"გმირი ჯარისკაცისა" და ენჯის რეალური მეგობრობა
font-large font-small
"გმირი ჯარისკაცისა" და ენჯის რეალური მეგობრობა
"იციან, რომ ერთგული მეუღლე ვარ და არ მაწუხებენ"
დინჯი და სიტყვაძუნწი ჯარისკაცი - კოტე "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა.

პოპულარობა არც კოტეს ძაღლს - ენჯის აკლია... ზურა ინგოროყვა თავისი პერსონაჟისგან განსხვავებით, სიტყვაძვირი ნამდვილად არ გახლავთ. ნიჭიერ მსახიობს ოთხფეხა მეგობარიც სამსახიობო უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული ჰყოლია - ენჯი და ზურა კამერის წინ უპრობლემოდ მუშაობენ...
ზურა ინგოროყვა 22 წელია, დაოჯახებულია. ჰყავს ქალიშვილი, რომელიც მამის პროფესიულ გზას მიჰყვება...

- ლევან წულაძისთვის მე, დუტა სხირტლაძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ქეთი ცხაკაია და სხვა უკვე წარმატებული მსახიობები პირველი მოსწავლეები ვიყავით. ახლა ჩემი შვილიც სტუდენტია და მისი პედაგოგი ჭოლა გახლავთ. ლევან წულაძეს მოსწავლის შვილი მოსწავლედ პირველად ჰყავს (იღიმის)...

- ეკრანზე პირველად როდის გამოჩნდით?

- ალბათ, 1996-97 წლებში. მაშინ ლუდის რეკლამაში გადამიღეს. თუ არ ვცდები, ეს ქართველების მიერ გადაღებული პირველი მასშტაბური რეკლამა იყო.

- პოპულარობის პირველი შეგრძნება როდის გაგიჩნდათ?

- წელი ზუსტად არ მახსოვს. რუსთავის თეატრში, გოგი ქავთარაძემ სპექტაკლი - "ცოდვის შვილები" დადგა (მარიო პიუზოს "ნათლიმამა" ქართულად "გადმოაპიესეს"), რომელშიც მთავარ როლს ვთამაშობდი. წარმატებული და იღბლიანი სპექტაკლი იყო: გარდა იმისა, რომ ხალხმა გამიცნო, ჩემ მიერ შესრულებული როლი მოსწონდათ და მესალმებოდნენ, სპექტაკლი ისე აიტაცეს, რომ ხმა რობიკო სტურუამდეც მივიდა. აი, მაშინ დაიბადა აზრი, რომ რუსთაველის თეატრში გადავსულიყავი. ამ სპექტაკლთან ბევრი "პირველი" რამ არის დაკავშირებული, მათ შორის - გოგი ქავთარაძესთან პირველი თანამშრომლობა...

- პირველი პაემანი...

- სიყვარულთან დაკავშირებით, ბავშვობიდანვე აქტიური ვიყავი. ასე რომ, პირველი პაემანი შეიძლება, მეოთხე კლასშიც მქონდა... მოდი, უფრო სერიოზულ პირველ პაემანს გავიხსენებ: ჩემი მეუღლე ჩემი მეგობრის ნათესავია. როცა პირველად დავინახე, მომეწონა. შემდეგ სუფრასთან მოვხვდით. მახსოვს, ახალი წლის დღესასწაულების პერიოდი იყო და კინოთეატრში, ალან პარკერის "ანგელოზის გულის" სანახავად დავპატიჟე.Fფილმის ყურებისას მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და აი, უკვე 22 წელია, ერთად ვართ.

- პირველი წარმატება...

- რუსთავის თეატრში (1996 წ.) ვითამაშე სპექტაკლში - "იქ, სადაც ღვარად მოედინება". ირაკლი სამსონაძის პიესა გახლდათ, რომელიც კოტე აბაშიძემ სპექტაკლად დადგა. მაშინ დიდ სცენაზე პირველად ვიდექი და კრუპიე ბიჭს ვთამაშობდი.Mმერე, ქართული თეატრის დღეს, ამ როლის წყალობით პრიზი გადმომცეს - "წლის ახალგაზრდა მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის".
GzaPress
- პირველად ქალის გამო როდის იჩხუბეთ?

- საერთოდ, მოჩხუბარი, აგრესიული ადამიანი არ ვარ. ვცდილობ, გაწონასწორებული ვიყო და ყველაფერმა დაძაბულობის, ჩხუბის გარეშე ჩაიაროს. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს მიჩხუბია.

- არც ბავშვობაში?

- ასეთი რამ მომხდარა: კლასში ლამაზი გოგონები გვყავდა. მათ სხვა სკოლიდან ბიჭებმა მოაკითხეს, შეაწუხეს. რა თქმა უნდა, კლასელი ბიჭები გავედით და 2-დღიანი ჩხუბი გვქონდა: პირველ დღეს ვიჩხუბეთ და მეორე დღისთვის შეხვედრა დაგვითქვეს, როგორც ხდება ხოლმე... ეს ჩხუბი ჩემი სიყვარულის გამო კი არა, თანაკლასელი გოგონების გამო მოხდა.

- პირველი აბეზარი თაყვანისმცემელი...

- ნამდვილად არავის შევუწუხებივარ. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი უფრო ახლოს გაცნობა სურდათ, მაგრამ ესეც - ძალზე თავაზიანად. "ვაიმე, ეს ვინ ავიკიდე, შემჭამა-მეთქი", - მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს.

- ალბათ, ახლა ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ. სოციალურ ქსელში არ გწერენ?

- სოციალური ქსელისთვის ნაკლებად მცალია და თითქმის არ ვსარგებლობ. "ფეისბუკს" მხოლოდ საქმიანად ვიყენებ მაგალითად, პიესას მიგზავნიან ხოლმე. ქუჩაში ხალხის ყურადღებას ვგრძნობ: მესალმებიან, როლთან დაკავშირებით ქათინაურს მეუბნებიან და ა.შ. ეტყობა, უკვე იციან, რომ ცოლი მყავს, ერთგული მეუღლე ვარ და არ მაწუხებენ.

- გმირი კოტეს გამო, ქუჩაში უცხო ადამიანებმა პირველად როდის გაგაჩერეს?

- ჩემი მონაწილეობით გადაღებული პირველი თუ მეორე სერიის ეკრანზე გასვლის შემდეგ, 14-15 წლის სამმა გოგონამ ქუჩაში გამაჩერა და სურათის გადაღება მთხოვეს.

- როგორი რეაქცია გქონდათ, როცა თქვენ მიერ განსახიერებული კოტე ეკრანზე პირველად ნახეთ?
- საერთოდ, ეკრანზე საკუთარი თავის ყურება მიჭირს... თუმცა, რა თქმა უნდა, ერთხელ მაინც უნდა მენახა. პირველ სერიას ვუყურე, რათა საკუთარი თავისთვის კრიტიკულად შემეხედა. უარყოფითი შთაბეჭდილება არ მოუხდენია: ვერ ვიტყვი, გავგიჟდი, ისე მომეწონა-მეთქი, მაგრამ მგონი, ეს პერსონაჟი სერიალში "ჩაჯდა".

- კოტეს რით ჰგავხართ?

- ამ პერსონაჟის სიდინჯე მომწონს. გაწონასწორებული ადამიანია; ჯერ ფიქრობს, შემდეგ - ლაპარაკობს. მთლად კოტესავით არ ვარ, რომ საათში ერთ წინადადებას ვამბობდე, მაგრამ საკუთარ თავში სიდინჯეს ვგრძნობ.

- ცეცხლსასროლ იარაღთან პირველი შეხება გაიხსენეთ...

- ბევრი ისეთი მეგობარი, ახლობელი და ნათესავი მყავს, რომელიც ნადირობს. პირადად მე, ნადირობა არ მიყვარს, მაგრამ სტუდენტობისას მეგობრებს სანადიროდ გავყევი, თოფი ჰაერში გავისროლე... მანამდე სკოლაში გაკვეთილები გვქონდა, სადაც სროლას გვასწავლიდნენ... "ყარაბაღის" გადაღებისას ძალიან "სერიოზული", რუსული პისტოლეტი მეჭირა, რომელიც ავტომატურადაც ისვრის. ფილმის გადაღებისას რამდენჯერმე ვისროლე, ცეცხლსასროლ იარაღთან სხვა შეხება არ მქონია. შეიძლება ითქვას, რომ იარაღის მოყვარული არ ვარ.
GzaPress
- თევზაობა გიყვართ?

- არც თევზაობა მიყვარს, მაგრამ შემიძლია გავიხსენო, სათევზაოდ პირველად როდის წავედი: დაახლოებით მეოთხე კლასში ვიყავი. სოფელ ახალდაბაში მდინარე მტკვარი ჩამოდის და ბევრი ღორჯო მოჰყვება. მახსოვს, უამრავი თევზი დავიჭირე - შეიძლება, 8 კილოზე მეტიც კი და ამ ფაქტით აღფრთოვანებული ვიყავი. მეორედ სათევზაოდ მეგობრებს გავყევი...Nნადირობა და თევზაობა ჩემი სტიქია არ არის.

- პირველი ოთხფეხა მეგობარი...

- სახლში მეუბნებიან, - ბავშვობაში ეზოში სათამაშოდ რომ გიშვებდით, ჯიბეები სულ კნუტებით სავსე გქონდაო. ალბათ, 3-4 წლის ვიყავი, როცა შინ კნუტი მოვიყვანე, მალევე - ძაღლიც... სხვათა შორის, სერიალში ჩემს გმირს ძაღლი რომ ჰყავს, ის ნამდვილად ჩემია. ენჯიკოს შვილად უფრო მივიჩნევ, ვიდრე - ძაღლად. ვგიჟდები, ისე მიყვარს! მასაც ძალიან ვუყვარვარ. უკვე ისიც პოპულარულია, რადგან ჯერ ოთარ შამათავას ფილმში - "ფსიქოპატთა თამაშები" ნახეს, ახლა სერიალშიც მონაწილეობს, თან - ძალიან ნიჭიერად; ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ვეუბნები. ჩემი ენჯიკოთი გადამღები ჯგუფი აღფრთოვანებულია. ჭკვიანი და დამჯერი "გოგოა".

- პირველი მეგობარი...

- საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, დღემდე ვმეგობრობთ მე, ზურა კიწმარიშვილი, მალხაზ აქუბარდია და ირაკლი ლომია. ისე, ბევრი მეგობარი მყავს...

- პირველი ინტერვიუ...

- 1996 წელს, როცა "წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცის როლის შესრულებისთვის" პრიზი ავიღე, ჩემი ინტერვიუ ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნდა. ხომ იცით, ადამიანი ყველაფერ პირველს დიდ ყურადღებას აქცევ. მგონი, დედაჩემს ის გაზეთი დღემდე შენახული აქვს... სატელევიზიო ინტერვიუს რაც შეეხება, როცა სპექტაკლში - "ცოდვის შვილები" ვითამაშე, რუსთავის ტელევიზიამ ჩემ შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. ძალიან მომეწონა.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
25.06.2015
ბოდისჰიტ მაგრამ, სიტკვადზუნცი კი არა მე და ცჰემს გარსჰემომკოპებს ცჰკუანაკლული გვეგონა ისე დზალდატანებიტ იკურებოდა აკეტ-იკიტ. ვერ დავიჯერეტ რომ კატოს სჰეიდზლებოდა სჰეკვარებოდა, სულ ველოდიტ რომ მიხვდებოდა რომ აკლდა
ლილი
24.06.2015
გილოცავ ზურიკო. მგონი ახლა მართლა პოპულარული გახდი. გისურვებ წარმატებას, თუმცა მინდა გითხრა რომ ცოტა შესრულება არ მომწონს. თევზაძე და მისთანები დაივიწყე.. თვალებიც არ მომწონს.. დანარჩენი კარგია
mariნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი