ნათია წიწილაშვილის კულინარიული ექსპერიმენტი - გზაპრესი

ნათია წიწილაშვილის კულინარიული ექსპერიმენტი

სულ მალე ახალი კომედიური ფილმის გადაღებებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაემგზავრება. პარალელურად, ის სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა...

მსახიობი თავს მეტ-ნაკლებად გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევს.

- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ ან რამ იქონია?

- ალბათ - იმ პერიოდმა, როცა შინ "ფეშენ თV"-ს ვუყურებდი ხოლმე.

- შენი აზრით, ჩაცმულობით ადამიანის განათლების დონის განსაზღვრა შესაძლებელია?

- არა მგონია. შეიძლება, განათლებულმა ადამიანმა უგემოვნოდ ჩაიცვას და პირიქითაც ხდება: ზოგს 2 წიგნი არ აქვს წაკითხული, მაგრამ გემოვნებით აცვია (იცინის). უხეშად ნათქვამი გამომივიდა, მაგრამ - ფაქტია.

- თავდაჯერებული როგორ სამოსში ხარ?

GzaPress- იცი, რა მჭირს? რაღაცა თუ ძალიან მომწონს, ამოვიჩემებ ხოლმე. ეტყობა, ისე კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ მასში თავს, რომ ერთი და იგივე სამოსი დიდხანს მაცვია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მთავარია, სამოსი კომფორტული იყოს... ვფიქრობ, რაღაც დოზით ადამიანი მოდას უნდა მისდევდეს. ისე კი შემიძლია, მაშინაც ძალზე თავდაჯერებული ვიყო, როცა მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია და მიჭერს. ვერანივ გაიგებს, რომ იმ ფეხსაცმელში ნეკა ან ცერა თითი მტკივა.

- "ამოჩემებულ" ტანსაცმელებს შორის როგორი სტილი ჭარბობს?

- ძირითადად - ჯინსის შარვლები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მომწონს. ჩაცმისKკონკრეტული - სპორტული ან კლასიკური სტილი არ მაქვს. ძირითადად, სამოსს ერთმანეთს ვუხამებ - სხვადასხვა სტილის ნაზავი მაცვია. ვცდილობ, სადად, კომფორტულად და ელეგანტურად მეცვას.

- ნათია, შენ მიერ განსახიერებული პერსონაჟებიდან განსაკუთრებულად რომელი მოგწონს?

- იმდენი გმირი არ განმისახიერებია, რომ რომელიმე ავარჩიო, მაგრამ თამთას დაგისახელებ - "ჩემი ცოლის დაქალებიდან". ალბათ, ეს პერსონაჟიYყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს, რომ ბევრი დამცირების მიუხედავად, ეს გოგო მაინც "ფეხზე დგას".

- შენ მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანებისადმი თავად როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- სხვათა შორის, არც მე მსიამოვნებს, როცა ვინმე რაიმე ცუდს ან ჭორს იტყვის. თუმცა, ამ საკითხს არ ვუღრმავდები. ადამიანმა ყველაფერზე თუ იფიქრე და ეს ყველაფერი ძალიან განიცადე, შეიძლება, საგიჟეთშიც ამოყო თავი (იცინის). რომ გითხრა, ჩემ შესახებ ბევრი ცუდი გამიგონია-მეთქი, მოგატყუებ. რაღაცები იყო, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.

- როგორი როლის შესრულებას ისურვებდი?

- კონკრეტულად რამე როლზე არ მიფიქრია, მაგრამ რატომღაც, ისე გამოდის, რომ სულ ქერა, "პუპსიკი" გოგოს როლს ვასრულებ. ამ მხრივ, თითქმის ჩემი ყველა პერსონაჟი ერთმანეთს ჰგავს და ყველა კომიკურია. ამიტომ, ცოტა სერიოზულ, დრამატულ როლს ვისურვებდი. საკუთარი თავი ასეთ ამპლუაშიც მაინტერესებს.

- კარგა ხანს განებივრებული გოგონას როლს ასრულებდი (სერიალში - "ჩვენი ოფისი"). თავად თუ განებივრებდა ვინმე?

GzaPress- ჩემი პერსონაჟი - ნინი განებივრებული იყო, მაგრამ ცუდად აღზრდილი არ ყოფილა. როცა განებივრებენ, ეს თავში არ უნდა აგივარდეს. როგორც მახსოვს, ნინის ეს არ დამართნია; მდიდარი მამიკოს შვილი იყო, მაგრამ უბრალო გოგო გახლდათ.

- როგორ გარემოში გაიზარდე?

- რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ უზრუნველად მეცხოვრა. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც მაკლდა, მაგრამ გათამამებულიც არასდროს ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ ჩემმა მშობლებმა საკმაოდ კარგად აღმზარდეს, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი.

- კარგი კულინარი ხარ?

- საკმაოდ კარგი კულინარი ვარ. გურმანიც გახლავართ. ქართული სამზარეულო "მძიმეა", მაგრამ - მიყვარს. საკმაოდ ბევრი კერძის მომზადება ვიცი... უფრო მეტად, ფრანგული სამზარეულო მომწონს. სხვათა შორის, კულინარიულ ექსპერიმენტებსაც ვატარებდი ხოლმე (ახლა ამისთვის არ მცალია) და ბევრი ისეთი კერძი მომიმზადებია, რაც ჩემი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ძალიან მოსწონებიათ. უპირატესობას ევროპულ სამზარეულოს, მსუბუქ კერძებს ვანიჭებ. ჩემზე ამბობენ, - კარგი ხელი აქვსო (იღიმის).

- მოდი, რომელიმე კერძის რეცეპტი გაგვიმხილე.

- ქათმის რულეტის განსხვავებულად მომზადებას გასწავლით: წითელ ბულგარულ წიწაკასთან ერთად, ზომიერად დააბლენდერეთ (ფაფის მსგავს მასად არ უნდა იქცეს) მოშუშული ხახვი, ორცხობილა, სოკო და ეს ნაზავი ქათმის ფილეში მოათავსეთ, გადაახვიეთ. რულეტს ზემოდან ბეკონი უნდა დაადოთ (ჩხირებით ან ძაფით შეკრავთ) და ღუმელში გამოაცხოთ. მერწმუნეთ, უგემრიელესი კერძია!.. სხვათა შორის, შარშან, ახალი წლის დღესასწაულზე მოვამზადე.

- ტრადიციული ქართული სუფრა მოგწონს?

- ვერ ვხვდები, ამაში რას გულისხმობთ - ყანწებით ღვინის სმას, ალკოჰოლის დაძალებას?

- ეს დამახინჯებული ტრადიციაა. "თამადის ინსტიტუტს", სუფრასთან ჯდომის კულტურას ვგულისხმობ...

- თამადასთან არანაირი პრეტენზია არ მექნება, თუ არ დაგაძალებს, რომ გაჩუმდე და მას მოუსმინო. მგონი, თავს ზედმეტის უფლებას აძლევენ ხოლმე. ალბათ, თამადაზეა დამოკიდებული, მისი მოსმენის სურვილი გექნება თუ - არა... თუნდაც, როცა დალევას გაძალებენ, - უარს ვერ მივიღებო, ასეთი რაღაცები არ მომწონს.

- შინ კომფორტს რა გიქმნის?

GzaPress- ბანალურად ნათქვამი გამომივა, მაგრამ ალბათ - აურა... ვფიქრობ, სახლში დადებითი აურა უნდა იყოს, რომ თავი კარგად იგრძნო. ჩემს სახლში წლებია, ვცხოვრობ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. აქაურობა მიყვარს.

- შენი აზრით, დადებითი აურა იქ მცხოვრებ ხალხზეა დამოკიდებული თუ, მაგალითად, ავეჯის განლაგებაზე?

- ავეჯს თავიდანვე ისე დაალაგებ, რომ შენთვის კომფორტული იყოს, მერე კი ყველაფერი სახლში მცხოვრებ ადამიანებზეა დამოკიდებული.

- ნათია, შენი თმის ბუნებრივი ფერი როგორია?

- მუქი წაბლისფერი. 16 წლიდან თმაზე ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყე: ჯერ ქიმიურად დავიხვიე, შემდეგ - მელირება გავიკეთე და ბოლოს, როცა დავინახე, რომ ამდენი მელირებისგან ქერათმიანი გავხდი, ავდექი და მთლიანად შევიღებე. მას შემდეგ თმას ქერად ვიღებავ. ბევრს ჩემს თავზე მუქი თმა არ უნახავს და აინტერესებს, როგორ გამოიყურებოდა წაბლისფერთმიანი ნათია. რა თქმა უნდა, ბუნებრივი ფერი ყველას უხდება, მაგრამ ქერა თმაში უფრო ეფექტური ვარ (იცინის).

- გარეგნობასთან დაკავშირებული ცვლილებებისას, პროფესიონალების რჩევებს ითვალისწინებ თუ გადაწყვეტილებებს თავად იღებ?

GzaPress- რა თქმა უნდა, ნამდვილი პროფესიონალების რჩევებს ვითვალისწინებ.

- შენი მსოფლმხედველობისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანთან მეგობრობა შეგიძლია?

- ამას ალბათ, ვერ შევძლებ... თუ უბრალოდ, საკუთარ აზრს აფიქსირებს, ეს პრობლემა არ არის - მისი აზრია და შეუძლია თქვას, მაგრამ თუკი ამ მოსაზრებებს თავს მახვევს და მიმტკიცებს, - გინდა თუ არა, ასეაო, მასთან ურთიერთობის სურვილი დამეკარგება (იცინის). მთავარია, ადამიანის მოსმენა მოსაბეზრებელი არ გახდეს.

- როცა უმრავლესობისგან განსხვავებული აზრი გიჩნდება, ამას ხმამაღლა აფიქსირებ თუ ჩუმად ყოფნას ამჯობინებ?

- რა თქმა უნდა, საკუთარ აზრს აუცილებლად, ხმამაღლა ვამბობ და არც ის არის პრობლემა, თუკი შემეკამათებიან. არგუმენტირებულად დავუსაბუთებ, ასე რატომ ვფიქრობ. თუ დავინახავ, რომ მოკამათე შეუვალია და მისთვის რაიმეს ახსნას აზრი არ აქვს, ცხადია, ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ: ზედმეტი თავის ტკივილი და ლაპარაკი ძალიან მეზარება (იცინის). აი, ნორმალურ ადამიანთან ჯანსაღი კამათი კი სასიამოვნოც არის.

ეთო ყორღანაშვილი