამის 12 საათზე კოკისპირული წვიმაა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 48 საათის შემდეგ კაშკაშა, მზიანი ამინდი იქნება?
- იმ შემთხვევაში, მთვარიანი ღამე თუ იქნება.

- გიგი, დაუფიქრებლად მპასუხობ.

- რატომ?

- 48 საათის შემდეგ, მზიანი ამინდი როგორ იქნება?

- ვაიმეე! როგორ დავიბენი. ჯერ ნუ დაამთავრებ, ერთიც მკითხე, რა?!

- სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ახალ თანამშრომლებს იღებდნენ. წინასწარი გასაუბრების შემდეგ, ყველას მისცეს კონვერტი, წარწერით - "გრიფით საიდუმლო" და სთხოვეს, რომელიღაც კაბინეტში წაეღოთ. ერთმა კანდიდატმა, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, გზად საპირფარეშოში შეიარა და კონვერტი გახსნა. დანარჩენებმა, პირდაპირ კაბინეტში მიიტანეს. რა ეწერა წერილში?
- არ ვიცი, "ხომ გითხარი, არ გახსნა"?

- უკან დაბრუნდით, თქვენ ჩვენთვის საინტერესო თანამშრომელი ხართ.

- ძალიან მაგარია.

- დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "ყოველთვის აპატიე შენს მტრებს, ამაზე მეტად მათ..."
- ვერ დავასრულებ.

- "...არაფერი აგიჟებთ".
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
19.09.2015
ასეთ კარგ ბიჩებს გიგის და გიორგისონათ სალომე.
ნატია
19.09.2015
მოცეკვავეები ყველაზე შტერები არიან
LALI
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი