ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები
font-large font-small
ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები
გულახდილი საუბრები ცნობილებთან
ვინმეს მიბაძვის სურვილითა თუ ცნობისმოყვარეობის გამო გადადგმული ნაბიჯის შედეგად, ზოგჯერ ადამიანს ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები ლამის სამუდამოდ უყალიბდება.

სიგარეტის, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკისგან თავის დაღწევას ძლიერი ნებისყოფა და უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანის სურვილი სჭირდება. გადავწყვიტე, ცნობილებისთვის დამერეკა და გამერკვია, ჯანმრთელობისთვის საშიში რა მავნე ჩვევები აქვთ? რა აიძულებთ, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან?

სიმართლე გითხრათ, გულახდილი რესპონდენტების პოვნა გამიჭირდა. ბევრმა ამ თემაზე საუბრისგან თავშეკავება ამჯობინა...

"უზმოზე და ჭამის დროს არ ვეწევი"

დიმიტრი ტატიშვილი:

GzaPress- სიგარეტს 18 წლიდან ვეწევი: ჯარში ვიყავი, ჩემ გარშემო ყველა ეწეოდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თითქოს სიგარეტის მოწევა კარგი რაღაც იყო. ჰოდა, მეც ავიღე და მოვწიე.

- თავის დანებების სურვილი არ გაგჩენიათ?

- კი და ერთი პერიოდი დანებებული მქონდა კიდეც, მაგრამ ვინაიდან გარშემო ყველა ეწეოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოწევა ისევ "განვაახლე". ბევრს არ ვეწევი - 1 კოლოფი 2 დღე მყოფნის. მწეველებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ეს ბევრი არ არის.

- მეორედ არ გიცდიათ, სიგარეტის გარეშე გეცხოვრათ?

- მაინცდამაინც - არა. უზმოზე და ჭამის დროს არ ვეწევი. მგონი, ნიკოტინი ჩემს ორგანიზმზე დამღუპველად არ მოქმედებს. შეიძლება, თავს ვიმშვიდებ (იცინის).

- ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა ჩვევები (ალკოჰოლის, ნარკოტიკების სიყვარული...) თუ გქონიათ?
- ნარკოტიკის გასინჯვის სურვილი არ გამჩენია, მაგრამ რაც შეეხება ალკოჰოლს, როგორც სხვა ქართველები, მას ზოგჯერ მეც ვეძალები. ოღონდ, ხშირად არ ვსვამ, რადგან მეორე დღეს ნაბახუსევზე მუშაობა მიჭირს. მოკლედ, ბევრი მავნე ჩვევა არ მაქვს.

"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"

მარიტა როხვაძე:

GzaPress- მავნე ჩვევები? არა, არ მქონია... ხომ გაგიგონიათ, ზოგი თმას, ფრჩხილებს "ჭამს", მე კი მსგავსი არაფერი მახასიათებს... ნარკოტიკი ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია. ადამიანის ორგანიზმზე ალკოჰოლური სასმელიც უარყოფით კვალს ტოვებს.

- როგორ ფიქრობ, მავნე ჩვევები ადამიანს როგორ უყალიბდება?

- ვფიქრობ, გარემო დიდ როლს თამაშობს. პირადად მე, ისეთ წრეში არ მოვხვედრილვარ, რომ მაგალითად, ნარკოტიკი გამესინჯა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ გარემო მაინც უმნიშვნელოვანესია!

- რას ურჩევ მავნე ჩვევევის მქონე ადამიანებს?

- ადამიანს უძლიერესი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს და გარშემო მყოფებს "პონტის გამო" არ უნდა აჰყვეს. "ყველა აკეთებს და მოდი, მეც გავაკეთებ" - ასეთი გადაწყვეტილება სულელურად და მიუღებლად მიმაჩნია, რადგან ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს.

- შენს სანაცნობოში ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე დამოკიდებული ან ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა თვისების მქონე ვინმე გყოლია?

- ყველანაირად ვცდილობ, თუ ასეთი ადამიანი შემხვდება, დაველაპარაკო, დავეხმარო... ნარკოტიკის, ალკოჰოლური სასმლის ჭარბი დოზით მიღება დამღუპველია. ჩემთვის ასეთი ადამიანები უნებისყოფოები, "პონტებს" აყოლილები არიან.

"ვგრძნობ, ვარჯიშისას სუნთქვა მიჭირს"

მირინ (მიკი) ჯეჯელავა:

GzaPress- ერთი მავნე ჩვევა, რომელსაც თავი ვერ დავაღწიე, სიგარეტის მოწევა გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, ცხოვრების ჯანსაღი წესი მქონდეს (ფიტნეს-დარბაზში დავდივარ, სწორად ვიკვებები...), ამ მავნე ჩვევას თავი ვერ დავანებე.

- ანუ ცდილობ, სიგარეტს არ გაეკარო?

- ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის: მოწევა მაინც მინდება.

- შენ გარშემო ბევრი ეწევა?

- კი და ალბათ, ნებისყოფა არ მყოფნის, რომ მოწევაზე უარი საბოლოოდ ვთქვა. მაგალითად, როცა ჩემი რომელიმე მეგობარი სიგარეტს მოუკიდებს და მოწევას იწყებს, ამის სურვილი მეც მიჩნდება.

- საერთოდ, სიგარეტის მოწევა როდის, როგორ სიტუაციაში დაიწყე?

- სხვათა შორის, მოწევა ძალიან პატარამ - მეოთხე კლასში დავიწყე. შინ მარტო რომ ვრჩებოდი, ვეწეოდი. დაახლოებით მეათე-მეთერთმეტე კლასში მოწევა შევწყვიტე. ვთქვი, - მორჩა, აღარ მოვწევ-მეთქი და დაახლოებით 3-წლიანი პაუზა მქონდა. მერე უკვე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, სიგარეტს ისევ დავუმეგობრდი.

- ამ მავნე ჩვევას შენი ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემა არ შეუქმნია?

- მადლობა ღმერთს, არა, მაგრამ ყველას გირჩევთ, არ მოსწიოთ. ვაცნობიერებ, რომ ეს ცუდია და უახლოეს მომავალში თავს აუცილებლად დავანებებ! სიგარეტის მოწევა უკვე იმდენად სულელურ ქმედებად მიმაჩნია, რომ ამაში ენერგიის, ფულის დახარჯვა არ ღირს. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი ტონია. ამ ჩვევას თავს აუცილებლად დავაღწევ!.. ვგრძნობ, რომ ვარჯიშისას, ცოტა არ იყოს, სუნთქვა მიჭირს. საერთოდ, მოწევა ცუდი იმიტომ არის, რომ ენერგიას მალე გართმევს - რამდენიმე წუთი უუნარო სიტუაციაში ვარდები, სისხლძარღვებს ავიწროებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას იწვევს.

"ნარკოტიკის მოხმარებას ბევრი ადამიანი ემსხვერპლა"

სოფო ბედია:

GzaPress- ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები არ მაქვს. ერთადერთი, ყავას ვსვამ, რადგან ჩემთვის ის ტონუსთან ასოცირდება, ენერგიას მმატებს. ამიტომ დილიდან 1 ჭიქა ყავა აუცილებლად უნდა დავლიო. ვიცი, ამბობენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის, მაგრამ ვერ დავეთანხმები. საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრების წესს ვერ მივდევ - მოუცლელობის გამო, ფიტნეს-ცენტრში სავარჯიშოდ ვერ დავდივარ, მაგრამ ვცდილობ, წონა სულ ვაკონტროლო. ეს თემა ჩემთვის ყოველთვის პრობლემატურია. ამიტომ ჯანმრთელად და "წესიერად" ვიკვებები (იცინის).

- ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები შენ გარშემო მყოფებს აქვთ?

- საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე არასოდეს ეწეოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, როცა რესტორანში ვმუშაობ, ვმღერი, იქ ბევრი ადამიანი ეწევა, გამონაბოლქვი ჩემამდე მოდის. ჩათვალეთ, რომ პასიური მწეველი ვარ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სხვა გზა არ არის.

- სიგარეტი გაგისინჯავთ?

- კი. უბრალოდ, დავინტერესდი და რომ მივხვდი, ეს ცუდია, მოწევის სურვილი აღარც გამჩენია. თან, მსმენია, რომ მომღერლის ხმაზე, სუნთქვაზე სიგარეტი ცუდად მოქმედებს. მომღერალიც რომ არ იყო, ფილტვებისთვის მოწევა ძალიან ცუდია. ბევრი გადაცემა მინახავს და ვიცი, რომ მწეველი ადამიანის ფილტვები საშინლად გამოიყურება. არ მინდა, მეც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდე. ზოგს სიგარეტი ისე უყვარს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი პრობლემები არ აინტერესებს. სიგარეტის კოლოფს პირდაპირ აწერია - "მოწევა კლავს", მაგრამ მაინც ყიდულობენ და ეწევიან.

- ნარკოტიკი თუ გაგისინჯავთ?

- უიმე, არასოდეს, ღმერთმა დამიფაროს!.. ნარკოტიკების საწინააღმდეგო აქცია-კონცერტში ხშირად ვმონაწილეობ. ნარკოტიკის მოხმარებას ბევრი ცნობილი თუ უცნობი, ქართველი თუ უცხოელი ადამიანი ემსხვერპლა და ეს საშინელებაა! ამ მხრივ, პროპაგანდისტი ყოველთვის ვიქნები, რომ მავნე ჩვევებისგან (განსაკუთრებით - ნარკოტიკის მოხმარებისგან) თავი ყველამ შორს დაიჭიროს.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, ადამიანმა ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევას თავი საბოლოოდ დააღწიოს?
- ნარკოტიკთან დაკავშირებით, კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. მხოლოდ ის ვიცი, რომ თავის დანებებას ბევრი ცდილობს და ამისთვის სპეციალური პროგრამებიც არსებობს. ზოგი ამ საშინელ ჩვევას თავს ვერ ანებებს და თუკი შანსი მიეცა, ნარკოტიკს ისევ იღებს... სიგარეტს რაც შეეხება: ჩემ ირგვლივ ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, მოწევას თავი დაანებონ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ჩემი აზრით, მონდომების, ძალისხმევის, ძლიერი ნებისყოფის შედეგად, მოწევისთვის თავის დანებება შესაძლებელია.

"ჯანსაღი ცხოვრება ძალიან კარგია"

ხატია ბრაჭული:

GzaPress- არც ნარკოტიკის, არც სიგარეტის მომხმარებელი არ ვარ და რომ არ მოგატყუო, ალკოჰოლურ სასმელსაც არ ვეტანები. როცა ადამიანს სუსტი ნებისყოფა აქვს, ალბათ, მაშინ ცდუნდება.

- სამეგობროში ისეთი ადამიანები თუ გყავს, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ჩვევები აქვთ?
- კი, უფრო მეტად - სანაცნობოში.

- სიგარეტი, მსუბუქი ნარკოტიკი გაგისინჯავს?

- არა.

- მაშინ გვითხარი, მავნე ჩვევების მქონე ადამიანებს რას ურჩევ?

- გვიანი არასდროს არის. ჯანსაღი ცხოვრება ძალიან კარგია.

"არის საშუალებები, რაც ადამიანს ენერგიას მატებს"

მანიკა ასათიანი:

- შეიძლება, 2 წელი ისე გავიდეს, წვეთი ალკოჰოლური სასმელი არ დავლიო.

- სიგარეტს ეწევი?

- ცხოვრებაში არ მომიწევია.

- დისკოთეკაზე მსუბუქი ნარკოტიკი არ გაგისინჯავს?

- არა. საქართველოში ჯერ დისკოთეკას რა ვუთხარი, მერე კიდევ - ნარკოტიკს (იცინის). ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობ: დისკოთეკაზე, დაბადების დღეზე თუ ქორწილში დროს ყოველთვის ფხიზელი ვატარებ. ეს ჩემმა სამეგობრომ იცის. თავდაპირველად, ყველას უკვირდა...

- სამეგობროში ისეთი ადამიანები გყავს, ვისაც მავნე ჩვევები აქვთ?

- ჰო, სიგარეტის მოწევა ძალიან გავრცელებული მავნე ჩვევაა, ალკოჰოლიც ბევრს უყვარს - ზოგი ამის გარეშე ვერ ერთობა. ჩემთვის უალკოჰოლოდ გართობა პრობლემას არ წარმოადგენს.

- სიგარეტის მოწევის სურვილი არასოდეს გაგჩენია?

GzaPress- მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო მხოლოდ 1-2 ადამიანია, რომელიც არ ეწევა, თავად სიგარეტის გასინჯვის სურვილი არასოდეს გამჩენია. ნებისყოფის დაძაბვა ნამდვილად არ მჭირდება, რომ მავნე ჩვევები არ შევიძინო.

- მავნე ჩვევებს რა აყალიბებს?

- სიგარეტის მოწევას ძირითადად, ადრეულ ასაკში, გაუაზრებლად იწყებენ: თითქოს მოწევა მოდაშია, ბავშვები ერთმანეთს აჰყვებიან ხოლმე და მშობლებისგან მალულად ეწევიან. ჩემი აზრით, 22-23 წლის არამწეველი ადამიანი მოწევას არ დაიწყებს, მაგრამ შეიძლება, გამონაკლისიც არსებობდეს... სამეგობროში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი არ მყავს. 2 კვირაში ერთხელ, უკეთ გართობის მიზნით დალევა პრობლემად არ მიმაჩნია. წეღან დისკოთეკაზე მსუბუქი ნარკოტიკის მიღება ახსენე: ჩვენ ყველაფერს "ნარკოტიკს" ვუწოდებთ, თორემ არის საშუალებები, რაც ადამიანს ენერგიას მატებს. მისი იშვიათად გამოყენება საგანგაშო არ არის, მაგრამ უმჯობესია, ფხიზლად, ჯანსაღად გავერთოთ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ ტიროდა ანა მჭედლიძე ევროპის სუპერთასის მატჩის მსვლელობისას თბილისში
როგორი გოგონები არ მოსწონს გიორგი ტაბიძეს
"ყველაზე რთული - კომპეტენტური კადრების პოვნაა"
წარმატებული სეზონი და დიდი იმედგაცრუება
"შეიძლება ვიღაცებისთვის ამოუცნობი ვიყო"
"სულ ვვარჯიშობდი, რომ ფიზიკურად ძლიერი ვყოფილიყავი და ადვილად აღარავის დავეჩაგრე"
მსახიობი ეკრანულ და რეალურ ოჯახზე
რა ენატრება ყველაზე მეტად საქართველოდან შორს მყოფ კაბუს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2518 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი