როდის ხდება მხიარულ მსახიობთან ურთიერთობა საშიში - გზაპრესი

როდის ხდება მხიარულ მსახიობთან ურთიერთობა საშიში

მაგალითად, არის ერთგული, მხიარული. ალბათ ამიტომაც, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მოხიბვლა არ უჭირს. ოცნებობს მოხვდეს "რიოს" კარნავალზე, საყვარელ ადამიანთან ერთად და როგორც ამბობს, - შარმიანი გოგონები მოსწონს.

- ჩემს ოჯახში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ დიდი სახლი გვაქვს და ერთმანეთს დისკომფორტს არ ვუქმნით, ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვაქვს. ჩემი ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, ძმა, რძალი, ძმისშვილები და მამიდა.

- მშობლები პროფესიით ვინ არიან?

- დედა სტომატოლოგია, მამა - ინჟინერი.

- როგორც ვიცი, დაც გყავს...

- დიახ, მყავს ერთი და, რომელიც ცალკე ცხოვრობს.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- ყველაზე მაგარი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული: მორიელები ყველაზე ძლიერები, სექსუალურები არიან (იღიმის) და რაც მთავარია, ამ ნიშნის ქვეშ უამრავი ცნობილი ადამიანია დაბადებული.

- საკუთარ თავს ძლიერი პიროვნებად მიიჩნევ?

- დიახ, სულიერად მართლაც, რომ ძლიერი გახლავართ... აი, რამდენად სექსუალური ვარ, ამას ვერ გეტყვით (იცინის)...

- ბევრი უარყოფითი თვისება გაქვს?

- (ფიქრობს) ბევრი - არა, მაგრამ არც უამისობას განვიცდი. ჩემი ყველაზე დიდი უარყოფითი თვისება რა არის? ფიცხი ვარ. უცებ "ავფეთქდები" და წონასწორობას იოლად ვკარგავ - ამ დროს განმარტოებას ვცდილობ, მარტო მყოფი გაცილებით ადვილად ვმშვიდდები...

- გაბრაზებას როგორ გამოხატავ?

- უფ... ვყვირი, ვიგინები, ვილანძღები და ა.შ. ისედაც მიყვარს უწმაწური სიტყვების ხმარება (ოღონდ - ხუმრობით), გაბრაზებული მით უმეტეს, არ ვერიდები ცუდი სიტყვების თქმას.

- შრომისმოყვარე ხარ?

- შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ. თუმცა, დილით ადრე ადგომა არ შემიძლია. ჩემი დილა 12 საათიდან იწყება.

- შენს კარგ თვისებებზე რას გვეტყვი?

- ვფიქრობ, ბევრი კარგი თვისება მაქვს. რაც მთავარია, მიტევება შემიძლია, ერთგული, პუნქტუალური და პირდაპირი ვარ...

- დეპრესიული პერიოდი თუ გქონია?

- მქონია: მხოლოდ ერთხელ, 2-წუთიანი დეპრესია მქონდა (იღიმის). თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დეპრესია ჩემგან შორს არის, პირიქით - ძალიან მხიარული ვარ.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ ალკოჰოლი მიყვარს. ყოველ პარასკევსა და შაბათს "იუდას ღამეებს" ვმართავ ხოლმე ანუ ბოლომდე ვერთობი.

- როგორი სიმთვრალე გაქვს? ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი შარიანი ხარ?

- კარგი სიმთვრალე მაქვს. ნასვამ მდგომარეობაში გართობა მინდება და თუ კლუბში ან ბარში ვარ, ვცეკვავ... ისე, ცოტა არ იყოს, შარიანიც ვარ და თუ ვინმემ ფხიზელს მაწყენინა, ზოგჯერ სიმთვრალეში მახსენდება.

- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ ბევრჯერ მყვარებია. პირველად საბავშვო ბაღში შემიყვარდა ძალიან ლამაზი გოგონა. მახსოვს, რომ ვაკოცე მასწავლებელი გამიბრაზდა და კუთხეში დამაყენა. ამის შემდეგ კიდევ იყო რაღაც გრძნობები, მაგრამ ისეთი სერიოზული, ქორწინებით რომ დაგვირგვინებულიყო, ჯერ არ მქონია.

- შენი აზრით, გოგონებს რით ხიბლავ?

- საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს იუმორითა და ჩემი კარგი განწყობილებით ვხიბლავ. როგორც გითხარით, არ ვარ დეპრესიული და უხასიათო. ყოველთვის ვცდილობ, ირგვლივ მყოფებს კარგი განწყობა შევუქმნა და მანდილოსნების გულს სწორედ ამით ვიგებ.

- თავად როგორი გოგოები მოგწონს?

- შარმიანები. რას ვგულისხმობ? შარმი ის არის, რაც ყველა ქალს არ აქვს. ერთი შეხედვით რომ მოგხიბლავს და დაგატყვევებს, ასეთები მომწონს.

- მანდილოსანს შენთვის სიყვარული თუ აუხსნია?

GzaPress- კი, მსგავსი რამ მომხდარა. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და მახსოვს, მისმა საქციელმა ძალიან გამაკვირვა, მაგრამ მესიამოვნა კიდეც. თინეიჯერი ვიყავი, ცოტა "თავშიც მიქროდა". წავედი და ეს ამბავი ძმაკაცს მოვუყევი.

- იმ გოგონას რა უპასუხე?

- არაფერი არ მითქვამს, უბრალოდ - გავუღიმე. არ მიყვარდა და ხომ არ ვეტყოდი: მეც მიყვარხარ-მეთქი? ახლა ამ ამბავს ტკბილად ვიხსენებ.

- ჭკვიანი და ძლიერი მანდილოსნები თუ მოგწონს?

- რა თქმა უნდა, მომწონს. როცა ქალი განათლებული, თავდაჯერებული და ძლიერია, ეს მას საინტერესოს ხდის. სუსტი და გაუნათლებელი ქალები გაუნათლებელ მამაკაცებს მოსწონთ.

- სადილის მომზადება შეგიძლია?

- სამზარეულოსთან დიდად არ ვძმაკაცობ, მაგრამ სახლში მარტო დარჩენილი შიმშილით თავს არ მოვიკლავ. თუ მოვინდომებ, ნამცხვარსაც გამოვაცხობ... მიზანდასახული ვარ და რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი გამომივა.

- შენმა მომავალმა მეუღლემ გემრიელი სადილების მომზადება აუცილებლად უნდა იცოდეს?

- თუ თავგადაკლული მზარეული არ იქნება, არა უშავს, მაგრამ ელემენტარული რაღაცების მომზადება კი უნდა იცოდეს.

- საკუთარი პერანგის დაუთოება გეხერხება?

- გაუთოებაზე ლაპარაკი კი ზედმეტია, პერანგის საკიდზე დაკიდებაც კი მეზარება. არც ჩემს ოთახს ვალაგებ და ამის გამო სახლში სულ ჩხუბია. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მინუსია.

- არ გიცდია, რომ ეს მინუსი პლუსად გექცია?

- როგორ არა, ვცდილობ, გამოვსწორდე, მაგრამ "გადარბენების" გამო, ამას ვერ ვახერხებ.

- ანუ დაოჯახების შემდეგ, მეუღლეს მოუწევს შენი ნივთებისა და სამოსის მოწესრიგება?

- აჰა, თურმე რა გინდოდა, გეკითხა... არა, ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. ცოლ-ქმარი ერთმანეთს მხარში უნდა ამოუდგეს და საქმეც გაინაწილონ. ასე რომ, მომავალ მეუღლეს არ დავჩაგრავ. ისე, დრო მაქვს და ვიდრე ცოლს მოვიყვან, მანამდე იქნებ ვისწავლო კიდეც საოჯახო საქმეები.

- ბუნებით ევროპელი ხარ თუ აზიატი?

- სულით და გულით "ევრაზიელი" ვარ. ჩემში რაღაცნაირად შერწყმულია ევროპაც და აზიაც.

- მომავალ მეუღლეს ჩაცმის სტილს თუ გაუკონტროლებ?

- ყველამ ისე უნდა ჩაიცვას, როგორც მოსწონს და რაც მოუხდება. არ მივეკუთვნები მამაკაცთა იმ კატეგორიას, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქალს მოკლე კაბა თუ აცვია, მისი საქმე წასულია...

- ქართული ტრადიციები მოგწონს? მაგალითად, საქორწილო სუფრა?

- ჩვენებურიც მომწონს, მაგრამ უპირატესობას - ევროპულ ქორწილებს ვანიჭებ. ძალიან მომწონს ევროპული ხელის მოწერის ტრადიცია და სუფრაც.

- საჭიროების შემთხვევაში, რჩეულის ხელის სათხოვნელად, მის მშობლებთან თუ მიხვალ?

- რატომაც არა?! ამაში სამარცხვინო არაფერია.

- ნიშნობის ტრადიციაზე რას იტყვი?

- ვერ გეტყვი, რომ მომწონს.

- შენმა მომავალმა მეუღლემ მზითევი უნდა მოიტანოს ოჯახში?

- (იცინის) ამ ტრადიციაზე ბევრს ვღადაობ. იცი, რა, ეს მზითევია თუ რაც ჰქვია, ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ვფიქრობ, ესეც "გრუზინული" ტრადიციაა, რაც, რაღა დაგიმალო და არ მომწონს.

- საქორწილო მოგზაურობაში რომელ ქვეყანაში წახვიდოდი?

- იტალიას და ბარაზილიას ავირჩევდი. ჩემი ოცნება "რიოს" კარნავალზე მოხვედრაა.

- რჩეულთან ერთად?

- არა აქვს მნიშვნელობა, მეუღლე იქნება თუ შეყვარებული - საყვარელ ადამიანთან ერთად ამ კარნავალზე მოხვედრა "გამისწორდებოდა".

- რამდენი წლის ხარ?

- 28-ის.

- მშობლები ხშირად გახსენებენ, რომ დროა, დაოჯახდე?

- ხშირად არა, მაგრამ მეუბნებიან ხოლმე: დროა, ცოლი მოიყვანოო.

სოფო ჭონიშვილი