კოტე თოლორდავას "დაგვიანებული" ინტერვიუ - მსახიობი უჩეულო რაკურსით
font-large font-small
კოტე თოლორდავას "დაგვიანებული" ინტერვიუ - მსახიობი უჩეულო რაკურსით
ეს ინტერვიუ კოტესა და განოსთან რამდენიმე ხნის წინ ჩავწერე სამუშაო დღის ბოლოს, გახმოვანებიდან გამოსული, სათათბირო ოთახში შევიპატიჟე და ვინაიდან ინტერვიუ "გურმანის" რუბრიკისთვის იყო განკუთვნილი, კულინარიასა და გემრიელ კერძებზე ვისაუბრეთ...
კოტე თოლორდავას იმდენად ახლოს არ ვიცნობდი, რომ მის პიროვნულ თვისებებზე რაიმე გამორჩეული ვთქვა, თუმცა, დამახასიათებელი ხმის ტემბრის მქონე ამ ძალზე ნიჭიერ არტისტს, გულღია და თავისუფალი ბუნების წყალობით, ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება მალევე შეეძლო და მასთან კონტაქტის დასამყარებლად ხანგრძლივი ურთიერთობა სულაც არ იყო საჭირო. ხალხის დიდ სიყვარულს რომ იმსახურებდა, ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა სოციალურ ქსელში კოტე თოლორდავას დაღუპვის ამბის გავრცელებისთანავე, მეგობრები, ნაცნობები თუ მისთვის სრულიად უცნობი, ყველა ასაკის ადამიანები მის ფოტოებს, ინტერვიუებს, ვიდეოებს აზიარებდნენ და უდიდეს გულისტკივილსა და სინანულს გულწრფელად გამოხატავდნენ. ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობის გარდაცვალებით გამოწვეული "სოციალური გლოვა" აშკარა და ძალზე თვალში საცემი იყო - კოტე თოლორდავამ მართლაც, ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული... ბოლოს, ის მოსკოვში გაფრენის წინადღეს, "პალიტრის" ფოიეში ვნახე, ერთმანეთს ღიმილით მივესალმეთ და შენობიდან გავიდა...

GzaPress...ამ ინტერვიუს ასეთი შესავალი ჰქონდა: "მსახიობი კოტე თოლორდავა კარგი კულინარიული მონაცემებით გამოირჩევა და როცა დრო აქვს, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის რაიმე ორიგინალურსა და გემრიელს სიამოვნებით ამზადებს, ამიტომ გადავწყვიტე, კოტეს მეუღლესთან - განო მელითაურთან ერთად, ამჯერად სწორედ ამ თემაზე გავსაუბრებოდი"...

ახლა კოტე ჩვენ გვერდით აღარაა და ჟურნალის გამოსვლის დღეს მას მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენებენ... მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ რუსეთში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, ჟურნალის წინა ნომერში დაიბეჭდა... ორ დღეში კი მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ. ამჯერად, კულინარისთვის მიძღვნილი შინაარსის ინტერვიუს იმიტომ ვბეჭდავთ, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იქნება, რომლის გამოქვეყნებაც მის სიცოცხლეში ვერ მოვასწარით:

- ვთვლი, რომ საკმაოდ გემოვნებიანი და გურმანი ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, გემრიელი კერძების კეთება მესწავლა და საკუთარი თავისთვის მომემზადებინა. პირველ რიგში კი მიხარია, როცა ამით ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვასიამოვნებ. როცა საჭმელს ვამზადებ, მისი დაგემოვნება მათთვის ნამდვილი დღესასწაულია ხოლმე. იდეაში, ეს ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო, რაც განო ჩემი მეუღლე გახდა. პირველად, 13-14 წლის ასაკში გამიჩნდა საჭმლის მომზადების სურვილი, როცა ჩემი ქვეყნისგან შორს - გერმანიაში აღმოვჩნდი, იქაურ სკოლაში ვსწავლობდი. ორმაგი განცდა მეუფლებოდა - ჩვენი საკვები მენატრებოდა, თან ახალი არომატების გაჩენამ, ამ ორი კულტურის შერწყმის სერიოზული მოთხოვნილება აღძრა ჩემში. ბევრმა ფიქრმა, დრომ, წლებმა თავისი ქნა, ამას ახალი სიყვარული, მეუღლე დაემატა და ასე ვისწავლე.

ქართული კერძები და თბილისის მოედანი ზაარბრიუკენში

- იმ რეჟიმის გამო, როგორშიც გერმანელები ცხოვრობენ, ძირითადად, ჰამბურგერები, ბუტერბროდები, კონტეინერებში ჩადებული საჭმელი იყო. გერმანიასა და საერთოდ, ევროპას ის პლუსი აქვს, რომ იქ ბევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია და აქედან გამომდინარე, მათ სამზარეულოსაც ვაგემოვნებდი. იტალიელი მეგობარი მყავდა, რომლის მშობლებსაც იქ პიცერია ჰქონდათ გახსნილი და რა თქმა უნდა, ხშირად დავდიოდით, იქ უგემრიელესი პიცა იყო. თურქები, პოლონელები და სხვა ეროვნების მეგობრებიც შევიძინეთ. ზაარბრიუკენიდან ოთხ საათში საფრანგეთში, პარიზში შეგვეძლო გადასვლა და ამ ყველაფერმა, ხალხთან ურთიერთობამ, სხვადასხვა საკვებისადმი სიყვარული გამიჩინა. საქართველოდანაც მიმქონდა რაღაცები, შებოლილი სულგუნი, ხიზილალა. სხვათა შორის, ხიზილალა იქ ისეთი ძვირი ღირდა, რომ მე მილიონერი და ძალიან შეძლებული ოჯახის შვილი ვეგონე (იცინის). ქართული კერძების შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. ზაარბრიუკენი და თბილისი დაძმობილებული ქალაქები არიან, იქ თბილისის მოედანია და რამდენიმე ქართული კაფე-ბარიც არის, სადაც ქართული კერძების გასინჯვა შეიძლება, მაგალითად - ხინკლის. სხვათა შორის, ტყემალი და საწებელი უფრო მოსწონდათ.

კოტეს საფირმო კერძი

GzaPress- "ხორცისტი" ვარ და მისგან მომზადებული კერძები ძალიან მიყვარს. შესანიშნავად ვამზადებ სტეიკს, შამპინიონის სოუსით. რეცეპტებს არ ვიწერ, ყველაფერს თვალის ზომით ვაკეთებ ხოლმე, თან ვაგემოვნებ და მერე მიიღწევა ის შეუდარებელი გემო, რაც ჩემს კერძებს ახლავს თან. ბევრი სოკო, ცოტა ხორცი და ზემოდან მოხეხილი შვეიცარიული ყველი - უგემრიელესია.

განო:

- როცა ეგოისტურად არ აკეთებს და მე მიკეთებს, ძალიან გემრიელია და როცა თავისთვის იკეთებს, იმას ვერ მივირთმევ, ისეთი მწარეა. მართლა კარგად ამზადებს და მისი გაკეთებული თითქმის ყველა კერძი მიყვარს.

- თქვენ როგორი კულინარი ხართ?

- იშვიათად მიწევს, მაგრამ როცა ვაკეთებ, კოტეს მოსწონს. კოტეს ბავშვობაში ძალით რომ აჭმევდნენ, მას შემდეგ, წვნიანი არ ჰქონდა ნაჭამი და რამდენიმე დღის წინ, ჩემი გაკეთებული "ბორშჩი" რომ გასინჯა, ძალიან მოეწონა.

კოტე:

- ასეთი გემრიელი წვნიანი არასდროს გამისინჯავს და გამოვაცხადე, რომ ამის შემდეგ, "ბორშჩს" აუცილებლად შევჭამ ხოლმე.

განო:

- ურთიერთობა გვაქვს განსაკუთრებული, ერთმანეთის რჩევებს ვითვალისწინებთ და კოტემ იცოდა, რომ გამიხარდებოდა, თუ გასინჯავდა და ალბათ ამიტომაც მოიწონა, თორემ დიდი კულინარობით ვერ გამოვირჩევი (იცინის).

კოტე:

GzaPress- ცრუობს, როგორ არ გამოირჩევა, უბრალოდ, ამისთვის საკმარისი დრო არ გვაქვს. საერთოდ, ევროპული სამზარეულო მიყვარს, ფრანგული და იტალიური. ქართული სამზარეულოც საკმაოდ დახვეწილია და ზოგადად, ვთვლი, რომ ყველა ქვეყნის სამზარეულოშია რაღაც განსაკუთრებული, დელიკატესები, რითაც ის გამოირჩევა. ის, რაც მე მიყვარს - ხორცი, სოკო, ნაღები, - მაინც უფრო ფრანგებისა და იტალიელების თემაა, ფანტასტიკურად ამზადებენ.

- სალათების მომზადება თუ გეხერხებათ?

- სალათების მომზადებაში განო აშკარად მჯაბნის და შესანიშნავი ხელიც აქვს. საჭმელებს ხშირად რომ აკეთებდეს, ამაზე კარგი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი ცხოვრების სტილიდან და რეჟიმიდან გამომდინარე, სახლში ვერ ვიკვებებით, ძირითადად, გარეთ ვჭამთ და ამიტომაცაა, რომ როცა სამზარეულოში ვფუსფუსებთ, ჩვენთან დღესასწაულია, მთელი ოჯახი ერთად ვართ, ბავშვებიც იქ ტრიალებენ, ხალისით გვეხმარებიან და ყველანი ბედნიერები ვართ.

სასმლის თემა

- ამტანი ვარ.

განო:

- გააჩნია, რა ხასიათზეა, როცა სვამს. დილიდან ღამემდე სმა არ ახასიათებს, მაგრამ სუფრაზე ან კლუბში ცოტ-ცოტა კონიაკს, მაგარ სასმელებს უფრო მიირთმევს ხოლმე, ვიდრე - ღვინოს. ქართული გაგებით, მოქეიფე ტიპი არ არის.

- როგორი სიმთვრალე აქვს?

- მხიარული, შემოქმედებითი, ცეკვავს და ერთობა ხოლმე, მაგრამ გააჩნია...

- კოტე, როგორი თამადა ხართ?

განო:

- კატასტროფა.

კოტე:

- გააჩნია ხასიათს. ხასიათის კაცი ვარ დალევასთან მიმართებაში. თამადა ხელში ჭიქას რომ დაიჭერს, იქ უნდა იშვას ნაირ-ნაირი სადღეგრძელოები და მე ეს მომენტი არ მაქვს; თუ არ იშვა, მერე საშინელებებს ვიწყებ, რასაც შეიძლება, გაუგებრობები მოჰყვეს და მოკლედ, ჯობია, არ ვითამადო ხოლმე (იცინის). სერიოზულად არასდროს მითამადია, გავურბივარ, თუმცა, არ მგონია, ზოგადად, ცუდი თამადა ვიყო.

ტკბილეული

- ბებიაჩემი ძალიან გემრიელ რაღაცას აკეთებდა ხოლმე, ვაფლებს ფენა-ფენა დადებდა და შუაში მოხარშულ შედედებულ რძეს უსვამდა, რომელსაც კარაქთან ერთად თქვეფდა. სხვანაირი ვაფლები იყო, ჩემს ბავშვობაში იყიდებოდა, კომუნისტების დროს. ახლა ისეთი არც შემხვედრია სადმე და მაგ ვაფლს სადმე თუ მიშოვით, სიამოვნებით გავაკეთებ (იცინის).

- მეგრული საჭმელების კეთება გეხერხებათ?

GzaPress- არა, კეთება არ ვიცი, მაგრამ ჭამა - მშვენივრად. მეგრული კერძები ძალიან მიყვარს, საერთოდ, ცხარე საჭმელები, მაგალითად, კუპატი და ა.შ. კარგ ელარჯსა და ღომს რა სჯობია, შებოლილ სულგუნს რომ ჩადებ და ჩადნება შიგნით, დიდებულია. საჭმელი მიყვარს, მაგრამ ისევ და ისევ ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, კვების კულტურა არ მაქვს სწორი. შეიძლება, ფეხზე დამდგარმა სწრაფად შევჭამო რამე და გავიქცე, როცა ის საკვები ნელ-ნელა და გემრიელად უნდა დააგემოვნო, კუჭში კარგად ჩავიდეს, ტვინმა მიიღოს და ა.შ. მე კი სად მაქვს მაგის დრო, ტვინმა და მუცელმა მიიღოს რამე (იცინის).

დიეტა

- კი, მაგ დღეში ხშირად ვარ. ამ ბოლო დროს, ერთ წონაზე დავდექი, თორემ ისეთი პერიოდებიც მქონდა, როცა მომატებული ვიყავი. რუსებთან ფილმის გადაღება იწყებოდა და გადავწყვიტე, ცოტა გავმხდარიყავი და ჩემმა მეუღლემ შესანიშნავი დიეტა შემომთავაზა - ე.წ. "უგულავას დიეტა" და მართალია, ორ კვირაში 15 კილოგრამი დავიკელი, სამაგიეროდ, მერე ერთ თვეში ორი იმდენი მოვიმატე, ბევრს ვჭამდი. ვისაც საოფისე ცხოვრების წესი აქვს, მათთვის ზედგამოჭრილია, მაგრამ მე გიჟურად ვცხოვრობ.

- საკვების შეზღუდვა ხასიათზე მოქმედებდა?

- ბუნებრივია. მართალია, მაგ პერიოდში "ნერვული შეტევებიც" მქონდა (იცინის), მაგრამ მაინც დავიცავი, არც გარშემო მყოფებისთვის მიგრძნობინებია ჩემი ცუდი განწყობილება. "ვსიუ ჟიზნ ბიტ ვ მასკე, მოია სუდბა".
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
23.04.2015
იქნებ მიხვდეთ რომ უხერხულია,სამარცხვინოა გარდაცვლილზე ასე ლაპარაკი..........და სულაც არ არის ჩვენი საქმე ,როგორ გარდაიცვალა.......ყველას გვატკინა გული....
სოფია frozen blood_s
18.04.2015
ვარსკვლავი იყო ბუნებით და ასეთი სიკვდილი არგუნა უფალმა.დიდი სიყვარული გაიყოლა ყველასგან გაანათლოს ღმერთმა
Mარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი