"მის ხმაში ერთდროულად, მეტალი და სითბო იგრძნობა"
font-large font-small
"მის ხმაში ერთდროულად, მეტალი და სითბო იგრძნობა"
გამარჯვების 6-წლიანი მოლოდინი ლატვიის ქალაქ იურმალაში, ქართველი კოკურსანტის - ნუცა ბუძალაძის პირველ ადგილზე გასვლით დამთავრდა. სოსო პავლიაშვილისა და დუეტ "ჯორჯიას" შემდეგ, ნუცა ის შემსრულებელია, რომელმაც იურმალადან ქართველი მსმენელის გახარება შეძლო.
ენერგიული, დაუზარელი, თავდაჯერებული, - ასე ახასიათებენ ნუცას ის ადამიანები, ვინც მასთან ერთად წინასაკონკურსო პერიოდში მუშაობდა. ნუცამ ჟიურის ყველა წევრისგან უმაღლესი შეფასება - 11 ქულა მიიღო. ის კონკურსის პირველი დღიდანვე ლიდერი იყო.

საქართველოში ტრანსლაციას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტი მონაწილეობდა.GzaPress

"ვუსმენდი ნუცას და ძალიან ამაყი ვიყავი. ჩემი და რატის გამარჯვების სიხარული განმიახლდა. ეს საოცარი შეგრძნებაა", - ამბობს მომღერალი მაკა ზამბახიძე.
- არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა. 17 წლის გოგოსთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. კარგად შერჩეული რეპერტუარი, იმიჯი, არტისტიზმი - ყველაფერი დადებითი და კარგი იყო. მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ!

- ვიდრე გაემგზავრებოდა, მას შეხვდით, არა?
- კი. ქართულ სიმღერას ერთად ვარჩევდით, ვმსჯელობდით. მის წინასაკონკურსო სამზადისს აქტიურად ვადევნებდი თვალს.

- მისი რომელი გამოსვლა იყო შენთვის შთამბეჭდავი?
- ნუცას სამივე გამოსვლა მომეწონა. პირველ საკონკურსო დღეს კარგი სტარტი აიღო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. ძალიან მომეწონა მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა. როგორც ჩემი და რატის შემთხვევაში მოხდა, ნუცამაც ყველაზე დიდი ქულები ბოლო საკონკურსო დღეს მიიღო. იურმალადან ოთხშაბათს, გამთენიისას ბრუნდებიან და აეროპორტში უნდა დავხვდე. ზუსტად ვიცი, ახლა როგორ განცდებშია, როგორი ემოცია აქვს...

- შარშან სალომე ქათამაძესთან ერთად დუეტი "ჯორჯიაც" იყო. წელს რატომ არ გაემგზავრეთ?
- წელს განსხვავებული დაგეგმვა მოხდა. ისე, გულშემატკივრის როლში ყოფნა არანაკლებ აზარტულია.

- ჟიურის შეფასებებზე რას იტყვი? კირკოროვის 10-იანმა ბევრი ქართველი გულშემატკივარი გაანაწყენა.
- ჟიურის ვერაფერში დავადანაშაულებ. ჟიურიში განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს. ჩემი აზრით, ერთსულოვანი ჟიური იყო. კირკოროვის 10-იანს არ გავუღიზიანებივარ, მას ამის გამო ვერ გავაკრიტიკებ. ჩვენს დროსაც დაიწერა ასეთი ქულა და მახსოვს, აგუტინი ამის გამო ლამის, "გააციმბირეს". საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ნუცას კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ გამარჯვებას.

ნუცა ბუზალაძე 2 თვის განმავლობაში ვოკალში ნუცა ჯანელიძესთან ემზადებოდა.

- ნუცა ჩემთან ყოველ მეორე დღეს დადიოდა. ქართულ სიმღერაზე ერთად ვიმუშავეთ. დღეს ნუცას ხსენებაზე მეღიმება, სიამოვნებით და სიამაყით სავსე ვარ.

- პედაგოგის თვალით დანახული ნუცა ბუზალაძე როგორია?
- მას დიდი დიაპაზონის ხმა აქვს, ამ ხმაში ერთდროულად, მეტალიც იგრძნობა და სითბოც. ეს ბუნების დამსახურებაა, მაგრამ თანდაყოლილ ნიჭი თუ არ განავითარე, გინდ გქონია, გინდ - არა. ნუცას შრომა უყვარს, ეს მისი ღირსებაა, რაც საბოლოო ჯამში, საუკეთესო შედეგს გვაძლევს.

GzaPress- ძალიან ღელავდა?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განიცდიდა. ერთადერთი, რაზეც ყველაზე მეტად ნერვიულობდა, ფონოგრამის საკითხი იყო. მოგეხსენებათ, ფონოგრამა წინასწარ იგზავნება. ბევრი დეტალი თანხმდება. არ ვიცოდით, ქართული სიმღერა რომელ ფონოგრამაზე უნდა გვემღერა.

- სოფო ხალვაში რა ნიშნით შეირჩა?
- კონკურსის წესებში ცლილება შარშან შეიტანეს. მომღერალს თავის ქვეყნის ჰიტი კონკურსზე გასულ წინა რომელიმე შემსრულებელთან ერთად უნდა ემღერა. შარშან სალომე ქათამაძესთან ერთად დუეტი "ჯორჯია" გამოვიდა, წელს კი ნუცასთან ლელა წურწუმიამ სოფო ხალვაში დააწყვილა. ვფიქრობ, კარგი ტანდემი გამოვიდა. მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი და სოფო ხალვაში იურმალაში ძალიან უყვართ. "ჯორჯიას" იქ "ვარსკვლავიც" გაუხსნეს. ალბათ ნუცასაც გაუხსნიან. მინდა შემთხვევით ვისარგებლო, ნუცას და საქართველოს ეს გამარჯვება მივულოცო! მინდა, მადლობა ვუთხრა მსმენელს და ჟიურის წევრებს, რომელთა შორის "მამალი" რუსები იყვნენ. მამულიჩა ნუცას სულ ეუბნებოდა: იცოდე, გახსოვდეს, შენს უკან საქართველო დგასო. მაყურებელი ნუცას ყოველ გამოსვლას ოვაციით ხვდებოდა. ამ ადამიანებმა ნიჭი დააფასეს, პოლიტიკაზე მაღლა დადგნენ და ეს უდაოდ, დასაფასებელია.
თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი