რას უკრძალავს დავით ქაცარავა მეუღლეს - გზაპრესი

რას უკრძალავს დავით ქაცარავა მეუღლეს

- თქვენი აზრით, სახლის საქმეები ვინ უნდა მოაგვაროს - ცოლმა თუ ქმარმა?

- გააჩნია: რაღაც საქმეები ქალმა უნდა გააკეთოს, რაღაც - კაცმა.

- ქალმა რა უნდა გააკეთოს? სადილის მომზადებას, სახლის დალაგებას გულისხმობთ?

- თუნდაც! თქვენ მიერ ჩამოთვლილი საქმეებიQქალის ფუნქციაა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. მამაკაცის საქმე კი - ტექნიკური გაუმართაობის მოგვარება გახლავთ. თავად მოაგვარებს თუ სხვას დაიხმარებს, მისი გადასაწყვეტია - მთავარია, პრობლემა აღმოფხვრას.

- საოჯახო საქმეებში ქალის დახმარება კაცის ღირსებას აკნინებს?

- არა მგონია, რომ ამით მამაკაცის ღირსება დაკნინდეს. როცა ქალს დახმარება სჭირდება, შეუძლია, მამაკაცს სთხოვოს და პრობლემა ერთად გადაჭრან.

- მეუღლეს ხშირად ეხმარებით?

GzaPress- სამწუხაროდ, ხშირად საოჯახო საქმეებში მის დახმარებას ვერ ვახერხებ, რადგან შინ იშვიათად ვარ: სახლიდან დილით ადრე გავდივარ და გვიან ღამით შემოვდივარ - ეს ჩემი ყოველდღიური რეჟიმია. როცა შინ ვარ, ვცდილობ, დავეხმარო, მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათად ხდება.

- რას ფიქრობთ ქალზე, რომელსაც "მძიმე" მაკიაჟი აქვს?

- არ ვუღრმავდები, თუ რატომ წაისვა ამდენი კოსმეტიკური საშუალება. უბრალოდ, არ მომწონს. ცხადია, ქალის გადასაწყვეტია, როგორ მაკიაჟს გაიკეთებს. საერთოდ, ზომიერების მომხრე ვარ. ქალს მაკიაჟი ისე უნდა ჰქონდეს გაკეთებული, რომ არ ეტყობოდეს. არ მიყვარს, როცა "გაშპაკლული" სახე აქვთ.

- რა შეიძლება, მეუღლეს აუკრძალოთ?

- ამაზე არ მიფიქრია. ეს - ცხოვრებისეულია და სია არ მაქვს ჩამოწერილი, რა შეიძლება ავუკრძალო და რა - არა. საერთოდ, ჩემს მეუღლეს აბსოლუტურად ყველაფრის უფლებას ვაძლევ. ზედმეტს თავადაც არ მოინდომებს. ხანდახან ავტომობილით სწრაფად დადის, მე კი ასე მოქცევას ვუკრძალავ იმიტომ, რომ ეს სახიფათოა. მის უსაფრთხოებაზე ვზრუნავ და ყოველთვის ვნერვიულობ, როცა ავტომობილს მართავს.

- ქალს ყველაზე მეტად რა ალამაზებს?

- უპირველეს ყოვლისა, ლამაზი თავისი ბუნებით უნდა იყოს. შინაგანი სამყარო მისი მთავარი სილამაზეა, შემდეგ კი შეიძლება, რაიმე აქსესუარითაც გაილამაზოს თავი.

- ჯენტლმენი ხართ?

- სავარაუდოდ - კი. ეს მანდილოსნებს უნდა ჰკითხოთ.

GzaPress

- არაჯენტლმენური საქციელის გამო, მანდილოსანს ოდესმე შენიშვნა მოუცია?

- არა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

- ქერა ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპს თუ იზიარებთ?

- ამ სტერეოტიპს არ ვიზიარებ, უბრალოდ, იმ ანეკდოტებზე ვხალისობ, რომლებსაც ქერა მანდილოსნებზე იგონებენ. დარწმუნებული ვარ, თმის ფერს ქალის ინტელექტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

- იდეალურ შემთხვევაში, ოჯახის მარჩენალი ვინ უნდა იყოს - ცოლი თუ ქმარი?

- რა თქმა უნდა, ამ კუთხით "წამყვანი" ქმარი უნდა იყოს. მანდილოსნებს გარკვეული "ვექტორები" შეეცვალათ და მიაჩნიათ, რომ სამსახურშიც უნდა იყვნენ და ბიზნესის სფეროშიც. კი, ბატონო, იყვნენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბავშვებს დედის სითბო, მასთან სიახლოვე ძალიან სჭირდებათ. შესაბამისად, ვფიქრობ, დედამ ბავშვებთან უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს, ვიდრე - სამსახურში, ეს ფუფუნება კი მათთვის მამაკაცმა უნდა შექმნას.

GzaPress- მეუღლეს თქვენზე მეტი შემოსავალი რომ ჰქონდეს, ეს ფაქტი დაგაკომპლექსებდათ?

- ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემი შემოსავალი მისაზე მეტი ყოფილიყო, რადგან ოჯახში მამაკაცი დომინანტი უნდა იყოს.

- მხოლოდ შემოსავლის მხრივ თუ?..

- ამ შემთხვევაში, შემოსავალი ვიგულისხმე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში ყველაფერი თანაბრად გვაქვს გადანაწილებული, ოჯახში ლიდერი მაინც საჭიროა. ლიდერი კი მამაკაცი უნდა იყოს, რადგან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაინც კაცის მხრებზე გადადის. შეიძლება, ვიღაცას ჩემი ასეთი პასუხი არ მოეწონოს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული ჩემი სუბიექტური აზრი ასეთი გახლავთ.

- შვილების აღზრდაში აქტიურად მონაწილეობთ?

- ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე - ვერა. შვილებთან ურთიერთობა იმაზე გაცილებით ნაკლებად მაქვს, ვიდრე თავად მინდა, რომ მქონდეს.

- შვილებთან სერიოზული საუბარი დედის მოვალეობაა თუ მამის?

- სიტუაციას გააჩნია. ისე არ არის, რომ ცოლ-ქმარს შორის ერთი "კეთილი პოლიციელი" იყოს, მეორე - "ბოროტი", ხანდახან როლები უნდა გაიცვალოს: ზოგჯერ მამა უნდა იყოს მკაცრი, დედამ კი შვილს დაუყვავოს და პირიქით...

- გოგონას აღზრდა უფრო იოლია თუ ბიჭის?

- საერთოდ, ბავშვების აღზრდა ურთულესია, მით უმეტეს - ჩვენს ქვეყანაში არსებულ პირობებში. ორივე ძალიან საპასუხისმგებლოა.

- არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცები უფრო კარგი მეგობრები არიან, ვიდრე - ქალები. ეთანხმებით?

- შეიძლება, მანდილოსნებს ეწყინოთ, მაგრამ ამ სტერეოტიპს ვეთანხმები. თემას არ ჩავუღრმავდები...

- საერთოდ, ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის გჯერათ?

- რა თქმა უნდა, მჯერა!

- თქვენს სამეგობრო წრეში რომელი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ?

- მამაკაცები, ბუნებრივია.

- ისეთ ადამიანებზე რას ფიქრობთ, რომლებსაც სამეგობროში საპირისპირო სქესის წარმომადგენლები უფრო მეტი ჰყავთ?

- ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ.

- შეგიძლიათ, თქვენთვის გამაღიზიანებელი გენდერული სტერეოტიპი დამისახელოთ?

- ერთადერთი ის გახლავთ, როცა ამბობენ ხოლმე, - ქალის ადგილი სამზარეულოშიაო. ეს გამაღიზიანებელია. რას ჰქვია, ქალი სამზარეულოში, 4 კედელში უნდა გამოკეტო?! ჩემი სურვილი კი გამოვხატე, - ქალმა ბავშვებთან უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს-მეთქი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 4 კედელში ჩაკეტილი იყოს და სახლში ფქვილიანი ხელებით გხვდებოდეს.

- ეს ცოტა არ იყოს, მოძველებული სტერეოტიპი ხომ არ არის?

GzaPress- პრინციპში, ეს სტერეოტიპი ხშირ შემთხვევაში, იუმორთან არის დაკავშირებული. ჩემ ირგვლივ მყოფი წყვილებიდან, შინ ჩაკეტილი და მხოლოდ სამზარეულოს საქმეებით დაკავებული არც ერთი მანდილოსანი არ არის; ყველას თავისი საქმე აქვს და თავს თავისუფლად, კარგად გრძნობს.

- კაცებს ჭკვიანი ქალები არ გიყვართ?

- ამ სტერეოტიპს ვერ დავეთანხმები. ჭკვიან ქალთან და საერთოდ, ჭკვიან ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნოა. სულელი არც ქალია კარგი და არც - კაცი. ისეთ მამაკაცებსაც არ ვიცნობ, რომლებსაც ჭკვიან ქალებთან ურთიერთობა აშინებთ.

- დაბოლოს, ქალს უფრო ძლიერი ბუნება აქვს თუ მამაკაცს?

- საერთოდ, მამაკაცი ბევრად ძლიერია - გენეტიკურად, ისტორიულად... ის ყოველთვის უფრო მეტს აკეთებდა.

ეთო ყორღანაშვილი