ქართველი ბოდიბილდერის წარმატება
font-large font-small
ქართველი ბოდიბილდერის წარმატება
"ადამიანებს შენი პროფესიონალიზმი ცხვირწინ უნდა "უფრიალო"
ქართველმა ბოდიბილდერმა - ია უძილაურმა ახლახან ესპანეთში, მადრიდში გამართულ ბოდიბილდინგის საერთაშორისო შეჯიბრებაში, 148 სპორტსმენს შორის გაიმარჯვა. დიდი ხანი არ არის, რაც ია სპორტის ამ სახეობით პროფესიულად დაკავდა. როგორც გვითხრა, პირველსავე შეჯიბრებაზე გამარჯვებას არ ელოდა. ესპანეთში საკუთარი სახსრებით, მეგობრებისა და რაც მთავარია, მწვრთნელის - ალექს ბარდაძის დახმარებით გაემგზავრა. ახლა უფრო მაღალი დონის შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის სპონსორს ეძებს, რადგან ესპანეთში წარმატების შემდეგ, ბევრი შემოთავაზება მიიღო... ია პროფესიით კულტუროლოგი გახლავთ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და ფიტნეს-ინსტრუქტორადაც მუშაობს. წარმატებულ და საქმიან ქალბატონს ფიტნეს-დარბაზში ვეწვიეთ.

- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მატერიალურად დამოუკიდებელიც ვყოფილვარ და დამოკიდებულიც. პირველად ფული 13-14 წლისამ "გავაკეთე". სოფელში (ფშავში) მამამ ჩვენი კაკლის ხე რომ "დაბერტყა", მე და ჩემმა დამ მოვიფიქრეთ, - კაკალი დაგვემტვრია, გაგვერჩია და გაგვეყიდა. ასეც მოვიქეცით. ნიგოზი ბაზარში ჩავაბარეთ და სასკოლო ნივთები შევიძინე (მინდოდა, გამორჩეულად კარგი რვეულები და კალმები მქონოდა). მას შემდეგ ბევრგან მიმუშავია. ძირითადად, ჩემი პროფესიით. კულტუროლოგი ვარ და კვლევით პროექტებზე ვმუშაობდი.

- ეს პროფესია რას გულისხმობს ან რატომ აირჩიე?

- კულტუროლოგია ბევრ სხვადასხვა დისციპლინას მოიცავს და უკავშირდება. მხოლოდ ისტორიას და თეორიას არ გულისხმობს: მსოფლიოში, პრაქტიკაშიც ძალიან გამოიყენება. მაგალითად - კულტურის პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს დარგი ჯერ ისევ სამეცნიერო სფეროდ რჩება... როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მეგონა, კულტურის ისტორიასა და ხელოვნებათმცოდნეობას ვისწავლიდი, მაგრამ სწავლება ცოტა "სხვა კუთხით" წარიმართა ანუ ბევრად უკეთეს ადგილას მოვხვდი, ვიდრე მეგონა. საკუთარი საქმის პროფესიონალი, მეგობრული ლექტორები მყავდა. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. სწავლის გარდა, ხშირად პროექტებშიც ვიყავით ჩართული, სადაც გამოცდილებას ვიღებდით. ვმონაწილეობდით კონფერენციებში. გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს კი კათედრაზე გვასაქმებდნენ.Pჩემს სფეროში, პირველი სამუშაო გამოცდილება სწორედ უნივერსიტეტში შევიძინე.
GzaPress
- გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვასთან კვების განსაკუთრებული რეჟიმის შეთავსება არ გიჭირს?
- დიახ, ეს რთულია. ფიტნეს-დარბაზში ფიზიკური და გონებრივი მუშაობა ერთდროულად მიწევს. ხანდახან მგონია, რომ თვალებს ვეღარ გავახელ. ყველა კალორია "გაზომილი" მაქვს და ჯერჯერობით, თავს ვართმევ. თუ "გადავიწვები", შვებულებას ავიღებ და დავისვენებ (იცინის).

- საკვებს თავად ამზადებ?

- კი. სამსახურიდან შინ დაახლოებით, 12 საათისთვის მივდივარ და საკვების მომზადებას ვიწყებ, რადგან ამის გაკეთებას დილით ვერ მოვასწრებ. თუმცა, ამისთვის ბევრი დრო არ მჭირდება - ძირითადად, მშრალ საკვებს ვიღებ (ბრინჯი, მოხარშული ან გრილად შემწვარი ქათამი, სალათები...). ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა საკვების მომზადება ვერ მომისწრია. არადა, ჩემთვის ჭამის ერთხელ "ჩაგდებაც" არ შეიძლება: ჯერ ერთი, ფიზიკურად დავსუსტდები და მეორეც - როცა შეჯიბრებისთვის ემზადები, ყველა ლუკმას მნიშვნელობა აქვს... კარგი მეგობრები მყავს და ასეთ დროს ისინი მშველიან: მათ ჩემი კვების რეჟიმი იციან, საჭმელს თავად მიმზადებენ და სამსახურში მოაქვთ (იცინის).

- შენი სამუშაო დღე როდის იწყება?

- დილის 9 საათზე სამსახურში უნდა ვიყო.

- სამსახურში ჩაცმის სტილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებ?

- დიახ, დრესკოდს ყველგან ვიცავ: უნივერსიტეტში აკადემიურად ჩაცმული დავდივარ, დარბაზში - სპორტული სამოსით, სამსახურის გარეთ - ქალურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. რთული ის არის, რომ ხანდახან ტანსაცმლის გამოცვლა გზაში მიწევს.

- სამსახიობო სფეროშიც მოსინჯე ძალები - "კომედი შოუს" სკეტჩებში შენს მონაწილეობას ვგულისხმობ. ამ საქმეს სერიოზულად ეკიდები?
- იმ აზრს ვემხრობი, რომ ყველანაირი გამოცდილება საინტერესოა: "იზრდები", რაღაც ახალს იგებ... მიმაჩნია, რომ ადამიანი "მრავალმხრივი" უნდა იყოს. ამიტომ ექსპერიმენტებზე უარს არ ვამბობ. კომედიური ჟანრი ჩემთვის ცოტა არ იყოს, უცხოა. მგონი, არაკომიკური როლები უფრო გამომივიდოდა. კომედიური ჟანრი ძალზე სპეციფიკურია: მხოლოდ სამსახიობო ნიჭი საკმარისი არ არის, განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს.

- საქმეში მხოლოდ მატერიალური ინტერესის გამო თუ ჩართულხარ?

- არა. იქნებ ახლო მომავალში ცოტათი "გავიზარდო", დავჭკვიანდე და საქმეში მხოლოდ ფულის გამოც ჩავერთო (იცინის). სამაგიეროდ, ჩემთვის საინტერესო პროექტში გასამრჯელოს გარეშე ჩავრთულვარ, რადგან მიმაჩნდა, რომ ის საქმე პროფესიულად "გამზრდიდა".

- ამჟამად, მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?

- დიახ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ხანს ვმუშაობ დღე-ღამეში, ვფიქრობ, უფრო მეტს უნდა მიხდიდნენ. ჩემი ხელფასის დიდი ნაწილი ტაქსით მგზავრობასა და კვებაში მეხარჯება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობ, რადგან დრო გათვლილი მაქვს: მაგალითად, ერთ სამსახურში მუშაობას 4 საათზე ვამთავრებ, მეორეში - 5-ის 15 წუთზე ვიწყებ და სამოსის გამოცვლასაც ხომ სჭირდება გარკვეული დრო? თან, ხომ იცით, შვილიც მყავს და მასაც სჭირდება ყურადღება.

- მის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობ?

- დიახ, ამასაც ვახერხებ. კვირაში ერთი დღე მაინც მაქვს თავისუფალი და ამ ერთ დღეს მთლიანად მას ვუთმობ. ამ ეტაპზე, ბავშვი დედაჩემთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ჩემთან, მაგრამ შვილთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს თავად ვწყვეტ. საქართველოდან გამგზავრებაც ბევრჯერ მომიხდა, მაგრამ ბავშვს ტელეფონით ვეკონტაქტებოდი. სხვათა შორის, ჩემმა პატარამ წერა-კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა.
GzaPress
- როცა ადამიანებს ოჯახი ენგრევათ, კარიერაში უფრო აქტიურები და წარმატებულები ხდებიან. შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა? თითქოს, ნიკა გრიგოლიასთან ოჯახის დანგრევის შემდეგ უფრო გააქტიურდი...
- არა, არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდა. პირიქით, ოჯახის დანგრევამ ბევრ რამეში შემიშალა ხელი. ადრე უკეთესი გეგმები მქონდა, მაგრამ "დროში გამეწელა"... ამჟამად დედასთან ვცხოვრობ. მინდა, დამოუკიდებელი ვიყო. როცა ოჯახი გაქვს, ყველაფერს სხვანაირად გეგმავ, ახლა კი რაღაცები უნდა "გადააწყო", შეცვალო. ასე უფრო ძნელია. ამიტომ ვფიქრობ: რომ არ გავთხოვილიყავი, უფრო მეტს მივაღწევდი, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა - გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი... ახლა შემიძლია ვთქვა, რომ რაც მაქვს, ყველაფრით კმაყოფილი ვარ და თანაც - ბედნიერი.

- სამუშაოს დასაწყებად "სივი" გაგიგზავნია?

- კი. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა პასუხი არ მიმიღია. მიმაჩნია, რომ ჩვენთან "სივები" ხშირად, მხოლოდ ფორმალობაა. სინამდვილეში, უკვე გადაწყვეტილი აქვთ, სამსახურში ვის აიყვანენ. მუშაობის დაწყება ბევრგან მიცდია. ჰუმანიტარულ დარგში ბაკალავრის ხარისხი მაქვს, ასევე - ისტორიკოსის კვალიფიკაციაც. სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებულ გასაუბრებას ყოველთვის წარმატებით ჩაუვლია.

- შენი ექსსამსახურების შესახებ გვიამბე...

- გუნდისთვის მიხელმძღვანელია, დავალებები მიმიცია, მენეჯერის ფუნქციები შემისრულებია, რეკლამა გამიკეთებია, ვებ-გვერდის ადმინისტრატორიც ვყოფილვარ... სხვათა შორის, მარკეტინგის სფეროში სერტიფიკატიც მაქვს: ავსტრიელები გერმანულ ენაზე ტრენინგს ატარებდნენ. ამის შესახებ შემთხვევით შევიტყვე, დავინტერესდი და ჩავეწერე... ყველაზე განსხვავებული მაინც, ბარში მუშაობა იყო. იქ 17-18 წლის ასაკში იმიტომ ვმუშაობდი, რომ ზაფხულში დასასვენებლად გამგზავრებისთვის ფული მშობლებისთვის არ გამომერთმია. ოჯახის დანგრევის მერე კი ბარში 2 მიზეზის გამო ვმუშაობდი: ჯერ ერთი, შემოსავალი მჭირდებოდა და სხვა სამსახური ვერ ვიშოვე და მეორეც - სამსახური მხოლოდ ფინანსების გამო არ მჭირდებოდა; უბრალოდ, მინდოდა, მემუშავა! მუშაობა ღამით მიწევდა და შედეგად, წონაში 10 კილო დავიკელი. სირთულის მიუხედავად, ის პერიოდი კარგად მახსენდება. თან, ბევრი დიჯეი, ბარმენი გავიცანი და მათთან შეხვედრა მიხარია.

- აღნიშნე, - წონაში 10 კილო დავიკელიო. ფიტნეს-დარბაზში ვარჯიში, რამაც შემდეგ შენი ცხოვრება გარკვეულწილად შეცვალა, რამ გადაგაწყვეტინა?
- თითქმის მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული, ოღონდ - მოყვარულის დონეზე. ბარში მუშაობისა და სტრესების გამო, თითქოს დავსუსტდი. არადა, მინდოდა, ფიზიკურად ჯანმრთელი, ძლიერი ვყოფილიყავი. ჰოდა, ფიტნეს-დარბაზში ჩემი მისვლის მიზეზი ეს იყო. მერე მივხვდი, რომ ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და გადავწყვიტე, პროფესიულ დონეზე "გავყოლოდი".

- დასაქმების მოსურნე ქალბატონებს რას ურჩევ?

- საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ და იმედი არ დაკარგონ. ყველა გასაუბრება გარკვეული გამოცდილებაა. პირადად მე, "გაკითხვა" მერიდება ხოლმე. არადა, სამსახურში ნაცნობობით მიღება აუცილებლად "ჩაწყობას" არ ნიშნავს. აქტიურად უნდა დააფიქსირო რა შეგიძლია და რა გჭირდება. შეცდომა, რომელიც თავად დამიშვია, ის გახლავთ, რომ საკუთარ თავს რეკლამას არ ვუკეთებ. ჩვენს ქვეყანაში თუ არ "ყვირი", რომ რაღაც მაგრად იცი, ვერ შეგამჩნევენ. ადამიანებს შენი პროფესიონალიზმი ცხვირწინ რომ "უფრიალო", ეს ბაქიაობას არ ნიშნავს. თუმცა, მათ საქმითაც უნდა დავანახოთ, რა შეგვიძლია. რაც მთავარია, თავდაჯერებისთვის საჭიროა, ისე გამოვიყურებოდეთ, რომ საკუთარი თავი მოგვწონდეს.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
უცნაური კომპლიმენტი და კუნთმაგარი ფინანსისტი
"არ ვარ ევროპელი და ამის გამო საბოდიშოდ არავისთან მაქვს საქმე"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2145 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი