მიზანდასახული "პატარა ჯუდი"
font-large font-small
მიზანდასახული "პატარა ჯუდი"
"ახლა ის დროა, სიყვარული მოვიდეს"
მიზანდასახული და წარმატებული მოცეკვავე - თამუნა აბესაძე ცეკვას ბევრ დროს უთმობს, მაგრამ წიგნის კითხვისთვისაც იცლის და ინტერვიუზეც სიამოვნებით დამთანხმდა.

- შენს ცხოვრებაში წიგნს რა ადგილი უჭირავს?
- წიგნი და ცეკვა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ცხოვრების აქტიური რეჟიმის გამო, ინტენსიურად კითხვას ვერ ვახერხებ, მაგრამ როგორც კი საშუალება მეძლევა, წიგნს სიამოვნებით ვკითხულობ.

- განსაკუთრებულად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები გიყვარს?

- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები განსაკუთრებულად მიყვარს. ჩემი აზრით, თუ მათ წაიკითხავ, ადამიანის სულს ყველაზე კარგად ჩაწვდები და სამშობლოსაც შეიგრძნობა... ასევე, ბავშვური უშუალობით დაწერილი ნაწარმოები - "ანა ფრანკის დღიური" მიყვარს, რომელშიც რეალური ამბავია მოთხრობილი და არა - მწერლის ფანტაზიის ნაყოფი.

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ?

- პატარა გოგოს - ჯუდის ("გრძელფეხება მამილო"). მას თავისი სამყარო აქვს, სწავლობს და შრომობს. შემდეგ ჯუდი ნამდვილ სიყვარულს პოულობს... ჩემს ცხოვრებაში ახლა ის დროა, როცა ეს გრძნობა უნდა მოვიდეს (იცინის). სიყვარულის გარეშე ხომ ყველაფერი არაფერია?!
GzaPress
- წიგნის გმირებს შორის, სამაგალითო ადამიანად ვინ მიგაჩნია?

- ერთის გამოყოფა არ შემიძლია. სამაგალითო პერსონაჟები ყოველ ნაწარმოებს ჰყავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახალი გმირები ჩნდებიან, ახალ წიგნებთან ერთად - სწორედ ეს სიახლეები მიყვარს.

- ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება შენზე რომელმა ლიტერატურულმა ნაწარმოებმა მოახდინა?

- ძლიერი შთაბეჭდილება ბავშვობაში წაკითხულმა წიგნებმა მოახდინა. როცა ზღაპრებიდან ნამდვილ ლიტერატურაზე გადავერთე და ნოდარ დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა" წავიკითხე, მეგონა, გავიზარდე და უკვე ცხოვრების გამეგებოდა...

- თავადაც ხომ არ წერ ლექსებს, მოთხრობებს?

- კი, ვწერ ხოლმე, ძირითადად - ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩანაწერი - "ცხოვრება მშვენიერია", რომელიც ადრე, კედლის გაზეთში დაიბეჭდა...

- წასაკითხი წიგნის შერჩევისას ყურადღებას რას აქცევ?

- ავტორს. კიდევ, ჩემთვის საინტერესო ადამიანის რჩევას ვითვალისწინებ.
GzaPress
- მწერლების ბიოგრაფიები გაინტერესებს?

- კი, საინტერესოა და ყოველთვის ვკითხულობ.

- ჯერ ნაწარმოებს კითხულობ თუ ავტორის ბიოგრაფიას ეცნობი?

- ჯერ ბიოგრაფიას ვეცნობი.

- ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად წაკითხვა როდის დაიწყე?

- პირველი სერიოზული ნაწარმოები, რომელიც წავიკითხე, ჯეიმს გრინვუდის "პატარა მაწანწალა" იყო - ამ წიგნმა (კლასელმა მათხოვა) ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?

- დედას წიგნები ძალიან უყვარს და საინტერესო ბიბლიოთეკაც გვაქვს. ახლა წიგნებს მეც ვყიდულობ და ნელ-ნელა ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მეტად მდიდრდება.

- შენთვის წიგნი სასურველი საჩუქარია?

- დიახ. ბოლოს თამთა ბანძელაძის ლექსების კრებული - "ფერადი ქოლგების ჩრდილები" მაჩუქეს, რომელშიც ჩემი ფოტოებია შეტანილი.

- რომელიმე წიგნი "მოდის" გამო თუ წაგიკითხავს?

- "მოდის" გამოც წამიკითხავს. მაგალითად, პაულო კოელიოს ნაწარმოებები რომ თარგმნეს, მახსოვს, ყველგან ამაზე საუბრობდნენ. ჰოდა, მეც წავიკითხე - "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა".

- ყველაზე მეტად, რომელი ჟანრის ნაწარმოებები მოგწონს?

- ფანტასტიკის გარდა, ყველა ჟანრის ნაწარმოებს ვკითხულობ.

- საჯარო ბიბლიოთეკით სარგებლობ?

- ბავშვობაში უფრო ვსარგებლობდი, ახლა წიგნები უკვე ხელმისაწვდომია, მეგობრებისგანაც ვთხოულობ.
GzaPress
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- "გრეის 50 ელფერი". საოცრად შთამბეჭდავი იყო! ძალიან მომეწონა.

- ეკრანიზაციაც ნახე?

- კი, ფილმიც ვნახე და საოცრად ლამაზად არის გადაღებული, შინაარსი კი - სულში ჩამწვდომია.

- ამჟამად რას კითხულობ?

- ახლა მარგარეტ დიურასის "გიბრალტარელი მეზღვაური" შევიძინე და ვკითხულობ. ნაწარმოები ფრანგულიდან მერაბ ფიფიამ თარგმნა.

- შენთვის ლიტერატურული ნაწარმოების წიგნად წაკითხვა უფრო მოსახერხებელია თუ ელექტრონული ვერსიის?

- ელექტრონული ვერსიით ნამდვილად არ მისარგებლია, წიგნი მირჩევნია.

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევ?

- შმიდტის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" (ესეც მერაბ ფიფიას თარგმანი გახლავთ) მიყვარს. მინდა, ყველამ წაიკითხოს და ისიამოვნოს. წიგნი ადამიანის სულიერი საკვებია.

- დაბოლოს, გვითხარი, შენს შემოქმედებაში რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- ჩემს ცხოვრებაში ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს. სტუდიაში მოსწავლეები მყავს, რომლებთან ერთად ყოფნა ძალზე სასიამოვნოა. ისინი ბევრ პოზიტიურ ენერგიას და ძალას მაძლევენ. როცა გაკვეთილზე შევდივარ, დაღლა მავიწყდება. ახლახან წარმატებული გალა-კონცერტი გვქონდა... მოგეხსენებათ, პროექტ "ბრავოზეც" ვიმუშავე, ამჟამად კი "იქს-ფაქტორის" დასში ვცეკვავ: ლონდონიდან საიმონ ბარნუმი ჩამოიყვანეს, რომელმაც ქართველი მოცეკვავეებისთვის ურთულესი კასტინგი მოაწყო. ეს დღე ჩემთვის დიდი გამოცდა გახლდათ. საკუთარი თავით ვამაყობდი. საიმონ ბარნუმთან ცეკვა უდიდესი გამოცდილება, პროფესიული ზრდა გახლავთ. დღეში 10 საათს ვცეკვავ. ჩემთვის მთავარია, რომ წინ მივიწევ და სასურველი შედეგისთვის ყველანაირ შრომას ვუძლებ. უკვე მეორე მსუბუქი ტრავმა მივიღე (იღიმის)... პირველმა "ლაივმა" წარმატებით ჩაიარა. ყველამ აღნიშნა, რომ მაღალი დონის შოუ წარმოვადგინეთ. მაყურებელს კიდევ ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ვპირდებით.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი