ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი
font-large font-small
ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი
მირანდა შელია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ "კლუჯის" ფეხბურთელის - გიორგი ჭანტურიას მეუღლეა. მირანდას რუმინელები ცნობილ მოდელს, ირინა შეიკს ამსგავსებენ.
ფეხბურთელის მეუღლემ გულახდილად გვიამბო, რომ მისი და გიორგის სიყვარულის ამბავი ვირტუალური ურთიერთობით დაიწყო.

- რუსეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მშობლებს საქართველოში ხშირად ჩამოვყავდი. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. მე სულით ხორცამდე ქართველი ვარ და მიყვარს ყველაფერი ქართული... გიო სოციალური ქსელით გავიცანი. პირველად თავად მომწერა. როგორც მოგვიანებით გამომიტყდა, უცხოელი ვეგონე.

- თუ გახსოვს, პირველად რა მოგწერა?

GzaPress- მნიშვნელოვანი არაფერი. უბრალოდ, მომწერა, რომ ძალიან მოვეწონე და ჩემი გაცნობა უნდოდა.

- გაუხარდა ალბათ, ქართველი რომ აღმოჩნდი...

- რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა... იმ დღეს, როცა პირველად მომწერა, დიპლომის დასაცავად ვემზადებოდი და თავში "ვულკანი" მქონდა. თუმცა, რატომღაც მისთვის ცოტაოდენი დრო მაინც გამოვნახე და ვუპასუხე.

- რამდენი წლის იყავი, როცა გიორგი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?

- 20-ის ვიყავი. ვირტუალური ნაცნობობიდან 2 კვირაში, გიო ჩემს სანახავად რუსეთში ჩამოფრინდა, რამაც ძალიან გამაკვირვა და ამავდროულად, მისი საქციელი საოცრად მომეწონა. აი, ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა რეალობაში. ერთმანეთს შესანიშნავად გავუგეთ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოვაჩინეთ და ძალიან დავახლოვდით.

- როცა ერთმანეთი გაიცანით, გიორგი ეროვნული ნაკრების წევრი ჯერ კიდევ არ იყო, არა?

- მაშინ საქართველოს ნაკრებში არ თამაშობდა, ვლადიკავკაზის გუნდ "ალანიაში" იყო. სხვათა შორის, იქ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, იქაურებს ძალიან უყვარდათ. ნანახი მაქვს, მატჩის დროს რა ხდებოდა, როგორ ამხნევებდნენ გიორგის ტრიბუნებიდან და ცხადია, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

- რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- შეყვარებულები სულ რაღაც, 3 თვე ვიყავით. ბევრისთვის შეიძლება, ოჯახის შესაქმნელად ეს დროს ძალიან ცოტა იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სიყვარულის ძლიერმა ძალამ დააჩქარა ერთად ყოფნის პროცესი. როცა ნამდვილი და წრფელი სიყვარული იბადება, მას გამოსაცდელად დიდი დრო არ სჭირდება.
GzaPress
- სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?

- სიყვარული მეორე შეხვედრისას ამიხსნა. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ რას ვგრძნობდი იმ წუთებში.

- რამდენი ხანია, რაც დაქორწინდით?

- 10 თვის წინ შევუღლდით, ჯვარი 16 ივნისს დავიწერეთ. გიომ უმოკლეს დროში, ძალიან ლამაზი და ორიგინალური ქორწილის ორგანიზება შეძლო.

- ჯვარი სად დაიწერეთ?

- ჯვარი სამებაში დავიწერეთ. ის დღე ყველაზე ლამაზი და ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში.

- როგორც ვიცი, ახლა რუმინეთში ცხოვრობთ...

- დიახ, რუმინეთში ვართ, რადგან გიო რუმინეთის გუნდში თამაშობს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელიც გახლავთ. 5 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, რომელიც წარმატებული გოლით აღნიშნა. შემდეგი სეზონიდან ის კონტრაქტით უკვე ვერონაში გადადის. მეც მისი რეჟიმით მიწევს ცხოვრება და სადაც მიდის, იქ მივყვები.

- შენს მშობლებზე გვიამბე რამე...

- დედაჩემიც ქართველია. ის ჟურნალისტია, მაგრამ საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია. რატომ? მამას სურვილი იყო, რომ მის მეუღლეს კი არ ემუშავა, არამედ მთელი ყურადღება ოჯახისთვის დაეთმო. რაც შეეხება მამას, ის პროფესიით ტექნოლოგია.
GzaPress
- დედისერთა ხარ?

- დიახ, დედისერთა ვარ. პატარაობაში ძალიან ეგოისტი ვიყავი და მშობლებს ვემუქრებოდი, - თუ ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი შეემატება, სახლიდან გავიქცევი-მეთქი (იცინის). თუმცა, როცა გავიზარდე, ასე აღარ ვფიქრობდი. მივხვდი, რომ ძალიან ძნელია დედმამიშვილის გარეშე ცხოვრება. დღეს უკვე ვოცნებობ, რომ და ან ძმა მყავდეს, რომელთანაც ალბათ, განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა მექნებოდა. ღვთის წყალობით, მყავს ისეთი ერთგული მეგობრები, რომლებიც და-ძმობას მიწევენ. თუმცა, დედმამიშვილის სიყვარული და მისი მხარში დგომა ალბათ, სხვა რამეა.

- სკოლა რუსეთში დაამთავრე?

- სკოლა 15 წლის ასაკში დავამთავრე. საკუთარი თავის ქებას არ მოვყვები, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი და კლასიდან კლასში "ნახტომებით" გადავდიოდი.

- პროფესიით ვინ ხარ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა რუსეთის მართლმსაჯულების აკადემიაში, საერთაშორისო იურისპრუდენციის ფაკულტეტზე გავაგრძელე. აკადემიის დამთავრების შემდეგ, როდესაც პრაქტიკებს რუსეთის სასამართლოში გავდიოდი, მივხვდი, რომ ამ სისტემაში მუშაობას რუსეთში არ გავაგრძელებდი.

- რატომ?

- ამ პროტესტის მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთი სიტყვისგან "მართლმსაჯულება" ძალიან შორს არის. საკუთარი თვალით არაერთხელ მინახავ, რომ მოსამართლეები უსამართლო გადაწყვეტილებას იღებდნენ, საქმეს ხელოვნურად ამძიმებდნენ... იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ქართველები ისხდნენ განსასჯელის სკამზე და ვხედავდი, როგორ უსამართლოდ ექცეოდნენ მათ. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და ვთქვი, რომ რუსეთში ამ პროფესიით არასოდეს ვიმუშავებდი. ვოცნებობ, როგორც იურისტმა, ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში ვიმუშაო, სადაც კანონი მართლაც, უზენაესი იქნება. ამ ეტაპზე ძალიან მინდა, სხვა პროფესიასაც დავეუფლო, მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რა საქმეს მოვკიდო ხელი.

- მშობლებს გაუხარდათ, ცოლად ქართველს რომ გაჰყევი?

- ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვისაც ქართული ტრადიციები უპირველესი იყო და არის კიდეც. რა თქმა უნდა, გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ გიორგი შემიყვარდა და მასთან ერთად ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. გეტყვით იმასაც, რომ ზოგადად, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ჩვენს ტრადიციებს ძალიან სათუთად ვეპყრობით.

- შენ და გიორგი მარტო ცხოვრობთ?

- დიახ, მარტო ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ახალდაქორწინებული წყვილის ურთიერთობაში მესამე პირი არ უნდა ერეოდეს, რათა უფრო მალე და მარტივად დაალაგონ ოჯახური თანაცხოვრების წესები.
GzaPress
- რუმინეთში ქართველ ირინა შეიკს გეძახიან...

- დიახ, სოციალური ქსელი აჭრელებულია ამ ინფორმაციით და ძალიან ბევრ კომენტარსაც აკეთებენ; ადამიანების უმეტესობა პოზიტიურად არის ჩემს მიმართ განწყობილი, ზოგიერთი კი ნეგატიურ კომენტარს მიტოვებს. სიმართლე გითხრათ, პირადად მე, ეს შედარება ძალიან მსიამოვნებს. ირინა შეიკი ხომ საოცრად ლამაზი და მომხიბვლელი მოდელია.

- ბევრი იმასაც წერს, რომ თავად შეიკსაც ჯობს სილამაზითო...

- (იცინის) ეს ყველაფერი ნამდვილად, სასიამოვნოა...

- მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა ამ შედარებაზე?

- გიორგი ჩემით ამაყობს, მე კიდევ - მისით.

- შვილს ხომ არ ელოდებით?

- ჯერ შვილის ყოლას არ ვჩქარობთ, ამისგან თავს ვიკავებთ. არ ვართ იმ ასაკში, რომ შვილის სასწრაფოდ გაჩენაზე უნდა ვიფიქროთ. როცა სიტუაცია ისე მომწიფდება, რომ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგებით, შვილს მაშინ გავაჩენ.

- რთულია წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა?

- თუ ადამიანი გულწრფელად გიყვარს, რთული არაფერია! ასეთ დროს ყველა სიძნელეს ადვილად გადალახავ. თუმცა, როცა გიორგის თამაშებს ვესწრები, საოცრად ვნერვიულობ. მე მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ.

- მეუღლე სიურპრიზებით თუ განებივრებს?

- სიურპრიზებით მუდამ მანებივრებს. ყოველთვის ცდილობს, რაღაც ორიგინალური მოიფიქროს და გამახაროს.

- თავისუფალ დროს როგორ ერთობით?

- თავისუფალ დროს ძირითადად, სახლში ვატარებთ ხოლმე. მას იმდენად დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, რომ თავისუფალ დროს შინ, მყუდრო გარემოში ყოფნა ურჩევნია. მეც ვცდილობ, ხელი შევუწყო და განტვირთვაში დავეხმარო.

- როცა ქუჩაში ერთად გადიხართ, ალბათ ყველას ყურადღების ცენტრში ექცევით. როცა მამაკაცები თვალს გაყოლებენ, გიორგი არ ეჭვიანობს?
- ვფიქრობ, რომ ცოტა არ იყოს, ეჭვიანობს, მაგრამ ამის გამო ჩემთვის სცენები არასდროს მოუწყვია. ჩვენ ერთმანეთის გვჯერა.

- ქეთა თოფურიაზეც გკითხავ: როგორც ვიცი, მეგობრები ხართ. ერთმანეთს ხშირად ნახულობთ?
- ქეთა ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარია. ის დადებითი მუხტის მქონე ადამიანია და შენც პოზიტივით გავსებს. როცა მოსკოვში ჩავდივარ, თითქმის ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს.

- ქეთას მეუღლეზე რას გვეტყვი, როგორი ადამიანია?

- ქეთას ფანტასტიკური მეუღლე ჰყავს, სხვას ვერაფერს გეტყვით.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
27.05.2015
იცით რა გეტყვით, ჯერ ერთი მიმი აწყობილი არაა ის მართლაც ულამაზესია,და ეს სტატიაც ძველია და ვურჩევ ამ საიტს რაიმე ახალი დაწერონ. მიმიკო ძალიან მიყვარხარ და წარმატებას გისურვებ. "კვაში"და კიდევ უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ
DDD
25.05.2015
Qართველი ირინა შეიკი Dა კრიშტიანუ რონალდუ ასევე ქართველი= ქართული ოცნებას
იზი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი