"უცნაური ადამიანები მიზიდავენ"
font-large font-small
"უცნაური ადამიანები მიზიდავენ"
"აქტიური მკითხველი ბავშვობის წლებში ვიყავი. სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც ფრიადებზე ვსწავლობდი. რომ წამოვიზარდე, მუსიკაზე გადავერთე". - ამბობს მუსიკოსი გელა გნოლიძე და დასძენს, რომ არანჟირებას 13-14 წლის ასაკში აკეთებდა.
ახლა "შალვა რამიშვილის შოუში" გამოდის. ეკრანზე საკუთარ თავს ყოველთვის უყურებს და სულ აკონტროლებს, რომ შეცდომები გამოასწოროს.

პრეამბულის მაგიერ

- პროფესიით ვინ ხარ?
- უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მთელ ჯგუფში ერთი ბიჭი ვიყავი, გოგონები თავს მევლებოდნენ.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- რასაც ბევრი ფიქრი უნდა, არაფერი მიყვარს. მიყვარს მოგზაურობა, თავგადასავლები და მეგობრებთან ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანას კარგად ვიცნობ. საკონცერტო ტურნეში ძალიან ბევრ ადგილზე ვიყავი. გავოცდი, საქართველო ძალიან ლამაზია.

- რომელმა მხარემ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება?

- სვანეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ აჭარა ძალიან მიყვარს. ბათუმში სულიერად ვისვენებ. იქ სიმღერები ადვილად იწერება. ამიტომაა, ბათუმიდან მაგარი მომღერლები რომ გვყავს: ნინო ქათამაძე, მეგი გოგიტიძე, სოფო ხალვაში... მათ სულში სხვა რომანტიკაა, ხმაშიც ზღვა იგრძნობა. ბათუმში ზღვის სანაპიროზე რომ დავჯდები 2 ახალ სიმღერას მაინც ვწერ, მუზები ტალღებთან ერთად მოდიან. საერთოდ რომანტიკული ადამიანი ვარ, სენტიმენტებსაც არ გავურბივარ. ამ ბოლო დროს თითქოს ჩარჩოებში მოვექეცი. საქმეს, რომელსაც ჩემს თავზე ვიღებ, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. მერე თითქოს დრო აღარ მრჩება. ზაფხულს და დასვენების პერიოდს ველოდები.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- პერსონაჟებზე რა გითხრა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი გალაკტიონთან. მას სპონტანურობა ახასიათებდა, რაც ძალიან მიყვარს. საერთოდ უცნაური ადამიანები საინტერესოები არიან, მიზიდავენ. შეიძლება ბევრი ვერ უგებდეს, მაგრამ მე მიყვარს. ჩვეულებრივ სტანდარტული აზროვნების ადამიანთან ურთიერთობა მალე მოსაწყენი ხდება. კოტეტიშვილი კაფიებს რომ აგროვებდა, მასთან ერთად სიამოვნებით ვიხეტიალებდი. კოტეტიშვილთან მეგობრობა დიდი ბედნიერება იქნებოდა. ნიკო გომელაური სიგიჟემდე მიყვარს. გალაკტიონი ლეგენდაა. ლექსები მიყვარს მამახსოვრდება ის, რომელიც ჩემს განცდებთან, სულიერ მდგომარეობასთან ახლოსაა.

- საქართველოში მდინარეების დასახელება უმეტეს შემთხვევაში მთავრდება "ი" ან "ა" ასოებზე. დაასახელე მდინარე, რომელიც ასო ბგერა "ე"-ზე მთავრდება.
- ერთი ასეთი მდინარის დასახელებას 10 რომ ვთქვა და "ი"-ზე მთავრდებოდეს, არა?

- შეგიძლია თქვა, მაგრამ სწორ პასუხად არ ჩაგეთვლება.

- სწორი პასუხი არ ვიცი. ასეთი ერთი მდინარეც კი ვერ გავიხსენე.

- ფრონე. როგორ იწყება "ვეფხსიტყაოსანი"?

- "იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი...

- დარწმუნებული ხარ?

- რა, ასე არ იწყება?

- არა.

- გამორიცხულია, რაღაც გეშლება.

- "რომელმა შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა..."

- (მაწყვეტინებს) გამახსენდა, "...ზეგართმო არსნი სულითა, ყვნა ზეცით მონაბერითა..."

- ბერძნული მითოლოგიით, რომელი მცენარე ითვლება ქორწინების სიმბოლოდ: ვაშლი, ბროწეული თუ დაფნა?

- ვაშლს გამოვრიცხავ. დაფნა ან ბროწეული იქნება.

- ქორწინება ხომ გამრავლებასთან ასოცირდება.

- ჰოდა, ამიტომ ბროწეულს დავასახელებ. როგორც ვიცი, საბერძნეთში ყველაზე მეტად ზეთისხილი უყვართ.

- რატომ ატარებდა იულიუს კეისარი დაფნის გვირგვინს?

- არ ვიცი.

- სიქაჩლის დასაფარავად. ყველა თვე, გარდა თებერვლისა, 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- თებერვალში.

- გელა, დაფიქრდი.

- რა დაფიქრება მაგას უნდა?

- და ეგ სწორი პასუხი გგონია?

- ვაიმე, რა გავაკეთო (პაუზის შემდეგ)? მაბნევ, 28 რიცხვი ყველა თვეშია. უცნაურად მეთამაშები, ყველა სიტყვას უნდა დავუკვირდე რასაც მეუბნები. ვატყობ, ჩემი საქმე ცუდადაა.

- ვინ არის ავტორი სიმღერისა - "თხამ შეჭამა ვენახი"?

- არ ვიცი.

- ხალხურია. რომელია მსოფლიოში ყველაზე თბილი ზღვა?

- წითელი ზღვა.

- რომელ ქვეყანაში გამოიგონეს დომინო?

- გერმანიაში.
GzaPress
- საფრანგეთში. ოპტიმისტები სწავლობენ ინგლისურს, პესიმისტები - არაბულს, ხოლო რეალისტები?

- ჩინურს.

- დაასრულე აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი: "ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები...

- თავიდან იწყებენ.

- "...თავიდან იცილებენ".

- აინშტაინს ვერ დავეთანხმები. მე მიყვარს პრობლემების გადაწყვეტა და თავიდან ვიგონებ. მერე მოგვარების პროცესი მსიამოვნებს. იმას კი არ ვამბობ, რომ გენიოსი ვარ, მაგრამ კარგია, როცა რაღაცისთვის იბრძვი. საერთოდ, მშვიდი ცხოვრება ნაკლებად მაინტერესებს, მონოტორულ და ერთფეროვან დღეებს ვერ ვიტან და შეძლებისდაგვარად, ვიფერადებ.

- "ეს არის ფითილი, რომლის ერთ მხარეს ცეცხლია, მეორე მხარეს - სულელი". რის შესახებ ამბობდა ამას ბერნანდ შოუ?
- სიყვარულის.

- ამ პასუხამდე რა ლოგიკით მიხვედი.

- ერთ მხარეს ხომ ცეცხლია, მეორე მხარეს სულელი ანუ როცა შეყვარებული ხარ, ცეცხლი გიკიდია, სიყვარული გაბრმავებს, შეიძლება სისულელეც გააკეთო.

- შოუ სიგარეტის მოწევას გულისხმობდა.

- ო, მომეწონა ძალიან ეს შედარება. თავად მწეველი არა ვარ და ყველას ვურჩევ, ნიკოტინს ნუ მიეტანებიან. სიგარეტი ჩემს ხმაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

- რა ერქვათ თავდაპირველად კოსმოსში გაშვებულ ძაღლებს?

- ბელკა და სტრელა.

- ზეპირად ბევრი ლექსი იცი?

- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით მომწონს ნიკო გომელაურის პოეზია. გალაკტიონი ხომ ლეგენდაა, რაღა უნდა ვთქვა? დაემთხვა, დღეს ნიკოლოზობაა და ნიკო გომელაურს გავიხსენებ (??). ერთი პერიოდი რუსთაველის თეატრში მიწევდა მუშაობა. ერთ დღეს ფოიეში შევხვდი, სხვა მსახიობებიც იყვნენ. ნიკო ჩემი მუსიკით დაინტერესდა, მაშინ ახლოს არ ვიცნობდი. სტუდიაში ამომყვა, ჩემი ნამუშევრები მოისმინა, ჩამეხუტა, მუსიკას ლექსები შეუხამა და ისეთი თბილი საღამო გამოგვივიდა, არასდროს დამავიწყდება. ღამის 2 საათამდე დავყავით და დრო როგორ გავიდა, ვერ გავიგეთ. მე ვუკრავდი, ნოკო ლექსებს ჰყვებოდა. ახლა გამახსენდა ლექსი, რომელიც იუდას მიუძღვნა: "...როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!/ - ცოტათი მაინც არ მოერიდა.../ მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი, მაგრამ ღალატი არ მინდებოდა./ არადა ჰკოცნის, არადა ჰყიდის,/ იცის მოკლავენ, განა შტერია./ ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!/ - თავის სიმცირეს ვერ მოერია./ ისტორიაში დარჩა იუდა,/ დღესაც აქ არის, არ გაიგუდა"...

- ვინ იყო კონიაკის პირველი მწარმოებელი საქართველოში?

- სარაჯიშვილი.

- მუსლიმანებში მამაკაცი მოწამეობრივ სიკვდილს მხოლოდ ბრძოლის ველზე ეზიარება. რა შემთხვევაში უთანაბრდება მას ქალის სიკვდილი?
- როცა მშობიარობის დროს გარდაიცვლება.

- რა შეიძლება იყოს ბლაგვიც, მართიც და მახვილიც?

- კუთხე.

- ზესტაფონი, ქუთაისი, თბილისი და გორი. ამ ქალაქებიდან რომელია უძველესი?

- ქუთაისი.

- ვის მიუძღვნა ბეთჰოვენმა "მთვარის სონატა"?

- მადროვე, გავიხსენებ.

- "ნაღვლიანად გავატარე ბოლო 2 წელიწადი. აჩრდილივით მუდამ თან მდევდა ჩემი დაქვეითებული სმენა და გავურბოდი ხალხს, მიზანთროპს ვგავდი, სინამდვილეში სულაც არ ვარ ასეთი. ეს ცვლილება ჩემში მოახდინა მშვენიერმა გოგონამ, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს". - ვკითხულობთ ბეთჰოვენის მოგონებებში.
- ეს გოგონა მისი მოსწავლე იყო. ჯულიეტა ერქვა, ხომ?

- დიახ, ჯულიეტა გვიჩარდი. რომელ ჟანრს განეკუთვნება ცეკვა - "ქართული"?

- ჟანრებს ვერ მეტყვი?

- სატრფიალოს, სახუმაროს თუ საომარს?

- სატრფიალოს.

- ვინ დაწერა "რევიზორი" და "მკვდარი სულები"?

- გოგოლმა.

- მან პიანისტის კარიერა ხელის თითების დამბლის გამო მიატოვა, მთელი ცხოვრება მუსიკის კრიტიკოსობას მიუძღვნა. ერთხელ, როცა შოპენის ვარიაციები მოისმინა, განაცხადა: "ქედი მოიხარეთ, თქვენ წინაშე გენიოსია". დაასახელე ეს პიროვნება.
- ე.ი შოპენის თანამედროვე იყო (ფიქრობს), შუმანი.

- მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს. ერთი წვეთის შეხების შემთხვევაშიც კი რას აკეთებს იგი?

- ზუსტად არ ვიცი. შესაძლოა თავს იკლავდეს.

- დიახ. თავს იგესლავს და კვდება. დაასახელე ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია. ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვენაში.

- მოცარტი.

- რა სახელწოდება მიიღო 1905 წელს ახალი ფირმის პირველმა ავტომობილმა უხმაურო სვლისა და ვერცხლისფერი შეფერილობის გამო? მას ვერცხლისფერი მოჩვენება შეარქვეს.
- "რენჯ როვერი".

- სწორი პასუხია "როლს როისი". გოგონა სარკესთან მივიდა, საკუთარი გამოსახულება დაინახა და შუბლზე აკოცა. შესაძლებელია თუ არა, ასე რომ მოხდეს?
- კი, სარკეს აკოცებ.

- შუბლზე?

- კარგი, კარგი, ახლა მივხვდი, კითხვაში რა ეშმაკობაცაა ჩადებული.

- სანამდე მას მოდაში კოკო შანელი შემოიტანდა, ბევრი ადამიანისთვის სასურველი არ იყო. მეტიც, ის ადამიანის დაბალ წარმომავლობაზე ან შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. რაზეა ლაპარაკი?
- რუჯის მღებაზე.

- დაბოლოს, დასრულე მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამი: "გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ლანძღავენ და..."
- "...და ომობენ".
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
უცნაური კომპლიმენტი და კუნთმაგარი ფინანსისტი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2164 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი