რაზე ეტირება ემოციურ ანა კოშაძეს
font-large font-small
რაზე ეტირება ემოციურ ანა კოშაძეს
"რაღა დავმალო და მსიამოვნებს, როცა ტაშს მიკრავენ"
"ის არის ადამიანი დღესასწაული. გულით იმართება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაფერი "გულზე გადის".

მას აქვს სურვილი, გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდეს. რაც უნდა მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, ურთიერთობის საწყის ეტაპზე, საკუთარი თავის უზომო რწმენა და მეფური სიამაყე გააჩნია. მარტივად უყვარდება, მაგრამ ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა. თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ოჯახს არასდროს დაანგრევს. უზომოდ რომანტიკული, ემოციური და თბილი პარტნიორია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ლომს, ეს კი ყოფილი მოდელის, ანა კოშაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მეცნიერებაა, რომელშიც კარგად ვერკვევი, მაგრამ ინტერესი ნამდვილად მაქვს. მიუხედავად სურვილისა, პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, საამისოდ დრო ვერ გამოვნახე. საკუთარი ნიშნის დახასიათებიდან ზოგიერთი რამ ჩემს ხასიათს ნამდვილად ემთხვევა.

- "ადამიანი დღესასწაული" - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ლომის ნიშნით დაბადებულებს და იმასაც აღნიშნავენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაფერი "გულზე გადის".
GzaPress- მართალია, ემოციური ვარ, ზედმეტად ემოციურიც კი. ცივი გონებით ფიქრი, მით უმეტეს, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მიჭირს. არ არის კარგი, როცა ყოველთვის გულის კარნახით მოქმედებ, ზოგჯერ გონებასაც უნდა "გაუწიო ანგარიში". ამ მხრივ საკუთარ თავზე ვმუშაობ და ვნახოთ, რა გამომივა.

- "მას უყვარს რჩევა-დარიგებების გაცემა და სხვებისთვის ჭკუის სწავლება".

- (იცინის) შეიძლება, ცოტათი მიყვარს. მბრძანებელი არ ვარ, რჩევა-დარიგებებს კი მხოლოდ ახლობლებს ვაძლევ.

- ჭკუის სწავლება?

- ასეთი მხოლოდ უახლოეს გარემოცვასთან ვარ. სხვების საქმეში ცხვირის ჩაყოფა ჩემს ხასიათში არ არის.

- კომუნიკაბელური თუ ხარ?

- საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ. უხერხულად უცხო საზოგადოებაშიც არ ვგრძნობ თავს. ახალი ნაცნობების გაჩენა, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს.

- "მას აქვს სურვილი, გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდეს. ლომების უმრავლესობა მსახიობის პროფესიას ირჩევს".

- საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას თავისი ხიბლი აქვს. ვაღიარებ, ეს მიყვარს და მსიამოვნებს. კომუნიკაბელური რომ არ ვიყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ვერც ვიმუშავებდი. ხშირად მომისმენია და წამიკითხავს, - პოპულარობა შემაწუხებელიაო. მე ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. როცა ადამიანები გცნობენ და შენდამი კეთილგანწყობას გამოხატავენ, როგორ შეიძლება, შემაწუხებელი იყოს?..

GzaPress- ეს ხომ ერთგვარი პოზაა: ამბობენ, რომ პოპულარობა ცუდია, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პოპულარულები იყვნენ.
- შესაძლოა, ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის იყოს შემაწუხებელი, პაპარაცები რომ დასდევენ, მაგრამ საქართველოში ხომ ასე არ ხდება.

- "ნებისმიერ ლომს, რაც უნდა მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, ურთიერთობის საწყის ეტაპზე საკუთარი თავის უზომო რწმენა და მეფური სიამაყე გააჩნია".
- საკუთარი თავის რწმენა მაქვს, შესაძლებელია - სიამაყეც, მაგრამ ამპარტავანი და უკარება არ ვარ.

- "მეფური იმიჯის უკან ბევრი ლომი ერთობ ემოციურ და სათუთ ნატურას მალავს".

- ემოციური ვარ. მეფური იმიჯი მაქვს? არა მგონია... საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია.

- "მას სძულს მარტოობა და მოწყენილობა".

- ხანდახან მარტო ყოფნის დეფიციტსაც კი განვიცდი. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც მარტო არაფრის კეთება არ უყვართ. სადმე თუ მიდიან, აუცილებელია, ვინმესთან ერთად წავიდნენ. მე მსგავსი განცდები არ მაქვს. თავს ყოველთვის ვირთობ. ჩემი პროფესიიდან და საქმიდან გამომდინარე, ხალხთან ურთიერთობა იმ დოზით მიწევს, რომ ზოგჯერ განმარტოების მოთხოვნილებაც მაქვს.

- "მას უყვარს სიტუაციის ფლობა და ლიდერობა".

- ნამდვილად ასეა! არ მიყვარს, როცა გეგმებს მირევენ. ისიც კი მიყვარს, როცა ფიზიკურად ბოლომდე ვიხარჯები. რაც შეეხება სხვის ლიდერობას: თავს შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებ და არავისზე ვმბრძანებლობ.

- "ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ოჯახში "მამა მარჩენალის" როლს სიამოვნებით მოირგებს და ამით ამაყობს კიდეც".
GzaPress- როცა გავთხოვდი, თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა, აზრი სხვა ადამიანისთვისაც რომ უნდა მეკითხა. ახლა ყველაფერი დაბალანსებულია. ჩემი მეუღლე გველის წელში დაბადებული მერწყულია. როგორც წამიკითხავს, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს მაინცდამაინც კარგად ვერ ეწყობიან, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ აისახება. ერთნაირი შეხედულებები, გემოვნება გვაქვს.

- "არც ერთი ლომი არ დათანხმდება სამუშაოს, სადაც მას კარგი ხელფასი, მაგრამ უღიმღამო თანამდებობა ელოდება".
- მართალია. სიტყვა "უღიმღამოს" "რუტინულსაც" დავამატებდი. მირჩევნია ვაკეთო საინტერესო საქმე და მქონდეს ნაკლები ანაზღაურება, ვიდრე ვაკეთო ის, რაც არ მაინტერესებს და ბევრს მიხდიდნენ.

- "სიყვარულში უზომოდ რომანტიკული, ემოციური და თბილი პარტნიორია".

- ასეა, მაგრამ ჩამონათვალს "მომთხოვნსაც" დავამატებდი. შეიძლება, ერთმა კონკრეტულმა ნაბიჯმა, ქცევამ ადამიანზე წარმოდგენა იმდენად დამაკარგვინოს, რომ მასთან ურთიერთობა აღარ მომინდეს. ამ დროს ყველანაირი ინტერესი, გრძნობაც კი ძალიან ადვილად მიქრება. ცალმხრივი დაუსრულებელი სიყვარული მართებულად არ მიმაჩნია. "ჩაციკვლა" არა მგონია, სიყვარული იყოს.

- შენი რომანტიკულობა რაში გამოიხატება?

- რომანტიკული ნაკლებად ვარ და სიურპრიზები დიდად არ მიზიდავს. პრაგმატული აზროვნებით უფრო გამოვირჩევი, ვიდრე ცაში ფრენით. მიწაზე მყარად ვდგავარ. სპონტანურობას გეგმის მიხედვით სიარული მირჩევნია.

- "რადგან გულით იმართება, ბევრი ლომი ხშირად მზად არის, სიყვარულის გამო ყველაფერი სასწორზე დადოს".
- ეს ჩემი თვისება არ არის. ცხოვრებას იმდენი დინება აქვს, უამრავი რამ არის გასათვალისწინებელი. არ მგონია, ოდესმე მსგავსი რამ დამემართოს. "ყველაფრის სასწორზე დადებას" საერთოდ არასწორად მივიჩნევ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, როგორ მოვიქცევი, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ.
GzaPress
- როგორი მეოჯახე ხარ?

- რა ვიცი, არა მიშავს (იცინის). სახლში არ მიჩივიან, რაღაცები ვისწავლე, გამოვასწორე.

- "ლომი კარგი მეოჯახე და მზრუნველი მეუღლეა, ოღონდ - იმ შემთხვევაში, თუ მეორე ნახევარი მის უპირატესობას აღიარებს. თუ მისი "თავგანწირვა" ჯეროვნად ვერ დააფასა, ლომის მხრიდან აღშფოთებას და ურთიერთობის სამუდამო გაციებას დაიმსახურებს".
- რაღა დავმალო და მსიამოვნებს, როცა ტაშს მიკრავენ (იცინის). თუ ვინმე შემაქებს, ჩემს გაკეთებულს დაინახავს, დააფასებს, აღფრთოვანდება - ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. შემიძლია, მისთვის ყირაზე დავდგე. ამ ხერხით ჩემი მანიპულირება იოლია.

- შენმა პარტნიორმა ეს აუცილებლად უნდა იცოდეს: ასტროლოგები ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში ლომს არაფრად უღირს, დაანგრიოს ოჯახი და მისი პერსონის მეტად დამფასებელ პარტნიორთან გადაბარგდეს".
- (იცინის) საბედნიეროდ, მაფასებენ. ისე კი, "არაფრად უღირს" ზედმეტად მკაცრი ნათქვამია.

- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".

- არ მგონია, უტაქტო ვიყო, მაგრამ სიფიცხე მახასიათებს. ასეთ დროსაც ვცდილობ, საკუთარ თავზე კონტროლი არ დავკარგო.

- რისკზე წასვლა გჩვევია?

- სამწუხაროდ, ფრთხილი ვარ.

- სამწუხაროდ?

- რა თქმა უნდა, გაცილებით კარგი იქნებოდა, მეტად გაბედული რომ ვიყო.

- ფულთან შენი დამოკიდებულება როგორია? ასტროლოგები ამბობენ, სიტყვის - "დაგროვება" მნიშვნელობა არ იცისო.

- მართალია! ხელფასი რამდენითაც უნდა მომემატოს, ყოველთვის მინუსში ვარ. დაგროვება კი არა, რაც მაქვს, იმასაც ვერ ვანაწილებ სწორად. არ ვიცი, რა რა ღირს. ფული ქეშად არასდროს მაქვს და სულ ვწვალობ - ყველგან ბარათით ვიხდი. ბარათზე რამდენი მაქვს, ვიცი, ვინაიდან ყველა ტრანზაქციაზე მესიჯი მომდის.

- "მარტივად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა, დამოუკიდებლობა არ ეთმობა. თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ოჯახს არასდროს დაანგრევს".
- ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს ძალიან უნდოდა, მალე გვექორწინა, მე კი მასთან ერთად ყოფნა მინდოდა და... გადაწყვეტილება 18 წლისამ მივიღე. ვიდრე შვილი არ მეყოლა, დედობრივი ინსტინქტიც კი არ მქონია. ახლა, რა თქმა უნდა, ვიცი შვილის "გემო" და ძალიან ბედნიერი ვარ. როგორი დედა ვარ? ვცდილობ, მეგობრული ვიყო, მაგრამ სხვა დედებს რომ ვაკვირდები, მგონია, მკაცრი ვარ.

- სენტიმეტალური თუ ხარ?

- ძალიან, ყველაფერზე გული მიჩუყდება. ვინმეს ცუდს რომ გავიგებ, ვტირი, ვინმეს წარმატებას გავიგებ და სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
02.05.2015
მეც ლომი ვარ და ბევრი რამე დაემთხვა. ძალიან მომწონს ანა ბედნიერებას ვუსურვებ.
ხატია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
წარმატებული სეზონი და დიდი იმედგაცრუება
"შეიძლება ვიღაცებისთვის ამოუცნობი ვიყო"
"სულ ვვარჯიშობდი, რომ ფიზიკურად ძლიერი ვყოფილიყავი და ადვილად აღარავის დავეჩაგრე"
მსახიობი ეკრანულ და რეალურ ოჯახზე
რა ენატრება ყველაზე მეტად საქართველოდან შორს მყოფ კაბუს
რაც თითქოს ვიცით, მაგრამ მაინც პრობლემაა...
"უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, საკუთარ თავში სიკეთე და სიყვარული უნდა ვიპოვოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2496 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი