ვის აბედნიერებს ნუცა ბუზალაძე - გზაპრესი

ვის აბედნიერებს ნუცა ბუზალაძე

18 წლის მომღერალი, ნუცა ბუზალაძე მატერიალურად დამოუკიდებელი ადამიანია. არ უჭირს საკუთარი შემოსავლის განაწილება და სწორად დახარჯვა... ამბობს, რომ არ უყვარს ფულის ისეთ ნივთებში დახარჯვა, რომელსაც ვერასოდეს გამოიყენებს.

- ვცდილობ, ფულის წყალობით ცხოვრება გავიხალისო. ძალიან მიყვარს შოპინგი და სიურპრიზების მოწყობა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობლებისთვისაც, ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, ფულის გარეშე ვერ მოვახერხებდი. ბედნიერი ვარ, როცა საკუთარი შრომით მოპოვებულ თანხას ვხარჯავ.

- რამდენი წლის იყავი, როცა პირველი ჰონორარი აიღე?

GzaPress- ეს მაშინ მოხდა, როცა პროექტის - "ერთი ერთში" ფინალისტი გავხდი. მაშინ 16 წლის გახლდით და 5.000-ლარიანი ვაუჩერი მოვიგე. მახსოვს, იმ თანხით გრანდიოზული დაბადების დღე გადავიხადე და ტანსაცმელი შევიძინე.

- მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?

- 16 წლიდან ყველანაირად დამოუკიდებელი ვარ. დედას აღარ ვაწუხებ, პირიქით - ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემი მშობელი გავაბედნიერო.

- მატერიალური დამოუკიდებლობა როგორი შეგრძნებაა?

- ასეთ დროს თავდაჯერებული ხარ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული... ფიქრი მიწევს ისეთ რაღაცებზე, რაზეც ჩემი თანატოლები არ ფიქრობენ. თუმცა, ეს ძალიან მაგარია, ყოველ შემთხვევაში, მე მომწონს ასე ცხოვრება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის წყალობით დიდ წარმატებას მივაღწევ და რაც მთავარია, "სხვანაირად" აზროვნებას ვისწავლი.

- ფულის ეკონომიური ხარჯვა შეგიძლია?

- კი, შემიძლია. ყოველთვის ვცდილობ, ფული მხოლოდ ისეთ რაღაცებში დავხარჯო, რაც ნამდვილად მჭირდება და გამომადგება.

- თუ გახსოვს, დედას ბოლოს ფული როდის სთხოვე?

- (ფიქრობს) მგონი, 2 წლის წინ.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- მქონდა, მაგრამ მასში ფულს ვერასდროს ვაგროვებდი. ვიდრე აივსებოდა, ვტეხავდი (იცინის).

- მატერიალური კრიზისის დროს დასახმარებლად ვის მიმართავ?

- მადლობა ღმერთს, მას მერე, რაც მატერიალურად დამოუკიდებელი გავხდი, ყველაფერი ისე მაქვს გათვლილი, რომ ფულის სესხება არ მჭირდება. ზარმაცი არ ვარ. ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ მატერიალური სტაბილურობა შევინარჩუნო...

- თავად თუ გაგისესხებია ფული?

- კი, გამისესხებია და დღემდე ველოდები, რომ ვალს დამიბრუნებენ(იცინის).

- ფულს ძირითადად, რაში ხარჯავ?

- ვცდილობ, კომფორტი შევიქმნა. დიდი სიამოვნებით ვხარჯავ ფულს მაგალითად, ტექნიკასა და სამოსში.

ძალიან მიყვარს თავის მოვლის საშუალებების შეძენა, ვგიჟდები კარგ კოსმეტიკაზე - ხარისხი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

- შემოსავლის მთელ თვეზე გადანაწილებას ახერხებ?

- კი, და თან, ეს ძალიან კარგად გამომდის.

- ფულის შეგროვება გიყვარს?

GzaPress- ჩემს სანათესაოში მხოლოდ მე მაქვს ფულის შეგროვების უნარი (იცინის). დედა მეუბნება: ბაბუს გავხარო... საკმაოდ მიზანდასახული ვარ და არა - მფლანგველი. დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი სიმღერის ჩასაწერად ფული მქონდეს და არავის ვთხოვო, დამეხმარე-მეთქი.

- ანუ დანაზოგი ყოველთვის გაქვს?

- დიახ, დანაზოგი ყოველთვის მაქვს, მაგრამ ვერ ვიტან, როცა გაუთვალისწინებელ, დაუგეგმავ რამეში მეხარჯება. ფულის ფასი ნამდვილად ვიცი.

- დაასახელე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც შენთვის უჩუქებიათ.

- დავასახელებ ულამაზეს, 18-კარატიან ბრილინტის სამაჯურს (გაწყობილია შავი და თეთრი ბრილიანტებით), რომელიც თწელვე ტჰირტეენ"-ში სპეციალურად ჩემთვის დაამზადეს.

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?

- კი, საკამოდ ხშირად. ფულს ძირითადად, დეიდა მჩუქნიდა და ეს ძალიან მიხაროდა.

- როგორ ფიქრობ, შენთვის საკმარისი თანხა რომ იშოვო, ბევრი შრომა გიწევს?

- საკმაოდ ბევრს ვშრომობ, თან - დაუზარებლად (იცინის). ძალიან მინდა, მომავალში ისეთ ქვეყანაში წავიდე, სადაც უფრო მეტი შრომის საშუალება მექნება. სურვილი მაქვს, მთელი ცხოვრება დამოუკიდებელი ვიყო და დავეხმარო ყველა იმ ახლობელს, ვისაც ეს დასჭირდება.

- საფულე შენთვის მნიშვნელოვანი აქსესუარია?

- საფულე აუცილებლად, კომპაქტური უნდა იყოს, დიდი ზომის არ მიყვარს. იურმალაზე ყოფნისას, "მიხაელ კორსის" საფულე ვიყიდე, რომელიც ძალიან მიყვარს. აშკარაა, ბარაქიანი აღმოჩნდა (იცინის).

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- არა, რადგან ფულის ტარება "ქეშად" არ მიყვარს. თუ ფულს საფულით ატარებ, ისე დაგეხარჯება, ვერც მიხვდები სად წაიღე.

- შოპინგი გიყვარს?

GzaPress- ძალიან, და შესაბამისად, ამისთვის ფული არც მენანება. ხშირად ვყიდულობ ახალ სამოსს... თუმცა, როცა წონაში ვიმატებ, ასეთ დროს საყიდლებზე სიარულს სიკვდილი მირჩევნია, რადგან ეგრევე დეპრესიაში ვვარდები. ახლაც, წონაში დაკლებას ვცდილობ - 5 კილოგრამს რომ დავიკლებ, ეგრევე საშიპინგოდ "გავიჭრები".

- როგორ ფიქრობ, ფულით წარმატების მიღწევა გაცილებით ადვილია?

- ფულით წარმატების მიღწევა ნამდვილად, გაცილებით ადვილია. თუმცა, ხალხის სიყვარულს ვერასოდეს იყიდი. ფულით მოპოვებული წარმატება დროებითია. ვფიქრობ, შოუბიზნესში წარმატებას რომ მიაღწიო, გარკვეული თანხა უნდა გქონდეს - ბოლოს და ბოლოს, სხვანაირად სიმღერას ვერ ჩაწერ, ვერც კლიპს გადაიღებ.

- საბანკო მომსახურებით სარგებლობ?

- საბანკო მომსახურებით 16 წლიდან ვსარგებლობ. მიხარია, უკვე 18-ის რომ გავხდი, რადგან "ონლაინ ბანკის" გამოყენებაც შემიძლია - 17-ის წლის ასაკში ამის უფლება არ მქონდა.

- როგორ ფიქრობ, ყოველთვიურად რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს?

- ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს, მით მეტი უნდა. ალბათ, თვეში 1.000-1.500 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ კარგად იცხოვრო. მაგრამ თუ მოგზაურობა, დასვენება და საზღვარგარეთ შოპინგი გიყვარს, ეს თანხა ცხადია, არ გეყოფა.

სოფო ჭონიშვილი