ნიკუშა შენგელაიას ოჯახური რელიკვიები
font-large font-small
ნიკუშა შენგელაიას ოჯახური რელიკვიები
"ბებიაჩემი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მე მგონი, სულ ორი კაბა და ორი ფეხსაცმელი ჰქონდა".
მხატვრებს, როგორც წესი, ჯილდოებით არ ანებივრებენ, თუმცა იგი ორჯერ გამოარჩიეს. პირველად ამ ათიოდე წლის წინ. მაშინ პარიზში ცხოვრობდა. ცნობილი ფრანგი პოეტის, არტურ რემბოსადმი მიძღვნილ დიდ გამოფენაზე ნიკუშა შენგელაიას მიერ შექმნილმა ნახატმა ("ესკიზი ჟანგიან გემზე") საუკეთესო შეფასება და პოეტის სახელობის პრემია დაიმსახურა. შარშან კი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მშვიდობის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის "საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს კვართის" ორდენი გადასცა. მხატვარი დიდი ხანია, ამა თუ საკითხზე თავის სამოქალაქო პოზიციას აფიქსირებს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩა. რა დამოკიდებულება აქვს ნიკუშას საოჯახო რელიქვიებისა თუ საყვარელი ნივთების მიმართ? ზოგადად, ნივთების გაფეტიშება რომ არ უყვარს, ეს თავიდანვე აღნიშნა.

GzaPress- ბავშვობაში მიხეილ ჭიაურელის კაბინეტში ხშირად შედიოდით და ხელს ხომ არ უშლიდით მუშაობაში? - ბავშვები პაპას ორდენებითა და ნივთებით ვთამაშობდით ხოლმე. ორი ნივთი დამამახსოვრდა: წმინდა გიორგის იტალიური ქანდაკება და რკინის ძაღლი - ქაღალდების ე.წ. დამჭერი. მის კაბინეტში იყო უამრავი ფურცელი, რადგან პაპა მუდამ რაღაცას წერდა, მაგნიტოფონი უკრავდა, ძერწვისთვის საჭირო სამუშაო იარაღები ჰქონდა და ძერწავდა, ასევე - ხატავდა. ერთი სიტყვით, მოუსვენარი კაცი იყო. არა მგონია, ხელი შეშლოდა ჩვენი იქ ყოფნით, რადგან ისეთ ასაკში იყო, როცა შვილიშვილებთან ურთიერთობა ეხალისებათ და მათი ცხოვრებით ცხოვრობენ. ხატვა პაპამ დამაწყებინა. ამას წინათ ვნახე ჩემი ნამუშევრები, თითოეულ ნახატს მისი ხელით ეწერა - ნიკუშა 4 წლის, 5 წლის და ასე. ამ ყველაფერს სათუთად ინახავდა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

- ამბობენ, ჭიაურელი სტალინს უყვარდაო... - არ ვიცი, უყვარდა თუ არა (იცინის). პაპას და მისი თაობის ბევრ ადამიანს სტალინის სჯეროდა. ეგ ძალიან რთული პერიოდი იყო. თავიდან რევოლუცია რაღაც სიახლე იყო, სანამ მახინჯ ფორმებს მიიღებდა. თუ გავიხსენებთ, მაიაკოვსკიდან მოყოლებული, ბევრი პოეტი და ხელოვანი ცვლილებებს აღფრთოვანებით შეხვდა, მაგრამ მერე საშინელებები დაიწყო. სტალინი ჭკვიანი კაცი იყო და ნიჭიერ ხელოვანებს პატივს სცემდა. ის აზრი, რომ სტალინი პაპაჩემზე გიჟდებოდა და უყვარდა, გადამეტებულად მიმაჩნია.

- ბებიის, ვერიკო ანჯაფარიძის ნივთებიდან რა გახსოვთ?
- ვერიკოს სამკაულების შესანახი "შკატულკა" ჰქონდა. ერთ-ერთი მახსოვს, ზედ ეხატა ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონი, თავისი არმიით. მაშინდელი თაობისთვის მნიშვნელოვანი იყო საყვარელი საქმის კეთება და მუშაობა. ვერიკოს ბევრი ფოტო ჰქონდა. ჩემთვის ადამიანის მოსაგონებლად ფოტოები უფრო ღირებულია. ბებიაჩემი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მე მგონი, სულ ორი კაბა და ორი ფეხსაცმელი ჰქონდა.
- მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის მუზეუმი დამთვალიერებელს იღებს? - არა, სამწუხაროდ. მაგრამ იმედი მაქვს, რამეს მოვახერხებთ.
GzaPress
- სახლს ფიქრის გორაზე უამრავი სტუმარი ჰყოლია...

- თბილისს ვინც სტუმრობდა, თითქმის ყველა ცნობილი პიროვნება ჩვენთან ყოფილა, პრეზიდენტებიდან დაწყებული, თეატრის და კინოს მოღვაწენი, მწერლები, პოეტები, მხატვრები. უამრავი ვინმე მახსოვს: არკადი რაიკინი, მაია პლისეცკაია, ვანესა რედგრეივი, ალისა ფრეინდლიხი და ვინ არა. იყო საუბრები ხელოვნებაზე, ერთმანეთის შემოქმედებაზე, წარმატებებზე, მომავალზე.

- ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძისგან რა სახსოვარი დარჩათ შვილებს?

GzaPress- მამას ელენე ახვლედიანის ნახატი - "გრემი" ჰქონდა, რომელიც ნატოს ელენემ, როგორც მეგობარს აჩუქა. მხატვარი ვერიკოს მეგობარიც იყო და მასაც ჰქონდა ახვლედიანის და არა მარტო მისი ნახატები. დედაჩემისგან ვიცი, ჩამოვიდოდა რომელიმე დიდი მსახიობი და ვერიკოც, ხელგაშლილად არიგებდა ასეთ კარგ ნამუშევრებს. მაგალითად, ფაინა რანევსკაიასა და ელენა გოგოლევასთვისაც ნახატები უჩუქებია. მამა ადრე დაობლდა და რაც სახლში ნივთები ჰქონდათ, ძმებმა გაიყვეს, მაგრამ მერე ნახატებიც და ნივთებიც გიორგიმ, ელდარმა და თენგიზმა გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს უანგაროდ გადასცეს. მამაჩემისთვის ყველაზე ძვირფასია დედის ნაქონი წმინდა გიორგის მედალიონი, რომელსაც დღემდე ატარებს.

- მშობლების ჯილდოებიდან და პრიზებიდან, თქვენთვის რომელიმე თუ არის განსაკუთრებული და გამორჩეული?
- სახლი სავსეა სოფიკოსა და გიორგის კინო თუ თეატრალური ფესტივალების პრიზებით, მაგრამ ეს არის ლითონის საგნები. ჩემთვის ის ნივთებია ძვირფასი, რომლებსაც დედა ატარებდა და უყვარდა. ზოგ ნივთთან ბავშვობის ასოციაცია მაქვს. ჩემთვის ისინია მოსაფრთხილებელი. დედას მძივები უყვარდა და თავისი ხელით აკეთებდა. მთელი კედელი ჰქონდა დათმობილი მძივებს, - ლამაზად ჰქონდა ჩამოკიდებული. მის ოთახში, ეს კედელი ასე შევინარჩუნე.

- ძველი თაობის ქართველი მხატვრებიდან ვის იცნობდით? რას ნიშნავს თქვენთვის დიდი მხატვრის სახელოსნო?
- ბედმა გამიღიმა, ჩვენი საამაყო და წამყვანი მხატვრებიდან შურა ბანძელაძე (დიდუბის ეკლესია მოხატა), ზურაბ ნიჟარაძე, ავთო ვარაზი, ხიტა ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, რამდენიმე ჩემი პედაგოგი იყო. საერთოდ, სახელოსნო განსაკუთრებული ადგილია, თავისი აურა აქვს. ჯერ ერთი, მხატვრის ნამუშევრები რაღაცას გკარნახობენ, მერე გარემო. საღებავის სუნი, ნივთები, ყველაფერი შენს ირგვლივ, ეს არის ჩვენი სამჭედლო, სადაც სრულყოფილად არსებობ. ხატვას როცა ვიწყებდი, ბევრი რამ არ მესმოდა. მაგალითად, ხიტა ქუთათელაძე ნახატებს არ მამთავრებინებდა. მეუბნებოდა: აი ეს კარგია, ახლა გაჩერდი. შენ რომ ამთავრებ სურათს, უკვე აფუჭებო. და მართლაც, ნამუშევარს მართმევდა. მქონდა ასეთი ეტაპი. გვიან გავიგე, როგორ და რა იყო საჭირო. გასაკვირი არ არის, ახალგაზრდობაში ხდება ხოლმე, ზოგჯერ საქმეს ნაკლებ დროს უთმობ. ერთხელ, სამ თვეში რაც უნდა მომემზადებინა, ერთ თვეში გავაკეთე. უჩა ჯაფარიძემ მითხრა: შენგელაია, ბიჭო, ის ორი თვეც რომ გემუშავა, შენი ნამუშევრები მუზეუმში უნდა გამოგვეფინაო! (იცინის).

GzaPress


- რეჟისორობაზე არასოდეს გიფიქრიათ?
- მხატვრობა ძალიან მიყვარს, 25 წელია, ამით ვცხოვრობ. როცა ჩემში ხატვის ნიჭი აღმოაჩინეს, აქეთკენ მიბიძგეს, რადგან ეს თავისუფალი პროფესიაა. კინოში კი დამოკიდებული ხარ წარმოებაზე, მსახიობზე, ფინანსებზე და ა.შ. რეჟისორი არ გავხდი, მაგრამ ჩემი მეგობრის ირაკლი ჩარკვიანის რამდენიმე კლიპი გადავიღე და ისინი პოპულარული გახდა. მინდა, რომ ახალგაზრდები ირაკლის სიმღერებს ხშირად მღეროდნენ. კინოსთან ისეთი კავშირი მაქვს, მსგავსი სარეჟისორო სკოლა არავის ექნება გავლილი - სამი თვიდან აპარატზე ვზივარ.

- ე.ი. მაინც შეიძლება მხატვრული ფილმის ავტორად გიხილოთ.

- დიდ ფილმზე ჯერ არ მიფიქრია, ისე, იდეები მაქვს, ვნახოთ. გეგმებზე წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, მომავალი გვიჩვენებს.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
31.05.2015
მშობლები გყაავს მოხეილ?
eeeex
30.05.2015
მიხეილ,როცა არ იცნობ ნიკუშას ნამუშევრებს,არც უნდა გამოთქვა შენი აზრი. სასაცილო ჩანხარ :) წარმატებები, ნიკუშა!
დეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი