როდის არ აკონტროლებს ემოციებს გოგოლა კალანდაძე - გზაპრესი

როდის არ აკონტროლებს ემოციებს გოგოლა კალანდაძე

მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი - ეს ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. საკუთარ ემოციებს იმდენად ფლობს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ. გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე და ისეთ დარტმას აყენებს, რომ მოწინააღმდეგეს საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მორიელს. მსახიობი გოგოლა კალანდაძე კურდღლის (კატის) წელში დაბადებული მორიელია.

- ასტროლოგიაში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ამ მეცნიერებით პერიოდულად ვინტერესდები ხოლმე.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შეგიდგენია?

- სურვილი მქონდა, მაგრამ ასტროლოგთან მისვლა დღემდე ვერ მოვახერხე.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი და სასტიკი - ეს ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

GzaPress- საშიში - ნაკლებად, მაგრამ ფიცხი ნამდვილად ვარ. ჩემი გაბრაზება ძალიან ადვილია. ვაღიარებ, ეს თვისება ბევრ რამეში ხელს მიშლის. არსებობს ზღვარი, სადამდეც შემიძლია მოვითმინო, მაგრამ ეს მოთმინების ხაზი თუ გადაიკვეთა, მერე ოოო...

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მათ მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".

- ჩემთვის ეს არავის უთქვამს.

- "საკუთარ ემოციებს იმდენად ფლობს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- ჩემს შემთხვევაში პირიქით არის - ემოციების მოთოკვას თანდათან ვსწავლობ.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და ის პირდაპირ გეტყვით".

- ადამიანების ამოცნობა შემიძლია. იმდენად ძლიერი ინტუიცია მაქვს, ადამიანს რომ დავინახავ, უკვე ვგრძნობ, როგორი პიროვნებაა, ჩემ მიმართ როგორ არის განწყობილი.

- "ვერ იტანს მლიქვნელობას, ტყუილს..."

- ეს არავის უყვარს, მაგრამ ჩემს ხასიათში გამძაფრებული დოზით არის. ტყუილის გამო ადამიანებიც დამიკარგავს.

- ისეთი ტყუილი თუ გითქვამს, რომელსაც დღემდე ნანობ?

- უმნიშვნელო ტყუილიც რომ ვთქვა, ეგრევე ვწითლდები, ამიტომ ტყუილის თქმის მცდელობასაც კი აზრი არ აქვს.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც პატივისცემით ეპყრობა".

- შეიძლება, მართლა თანაბარი რაოდენობით არიან, მაგრამ ძნელი სათქმელია, მტერი რამდენად პატივისცემით მეპყრობა. ადამიანებისგან მტრობა და შური არაერთხელ მიგრძნია. ეს რისი ბრალია? ზოგჯერ წარმატება შურთ, ზოგჯერ - სიხარული და ბედნიერება. ინტუიციის წყალობით, მტერი და მოყვარე ერთმანეთში არასდროს მერევა.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- საკუთარი თავი არასდროს დამიგესლავს, მაგრამ კონკრეტული ქმედებების გამო, არაერთხელ გამიკიცხავს.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".

- ნამდვილად ასეა!

- წყენაც სულ გახსოვს?

- ზოგჯერ მავიწყდება და სხვა მახსენებს: გახსოვს, ამან როგორ გაწყენინაო? მერე მახსენდება, მაგრამ მადლობა უფალს, პატიების უნარი მაქვს.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. ისეთ დარტყმას აყენებს, მოწინააღმდეგეს საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- რა საშიში ვყოფილვარ (იღიმის). როცა ვინმე ძალიან გამამწარებს, "ცხელ გულზე" შემიძლია, ცუდი სიტყვები ვუთხრა, მაგრამ მერე მისთვის რაღაცის დაშავებას არ ვგეგმავ.

- შენს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაბადების შემდეგ, ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ გარდაცვლილა? ასტროლოგები ამბობენ, მორიელის დაბადებას წინ ახლობლის გარდაცვალება უსწრებსო.

- მართლა? როცა დედა ფეხმძიმედ იყო, ბებია გარდაიცვალა.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- ერთი სიტყვით? რამდენიმე რომ ვთქვა, არ შეიძლება? კეთილი, მიმტევებელი, მაგრამ ფიცხი და ცოტათი დაუნდობელიც ვარ. ოღონდ დაუნდობელი - სიტყვიერად.

- ასტროლოგები კი ამბობენ სიტყვას, - "უძლეველი".

- ზოგჯერ არის მომენტი, როცა მართლა უძლეველი ვარ.

- "ძალიან მგრძნობიარე არსებაა. უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული".

- მაქსიმალისტი არ ვარ. ფუფუნება მიყვარს, მაგრამ იმისთვის, რომ ფუფუნებაში ვიცხოვრო, ნამდვილად არ ვიბრძვი.

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია, ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის".

- შეიძლება ვინმემ იფიქროს, - გავანადგურე და დავთრგუნეო, მაგრამ ძალის აღდგენა წარმოუდგენელი სისწრაფით შემიძლია.

GzaPress

- კატის წელიწადში ხარ დაბადებული - ეს ცხოველი კი ვარდნისას ყოველთვის თათებით, უმტკივნეულოდ ეცემა.

- კატას ამით ვგავარ!

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- ნამდვილად ასეა! სხვის აზრს, რჩევას ვუსმენ, ეს არ მაღიზიანებს, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად ვიღებ. არ გამიმართლებს? საკუთარ თავს დავაბრალებ. ჯერ ისეთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომ იმ ნაბიჯის გადადგმა სანანებლად მქონდეს.

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- ვისაც არ ვენდობი, მას ვერ დავუმეგობრდები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებს იმას, თუ ვინ დგას ჩემ გვერდით. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებისგან გულისტკივილი იშვიათად მქონია.

- "მას საკუთარი გრძნობების სახალხოდ დემონსტრირება არ სჩვევია. ზოგჯერ შეიძლება, უხეშიც გეჩვენოთ..."

- მართალია. ჩემი სიუხეშეც პირდაპირობიდან მოდის.

- "მორიელი ქალი მომხიბლავი, თავდაჯერებული და ამაყია, მაგრამ მას ერთი საიდუმლო სურვილი აქვს: მამაკაცობა უფრო მეტად სურს".

- მართლა? ასეთი სურვილი არც ერთ ასაკში არ მქონია.

- "მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი და არასდროს კისრისტეხით არ გაიქცევა, რომ შეყვარებულს კისერზე ჩამოეკიდოს".

- პირიქით - როცა მამაკაცი მიყვარს, ემოციებს არ ვაკონტროლებ. საერთოდ, ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი თუ ვარ, კისერზე ჩამოკიდებაც შემიძლია, მოფერებაც და ბევრი თბილი სიტყვის თქმაც.

- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი".

- არაერთხელ უთქვამთ, - ცივი გვეგონე და სხვანაირი ყოფილხარო.

- "მორიელი ქალები "ჯადოქრები" არიან. მეექვსე გრძნობის წყალობით გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".

- ასეთი რამ არასდროს დამმართნია. მქონდა შემთხვევა, როცა მამაკაცი, რომელიც პირველი დანახვისას საერთოდ არ მომეწონა, მერე ჩემი მეუღლე გახდა.

- "ის მხდალ და სუსტ მამაკაცებს არ სწყალობს".

- ჩემ გვერდით აუცილებლად, ძლიერი ადამიანი უნდა იყოს.

- "უყვარს სხვისი საიდუმლოებების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".

- ძალიან ბევრი ადამიანის საიდუმლო ვიცი. მათთვის საიმედო ვარ. ჩემი საიდუმლოებები კი ბევრმა არ იცის და ვინც იცის, მათ შორის ერთ-ერთი დედაჩემია.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- თუ მაქვს, ვხარჯავ, შეგროვება არ მეხერხება. ფული ხომ იმისთვის არსებობს, რომ საკუთარი სიამოვნებებისთვის დახარჯო?!

- "მას სხვის შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი აქვს".

- იმიტომ, რომ იმ სხვის ადგილზე ყოველთვის საკუთარ თავს ვაყენებ.

- "ბევრისთვის მისი პიროვნება გამოცანად რჩება".

- ალბათ არც არის საჭირო, ბოლომდე გამომიცნონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიღაბს ვატარებ. მწყინს თუ მიხარია, ყველაფერი სახეზე "მაწერია". მსაყვედურობენ, მსახიობი ხარ და ხომ შეგიძლია, ითამაშოო? არ შემიძლია და რა ვქნა?

- "ეგოცენტრიკია, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევს, გამარჯვება სუსტების ჩაგვრის ხარჯზე მოიპოვოს".

- იმიტომ, რომ ეს ღირსეული საქციელი არ არის.

- ჯიუტი ხარ?

- ძალიან ჯიუტი ვარ და ასეთ დროს ის ადამიანი, ვინც ვერაფერს მაგებინებს, ძალიან ბრაზდება. რასაც ვიტყვი, უნდა გავაკეთო.

- გულუბრყვილოც ხარ?

- ბავშვობაში, თინეიჯერობის წლებში უფრო მეტად გულუბრყვილო ვიყავი, მაგრამ მერე გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე.

- "იტანჯება, როცა მისთვის არავის სცალია".

- ასეა (იცინის), ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემთვის ყოველთვის სცალია, დედაა.

- თავად როგორი დედა ხარ?

- მეგობრული, ყურადღებიანი, ცოტათი მკაცრი და ზოგჯერ - ჯიგარი. ელენე 14 წლის არის, დათუკა - 4-ის, ანა-მარია წლისა და 7 თვის.

- პროექტში "ორი ვარსკვლავი" მონაწილეობ. შვილები გგულშემატკივრობენ?

- ელენე შოუს ყოველთვის ესწრება. რამეს კარგად თუ ვერ გავაკეთებ, კულისებში შემოდის და ნერვებს მიშლის. მკაცრი შემფასებელი მყავს.

- შოუს მეუღლეც ესწრება ხოლმე?

- არა. ძალიან ნერვიულობს და ამიტომ, არც ესწრება. მეორე დღეს ერთად ვუყურებთ ჩემს გამოსვლას.

- გიმესიჯებს?

- არა. თუ ხალხს მოეწონები, დაგიმესიჯებენ და შემდეგ ტურში ისედაც გადაგიყვანენო, - ასეთი მიდგომა აქვს. ამის გამო ვბრაზდები და მწყინს, მაგრამ არა უშავს.

თამუნა კვინიკაძე