მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის და დრამა, რომელშიც თემოს სიყვარულის ამბავია მოთხრობილი
font-large font-small
მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის და დრამა, რომელშიც თემოს სიყვარულის ამბავია მოთხრობილი
"სიყვარულისთვის ვიბრძოდი, მერე იყო დაშორება, მერე დაბრუნება..."
ამბავში თითქოს უჩვეულო არაფერია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა მამაკაცი ხვდება გზააბნეულ ჟურნალისტ გოგონას და საკუთარ სამყაროს აცნობს.

მერე ამბები საინტერესოდ ვითარდება, - ეს საინტეგრაციო ექსპერიმენტული საცეკვაო სპექტაკლის მოკლე შინაარსია, სადაც მთავარ როლებს თემო არაბიძე (სამეჯლისო ცეკვა ეტლით) და ქორეოგრაფი ქეთი ზაზანაშვილი ასრულებენ. ამ წარმოდგენის შემდეგ შედგა მათი ტანდემი. მერე იყო პროექტი "ნიჭიერი", გამარჯვების სიხარული და ახლახან ყაზახეთში მიღწეული კიდევ ერთი წარმატება.

ქეთი:

- ყაზახეთში საერთაშორისო ტურნირზე ვიმყოფებოდით. საქართველო ამ კონკურსზე პირველად გავიდა. არც თუ ისე ცუდი შედეგით დავბრუნდით - 40 მონაწილეს შორის მეორე ადგილზე გავედით.

- გილოცავთ ამ წარმატებას! მიამბე, როგორ დაგიკავშირდნენ?

- ეტლით მოსარგებლე სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაცია დავაარსე. ამ სფეროს წარმომადგენლები უკვე მიცნობენ. ჩვენი ცეკვა აზერბაიჯანელ კოლეგას ჰქონდა ნანახი. ყაზახეთიდან სპორტული ცეკვების პრეზიდენტი დამიკავშირდა და ამ შანსზე უარი არ ვთქვით. ჩემი და თემოს წყვილის პოპულარობას "ნიჭიერმა" ძალიან შეუწყო ხელი.

თამო:

- "ნიჭიერის" შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. როცა საზოგადოებაში ვჩნდებოდი, ხალხმრავალ ადგილებში გადავაადგილდებოდი, გამვლელები ჩემკენ ხელს იშვერდნენ, თითქოს ყველას ვებრალებოდი. ამას 3-4 წლის წინ უფრო ვაქცევდი ყურადღებას, "ნიჭიერი" კი სტერეოტიპების მსხვრევაში დამეხმარა. მინდა, ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენი წარმატება გაიზიარა. მე უფრო მეტად მონდომებული გავხდი.
GzaPress
ქეთი:

- ყაზახეთში 6 დღე ვიყავით. 17 აპრილს გვქონდა გამოსვლა. მსოფლიო ჩემპიონი გაოცდა, ჩვენი ცეკვა ძალიან მოეწონა. გვითხრა, მსგავსი ცეკვის დადგმა მეც მინდოდა, მაგრამ ჩემი მეწყვილე ასეთი გაბედული ვერ არისო. პირველ ადგილზე ვინც გავიდა, იმ წყვილიდან შშმ პირი 30 წლის მამაკაცია. ფეხი არ აქვს, პროთეზის საშუალებით დადის. 15 წელია, ცეკვავს და ტექნიკურად უფრო მეტად დახვეწილია. თან, ჩვენ არ გვქონდა "საცეკვაო" ეტლი.

თემო:

- ის ბიჭი ჩემს ეტლში რომ გადმოჯდა, თქვა, - ისეთი მძიმეა, ამით მოძრაობა ძალიან რთულიაო. გვინდოდა, ათეულში მაინც გავსულიყავით, მაგრამ მეორე ადგილზე გავედით. ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურეთ.

- რომელი ცეკვა შეასრულეთ?

- შევასრულეთ ცეკვა, რომელითაც "ნიჭიერის" ფინალში გამოვედით. ეს იყო დრამა.

- დრამა, რომელშიც შენი სიყვარულის რეალური ამბავია აღწერილი...

- მქონდა პერიოდი, როცა სიყვარულისთვის ვიბრძოდი, მერე იყო დაშორება, მერე დაბრუნება, ისევ დაშორება, ისევ დაბრუნება და... მერე იყო განშორება. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მიმატოვეს. არა უშავს, ხდება ხოლმე.

- ყოფილმა შეყვარებულმა გამარჯვება მოგილოცა?

- პირველი ტურის პერიოდში დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მაშინ ჩაწერაზე იყო მოსული, მერე წავიდა და წავიდა. ძალიან რთული გადასატანი იყო, მაგრამ... იმ პერიოდში ვაკეთებდი საქმეს, რომელიც მსიამოვნებდა. მსახიობობა ჩემი აუხდენელი ოცნებაა.

- დაშორების მიზეზი რა იყო?

- ალბათ, ოჯახი, სტერეოტიპები... თან ხშირად ვკამათობდით და თან, ერთმანეთი არანორმალურად გვიყვარდა.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- საინტერესო არაფერი ხდება. სწავლით და ქველმოქმედებით ვარ დაკავებული. შეიძლება, მეც გაჭირვებული ვარ, მაგრამ ვიცი, გარშემო ჩემზე მეტადაც უჭირთ ადამიანებს. იმედი არასდროს უნდა დაკარგო. მაგალითად, მე არ მქონდა სახლი, მაგრამ ახლა მაქვს.

- ახალ ბინაში უკვე გადახვედი?

- ბინაში მაისის ბოლოს გადავდივარ. კონტრაქტში წერია, რომ თეთრი კარკასი უნდა ჩამაბარონ.

- ახალ ბინაში ვისთან ერთად იცხოვრებ?

- დასთან ერთად.

- აქტიურად ხართ ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, გამოდიხართ კონცერტებზე.

- დიახ, მე და ქეთი ძალიან ბევრ საღამოზე გამოვდივართ. რამდენიმე დღის წინ დავეხმარეთ პატარა მედეას. გარდა ამისა, ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია "სინათლის კვალში", პიარ-მენეჯერი ვარ და სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარებით.

- დასახმარებელი თანხების მოძიებას როგორ ახერხებთ?

- ჩვენ ანაზღაურების გარეშე ვმუშაობთ, თანხას კი სხვადასხვა ფორმის აქტივობით ვაგროვებთ.

- ხელზე რა გაწერია?

- "სანდრა".

- რთული მისახვედრი არ არის, ვის მიუძღვენი ეს წარწერა...

- როდესაც დედა ძალიან ავად იყო, სანდრას წერილი მისწერა. ამ წერილში მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდა: მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩემთვის ყურადღება მოექცია. სანდრას ჩემზე დიდი ამაგი აქვს, ამიტომ დედასავით მიყვარს.

- იცის, რომ მისი სახელი გაწერია?

- არა, ჯერ არ იცის. შეიძლება, ცოტათი გამიბრაზდეს, მაგრამ ლამაზად შევაპარებ. როცა ოჯახს შევქმნი, მინდა, პირველი შვილი გოგონა მყავდეს და მას აუცილებლად, სანდრას დავარქმევ. ამ წარწერის გაკეთების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე - ახალი გაკეთებული მქონდა და ჩვენება მომერიდა. სანდრა ყველაფერს მიკეთებს, რაც შეიძლება, დედამ შვილს გაუკეთოს. "ნიჭიერში" ჩემი გამოსვლით აღფრთოვანებული იყო. თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ და გამუდმებით მაკონტროლებს. მისთვის მადლობის გადახდას ალბათ, ვერასდროს შევძლებ. დღემდე ბინის ქირას სანდრა მიხდის.

- თერჯოლაში ჩასვლას ხშირად ახერხებ?

- კი, მამა იქ ცხოვრობს და თვეში 3-ჯერ მაინც ჩავდივარ. თერჯოლა ძალიან მიყვარს, საოცარი ადამიანები ცხოვრობენ. ჩემი ქალაქია, იქ დავიბადე და გავიზარდე. მინდა, მადლობა ვუთხრა და კიდევ ერთხელ მივეფერო ჩემს თერჯოლელებს, რომლებიც ყოველთვის მგულშემატკივრობენ.
19 წლის ვიყავი, როცა ავარიაში მოვყევი. დიდ სიმაღლეზე გადავცვივდით და მხოლოდ მე დავშავდი.
GzaPress
- ექიმები რას გეუბნებიან, გავლის შანსი გაქვს?

- ჩემი დიაგნოზი გულმკერდის მე-12 მალის მოტეხილობაა. დიდი შანსი მაქვს, გავიარო, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ისრაელში გამგზავრებაა საჭირო.

- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ქეთი:

- ყაზახეთში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მიწვევა არაერთი ქვეყნიდან მივიღეთ. ივნისში ჩინეთში პარაოლიმპიელ მოცეკვავეებს შორის სპორტული ცეკვების ტურნირი ტარდება. ფინანსების მოძიება დაგვჭირდება, რომ ამ ტურნირზე გავიდეთ. სჯობს, თავდაპირველად ასეთ ტურნირებზე გამოხვიდე, რომ მერე მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო მეტად თავდაჯერებული წარდგე.

- მსოფლიო ჩემპიონატი როდის გაიმართება?

- სექტემბერში, სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება.

თემო:

- ჩვენს ცხოვრებაში ახლა საკმაოდ საინტერესო პერიოდია... გვინდა, პოლონეთში ტრენინგი გავიაროთ და ეტლიც გამოვცვალო - ის, რომლითაც ახლა ვსარგებლობ, სანდრამ მაჩუქა და მართალია, საკმაოდ ძვირად ღირებულია, მაგრამ ცეკვის დროს მოუხერხებელი გახლავთ.

ქეთი:

- სამწუხაროდ, საქართველოში ახალგაზრდები არ აქტიურობენ. ძალიან ძნელია იპოვო ისეთი მოცეკვავე, რომელიც შშმ პირთან წყვილში ცეკვის სურვილს გამოთქვამს. შინაგანი კომპლექსები აქვთ, შესაძლოა - შიშიც: შეძლებენ თუ არა?!

- გაქვთ სურვილი, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ეტლით სარგებლობენ, ცეკვა ასწავლოთ. მათთვის ეს ინიციატივა მისასალმებელი უნდა იყოს.
- რა თქმა უნდა! მომავალში სპექტაკლის დადგმასაც ვგეგმავ. ყოველი წარმოდგენის გამართვისას, მათ საკუთარი ჰონორარი ექნებათ. თუ წარმატებული სპორტსმენი იქნები, პარაოლიმპიური კომიტეტის სტიპენდიანტიც შეიძლება გახდე. ეს არა მხოლოდ შინაგანი განვითარებისთვის არის კარგი, არამედ ამით შეგიძლია, შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.

თემო:

- მადლობა "გზის" რედაქციას, რომ ჩვენი წარმატება გაგიხარდათ და მოგვილოცეთ. ერთმანეთს ბევრი სიყვარული ვაჩუქოთ და უფრო ბედნიერები ვიქნებით.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
11.06.2015
თემო,წარმატებები.მალე ფეხზე დამდგარი გვეხილო
....
10.06.2015
უფალმა ყველა დალოცოს, ვისაც სიკეთის კეტება შეუძლია უანგაროდ,ვინც არ უნდა იყოს გვიმრავლოს საქართველოსი ასეთი სულის ადამიანები და კიდევ ერთს ვტხოვ უფალს შენ სულ მალე შენი ფეხით გევლოს.
ლელა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი