"შამპანურს ის სვამს, ვინც გონივრულ სვლას აკეთებს" - გზაპრესი

"შამპანურს ის სვამს, ვინც გონივრულ სვლას აკეთებს"

ამბობს, რომ ამ ტელევიზიაში თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, საკუთარი არჩევანით კმაყოფილია.

- "მაესტროდან" წამოსვლის შემდეგ, ძალიან მალე სხვადასხვა ტელევიზიიდან და არა მარტო ტელევიზიიდან რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მივიღე, მათ შორის - "2030"-ის მთავარი პროდიუსერი, ვასილ მაღლაფერიძე დამიკავშირდა და გადაცემის წაყვანა შემომთავზა. მისი წინადადება ჩემთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა და ახლა საკუთარი არჩევანით კმაყოფილი ვარ.

- ვიდრე გადაწყეტილებას მიიღებდით, ბევრი იფიქრე თუ ვასილ მაღლაფერიძის წინადადება თავიდანვე მიმზიდველი იყო თქვენთვის?

- რა თქმა უნდა, ჯერ ვიფიქრე, ყველაფერი გავიაზრე, დავალაგე და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე.

- საერთოდ, რისკი გიყვართ?

- გაინტერესებთ, ასჯერ ვზომავ და ერთხელ ვჭრი თუ არა (იცინის)? ნათქვამია: ვინც რისკავს, შამპანურსაც ის სვამსო... თუმცა, ჩემი აზრით, ამ შუშხუნა სასმელს ის სვამს, ვინც კი არ რისკავს, არამედ გონივრულ სვლას აკეთებს. რისკის გარეშე ცხოვრება საინტერესო არ იქნება, მაგრამ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანს დაფიქრება მართებს.

- "2030"-ის ეთერში გასვლის შემდეგ საზოგადოებაში იყო დიდი მითქმა-მოთქმა, კრიტიკაც... ამ ყველაფერზე როგორ რეაქცია გქონდა?

GzaPress- ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია და ხედვა აქვთ. შესაბამისად, ვიცოდი, რომ შეფასებებიც არაერთგვაროვანი იქნებოდა. კრიტიკას ყოველთვის ვისმენ. ეს კი არ მაღიზიანებს, არამედ პირიქით - მეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო კარგად შევასრულო საქმე.

- ვინ არის ადამიანი, ვისი აზრიც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ითვალისწინებ?

- ჩემს ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანია, ვისი მოსაზრებაც მნიშვნელოვანი გახლავთ. მაგალითად, ოჯახის წევრები, მეგობრები. რა თქმა უნდა, მე და ის გუნდი, ვისთან ერთადაც ამ გადაცემაზე ვმუშაობ, საკუთარ შეცდომებს ვხედავთ და ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ, ხარვეზის გამოსწორებაზე ვფიქრობთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაყურებელი და მათი შეფასებაა.

- როგორ ფიქრობ, საზოგადოების რა ნაწილი იქნება თქვენი მაყურებელი?

- ის ნაწილი, ვისაც პოლიტიკა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიღმა არსებული მოვლენები აინტერესებს; ვისაც სურს, მოისმინოს ობიექტური აზრი ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებით.

- საზოგადოებაში იყო მოლოდინი იმისა, რომ ამ გადაცემის წამყვანი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, მაგრამ პირველსავე გადაცემაში ის სტუმრის სტატუსით იყო...

- ადრეულ ეტაპზე შესაძლოა, მართლაც განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანობა, მაგრამ ეს საკითხი "შიდა საუბარს" არ გასცდენია. მას შემდეგ რაც პროექტი ოფიციალურად დაიწერა და გადაცემის პროდიუსერებიც დასახელდნენ, როგორც წამყვანი, მესამე დღიდან ჩავერთე პროექტის მზადებაში და მსგავს თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა. თუმცა, პროექტის მზადების პროცესში მონაწილეობდა.

- თუ იცი, რატომ დაარქვეს გადაცემას "2030"?

- საზოგადოება "2030" დაფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. პროექტის მიზანი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოცილური მოვლენების სწორი ანალიზი გახლავთ. საზოგადოება "2030"-ს ჰყავს თანამშრომელთა საკმაოდ დიდი გუნდი (აქ 60-მდე კრეატიულად მოაზროვნე ადამიანი მუშაობს). შევეცდებით, მოსახლეობას მოვლენების სწორი ანალიზი შევთავაზოთ. რაც შეეხება გადაცემის სახელს - "2030" 2030 წელს უკავშირდება. ჯგუფს მიაჩნია, რომ ამ დროისათვის სავსებით შესაძლებელია, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარება ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს. თუმცა, ამ ეტაპამდე გარკვეული რთული ეტაპების გადალახვაა საჭირო.

- ალბათ, საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. როგორ იწყება შენი დილა?

- ჩემი დილა ძალიან სასიამოვნოდ იწყება, ჩემს ძალიან ლამაზ და პატარა გოგოსთან, კესოსთან ერთად.

- რა დროს უთმობ საკუთარი თავის მოვლას?

GzaPress- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. სამწუხაროდ, ნიღბებისა და მასაჟის გასაკეთებლად დრო არ მრჩება, ვერც ესთეტიკურ ცენტრებში სიარულს ვახერხებ.

- ხშირად გიწევს დიეტის დაცვა?

- ამას იშვიათად ვახერხებ. ყოველი ორშაბათიდან დიეტის დაცვას ვგეგმავ, მაგრამ არაფერი გამომდის, ცდუნებებს ვერ ვუძლებ (იღიმის).

- შვილთან ურთიერთობისთვის დრო გრჩება?

- დღის პირველ ნახევარს და მთელ საღამოს კესოსთან ერთად ვატარებ. შაბათ-კვირას ყოველთვის თავისუფალი ვარ და ვცდილობ, შვილი სადმე წავიყვანო, გავართო. მის გარეშე გატარებულ საათებზე ნეგატიურად თავად ვრეაგირებ. მინდა, სულ ჩემ გვერდით იყოს.

- შენს საეთერო იმიჯზე ტელევიზიაში ზრუნავენ. რამდენად ითვალისწინებენ შენს სურვილს მაკიაჟის გაკეთებისას ან კოსტიუმის შერჩევისას?

- რა თქმა უნდა, ჩემს სურვილს ყოველთვის ითვალისწინებენ. თავად უფრო კარგად ვიცი, რა მომიხდება და რა - არა.

- პირველი ტელეეკრანზე გასართობ გადაცემაში გამოჩნდი. მოგვიანებით, პოლიტიკური გადაცემის წამყვანის ამპლუაში გიხილეთ...

- ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, პოლიტიკური გადაცემა წამეყვანა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამბები ძალიან საინტერესოდ ვითარდებოდა და დღემდე ასეა: პოლიტიკაში მუდმივად რაღაც ახალი ხდება და ეს ჩემთვის საინტერესო სფეროა.

სოფო ჭონიშვილი