სოფო გელოვანი "აფხაზეთის" სოლისტი გახდა
font-large font-small
სოფო გელოვანი "აფხაზეთის" სოლისტი გახდა
"ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქს ხშირად ვსტუმრობ"
"თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. საკუთარ ცრემლს არ დაგანახებს.

თუ მტირალა ვერძი ნახეთ, იცოდეთ, ის გულშია დაჭრილი. მასავით არავის სჯერა სასწაულების. ძალიან უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. მისი ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ იმდენად უსაზღვროა, თავგანწირვასაც კი უტოლდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ ვერძს. ეს კი მომღერალ სოფო გელოვანის ზოდიაქოს ნიშანია.

- ძაღლის წელში დაბადებული ვერძი ვარ. რომ ვთქვა, ასტროლოგიით გატაცებული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება. არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც ყოველდღიურ ჰოროსკოპს ეცნობიან და დღეს წაკითხულის მიხედვით გეგმავენ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ხარ. ეთანხმები?
- კი. შრომა ნამდვილად არ მეზარება.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

GzaPress- უსამართლობას რომ ვხედავ, ძალიან ვღიზიანდები. საკუთარ ემოციას, აზრს ყოველთვის ხმამაღლა გამოვხატავ. ამ დროს ჩუმად ყოფნა არ შემიძლია.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- მგონი, არის (იცინის). ისეთი მიამიტი არ ვარ, რომ პატარა ეშმაკობები მაინც არ მეხერხებოდეს. დიდი დოზით არ მაქვს.

- "წყენას ადვილად ივიწყებს; საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".

- მართალია, წყენას ვივიწყებ. ადამიანს, რომელიც გულს მატკენს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ საკუთარ საქციელზე დაფიქრდება, მიხვდება, რომ შეეშალა, ამას აღიარებს და პატიებას მთხოვს, - ასეთ დროს ადამიანს როგორ შეიძლება, არ ვაპატიო?

- თუ შეცდომას არ აღიარებს?

- არ დამავიწყდება.

- ამის გამო ადამიანი დაგიკარგავს?

- არა. ეს ძალიან მტკივნეული იქნება.

- ის საკუთარ ცრემლს არ დაგანახებს; თუ მტირალა ვერძი ნახეთ, იცოდეთ, გულშია დაჭრილი".
- მართალია, საკუთარ პრობლემებზე სხვებთან ლაპარაკი არ მიყვარს. წუწუნა არ ვარ. პრობლემებზე მეგობრებთანაც კი მოზომილად ვლაპარაკობ. მე ყველას ვუფრთხილდები.

- "ჟინიანი, გულღია და ღიმილით სავსეა".

- ღიმილი მიყვარს, გულღია ყველასთან არ ვარ. მით უმეტს, რაც გავიზარდე, ადამიანების შეცნობა ვისწავლე. სანამ პიროვნებას მივენდობი, მანამდე კარგად ვაკვირდები.

- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".

- სასწაულების, რა თქმა უნდა, მჯერა. ყველაფერი უფლისგან მოდის. დედაჩემის მამა ყველასგან გამორჩეულად და ყველაზე მეტად მიყვარდა. ბაბუასთან ბევრ დროს ვატარებდი. 9 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ეს ამბავი, გარკვეული ხნის განმავლობაში, ჩემთვის არ გაუმხელიათ. ერთ ღამეს წმინდანი დამესიზმრა, რომელმაც მითხრა, შენი საყვარელი ბაბუა ჩემთან იქნება, შენ არ ინერვიულოო. რომ გავიღვიძე, სიზმარს მოვყევი. ბუნებრივია, რაც მოხდა, მერე გამიმხილეს, მაგრამ ტრაგედია თითქოს სიზმარმა გადამატანინა, ძალიან მანუგეშა... ეს სიზმარი დღემდე მახსოვს, როგორც ცხადში მომხდარი ამბავი და ის ემოციაც ალბათ არასდროს დამავიწყდება.

- კათოლიკოს-პატრიარქთან გადაღებულ ამ ფოტოზე რას იტყვი?

- ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის პატივი ხშირად მაქვს. ისე მამშვიდებს, ისეთ განწყობა "მოაქვს", არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოგცე. რომ ვმღერი, მოსმენაც კი სხვანაირი იცის. ძალიან უყვარს მუსიკა. ხშირად მეუბნება, აბა, დაუკარი, მიმღერეო. ბედნიერი ვარ, რომ მის უწმინდესობას ხშირად ვსტუმრობ.

- "იმ ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება, ურჩევნია, ის თავად მოინადიროს".
GzaPress- ჩემზე მებრძოლი ადამიანები მინახავს. მიზანს რომ დაისახავენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სასურველ წერტილამდე მივიდნენ. ასეთი მებრძოლი ნამდვილად არ ვარ. მუდმივად მჭირდება ადამიანი, რომელიც მიბიძგებს, რომელიც მიმითიტებს, გამამხნევებს... ამას ჩემი მეუღლე აკეთებს, მხარში მიდგას.

- "მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის: ბავშვური გულუბრყვილობა და აგრესია, ბრძოლისუნარიანობა და გულწრფელობა".
- გააჩნია მდგომარეობას, ყველა ეს თვისება ჩემში რაღაც დოზით არის. ზოგჯერ უეცრად "ვფეთქდები".

- ეს როდის ხდება?

- საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაშინაც კი საკუთარ თავზე კონტროლს არ ვკარგავ. შეიძლება, ენამ წინ გამისწროს, რაღაც ისეთი ვთქვა და მერე ვინანო.

- ხიფათიანი ადამიანი ხარ?

- არა.

- "მას აქვს უნარი, ნებისმიერი კრახისა და ფიასკოს შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".

- მართლა?.. კარგია, როცა ადამიანს ამის უნარი აქვს. ჩემს შემთხვევაში შემიძლია გითხრა, რომ ჯერ ცხოვრებაში ფიასკო არ განმიცდია, მძიმე დაცემა არ მქონია, ისეთი, რომ გავენადგურებინე, და დიდი სტრესი მიმეღოს. მადლობა უფალს ამისთვის!

- "კეთილი ადამიანია, მისი ნდობა შეიძლება".

- ეს ჩემმა ახლობლებმა უნდა თქვან. მგონია, რომ კარგი მეგობარი ვარ, სანდო და ერთგული.

- შორსმჭვრეტელი თუ ხარ?

- არა. გადაწყვეტილებებსაც იმწუთიერი ემოციის მიხედვით ვიღებ. მერე რა იქნება, რა მოხდება - ამაზე ნაკლებად ვფიქრობ.

- მოუსვენარი ხარ?

- კი. ერთ ადგილზე დიდი ხნით გაჩერება ძალიან მიჭირს, ვერ ვისვენებ. დიდი ხნით სახლში გაჩერებაც კი არ შემიძლია. უნდა გავიდე, საქმით დავკავდე.

- "ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს".

- არის ხოლმე მომენტები, როცა ვჯიუტდები, მაგრამ "უკიდურესი" ცოტათი მკაცრი შეფასება მგონია.

- დღის საათებში ხარ დაბადებული თუ ღამით?

- დილით.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ დღისით დაბადებული ძაღლი გაცილებით წყნარი და მშვიდია, ვიდრე ღამის საათებში დაბადებული...
GzaPress- მართლა (იცინის)? აგრესიული და შემტევი არ ვარ.

- "შეუძლია, კომფორტის გარეშე იცხოვროს, მაგრამ ფული თუ დასჭირდება, სხვაზე უკეთ იშოვის".
- კომფორტი თუ გაქვს, კარგია, მაგრამ ჩემთვის არც უკომფორტობაა დიდი ტრაგედია. სულიერი კომფორტი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე - მატერიალური. უფულობა ხასიათს არ გამიფუჭებს.

- პასუხისმგებლობის გრძნობა რამდენად გაქვს განვითარებული?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გრძნობა ჩემში ჭარბი დოზითაც კი არის და ხანდახან მაწუხებს. საქართველოში, როგორც წესი, შეხვედრებზე ყველა იგვიანებს. მსგავსი რამ არ მჩვევია, უპასუხისმგებლობა არ შემიძლია. მირჩევნია, დროზე ადრეც კი მივიდე და დაველოდო, ვიდრე დამაგვიანდეს. ამ მხრივ მოწესრიგებული ადამიანი ვარ.

- ფიცხი ხარ?

- ნაკლებად.

- "გულის სიღრმეში თვლის, რომ მისი გაგება ნაკლებად შეუძლია ვინმეს".

- შესაძლებელია, ყველას ჩემი არ ესმოდეს, მაგრამ ახლობელ ადამიანებთან ამის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, არც არასდროს მქონია.

- "მისი ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ იმდენად უსაზღვროა, თავგანწირვასაც კი უტოლდება".
- სიყვარულზე შეყვარებული ადამიანი ვარ. ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სიყვარული ერთგულებაცაა. უსიყვარულოდ არ შემიძლია, ვერ გავძლებ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი