ვინ ეხმარება ნინი ქარსელაძეს დეპრესიის დაძლევაში
font-large font-small
ვინ ეხმარება ნინი ქარსელაძეს დეპრესიის დაძლევაში
"მხოლოდ ერთხელ მიყვარდა"
მომღერალი ნინი ქარსელაძე 24 წლისაა და როგორც ამბობს, მხოლოდ ერთხელ უყვარდა.

ამ ეტაპზე მისი გული თავისუფალია. ვერ ურთიერთობს მატყუარა და ორგულ ადამიანებთან. მიიჩნევს, რომ ბევრი მავნე ჩვევა აქვს, რომლის გამოსწორებასაც სულ ცდილობს. ცოტა არ იყოს, დეპრესიულია... იცის ყველანაირი საოჯახო საქმის კეთება და კერძების მომზადებაც კარგად გამოსდის.

- ზოდიაქოთი ვერძი ვარ. ბოლო დროს ასტროლოგიით დავინტერესდი და საკუთარ ჰოროსკოპსაც ხშირად ვკითხულობ. ვფიქრობ, რომ ვამართლებ ჩემს ნიშანს.

- საკუთარ თავში ყველაზე მეტად, რომელი თვისება მოგწონს?

GzaPress- ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ზედმეტად ერთგულები არიან. არ მიყვარს და ვერასოდეს ვიურთიერთებ ორგულ ადამიანებთან.

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- საშინლად აფექტური ვარ და ეს არის ჩემი ყველაზე ცუდი თვისება, რომლის გამოც ახლობელი ადამიანებისგან ხშირად ვიღებ შენიშვნას. ყველაზე მეტად ამ თვისებით არიან გამორჩეული ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.

- რამ შეიძლება ჩაგაგდოს აფექტურ მდგომარეობაში და რას აკეთებ ამ დროს?

- წონასწორობას ვკარგავ მაშინ, როცა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ახლობელს ცუდად ეხებიან. ასეთ დროს რას ვაკეთებ? - ხმამაღლა ვყვირი და ასე გამოვხატავ ემოციას.

- ოდესმე დეპრესიაში ჩავარდნილხარ?

- ზოგადად, დეპრესიული ვარ. თუმცა, ამ ყველაფრის გადატანაში ხათუნა მეხმარება, რომელსაც ძალიან მყარი ფსიქიკა აქვს, ძლიერი ადამიანია. ის სულ ებრძვის ჩემს ამ თვისებას.

- რას აკეთებ იმ დროს, როცა დეპრესიაში ხარ?

- არის პერიოდი, როცა სახლში ვიკეტები და არავისთან კონტაქტი არ მინდა. ზოგჯერ კი სახლში ყოფნა მაღიზიანებს და მინდა, გარეთ გავიდე, გავერთო.

- ხშირად ტირი?

- როცა რაღაც მწყინს ან მიხარია, ეგრევე გული მიჩუყდება და ვტირი.

- თუ გახსოვს, ბოლოს როდის იტირე?

- ბოლოს ჩემს დაბადების დღეზე ვიტირე. იმ დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავი, ოჯახისგან ცოტა შორს. დედამ, ზურამ და ბავშვობის დროინდელმა სამმა მეგობარმა სიურპრიზი გამიკეთეს, მესტუმრნენ და დაბადების დღე მომილოცეს. ძალიან გამიხარდა, გული ამიჩუყდა და ვიტირე.

- გამოდის, რომ ზედმეტად ემოციური ხარ. ასეა?

- კი, საკმაოდ ემოციური ვარ.

- ოდესმე ვინმეს მოუტყუებიხარ და ამით გული გტკენია?

- კი, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა მქონია. როცა ადამიანს პატივს სცემ, ენდობი, ის კი მოგატყუებს, ეს საშინელებაა. ტყუილი მეზიზღება. დედა მთელი ცხოვრება მასწავლიდა, რომ არ უნდა მეცრუა.

- გინდა თქვა, რომ ყოველთვის გულწრფელი ხარ?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ გეტყვით: მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ მართლაც, ძალიან გულწრფელი ვარ.

- დილით ადრე იღვიძებ?

GzaPress- ვაიმე (იცინის)... ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელი დილით ადრე გაღვიძებაა, რადგან ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ.

- რომელ საათზე იწყება შენი დილა?

- დაახლოებით პირველ საათზე, ზოგჯერ - ორზეც. გაღვიძების შემდეგ ვვარჯიშობ, იოგას ვეუფლები და მასწავლებელი ჩემთან სახლში მოდის.

- ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევ?

- ვცდილობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდეს და კვებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- ძალიან ბევრი მავნე ჩვევა მაქვს, მაგრამ ახლა ვერ დავკონკრეტდები. ვცდილობ, ყველა ჩემი მავნე ჩვევა დავამარცხო.

- პროფესიით ვინ ხარ?

- იურისტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია.

- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება?

- კი, მეხერხება სახლის დალაგებაც და თითქმის ყველანაირი ქართული კერძის მომზადებაც, მხოლოდ ჩაქაფული არ გამიკეთებია. ბებოს დამსახურებაა, რომ გემრიელი საჭმელების მომზადება ვიცი. ძალიან ხშირად ვაცხობ ხაჭოს პასქას. როცა საზღვარგარეთ, ჟენევაში ძმასთან მივდივარ, სახლსაც ვალაგებ, სადილებსაც ვამზადებ და ყველანაირ საოჯახო საქმეს თავად ვაკეთებ.

- შენს პატარა დაიკოს - ანასტასიას თუ ასწავლი ტკბილეულის მომზადებას?

- ანასტასიას მსგავსი რაღაცები არ აინტერესებს, სამზარეულოში ყოფნა დიდად არ მოსწონს. ისე, როცა ხაჭოს პასქას ვამზადებ, მიყურებს და ცდილობს, რაღაცაში დამეხმაროს (იღიმის).

- ნინი, თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი? მათგან განებივრებული ხარ?

GzaPress- ვფიქრობ, თაყვანისმცემელი ყველა გოგოს ჰყავს და მათ ნაკლებობას არც მე ვუჩივი. რომ გითხრათ, მათგან ზედმეტად განებივრებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. მიკეთებენ საჩუქრებს, თუმცა, გასაოცარ სიურპრიზებს - არა...

- ანუ ორიგინალურობით არცერთ თაყვანისმცემელს არ გაუოცებიხარ?

- სამწუხაროდ, არა. მოულოდნელი სიურპრიზებით თავად უფრო ხშირად ვანებივრებ ახლობლებს - ეს ყველაფერი ხათუნასგან ვისწავლე. მას ეხერხება საყვარელი ადამიანების სასიამოვნოდ გაოცება.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- პირველ რიგში, ჩემთვის მთავარი მამაკაცის გარეგნობაა. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია ინტელექტი.

- შენი რჩეული აუცილებლად, მდიდარი უნდა იყოს?

- ამაზე არასოდეს მიფიქრია. ჩემთვის სხვა რაღაცები უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანის მატერიალური მდგომარეობა. თუმცა, როცა მამაკაცს კარგი გარეგნობა აქვს, განათლებულია, იუმორის გრძნობასაც არ უჩივის და მატერიალური პრობლემებიც არ აქვს - ეს საუკეთესო ვარიანტია.

- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?

- მხოლოდ ერთხელ მიყვარდა... ამ ეტაპზე ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

- ქართული ტრადიციები მოგწონს?

- ზოგადად, არ მიყვარს ქართული ტრადიციები. განსაკუთრებით, ვერ ვიტან ქელეხს - ეს არის ქართველების ყველაზე "კოშმარული" ტრადიცია. ადამიანის გარდაცვალება დაკავშირეულია ღრეობასთან. მძულს ეს ყველაფერი.

- მზითევზე რას იტყვი?

- არც მზითევის ტრადიცია მომწონს. შეიძლება, ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ ქალიშვილს რაღაცები გაატანოს და ამის გამო ქალი რატომ უნდა დაიჩაგროს, ეს არ მესმის...

- ქართული ტრადიციული ქორწილი თუ მოგწონს?

- აი, ჩვენებური ქორწილი მომწონს. თუმცა, "თამადის ინსტიტუტი" ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. ზოგიერთმა თამადამ იმდენი ლაპარაკი იცის, ქორწილიდან გაქცევის სურვილი გაგიჩნდება. იმედია, ჩემს ქორწილში ასეთი თამადა არ იქნება...

GzaPress- რჩეულთან ერთად რომელ ქვეყანაში წახვიდოდი თაფლობის თვის გასატარებლად?

- ალბათ, საფრანგეთში, პარიზი ხომ სიყვარულის ქალაქია.

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, შენი გული რომ მოიგოს?

- პირველ რიგში, ყურადღებიანი და თბილი უნდა იყოს და საყვარელი ქალის განებივრება შეეძლოს.

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, შენთვის მისაღები იქნება?

- გააჩენია ოჯახს, მეუღლის მშობლებს... თუმცა, ჩემი მეგობრებისა და ახალობლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებ, ეს კარგი იდეა არ არის. ახალდაქორწინებული წყვილისთვის ცალკე ცხოვრება იდეალური ვარიანტია. თუ მომავალი მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრება მომიწევს, ვფიქრობ, მათთან საერთო ენის გამოძებნა არ გამიჭირდება.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
29.04.2015
დედასავით სასტიკია?
ლელა
29.04.2015
ნინი ჩემო კარგო წავიკითხე შენი კომენტარი და ძალიან მომეწონა, კარგი ახალგაზრდა ხარ, შენი დედიკოც მომწონს მოწიწებული და საყვარელია. ღმერთმა დაგლოცოს ბედნიერი იყავი. მე შენთვის უცნობი ადამიანი ვარ. კარგ ბედს გისურვებ.
ლულუ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი