"კვაზიმოდოსთან ვიმეგობრებდი"
font-large font-small
"კვაზიმოდოსთან ვიმეგობრებდი"
"წლების წინ გაცილებით აქტიური მკითხველი ვიყავი, მაგრამ დღესაც ბევრს ვკითხულობ. ჩემთვის წიგნი შეუცვლელი რამ არის. წიგნსა და ელექტრონულ ვერსიას შორის, არჩევანს ყოველთვის წიგნზე ვაკეთებ", - ამბობს მსახიობი მაია ლომიძე. წიგნი არასდროს მოუპარავს, ცდუნებაც კი არ ჰქონია.
თხრობის განსხვავებული სტილით კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, ვაჟა-ფშაველა იზიდავს. უყვარს გალაკტიონი და შოთა რუსთაველი.

პრეამბულის მაგიერ

- თანამედროვე ავტორების შემოქმედებას ეცნობი?
- ოთარ ჭილაძე ხომ ჩვენი თანამედროვე იყო. მისი შემოქმედება ძალიან მომწონს. ახალგაზრდების შეფასებისგან ჯერ თავს შევიკავებ. ლიტერატურულ საიტებზე ნაკლებად შევდივარ, ფურცელზე დაწერილის წაკითხვა მირჩევნია. სოციალურ ქსელშიც არ ვაქტიურობ.

- რატომ? მსახიობები ამბობენ, რომ ეს მათი პროფესიისთვის აუცილებელია. ამიტომაც ათასობით ფოტოს ტვირთავენ.
- შესაძლებელია, ეს სწორი მიდგომა იყოს, მაგრამ საკუთარი თავის პიარი მეუხერხულება, მეტსაც ვიტყვი, მეგოიმება.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ვიქტორ ჰიუგო და დოსტოევსკის შემოქმედება ძალიან მიყვარს. რომელ პერსონაჟთან ვიმეგობრებდი? ამაზე არასდროს მიფიქრია (პაუზის შემდეგ) კვაზიმოდოს ავირჩევ.

- რატომ?

- საიტერესო გმირია, მას დავეხმარებოდი, მასთან ურთიერთობა მესიამოვნებოდა... ძალიან მძაფრია მისი ტკივილი, განცდა, ემოცია... თავად ძლიერი ადამიანია, იმ ტკივილს გავუნახევრებდი, რომელსაც ატარებდა.

- პირველი ნაწარმოები, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელი იყო?

- კითხვის დროს ძალიან ბევრჯერ მიტირია. პირველი მძაფრი შთაბეჭდილება "კრაზანამ" მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორს ბევრ რამეში არ ვეთანხმები. მერე იგივე ემოცია "თამილამ" მომიტანა.

- "პალიტრა TV"-ზე "მიმიხვდიში" ძალიან ემოციური თამაში გამოგივიდა. ცხოვრებაშიც ასეთივე ემოციური ხარ?
- ემოციურობა ნამდვილად არ მაკლია. "მიმიხვდიში" იყო ძალიან ცოტა თამაში, შოუს ელემენტები და ბევრი ბუნებრიობა.

- ფინალისტი ხარ, წარმატებებს გისურვებ!

- მადლობა. მე და ბესო მეგრელიშვილს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგები გვყავს.

- "ღმერთმა შექმნა არც ისე ბევრი სრულყოფილი თავი, ხოლო დანარჩენი დაფარა თმით", - ამბობენ ამ კლუბის წევრები. ვინ არიან ისინი?
- როგორ თქვი? ამ ადამიანებს რაღაც ნიშანი აერთიანებთ?

- დიახ, ვიზუალურ მხარეს ვგულისხმობ.

- მელოტები.

- როდიდან ხდება ოსკარებით დაჯილდოების ცერემონია?

- ზუსტი თარიღი არ მახსოვს.

- 1929 წლიდან. რამდენს იწონის ოსკარის ქანდაკება?

- არ ვიცი.

- 3 კგ და 180 გრამს. "შენ ერთადერთი ხარ, ვის წინაშეც მუხლს ვიხრი და თავდახრილი შევდივარ შენს აკლდამაში". - ეს სიტყვები ალექსანდრე მაკედონელს ეკუთვნის. ვის მიმართავდა ასე მხედართმთავარი?
- საკუთარ ცხენს.

- ვინ იყო მსოფლიოში პირველი მილიარდერი?

- ჯონ როკფელერი.

- პირველად ეს კალენდარი ფრენსის მაიერმა 1700 წელს გამოსცა. დღეს კალენდარი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. მათ შორის - საქართველოშიც. რომელ კალენდარზეა ლაპარაკი?
- ასტროლოგიურ კალენდარზე.

- რომელი პოეტის ლექსზე შეიქმნა სიმღერა "ქარი გიმღერის ნანასა"?
- ანა კალანდაძის.

- რამდენი გქონია ხელფასი, თუ 20%-ით გაზრდის და ამის შემდეგ 20 ლარით შემცირებისას, იგივე დაგრჩება?

- ვაიმე, მე და მათემატიკა? მადროვე, არ უნდა იყოს რთულად დასაანგარიშებელი (პაუზის შემდეგ) 100 ლარი არ გამოდის?

- დიახ. "სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურა,/ სანთელი მბჟუტავი, მთლად გაუდაბურდა,/ მას შემდეგ, რაც შენი ხატება ბინდბუნდზე/ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა". - ვის მიუძღვნა გალაკტიონმა ეს სიტყვები?
- მეუღლეს, რომელიც გადაუსახლეს.

- "დათვი ხეზე როგორ გავა, იავ-ნანინაო". - რომელი ლიტერატურული პერსონაჟის სახლის ფანჯარაზე ეწერა ეს სიტყვები?
- ქართველი მწერლის პერსონაჟია?

- დიახ. ის კახეთში ცხოვრობს.

- მეცნობა და ვერ ვიხსენებ.

- ამ ნაწარმოებში მწერალი ამბობს: "ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე თუ გინდა - მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნებ გენიშნოს რამე".
- ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძე, ხომ?

- გამოიცანი. რომელ სოფელში ცხოვრობდა ოთარაანთ ქვრივი?

- ვერ ვიხსენებ.

- სოფელ წაბლიანში. რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- კაპილარებში.

- ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- ავსტრალია.

- რას ნიშნავს არაბული სიტყვა "აშუღი"?

- მიჯნურს, შეყვარებულს.

- ისააკ ნიუტონის 300 წლისთავის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?
- ვაშლი.

- "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?
- მარიტას.

- ვინ არის ცნობილი ფერწერული ტილოს - "იმერეთი - დედაჩემი" ავტორი?

- კაკაბაძე.

- წარმოიდგინე, რომ დედამიწის გარშემო მოგზაურობ. აღმართი უფრო მეტი შეგხვდება თუ დაღმართი?
- ვერ დამაბნევ (იცინის), ორივე თანაბრად იქნება.

- ამ დამწერლობაში 40 000 სიმბოლოზე მეტია.

- ჩინური დამწერლობა.

- საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა ლაპარაკი?

- წყალზე.

- მარცხდებოდი და მაინც მუდამ მწვერვალზე იდექი. შენ არასდროს კარგავდი სიმაღლის გრძნობას. ამისთვის გემდუროდნენ, ამისთვის გებრძოდნენ, ვერ იქნა და ვერ დაგაჩოქეს... ბევრს სადიდებლად ეყოფა შენი დამარცხებული სპექტაკლები, შენ კი მუდამ მწვერვალებისკენ გეჭირა თვალი. ზოგჯერ ისე ამაყადაც, რომ ჩემთვის ვფიქრობდი: დამთავრდა! ის ახლა განდიდებისგან მოკვდება! მაგრამ არ მესმოდა, რომ შენ იმ წუთში ისეთივე თავნება ბავშვი იყავი, როგორც მაშინ, ეგზარქოსის პატივსაცემად რომ არ იმღერა: "წვეთი სისხლიც არ არის ჩემში არაქართული". - რომელ ქართველ რეჟისორს სწერდა ამ სიტყვებს ერთ-ერთი მაყურებელი?
- ეგზარქოსთან დამოკიდებულების ასეთი ეპიზოდი ერთი რეჟისორის ბიოგრაფიიდან მახსენდება. დავაზუსტებ, ის რეპრესიების მსხვერპლი იყო?

- დიახ.

- სანდრო ახმეტელი.

- მხატვრობაში ერკვევი?

- ზომიერად. თავად ხატვა არ შემიძლია.

- რომელი ნამუშევრებით არის ცნობილი ივანე აივაზოვსკი. პეიზაჟებით, ბიბლიური თემებით, პორტრეტებით თუ ნატიურმორტებით?
- პეიზაჟებით.

- რომელი ყვავილი ითვლება მიუწვდომლობის სიმბოლოდ?

- ედელვაისი.

- ვის მიუძღვნა ტიციანმა ლექსი - "ანანურთან"?

- "შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის/ მომაგონდები ამ ანანურთან./ შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის/ ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა./ არც კი მენახე, არც კი გიცნობდი,/ ისე გხატავდა თამარს ვრუბელი/ შენ დანგრეული ხარ "მოდი-ნახე"/ ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი"... თამუნია წერეთელს მიუძღვნა.

- ვისი სიტყვებია: "ერთი ადამიანის მოკვლა ტრაგედიაა, ბევრის - სტატისტიკა"?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ამ სიტყვების ავტორი ქართველი საბჭოთა მაღალჩინოსანია.

- სტალინი.

- დიახ. მას უწოდებენ ყველაზე შთამბეჭდავ თეატრს, ინგლისის ისტორიაში. XVII საუკუნის დასაწყისში დაიწვა და რამდენიმე წლის შემდეგ აღადგინეს. რომელ თეატრზეა ლაპარაკი?

- "გლობუსზე".

- აკაკი წერეთლის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია "ბათუ"?

- "გამზრდელში" გვხვდება.

- რომელი ზღვის სანაპიროზეა ცნობილი კურორტები - ნიცა და კანი?

- ხმელთაშუა ზღვის.

- სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლებს აწერიათ ნომრები ქუდებზე?

- ვერ ვიხსენებ.

- წყალბურთელებს.

- ვაიმეე!!! ეს როგორ ვერ გამოვიცანი.

- რომელმა ქართველმა მსახიობმა შეასრულა ოსტაპ ბენდერის როლი ფილმში - "თორმეტი სკამი"?
- არჩილ გომიაშვილმა.

- ცნობილმა მსახიობმა, რობერტ დე ნირომ თავისი გატაცების გამო მიიღო მეტსახელი - მენახშირე. რა იყო ეს გატაცება: შავი სათვალე, ფერადკანიანი ქალები თუ შავი ტანსაცმლით სიარული?
- ვერ გიპასუხებ.

- ფერადკანიანი ქალები. ინდიელები ამბობენ, რომ მას თავიდან უნდა მოექცე როგორც მეფეს, შემდეგ - როგორც მონას, შემდეგ კი - როგორც მეგობარს. ვისზეა ლაპარაკი?

- ზუსტი პასუხი არ ვიცი, ჩემი ვარაუდით, შვილს უნდა გულისხმობდნენ.

- დიახ. ეთანხმები?

- პირველ და ბოლო ნაწილში ვეთანხმები. რაც შეეხება მონასავით მოქცევას, ეს შეიძლება საჭირო იყოს, მაგრამ ძალიან რთული გასაკეთებელია.

- დაბოლოს, დაასრულე ფრანსუა ვოლტერის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანის შესახებ მსჯელობენ მისი მთავარი საქმეებისა და არა - მისი მთავარი..."
- ვერ დავასრულებ.

- "...მისი მთავარი შეცდომების მიხედვით".

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
რატომ მიიჩნევს უშედეგოდ სამედიცინო ნიღბის ტარებას მსახიობი?
იაკო ჭილაიას ბედნიერება, უცნაური შიში და მონატრება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი