დაშლილ გემზე მიღებული ჭრილობა და პაემნები "კასპის პირობებში"
font-large font-small
დაშლილ გემზე მიღებული ჭრილობა და პაემნები "კასპის პირობებში"
უაზრო სათქმელის კიდევ უფრო უაზროდ, მაგრამ სახალისოდ ჩამოყალიბების დიდოსტატი, "კომედი შოუს" მსახიობი და გადაცემა "1 ბექაბაიტის" წამყვანი - ბექა ონიანი ძალზე შრომისმოყვარე ყოფილა:
იუმორის სფეროში მუშაობის გარდა, დისტრიბუციაშიც მოუსინჯავს ძალები, გრაფიკოსადაც უმუშავია.

"პირველი ამბების" მოყოლამდე, ბექამ მომიბოდიშა, -Pვიცი, შენს უფლებებს ვარღვევ, მაგრამ მაპატიეო:
- ზოგადად, სიგარეტის მწეველები ურჩები ვართ და არამწეველების უფლებებს ვარღვევთ, რადგან ისეთ ადგილებში ვეწევით, სადაც არამწეველებიც იმყოფებით.

- პირველი სიგარეტი...

- მეგონა, სიგარეტისთვის თავის დანებებას ნებისმიერ დროს შევძლებდი. მე და ჩემი კლასელები უბანში, ქუჩაში დაგდებულ "ბიჩოკებს" ვპოულობდით და იმას ვეწეოდით, შემდეგ თავბრუ გვეხვეოდა, ცუდად ვხდებოდით, მაგრამ მეორე დღეს იმავეს ვიმეორებდით... ერთი პერიოდი მოწევას თავი დავანებე: მეცხრე-მეთერთმეტე კლასში საერთოდ არ მომიწევია. თქვენ წარმოიდგინეთ, სხვებს ვსაყვედურობდი, - რატომ ეწევით-მეთქი? სტუდენტობისას სიგარეტს ისევ მივეპარე.

- პირველი პაემანი...

- 13 წლის ასაკში შემიყვარდა გოგონა, რომელიც ახლა ჩემი 2 შვილის დედა გახლავთ. პირველი პაემანი სწორედ მასთან მქონდა. დედაჩემი წარმოშობით კასპიდან არის. ჰოდა, მომავალი მეუღლე დედულეთში სტუმრობისას გავიცანი; გულში ისე ჩამივარდა, რომ ვერაფრით ამოვიგდე. აბიტურიენტობისას თბილისში რომ ემზადებოდა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! მანამდე, კასპის პირობებში, სკოლის ეზოში შეხვედრა გვიწევდა. მდიდრული - არა, მაგრამ მშვიდი, წყნარი პაემნები გვქონდა. სკოლის ეზოში, "ხმელ" სკამზე ჯდომისგან ერთი ადგილი მტკიოდა (იცინის).
GzaPress
- პირველი ცხოვრებისეული გამოცდა...

- დაახლოებით მეათე კლასში ვიყავი, როცა მხიარულთა და საზრიანთა გუნდში ვთამაშობდი, სცენარს ვწერდი, გუნდის კაპიტანი გახლდით. ჩვენ ორგზის ჩემპიონები ვიყავით. გლდანი-ნაძალადევის გამგეობის შენობაში გენერალური რეპეტიცია გვქონდა. ერთხელაც სასადილოში ლუდი დავლიე და მაგრად დამათრო. არადა, იმ დღეს ფინალური თამაში იყო. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა თქვეს, - ბექა მთვრალია! მორჩა, ეს თამაში მოგებული გვაქვსო! მათი საუბარი გავიგონე და რაღაცნაირად, საკუთარ თავს შთავაგონე, რომ აზრზე მოვსულიყავი. ჩემი გუნდის წევრებიც მეუბნებოდნენ, - რატომ დალიე? ახლა ეს როგორ შეიძლებოდაო?! ლოთი არ გახლდით, მაგრამ იმ დღეს ასე მოხდა. მაქსიმალურად მოვინდომე და ის თამაში მაინც მოვიგეთ. ცხოვრების ერთ-ერთ გამოცდად ეს მახსენდება, მაგრამ კიდევ ბევრი ყოფილა... დაკვირვებული ვარ: გამოცდა რაც უფრო რთულია, ადამიანი მით უფრო მეტად მობილიზებული ხდება.

- პირველი სამსახური...

- ცოტა ხანს ნავთობმომპოვებელ კომპანიაში ვმუშაობდი და მოსახლეობას ინფორმაციის მისაღებად უფასო გაზეთებს ვურიგებდი. თუმცა, ჰონორარი უფრო ადრე, "კავეენიდან" ავიღე: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა სამხედრო აკადემიის სააქტო დარბაზში კონცერტი გავმართეთ. მაშინ ჩემი ჰონორარი 40 ლარი იყო.

- პირველი შეურაცხყოფა, რომელიც მოგაყენეს...

- არ მახსოვს, რომ მაგალითად, ვინმეს "მსუქანოთი" მოემართოს. ისე, ბავშვობაში მსუქანი არ ვიყავი, მესამე-მეოთხე კურსზე გავსუქდი, უფრო სწორედ, "მამაკაცური სტომაქი" გამიჩნდა... მოკლედ, იმას კი არ ვამბობ, - ყველას ისე ვუყვარვარ, რომ ჩემს შესახებ ცუდი არასდროს უთქვამთ-მეთქი, მაგრამ ისეთი შეურაცხყოფაც არავის მოუყენებია, რომ გულში ჩამედო.

- პირველი სუფრა, რომელსაც უთამადეთ...

- 13 წლის ვიყავი. ჩემს ძმაკაცს "ოქროს" დაბადების დღე ჰქონდა და თანაკლასელები, თანასოფლელები დაპატიჟა. თბილისში, "ზალაში" მაგიდები (ფიცრიანი სკამებით) 2 რიგად იყო გაშლილი. იუბილარმა თამადად დამნიშნა. ჩემთვის ქართული სუფრა უცხო არ გახლდათ: მამაჩემსაც უწევდა თამადობა და ბიძასაც. რა სადღეგრძელოებიც გამახსენდა, "მივყევი" - მაგრად ვითამადე, განსხვავებული სასმისებით ვსვამდი... დაახლოებით 2 საათში ძმაკაცმა "სპალნაში" მიმაწვინა. რამდენიმე საათს ვიძინე. ამასობაში თურმე, მასპინძელის კლასელები და თანასოფლელები წასულან და უკვე უფროსი თაობის წარმომადგენლები უსხდნენ სუფრას. ჰოდა, გაღვიძებულს ძმაკაცის ნათესავი გამეხუმრა, - ვა, ბიჭო, მოდი ერთი, კაცურად, დაგვილიეო! მეც მივედი და დავლიე - ვითომ "ვიკაცე", მაგრამ მერე მივხვდი, რომ აღარ უნდა დამელია (იცინის). ძმაკაცს ვიდეო აქვს გადაღებული: ერთი კადრია, სადაც ღია ფანჯარასთან, სავარძელში ვზივარ, ცხვირზე კი ბუზი ხან დამაჯდება, ხან - აფრინდება... ამ ვიდეოს როცა ვუყურებ, ძალიან ვხალისობ.

- პირველი ქათინაური...

- ესეც "კავეენს" უკავშირდება: მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ჩვენს სკოლაში რამდენიმე ადამიანი მოვიდა და "ბოლო ზარისთვის" ბავშვები მოამზადა. ავადმყოფობის გამო, იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი. კლასელებმა მოგვიანებით მითხრეს, - აუ, რა მაგარი იყო! მოვიფიქრეთ, რომ სექტემბრიდან "კავეენი" ვითამაშოთ. მოდი, შენც ითამაშეო! სცენის მეშინოდა. ვფიქრობდი, - რაღაც "ისე" რომ ვერ ვთქვა, შემრცხვება-მეთქი. ხელმძღვანელმა მითხრა, - მოდი, პატარ-პატარა ხუმრობებს მოგცემ და ის თქვიო... ჩემ მიერ ნათქვამი ხუმრობები ძალიან მოსწონდა და უკვე "ხაზზეც" დამაყენა. ვითამაშე, მოეწონა და გადაწყვიტა, რომ გუნდის კაპიტანი ვყოფილიყავი. მითხრა, - წამყვანი მსახიობი იქნებიო. იმ წელს კაპიტნების კონკურსი (მონოლოგებში) გაიმართა და "წლის საუკეთესო კაპიტანი" გავხდი; სიგელიც მაქვს, რომელიც ჩარჩოში არ ჩამისვამს და ვნერვიულობ, რამე არ მოუვიდეს...

- პირველი სირცხვილი...

- (ფიქრობს) ვახ, არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს ცუდ რაღაცებს არ ვყვები, მაგრამ ასეთი რამ არ მახსენდება და რა ვქნა? ჟურნალის მკითხველებო, უსირცხვილო არ ვარ, უბრალოდ, მართლა ვერ ვიხსენებ... თუმცა, ჩემს ხუმრობაზე რომ არ გასცინებიათ, თავი უხერხულად მაშინ მიგრძნია.
GzaPress
- პირველი "შატალო"...

- 5-6 ძმაკაცი კლასში ონავრობით გამოვირჩეოდით და "შატალოსაც" ხშირად ვაწყობდით. ვამბობდით, - მივდივართ, ვიპარებით! ვინც არ წავიდეს, იმისიო! - "დავიგინებდით" და ვისაც კლასში დარჩენა სურდა, მასაც ძალით წამოვაგდებდით ხოლმე. სკოლიდან ყველას გავაპარებდით, შემდეგ უკან ვბრუნდებოდით და სასწავლო ნაწილის გამგეს ვეუბნებოდით: - მასწ, კლასში მხოლოდ ჩვენ ვართ და გაკვეთილს ხომ არ ჩაატარებთ-თქო (იცინის)?.. პირველი აპრილი იყო. სკოლიდან თბილისის ზღვაზე გავიპარეთ. თოვლი დაგვხვდა. ბიჭებმა ვთქვით, - მოდი, წყალში შევიდეთ, ვიბანაოთო. მაგრად ციოდა და ზოგმა იუარა, მაგრამ ჩვეული პრინციპით, ყველას დავაძალეთ. წყლიდან ამოსულებს მაგრად შეგვცივდა, მაგრამ მაინც დავბორიალებდით. პურის საყიდელი ფულიც არ გვქონდა. თემქის მხრიდან, გზასთან ახლოს, თბილისის ზღვაზე დაშლილ-გაუბედურებული გემი იდგა. ჩემმა კლასელმა რკინის კარი გახსნა და მოხურა. ამ დროს კარს ხელი მეც მოვკიდე და თითი მომყვა. ახლაც მეტყობა "შრამი"... მაშინ სიგარეტს ჩვენს კლასში მხოლოდ ერთი ბიჭი ეწეოდა. მან სიგარეტი "გააძრო" და ჭრილობაზე თუთუნი დამაყარა, - სისხლდენას შველისო...

- პირველი უთანხმოება შვილთან...

- შვილებთან სერიოზული უთანხმოება არ მქონია, მაგრამ მათ ხშირად ვსაყვედურობ. უფროსი გოგონა მეორე კლასის მოსწავლეა. დილით ინგლისურის წიგნი ცალკე, პარკში ჩადო. გავაფრთხილე, - ჩანთაში ჩადე, თორემ სადმე დაგრჩება-მეთქი. არ ჩადო და მართლაც, წიგნი სკოლაში დარჩა! მერე დამირეკა: - მამა, ბოდიში, რა, წიგნი დამრჩაო. აი, ამის გამო ვეჩხუბე. საერთოდ, დამოუკიდებელი ბავშვია: თავად იცვამს, საუზმობს, მეცადინეობს. ჰოდა, ხანდახან მგონია, რომ დიდი გოგოა და ინგლისურის წიგნი სკოლაში არ უნდა დარჩეს.

- პირველი ვიზიტი სალონში...

- მუხიანში, საპარიკმახერო მხოლოდ ერთ ქუჩაზე იყო, სადაც თეთრ ხალათში გამოწყობილი "მუსიე" (ოდნავ მოტვლეპილი თავით) მუშაობდა. სალონში მრგვალი, სახელურებიანი სკამები ჰქონდათ. მახსოვს, პარიკმახერმა იმ სახელურებზე ფიცარი დადო და ზედ დამაჯინა. თმის შეჭრა არ მინდოდა, მაგრამ მამამ მითხრა: ცოტა სერიოზულად მოიქეცი, კაცი ხარო! ჰოდა, მეც დავსერიოზულდი და დაბღვერილი ვიჯექი...

- პირველი როლი "კომედი შოუში"...

- ღვინის ფესტივალის შესახებ სკეტჩი იყო. ღვინის დეგუსტატორის როლს ვასრულებდი და ერთ სადღეგრძელოს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვამბობდი, უაზრო სათქმელს უაზროდ ვაყალიბებდი... "კომედი შოუში" ჩემი გმირი ("უფროსოს" პერსონაჟს ვგულისხმობ) არაადეკვატურ, მოულოდნელ რაღაცებს აკეთებს. ეს ჩემთვის სასაცილოა და ასეთ ხუმრობებს ამიტომაც ვიგონებ... ახლა 4-ს 25 წუთი აკლია. შემთხვევით, სადმე ხომ არ გაგვიანდებათ?

- არა!

- რატომ გეუბნებით, იცით? მე მაგვიანდება და იქნებ, თქვენც გაგვიანდებათ (იცინის)?. რა ვიცი, რა ვიცი... ისე კი, 4 საათისთვის ვარკეთილში, დაბადების დღის ცენტრში უნდა მივიდე და კარგი იქნება, თუ გამიშვებთ?

- თქვენი შვილის დაბადების დღეა?

- არა, იქ წამყვანად ვმუშაობ. უნდა მივიდე და პატარები გავახალისო, რომ საღამოს ჩემს ოჯახს რუხი პურის ნაცვლად, შავი პური მივუტანო (იცინის).
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
11.06.2015
შენ გააკეტე უკეთესი შოუ თუ ამათი არ მოგწონს.ან რას ქვია სოფლის კლუბი? შემოუარე სოფლელებს გარშემო.აკაკი წერეთელი რომ სოფლიდან იყო ვერ შექმნა ეპოქა?
გიორგის
11.06.2015
არაჩვეულებრივი ადამიანი!
ზიკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2189 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი