მაია ბარათაშვილი ახალ ამპლუაში
font-large font-small
მაია ბარათაშვილი ახალ ამპლუაში
ჯაზშემსრულებელი მაია ბარათაშვილი ბავშვობიდან კარგად ხატავს. როგორც ამბობს, დედას სამსახურში - სტომატოლოგიურ კაბინეტში "გაიზარდა". ფიქრობდა, გინეკოლოგი გამხდარიყო, მაგრამ არქიტექტურული ფაკულტეტი დაამთავრა.
ინგლისური ენის სპეციალისტი, ტელეგრაფისტის პირველ თანრიგსაც ფლობს. მუშაობდა უძრავი ქონების აგენტად, ხეტყის გადამმუშავებელი კომპანიის პიარ-მენეჯერად... სულ ახლახან კი არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებლადაც მოგვევლინა. რას საქმიანობს სცენის მიღმა, როგორ ახერხებს "ემსახუროს" რამდენიმე პროფესიას, უნახავს თუ არა "ძლიერი ქალის" ერთ-ერთ დამფუძნებელს საკუთარი თავი სუსტი? - მაია ბარათაშვილი წარმატებისა და საკუთარი მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების შესახებ გვიყვება.

- სულ ორი კვირაა, რაც ლალი მოროშკინას ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაცია - "ძლიერი ქალი" შეიქმნა. მე, მარინა სალუქვაძე, ნათია შათირიშვილი და ნანა გოჩელაშვილი თანადამფუძნებლები ვართ. ზოგადი დამთრგუნავი გარემოს, ქალზე ასეთი ხშირი ძალადობის ფონზე, "დასავლეთში" საქართველოდან ნეგატიური სიგნალი გაიგზავნა და ბევრი ორგანიზაცია ქალთა უფლებების დასაცავად, მათ დასახმარებლად შეიქმნა. გადავწყვიტეთ, ეს სტერეოტიპი შევცვალოთ და ვთქვათ, რომ საქართველოში ასევე, ძალიან წარმატებული ქალებიც არიან. ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომ წარმატებული მაგალითი გადამდებია. ვაპირებთ, ყურადღება ძირითადად, რეგიონებისკენ მივმართოთ, რადგან იქ კულტურულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ღონისძიებებს მოკლებულნი არიან. მასტერკლასების, სესიების, არაფორმალური თუ ოფიციალური ფორმატის საუბრების სახით შევძლებთ, ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას გადავცეთ. ეს მათ თავდაჯერებულობას შესძენს; ირწმუნებენ - ქალმა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მთავარი ძალაა, აუცილებლად უნდა აკეთოს თავისი საქმე, არ ეშინოდეს იდეების გამოხატვისა და წამოწყების, ჯანსაღი ექსპერიმენტის. უნდა იყოს უფრო თამამი და კარგად იაზრებდეს საკუთარ შესაძლებლობებს.

- პრაქტიკული ღონისძიებები უკვე დაწყებულია?

GzaPress- უკვე შედგა რამდენიმე სერიოზული შეხვედრა, გვაქვს წესდება, იწერება მიზნები და ამოცანები. ახლახან ლალი ბელგიაში, სოციალ-დემოკრატების ალიანსის ყრილობას დაესწრო. გვიკავშირდებიან სხვა წარმატებული ქალები, აქტიურად მიმდინარეობს გაწევრების პროცესი. მზად ვართ, თითოეული წევრის რესურსი და შესაძლებლობები სწორად, მიზნობრივად გამოვიყენოთ.

- როგორ ფიქრობთ, ადამიანს წარმატების მისაღწევად უმთავრესად რა სჭირდება?

- წარმატება არასოდეს ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი, რადგან ნებისმიერი საქმე, რასაც წარსულში ვაკეთებდი, უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. მიყვარს საკუთარ თავზე მუშაობა. სიამოვნების გარეშე მუშაობა დიდი სტრესია და ასეთ დროს წარმატებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. რაც შეეხება წარმატებას პირად ცხოვრებაში: საჭიროა სტრატეგიის შემუშავება, სწორი ტაქტიკის არჩევა, შენი შესაძლებლობებისა და მიზნის სწორად განსაზღვრა.

- ამის წინასწარ გათვლა შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია! პირველ რიგში, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ მისი უმთავრესი ფუნქცია - მემკვიდრის ამქვეყნად მოვლინებაა. ზოგს წარმატება მხოლოდ ინგლისურის სწავლა, საზღვარგარეთ განათლების მიღება და ოფისში მუშაობის დაწყება ჰგონია, ჩემთვის კი ეს პირველ რიგში, კარგ ქრისტიანად ჩამოყალიბება იქნება, ადამიანად, რომელიც მაგალითის მიმცემი იქნება მომავალი თაობისთვის. როცა პრესასა თუ ტელევიზიაში არასასურველი მაგალითების პროპაგანდა მიმდინარეობს, ვფიქრობ, საპირწონედ, სხვა გამოცდილება უნდა ვუჩვენოთ. ჩემთან წარმატება ბევრი გულისწყვეტის, ცრემლის შემდეგ მოვიდა, საქმისადმი უდიდესმა სიყვარულმა მოიტანა. ვფიქრობ, ადამიანმა მაქსიმალურად სხვადასხვა სფეროში უნდა მოსინჯო საკუთარი შესაძლებლობა. უნდა გქონდეს მთავარი პროფესია, მაგრამ მუდმივად რაღაც ახალსა და შენთვის საინტერესოს ითვისებდე. მაგალითად, მამამ 5 ინსტიტუტში ისწავლა და აქედან ორი დაამთავრა. 2 წელი სამედიცინოზე სწავლობდა, მერე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გადავიდა და საბოლოოდ, ძალიან ცნობილი ადვოკატი გახდა... მოგეხსენებათ, ბულგაკოვი, ჩეხოვი პრაქტიკოსი ექიმები იყვნენ. ბულგაკოვი წლები მუშაობდა რეგიონებში და დაწერა კიდეც არაჩვეულებრივი "ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები". ხშირად ერთი პროფესია მეორეს ძალიან ავსებს და აღრმავებს. ჩემი ინგლისურის მასწავლებელი ამბობდა: რა საქმესაც ხელი მოჰკიდა მაიამ, ყველაფერი პროფესიად აქციაო. ყოველთვის მიყვარდა უცხო ენების შესწავლა. წლების მანძილზე უცხო ენაზე ვაწარმოებდი კიდეც საქმეს. დღემდე ვისმენ, ვკითხულობ უცხო ენაზე და ვცდილობ, ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავო. დაწყებული მაქვს იტალიურის სწავლაც. არ არის ტრაგედია, თუკი რაიმე ახალ საქმეს დაიწყებთ და შემდეგ მისი მიტოვება მოგიწევთ. ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიუბრუნდებით. ვფიქრობ, როცა კონკრეტულ დროს რაიმეს ცდილობ და არ გამოგდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ნებაა ასეთი; უფალს სურს, დროის იმ მონაკვეთში შენ რაღაც სხვა საქმით დაკავდე...

- რამდენად დიდია თქვენს წარმატებაში იმ ადამიანების წვლილი, ვინც მხარში გედგათ? ვგულისხმობ ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს, პროფესიონალებს.

GzaPress- პირველი, ვისაც ამას ვუმადლი, მამაა. როცა ჩემმა მეგობრებმა: დათო ლოლაძემ და გია მანჯგალაძემ პირველი ჯაზკლუბი გახსნეს, იქ დავიწყე სიმღერა. იმ ავბედით პერიოდში ქუჩაში გვიან გასვლა არც ისე უსაფრთხო იყო, მე კი, 25 წლის გოგო, საღამოს 8-9 საათზე გავდიოდი და ხშირად კონცერტი ღამის 2-3 საათამდე გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მამა პატრიოტი, ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი იყო, ესმოდა ჩემი; იცოდა, როგორ მიყვარდა მუსიკა. რომ არა ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი და გიასა და დათოს მხარში დგომა, მუსიკის ამ ჟანრს ალბათ ვერ ვეზიარებოდი... კვირაში სამჯერ ცოცხალ კონცერტში, ძალიან ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ვმონაწილეობდი... ჩემს პროფესიულ ზრდაში დიდი წვლილი დედას მიუძღვის. ის ფანტასტიკურად მღეროდა რუსულ რომანსებს. პროფესიულ სცენაზე იდგა, მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგი იყო. კონცერტებში ინოლა გურგულიასთან ერთად მონაწილეობდა. ბებია კაპელაში მღეროდა, სოპრანო (კოლორატურა) გახლდათ. მე-16 მუსიკალურ სკოლაში კლასიკური მუსიკა შევისწავლე, სცენაზე კი პირველად 7 წლის ასაკში დავდექი. ახლახან ამ სკოლის დირექტორს დავუკავშირდი და გამოვთქვი სურვილი, რომ ბავშვებს უსასყიდლოდ ჩავუტარო მასტერკლასები.

- რატომ არ წავიდა მაია ბარათაშვილი საზღვარგარეთ?

- მაია ბევრს მოგზაურობს, უბრალოდ, არ აპირებს საზღვარგარეთ გადასახლებას. ამას ვერ ვიზამ, რადგან აქ ჩემი ფესვი, ჩემი ეკლესია, ჩემი მოძღვარია. აქ არის ენერგია, რომელიც მასულდგმულებს. თუმცა, არ გამოვრიცხავ დროებით სამუშაოდ წასვლას.

- ამბობენ, ჯაზი არა მხოლოდ მუსიკალური მიმდინარეობა, არამედ ცხოვრების სტილია...

- ჩემს წარმოდგენაში ჯაზი დიდი ციხესიმაგრეა, რომელსაც გარს დიდი გალავანი აქვს. აქ მკაცრი წესები მოქმედებს და მკაცრად განსაზღვრული ტრაექტორიები არსებობს. თუკი მათ გაითავისებ, უდიდესი შემოქმედებითი თავისუფლება მოგენიჭება. ცხოვრების სტილს ჯაზი დიდ კორიფეებს უცვლიდა. ვგულისხმობ ღამის ცხოვრებას, დოპინგების მიღებას, ცხოვრების თავისუფალ სტილს. ჯაზის შავკანიანი მომღერლები მძაფრად განიცდიდნენ რასობრივ დისკრიმინაციას, სამსახურს ვერ შოულობდნენ, არ ჰქონდათ არჩევნის უფლება. არადა, ჰყავდათ ოჯახები, რომლებიც უნდა ერჩინათ. დღეს არის საშუალება, ამ საქმიანობისგან ნაკლები სტრესი მიიღო.

- მაია ბარათაშვილს მსმენელი ძლიერ ქალად იცნობს. თუ ყოფილა შემთხვევა, როცა პირადი პრობლემების გამო, საკუთარ თავს სისუსტეში გამოტყდომიხართ?
- არა, რადგან გაცნობიერებული მაქვს: რაც უნდა მოხდეს პირად ცხოვრებაში, ამან არც პროფესიულად და არც სულიერად უკან არ უნდა დამხიოს.

- თეორიულად ასეა, მაგრამ პრაქტიკულადაც ყოველთვის ახერხებდით ამას?

- დიახ და ეს რთული არ იყო, რადგან ჩემს ცხოვრებაში პრიორიტეტი სხვა რამ გახლდათ. როცა კონკრეტულ მამაკაცთან საერთო ენას ვერ გამონახავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავზე ფერფლი უნდა დაიყარო... იცით, ვფიქრობ, ოჯახში განხეთქილების მიზეზი იმთავითვე ის არის, რომ ხშირად, ქართველ ქალს არ აქვს საკუთარი პრივატული სივრცე, რომლის იქითაც შეუძლია, თავის ინტერესებთან მარტო დარჩეს. არ ვამბობ, რომ ოჯახს უნდა მოაკლოს ყურადღება, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქროც აუცილებელია!
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
20.04.2015
რა ბედნიერებაა, როცა ადამიანი ასე რაციონალურად უყურებს პრობლემებს, რაც მათი გადაწყვეტის უცილობელი პირობაა.
ანა
17.04.2015
Visats jazi ukvars man itsis Maia baratashvilis saxeli DA itsis misi mosmena didi siamovnebaa.tsarmatebebs gisurvebt da didi madloba siamovnebia-tvis q-no Maia.
Maia baratashvils
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი