რატომ ტუქსავდა ზინა კვერენჩხილაძე კახი კავსაძესა და გურამ საღარაძეს
font-large font-small
რატომ ტუქსავდა ზინა კვერენჩხილაძე კახი კავსაძესა და გურამ საღარაძეს
"ქალბატონ ზინას მომნუსხველი შინაგანი ძალა ჰქონდა"


"სცენაზე არტისტი მაყურებლის ხელისგულზეა და როცა შემოქმედებით ტალანტს არაორდინარული პიროვნული თვისებები ემატება, ეს მსახიობს სულ სხვა ძალასა და მიზიდულობას ანიჭებს... სწორედ გამორჩეული პიროვნული მეს, ემოციისა და მოვლენებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო ზინა კვერენჩხილაძემ განსაკუთრებული, დაუვიწყარი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს საქართველოს დამსახურებული არტისტი მარინე ჯანაშია და მასთან გატარებულ დღეებს იხსენებს.

GzaPress- თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემმა პედაგოგმა - მიხეილ თუმანიშვილმა მითხრა: რუსთაველის თეატრში რეპეტიციაზე წამოხვალო. მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ჟან ანუის "ანტიგონეს" დგამდა, მე კი პაჟის როლი უნდა მეთამაშა. პირდაპირ იმ სცენის რეპეტიციაზე მივედი, რომელშიც ზინა კვერენჩხილაძე (ანტიგონე) და სერგო ზაქარიაძე (კრეონტი) მონაწილეობდნენ; გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო საოცრება! ორი დიდი მსახიობის გვერდით თამაში ჩემთვის არტისტიზმის "უმაღლესი მათემატიკა" იყო. ზინა კვერენჩხილაძის ეს როლი ულევი ენერგიისა და რომანტიზმის სინთეზი იყო, რაც ძალზე იშვიათად მინახავს ქართულ სცენაზე და საერთოდ, სცენაზე. სპექტაკლზე მუშაობისას ბატონი სერგო "ბოვშს" მიწოდებდა, ქალბატონი ზინა კი - "პატარა მარინეს". ალბათ ამიტომ, ზინა კვერენჩხილაძემ მაჩუქა საბავშვო წიგნი "შვიდი დღე", ერმიტაჟის მუზეუმზე წარწერით: "პატარა მარინეს, რომელიც დიდი მსახიობი იქნება" და ეს წიგნი ჩემთვის უძვირფასესი რელიკვიაა. სერგო ზაქარიაძის გარდაცვალების შემდეგაც, სპექტაკლი არავის ეთმობოდა და გადაწყვიტეს, მის ნაცვლად ედიშერ მაღალაშვილი შემოეყვანათ. მაღალაშვილი ძალიან ღელავდა, მაგრამ ქალბატონ ზინას ისეთი მომნუსხველი შინაგანი ძალა ჰქონდა, რამაც მას საბოლოოდ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. სერგო ზაქარიაძე ვირტუოზულად ასრულებდა კრეონტის როლს, ედიშერ მაღალაშვილმა კი სრულიად განსხვავებული სახე შექმნა - მისი კრეონტი ახალგაზრდა, ძლიერი და ვნებიანი მმართველი იყო. ქალბატონი ზინა ორივეს შესანიშნავ პარტნიორობას უწევდა და ანტიგონეს პორტრეტს ახალ-ახალი შტრიხი ემატებოდა. უდიდესი დანაშაულია, დღეს "ანტიგონეს" ჩანაწერი რომ აღარ არსებობს. მოხდა ისე, რომ 1970 წლის 12 აპრილს ამ სპექტაკლის ჩანაწერს საფეხბურთო მატჩი გადააწერეს, 13 აპრილს კი სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალა. თუმცა, გერმანიაში გასტროლებზე ყოფნისას სპექტაკლი კინოსტუდია "დეფამ" გადაიღო, გადაიღეს პოლონეთშიც, მაგრამ დღემდე არავის უცდია ამ ფირის მოძიება და საქართველოში ჩამოტანა...
GzaPress
რეჟისორის ჩანაფიქრით, ჩემი გმირი - პაჟი კრეონტის სინდისია; ის უჩუმრად დადის სცენაზე, მაგრამ ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს მას; სერგო ზაქარიაძეზე ამბობენ, - პარტნიორს თვალებში არ უყურებდაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ჩემს თვალებში კითხულობდა, რას აკეთებდა სწორად და რას - არა. კრეონტი საკუთარი საქციელის გამო არა მარტო ანტიგონეს, არამედ პაჟის ანუ საკუთარი სინდისის წინაშეც იმართლებდა თავს... სპექტაკლის წარმატება იმითაც იყო განპირობებული, რომ მარადიულ პრობლემას: კანონსა და მოვალეობას შორის ბრძოლას ეხებოდა. სცენაზე მაყურებელი ორი ბუმბერაზი მსახიობის ჭიდილის მოწმე იყო. ზინა კვერენჩხილაძისა და მისი პარტნიორების - სერგო ზაქარიაძის, ედიშერ მაღალაშვილის ეს 40-წუთიანი დიალოგი საუკეთესო გაკვეთილია ყველა დამწყები თუ არადამწყები მსახიობისთვის. ვფიქრობ, ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ, ასეთი ტრაგიკოსი მსახიობი ქალი ქართულ თეატრს არ ჰყოლია. ზინა კვერენჩხილაძე დიდ ყურადღებას აქცევდა მეტყველებას. მისთვის მიუღებელი იყო არასწორი, გაუმართავი ქართულით ლაპარაკი. ის საოცრად ნაკითხი ადამიანი იყო, რასაც ყველა მსახიობზე ვერ ვიტყვი. ისიც დაამტკიცა, რომ მიმზიდველი, სექსუალური გარეგნობა მსახიობი ქალის მთავარი იარაღი არ არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

პოეზია ძალიან უყვარდა. ერთხელ, აღფრთოვანებულმა, ტელეფონით ჩამაწერინა ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლის - თამარ ჯავახიშვილის მიერ თარგმნილი პასტერნაკის "სანთელი იწვოდა". არაერთი ლექსი იცოდა ზეპირად და შეეძლო, ყველა ვითარების შესაფერისი სტრიქონი წაეკითხა... თეატრის ფანატიკოსი იყო და ამასთან, საოცრად ყურადღებიანი, მზრუნველი დედა; სადაც უნდა ყოფილიყო, თბილისში ჩამოვიდოდა და ვაჟიშვილს - გოგი მარგველაშვილს სადილს მოუმზადებდა, ხაჭაპურს გამოუცხობდა. როცა გოგი თეატრალური უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს, მაშინვე უხმაუროდ წამოვიდა მეტყველების კათედრიდან, რომ მისთვის პრობლემა არ შეექმნა...

ერთი შეხედვით მკაცრი, უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში კი უსაზღვროდ ქალური იყო, რაც კარგად ჩანდა მის პლასტიკაში (აღარაფერს ვამბობ ხმის ტემბრზე). მისი ქალური ბუნების საუკეთესო მაგალითია ფედრა ("ფედრაში"), რომელიც საოცრად ლამაზი, მიმზიდველი ქალი იყო და რომელიც სიგიჟემდე უყვარდებოდა ედიშერ მაღალაშვილის გმირს. ამის შემდეგაც, ისინი არაერთ სპექტაკლში იყვნენ პარტნიორები და ჩემი აზრით, ეს იყო საუკეთესო წყვილი ქართული თეატრის ისტორიაში. ისინი ცხოვრებაშიც ახლო მეგობრები იყვნენ, მათ შორის არ იყო არავითარი შუღლი, შეჯიბრება... როლზე მუშაობისას ზინა კვერენჩხილაძეს სხვა არაფერი ახსოვდა, პიესის ტექსტს, თავის როლს ხელით გადაწერდა ხოლმე. ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა. წითელი ფერით პარტნიორის რეპლიკას წერდა, ლურჯით - საკუთარ სათქმელს. მიუხედავად არაერთი გულისტკენისა, უზომოდ იყო შეყვარებული თეატრზე. ფეხით სიარული უყვარდა და ზუსტად იცოდა, რამდენი ნაბიჯი იყო მისი სახლიდან რუსთაველის თეატრამდე.

შემოქმედებითი პაუზებს განიცდიდა, არადა, ასეთი რამ მის ცხოვრებაშიც იყო. მან ეს სიცარიელე მხატვრული კითხვით შეივსო და მაყურებელს ახლა პოეზიის სამყარო დაანახვა სხვა თვალით. თამამად შემიძლია ვთქვა: არც ერთ მსახიობს არ ჰყოლია იმდენი ერთგული თაყვანისმცემელი, რამდენიც ქალბატონ ზინას. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც მისი მხატვრული კითხვის არც ერთ საღამოს არ ტოვებდა, გამუდმებით ურეკავდნენ, ყვავილებში ძირავდნენ. ჩემთვის ადამიანური ურთიერთობის, ერთგულების მაგალითია მისი და ანა კალანდაძის მეგობრობა. "ჩემი ანანო" - ასე უწოდებდა მეგობარს და ლექსიც მიუძღვნა, რაზეც ქალბატონმა ანამ თქვა: როგორ დამასწრო ზინამ და ჩემზე უკეთესი ლექსი დაწერაო... ის არასოდეს ნებდებოდა. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ახალგაზრდობაში, სერიოზული ოპერაციის გადატანის შემდეგ, დიდ წარმატებას მიაღწია ფარიკაობაში - საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა... პირდაპირი ადამიანი იყო, ყველაფერს თავის სახელს არქმევდა, რაც ბევრს არ მოსწონდა. ერთხელაც, ისე ატკინეს გული, რომ გარკვეულ ხანს, საერთოდ აღარ მოდიოდა რუსთაველის თეატრში, თუ ეს არ იყო საღამო, სადაც ლექსი უნდა წაეკითხა...
GzaPress
შემდეგ კი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მიიწვია სპექტაკლში "მოხუცი ჯამბაზები", რაზეც ზინა კვერენჩხილაძე საკმაო ხანს კატეგორიულ უარს ამბობდა... ის უკვე დიდ დროს ატარებდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში და ამბობდა: აქ ყოფნა მირჩევნიაო! ვფიქრობ, ისევ შვილის გამო, ჯერჯერობით თავს იკავებდა საბოლოო ნაბიჯის გადადგმასა და მონაზვნად აღკვეცისგან... ამ სპექტაკლით გოჩა კაპანაძემ სცენაზე დააბრუნა და მაყურებელს შეახვედრა ის მსახიობები, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებდნენ: მედეა ჩახავა, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე და ზინა კვერენჩხილაძე. სპექტაკლი გამუდმებით ანშლაგით მიდიოდა. გურამ საღარაძის გარდაცვალების შემდეგ სპექტაკლი თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს, ახლახან კი ისევ აღადგინეს. 30 მარტს მეოთხე სპექტაკლი ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ მედეა ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე და გურამ საღარაძე ჩვენ გვერდით აღარ არიან. ასეთი პარტნიორების გვერდით მუშაობა დაუვიწყარია... ქალბატონი ზინა ხშირად ეჩხუბებოდა კახი კავსაძესა და გურამ საღარაძეს, რადგან ვერ იტანდა ბილწსიტყვაობას და ეს "საძაგლები", როგორც თვითონ ამბობდა, მის გასაგონად, განგებ ბილწსიტყვაობდნენ. ორთავეს, ბავშვებივით ტუქსავდა, მერე კი შევარიგებდით ხოლმე.

1989 წლის 9 აპრილს ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა თავისი პოზიცია. აფხაზეთის ომის დროს აქცია "თეთრი მანდილის" აქტიური მონაწილე იყო და მატარებლის ყველა გაჩერებაზე, გალსა თუ ოჩამჩირეში აფხაზ დედებს მიმართავდა... შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე ამ თეთრი მანდილით კითხულობდა ლექსებს სცენაზე. დმანისში, სადაც რთული დემოგრაფიული ვითარებაა, თეატრი-სტუდია დააარსა. ის ჩუმად, აფიშირების გარეშე აკეთებდა ქართულ საქმეს... სცენა, როგორც რენტგენი, მსახიობის არა მარტო პროფესიულ, ადამიანურ თვისებებსაც აშუქებს, მაყურებელი კი ყველაფერს ხედავს და გრძნობს. მახსოვს, "ანტიგონეს" შემდეგ, ბერლინის თეატრთან, თავსხმა წვიმაში, ზინა კვერენჩხილაძესა და სერგო ზაქარიაძესთან მოხუცი ცოლ-ქმარი მივიდა. წყვილმა ზინა კვერენჩხილაძეს დაუჩოქა, ხელზე აკოცა და უთხრა, რომ ასეთი დიდი მსახიობი არასოდეს უნახავთ.
ნინო კვიტაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
02.06.2016
ქალბატონი ზინა დიდებული და გენიალური იყო! მებედნიერად ვთვლი თავს, რომ იგი სცენაზე ვნახე და ის წარუშლელი შთაბეჭდილება დღემდე მომყვება!
მეგი
24.05.2015
Q-no zina movlena iko qartul tiatrshi,gansakutrebit antigoneshi.saotsari silamazit kitxulobda leqsebs DA martlats ROM ganumeorebeli darcha.
tiatrali
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი